საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის აპარატი ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია.
ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე, დეტალურად განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული
ევროპარლამენტი უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გადაცემის მოწოდებით გამოდის. აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტის მიერ 16 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი.
ევროპარლამენტის რეზოლუცია მტკიცედ გმობს მოსკოვის აგრესიას, კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის ხალხისა და ხელმძღვანელობის მიმართ ურყევ სოლიდარობას და უკრაინისთვის საჭირო დახმარების გადაცემის განხილვისკენ მოუწოდებს.
“ისინი [ევროპარლამენტარები] უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევისადმი მხარდაჭე
აფხაზეთის პრეზიდენტს არ შეუძლია მოლაპარაკება აფხაზეთის რუსეთთან შეერთებაზე. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.
შამბამ კომენტარი გააკეთა ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის შესახებ და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის "კონსტიტუცია ამ თემის განხილვის საშუალებას არ იძლევა".
„ასეთი საკითხები ასე არ წყდება - პრეზიდენტი წავიდა, უცებ დაბრუნდა და ჩვენ რუსეთის ნაწილი ვართ. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც (არ იძლევა) ამ თემის განხილვის საშუა
იაპონიის ხელისუფლებამ რუსეთის 39 მოქალაქეს, 73 ორგანიზაციას, რუსულ ბანკს და უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებ 9 პირს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული რუსეთის ანექსიის მცდელობაში, სანქციების დაუწესა.
კერძოდ, სანქცირებული რუსების სიაში მოხვდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გორემიკინი, კონცერნ „კალაშნიკოვის“ ხელმძღვანელი ალან ლუშნიკოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წევრები. სიაში ასევე არიან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.
გარდა
ამ კანონის მიზნებით, ინგლისური ტერმინი, სადაც „აგენტი" ფიგურირებს, არ ნიშნავს ძირში ნეგატივს, არც ჯაშუშობას, არც ცუდ საქმიანობას, არც კარგს, ნეიტრალურია - ეს სიტყვათა შეთანხმება, არ ნიშნავს რომ ხარ აგენტი, ანუ აგენტი ჯაშუშის გაგებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ე. წ. აგენტების შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუ ეს არის პრობლემა, ამაზე მსჯელობა საკომიტეტო განხილვების დროს არის შესაძლებელი.
„კ
სათეატრო სფეროს წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს პეტიციით ეხმაურებიან.
პეტიციას ხელს 129 ადამიანი აწერს, მათ შორის, ხელმომწერებში რობერტ სტურუას სახელი და გვარიცაა.
შესწორება: მასალაში ნათქვამი იყო, რომ პეტიციას ხელს აწერს რობერტ სტურუა, რადგან მისი სახელი და გვარი ხელმომწერებს შორის ნამდვილად არის. „პუბლიკა“ შეეცადა გადამოწმებას ხელმოწერა ნამდვილად ეკუთვნის თუ არა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანე
ნახეთ ხომ კობახიძის სახე და მდგომარეობა? ასე მძიმედ გამოიყურება პოლიტიკურად, ადამიანურად, მორალურად, პროფესიულად დასრულებული ადამიანი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
როგორც მან აღნიშნა, არჩევანი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ სწორ არჩევანს გამბედაობა სჭირდება.
"არავის ვუსურვებ ამ დღეში ჩავარდნას. ახლა რეაბილიტაცია (ისიც მცირედი) მხოლოდ შეცდომების აღიარებით, ბოდიშით და სიმართლის თქმით არის შესაძლებელი.
არჩ
ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი „თავდაცვის კოდექსით“ თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა;
„თავდაცვის სამინისტრომ „თავდაცვის კოდექსი“ შეიმუშავა, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი კოდექ
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მზადაა შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს განცხადებას.
14 მარტს სტუდენტებმა საქართველოს სახალხო დამცველს ტელეკომპანია "პირველის" ეთერით მიმართეს და მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პერსპექტივის გაძლიერების შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ევროპულ გზაზე.
„ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან – როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით
ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოს თქმით, აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებისას კენჭისყრაზე არდასწრების საფუძველი დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება იყო. სერგეენკომ ამის შესახებ TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს [აგენტების შესახებ კანონის მიღებას]. ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი,
როდესაც ამბობენ, ახალგაზრდებმა უნდა გაიყვანონ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს, ამაზე სულ პროტესტი მაქვს. დიახ, ისინი უნდა იყვნენ ზურგში, მაგრამ იმ სიბინძურეს, რასაც ახლა ვუყურებ, ამ პროცესში მათი გასვრა არ მინდა. ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია, ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენ შემდეგ მოსულ თაობას ამასთან შეხება არ დასჭირდეს, - ამის შესახებ სოფო ხორგუანმა დიანა ტრაპაიძესთან "დღის ამბებში" სტუმრობისას განაცხადა.
337854261_800282538283682_1794982112266065220_n.mp4
ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა და ჩაგვრა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ დაწერა.
ლევან იოსელიანი ეხმაურება თბილისში გამართულ ქალთა სოლიდარობის მარშს, რომელსაც თავადაც ესწრებოდა და აღნიშნავს, რომ ყველამ ერთად უნდა დავგმოთ ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა და მუდმივად ვიყოთ ამ უფლებების დაცვის სადარაჯოზე.
“დღეს, არა მხოლოდ როგორც სახალხო დამცველი, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და გოგოს მამა მივედი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტისას ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გადამწყვეტი ეტაპიდან გამომდინარე.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ლიეტუვას მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, ბავშვებს, რომლებსაც 1-ელ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში 2023 წლის სექტემბრიდან შევიდნენ.
მისივე თქმით, პროცესი ნებაყოფლობითი იქნება და მშობლებს შეეძლებათ ბავშვები სკოლაში წაიყვანონ ან საბავშვო ბაღში დატოვონ.
„სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შესაძლებლობა გვაქვს, მშობლების მომეტებული მოთხოვნა, რომელიც ბავშვის სასკოლო ასაკს ეხება, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ. წელს, ბავშვ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთისგან დასაცავად კიდევ უფრო ძლიერ იარაღს ელოდება. გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ ცის დასაცავად უკვე აქვთ ძალიან სერიოზული საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა იარაღი.
„მაგრამ უნდა იყოს, და დარწმუნებული ვარ, იქნება კიდევ უფრო ძლიერი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
19 აპრილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ გერმანიისგან მიიღეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი. რეზნიკოვის
17 წლის ქართველმა ახალგაზრდამ ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილი და ჯამში $500 000-მდე სტიპენდიის შეთავაზება 7 უნივერსიტეტისგან (Webster University Geneva, Webster Leiden Campus (Netherlands), American University in Bulgaria, Alfred University, University of Kentucky, Concord University, Albion college) მიიღო.
გურამ შენგელია სწავლას, ბიზნეს ადმინისტრირების განხრით, American University in Bulgaria-ში გააგრძლებს.
როგორც ჩანს, “ლელოს” პოლიტიკური დღის წესრიგი გიორგი გახარიას გარშემო ტრიალებს, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.
როგორც ბერდია სიჭინავა აცხადებს, მათი გუნდის ამოცანა “ოცნების” ხელისუფლების ცვლილებაა, ვიღაცების კი - 5%-იანი ბარიერის გადალახვა.
"ჩვენი გუნდის ამოცანა “ოცნების” ხელისუფლების ცვლილებაა, ვიღაცების - 5%-იანი ბარიერის გადალახვა (წარმატებები ამ საკითხში).
დაფუძნების დღიდან გვაქვს თანმიმდევრული და ყველა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინეს.
მათივე ცნობით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
publika
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ევგენი პოპოვი ამბობს, რომ მზადაა წარადგინოს წინადადება რუსეთისა და საქართველოს საპალარმენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის შესახებ, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
დეპუტატის თქმით, საუბარი არაა „მეგობრობის ჯგუფზე“, მაგრამ ორი ქვეყნის პარლამენტარებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენაში.
გუშინ რუსეთის ფედერაციამ გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მოხსნა შეზღუდვა პირდაპირ ფრენებზე.
მმართველ გუნდში ამ გადაწვყეტილე
დღეს, 16 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Georgia Airways-ს მისცა ნებართვა, რომ რეისზე თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით ფრენები განახორციელოს.
სააგენტოს ცნობით, ქართული ავიაკომპანია ამ მიმართულებით რეგულარულად იფრენს.
15 მაისს, შესწავლის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსული ავიაკომპანია „აზიმუტს“ ქვეყანაში ფრენის ნებართვა მისცა.
„აზიმუტს“, რომელიც 17 მაისიდან თბილისში იფრენს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მით
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამორალური და არასწორია იმის შესახებ საუბარი, რომ საქართველო რუსეთს უნდა უმადლოდეს ეკონომიკის გარკვეულწილად განვითარებას. აღნიშნულის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობისადმი.
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით 31 მაისს გამოვიდა. მან საქართველოს ევროინტეგრაციასა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა ისევე, როგორც, შეეხო რუსეთის ომს უ
უკრაინა თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას ძალით მოახდენს თუ არა, მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთს დიპლომატიური მიმართულება თუ სურს, უნდა გავიდნენ და არ ელოდონ, სანამ ბევრი ხალხი მოკვდება და ძალით გავაგდებთ. ვთვლი, რომ ეს დიდი სხვაობაა. კი, შედეგი ერთნაირია, ერთის მხრივ. [მაგრამ] მე ვთვლი, რომ არა. ვთვლი, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას მოვახდენთ. ხოლო როგორ, ეს ჩემთვის ძალ
უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 590 ჯარისკაცი, 24 დრონი და 19 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 218 500 ჯარისკაცს, 3 965 ტანკს, 7 683 ჯავშანტექნიკას, 3 812 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 301 ვერტმფრენს, 6 519 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 357უპილოტო საფრენ აპარატს, 519 ერთეულ ს