საქართველოს პრეზიდენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა.
ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის ბრიფინგი გაიმართა. გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერაზე უარი არ ნიშნავს იმას, რომ ცვლილებებს ვეტო დაედო ანუ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნდა პარლამენტში. კანონის მიხედვით, თუ პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს და პარლამენტში დააბრუნებს, მასზე ხელმოწერა შეუძლია პარლამენტის თავ
ჩვენი პარტიის ამოცანაა, "ოცნება" გავუშვათ ხელისუფლებიდან ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ყველა მსგავსს დოკუმენტს შევუერთდებით, თუ ამ დოკუმენტში აუცილებლად ეწერება "ნაციონალური მოძრაობა", რადგან ჩვენთვის წითელი ხაზია, როგორც "ოცნება", ასევე "ნაციონალური მოძრაობა".
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1609470932952749/
იქნება ლავროვის, ზატულინის განცხადებები თუ დამატებით ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების მიერ წამოყენებული პრეტენზიები, ეს ცალსახად აჩვენებს, თუ რამხელა საფრთხეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის თავად „ივანიშვილის ოცნება“, - ეს შეფასება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა.
აქუბარდიას აზრით, “ქართული ოცნება“ სადღაც კულუარულად, ბნელ ოთახებში არაფორმალურ საუბრებს აწარმოებს და “გარეჯი საქართველოა“-ს მსგავსი მაშველი რგოლის ძიებას ცდილობს“.
ევროპაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ რუსეთმა დაარღვიოს. ევროპა შეიქმნა მშვიდობისთვის, ევროპაში ერთმანეთის წინააღმდეგ არცერთი ომი ყოფილა, და მითუმეტეს, რუსეთთან მიმართებაში, - ამის შესახე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყვე
“ოცნება” ცდილობს ხელისუფლება შეინარჩუნოს ყველაფრის ფასად, რადგან კორუფციით მოპარული ფული შეინარჩუნოს, სასამართლო გააუქმოს და ევროპული გზიდან საბოლოოდ გადაუხვიოს.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1212070710100305/
ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.
ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ.
„მიმდინარე საკითხების ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, ინფორმირებულები იქნებიან საქართველოსა და მოლდოვას არჩევნე
ჩვენ არავის მივცემთ უფლებას სახელმწიფო მიიტაცოს.
იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვისაც გინდათ, რომ ივანიშვილი გადაარჩინოთ, ხმა არ მისცეთ, რადგან საკუთარ თავსაც გადაჩეხავს და სახელმწიფოსაც.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3927855150816286/
,,აბუ დაბიში” UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლაში, ილია თოფურიასა (15-0) და მაქს ჰოლოვეის (26-7) შორის ბრძოლა ილია თოფურიას გამარჯვებით დასრულდა.
თოფურიამ გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა.
ეს ილია თოფურიასთვის მე-16 გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია და ამ გამარჯვებით, UFC-ის იტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა.
იპნ
28 ოქტომბერს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი თანაგუნდელის, ლია ყოჩიშვილის მამას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მეზვრიშვილის თქმით, მანამდე, რამდენიმე დღით ადრე ლია ყოჩიშვილისთვის მანქანის დაჯახება სცადეს, შემდეგ კი შეურაცხყოფა მიაყენეს მის დედას.
„ჩვენს თანაგუნდელს – ლია ყოჩიშვილს კორუმპირებული ფეოდალი დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფება კორუფციაში მხილების გამო მანქანას რომ აჯახებდა ხომ გახსოვთ? პოლიციას რეაგირება ამ დრომ
მინდა დღევანდელ ხელისუფლებას - „ქართულ ოცნებას“ ვთხოვო: სიები გაასაჯაროვეთ, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდეთ და ვთქვათ, რომ „შეგვეშალა, ეს არჩევნები იყო კარგი“ ან ვთქვათ, რომ „არა, არ შეგვშლია და ეს არჩევნები იყო ცუდი“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას განმარტებით, თუ „ქართული ოცნება“ გასაჯაროებს სიებს, ამ შემთხვევაში ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, დასრულდება და „ამ კოშმარს ექნება კარგი დასასრული“.
„საქართველოში ჩატ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს.
როგორც მან აღნიშნა, „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვპირდებოდა, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა.
ამასთან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არანაირი რესურსი არ გააჩნია,
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა შემაშფოთებელია და რამდენიმე მსხვილი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია.
ფიშერი X-ზე წერს ბუნდესვერის დაარსების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალი, ირაკლი ჭიჭინაძე მონაწილეობდა.
„ვამაყობ გერმანია-საქართველოს კარგი თანამშრომლობით თავდაცვის სფეროში და გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები
"ჩვენ ამ გაყალბებულ პარლამენტში არ შევალთ, ამდენი ხმა თუ აიღეს, ამდენი პოლიციელი დასაცავად რაში სჭირდებათ?", - პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის კომენტარი აქციიდან.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/619388630652654
ყოველ საღამოს, ყოველ ღამით ათასობით ქართველი ქუჩებში გამოდის დემოკრატიის დასაცავად, საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად, - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა მანიპულირებული, რუსეთის ძლიერი ზეგავლენით ჩატარებული არჩევნების გზით.
„ის რუსეთის და უზომოდ მდიდარი ოლიგარქის ზეგავლენის ქვეშაა. მათ გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან ქართველთა 80 პროცენტზე
მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გავრცელებულ ერთობლივ წერილში მსოფლიოს სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი ქალი ლიდერები აცხადებენ.
„ჩვენ, ხელმომწერი ქალი ლიდერები, ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალ
„ქართული ოცნების” მოქმედების კურსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება გამოიწვია, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი აკეთებს, რითაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისი თქმით, ევროკავშირი 16 დეკემბერს დამატებით ზომებს განიხილავს.
“დემოკრატიის განუწყვეტელმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გამოყენებულმა რეპრესიულმა საშუალებებმა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა იქონია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხ
„საქნახშირის” მფლობელ კომპანიას, „შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის” “ქართუ ფონდზე” 147 მილიონი ლარზე მეტის სესხი აქვს გაცემული.
ამის შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებებში წერია.
კერძოდ, „შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის” 2022 წლის ანგარიშგების თანამად, „ქართუზე” გაიცა 138,742,222 ლარი. თანხის დაბრუნების თარიღი უნდა ყოფილიყო 2022 წლის 31 დეკემბერი.
თუმცა, 2022 წლის 30 დეკემბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაფარვის ვადად განსაზღვრულიყო 2024 წლის 31 დეკემბერი. თან
პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ყოფილი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ ნიკო ლეკიშვილის ახლობლებმა დაუდასტურეს.
ცნობისთვის, ქართველი პოლიტიკოსი ნიკო ლეკიშვილი 1990-1991 წლებში გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. ასევე ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენი
ბათუმში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” გიორგი გახარიას თავს ღამით დაესხნენ.
„პუბლიკის” ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების” პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.
თავდამსხმელებს შორის, სავარაუდოდ, იყო დიმიტრი სამხარაძეც.
როგორც პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს, სასტუმრო შერატონში უთხრეს, რომ გახარიაზე თავდასხმის კადრების ასლი აღარ აქვთ, გამოძიებას სერვერებიანად გაატანეს. მეზვრიშვილის შეფასებით, სასტუმრომ მტკიცებულებების განადგურების "რეკორდი მოხსნა".
"შერატონმა გახარიაზე თავდასხმაში თანამონაწილეობის და მტკიცებულებების განადგურების ახალი რეკორდი მოხსნა. ამ დრომდე არ გვაძლევდნენ კადრებს. მენეჯერი ირწმუნებოდა, რომ არსებობს და ასლი მათთან შენახული იქნებოდა მაშინაც კი
„გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია თბილისის პროკურატურაში იმყოფება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ის უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
გიორგი გახარია საგამოძიებო უწყებაში ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტის გამო იმყოფება.
ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხა
რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს უკრაინაში ხანგრძლივი ომის საწარმოებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია, დასავლეთი არ მოდუნდეს კიევისთვის დახმარების გაწევაში, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.
ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის ერთიანობა უკრაინის დასახმარებლად საკმაოდ ძლიერია, მაგრამ პრობლემები, როგორც წესი, დაკავშირებულია გადაწყვეტილებების აღსრულების სიჩქარესთან. მაგალითად, როგორც ედგარს რინკევიჩსი ამბობს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება
მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
მისი თქმით, უკრაინის პასუხი იქნება სამართლიანი და გარდაუვალი.
„ყოველდღე ვებრძვით ტერორისტებს. ვინც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს ქალაქებს, ანადგურებს უკრაინელების სიცოცხლეს და ბედს. დღეს მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. შედეგად დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული.
რუსეთი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად დაეხმარება.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მოხარული ვართ, მოგესალმოთ მოსკოვში, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენი პოლიტიკური დიალოგი აგრძელებს ინტენსიურ განვითარებას“, - განაცხადა ლავროვმა დე ფაქტო მინისტრთან შეხვედრის დასაწყისში.