Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.668

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ბუჩუკური - ღარიბაშვილისთვის ამის შეხსენებას აზრი არ აქვს, მაგრამ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ევროპა არის ქრისტიანული სამყაროს ნაწილი

ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილი. მთელი ეს პროპაგანდა უმცირესობებთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ანტიდასავლური პროპაგანდის გაღვივებას ემსახურება, - ასე ეხმიანება პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ბუდაპეშტში კონსერვატორთა კონფერენციაზე. ბუჩუკურმა ღარიბაშვილის გამოსვლის კომენტირებისას ასევე აღნიშნა, რომ კორუფცია და ადამიანების დაჩაგვრა ქრისტიანული ღირებულებები არ არის. "ღარიბაშვილისთვის ამის შეხსენებას აზრი არ აქვს, მაგრამ საზოგადოებას მინდ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ქრისტინე თაკალანძეს, „ჯაშუშობის“ ბრალდებით, 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს, „ჯაშუშობის“ ბრალდებით, 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 25 წლის  ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს, გალის რაიონში დააკავეს. ზუგდიდში დაბადებული ქრისტინე თაკალანძე გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ცხოვრობდა. აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი თაკალანძეს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.   ავტორი - ქეთი ჩოხელი

„ჯორჯიან ეარვეისმა“ 20 მაისიდან მოსკოვში ფრენის ნებართვა მიიღო - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

დღეს, 16 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Georgia Airways-ს მისცა ნებართვა, რომ რეისზე თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით ფრენები განახორციელოს. სააგენტოს ცნობით, ქართული ავიაკომპანია ამ მიმართულებით რეგულარულად იფრენს. 15 მაისს, შესწავლის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსული ავიაკომპანია „აზიმუტს“ ქვეყანაში ფრენის ნებართვა მისცა. „აზიმუტს“, რომელიც 17 მაისიდან თბილისში იფრენს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მით

მედია - დასავლეთის შეფასებით, ბახმუტის აღების მცდელობა რუსეთს 60 000-ზე მეტ დაღუპულ და დაშავებულ ჯარისკაცად დაუჯდა

დასავლეთის შეფასებით, უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობისას რუსეთის 60 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. „ვვარაუდობთ, რომ ბახმუტის აღების მცდელობა, სავარაუდოდ, რუსეთს დაუჯდა მინიმუმ 60 000 დაღუპული და დაშავებული ბახმუტ-პოპასნას სექტორში ერთი წლის ბრძოლის განმავლობაში“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა. მისი განმარტებით, რაც შეეხება მხოლოდ დაღუპულებს, სავარაუდოდ, მათი რიცხვი, დასახელებული რაოდენობის დაახლოებ

"სენაკი საქართველოსთვის" - ახალი წლიდან ნახევარი წლის შემდეგ, +31°C სიცხეში, სენაკის ცენტრალურ ქუჩებში საახალწლო განათებები ჯერ კიდევ მოუხსნელია

"სენაკი საქართველოსთვის" - ახალი წლიდან ნახევარი წლის შემდეგ, +31°C სიცხეში, სენაკის ცენტრალურ ქუჩებში საახალწლო განათებები ჯერ კიდევ მოუხსნელია.

გახარია - ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი, ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის! ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს

ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს. გიორგი გახარიას განცხადებით, "ოცნებამ", ისევე, როგორც "ნაციონალურმა მოძრაობამ", მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო.   "ახლა უკვე ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა. ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი. ახალ

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება. ამჟამად სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, 18 თვით გადავადებისათვის 2 000 ლარს შეადგენს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს. დღევანდელ სესიაზე კი ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნ

„ფორმულას“ ცნობით, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში სუსის გამომძიებელი ფიგურირებს

„ტელეკომპანია „ფორმულას“  ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში სუსის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძე ფიგურირებს“ – ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოკამერების ჩანაწერებს ტელეკომპანია ავრცელებს. „ფორმულას“ ცნობით, ერთ-ერთი პირი, რომელიც ამ კადრებში ჩანს სუსის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა. მათივე ინფორმაციით,  გიორგი მუმლაძე სუსის უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ნათლულია. „ფორმულაში“ ამბობენ, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას სწორედ ლევან ახობაძე კურირებდა. „გიორგი მულაძე მუშა

სურსათის ეროვნული სააგენტო - არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი - ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრიქინელოზის მეხუთე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო მორიგი შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „შეტყობინების მიღებისთანავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს სახელმწიფო კონტროლი ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში და ხორცის რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან. მოკვლევა გრძელდება. ამჯერად პაციენტი წყალტუბოს მუნ

კინოცენტრიდან კიდევ ორი თანამშრომელი - დავით დავითიანი და ლევან აბდუშელიშვილი გაათავისუფლეს

ეროვნული კინოცენტრიდან მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველზე კიდევ ორი თანამშრომელი, დავით დავითიანი ლევან აბდუშელიშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ორივე მათგანმა თავადვე გაავრცელეს facebook პოსტით. როგორც დავით დავითიანმა „პუბლიკას“ უთხრა მათ გარდა კიდევ 3 თანამშრომელია გათავისუფლებული, თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს. 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში რეორგანიზაცია გამოცხადდა. რეორგანიზაციის შედეგად შტატი გაუქმებულ

ბექა ლილუაშვილი - „ფეიკების“ ქარხნად გადაიქცა „ქართული ოცნება“ - შეუძლებელია ჩვენი პარტიის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირება

„ფეიკების“ ქარხნად გადაიქცა „ქართული ოცნება“ - შეუძლებელია ჩვენი პარტიის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირება, რადგან საქმეები ლაპარაკის ნაცვლად, მეტყველებს განზრახვებზე. თუ ვინმე სარგებლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებით, ესაა „ქართული ოცნება“, - ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი უმრავლესობის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომელთა წარმომადგენლებიც კახეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენენ“. ლილუაშვილი აცხად

ოდესის დაბომბვისას ჭურვი მოხვდა ფერიცვალების ტაძარს

23 ივლისს გამთენიისას რუსეთის არმიამ ოდესას შეუტია. ამის შესახებ იუწყება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი. რუსეთის ძალების მიერ ოდესაზე ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა, დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი. გამოცემა "დუმსკაია" წერს, რომ ჭურვი მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე ფერიცვალების ტაძარს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა.   პირველი აფეთქებები დაახლოებით ღამის 1 საათზე დაფიქსირდა. ხელისუფლებამ მოსახლეო

„როგორ აუხსნით შვილებს, რომ პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი" | პრეზიდენტის სიტყვა პარლამენტში

„ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო” – ასე დაიწყო პარლამენტში სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. საკანონმდებლო ორგანო დღეს მის იმპიჩმენტს განიხილავს. ზურაბიშვილმა თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას. მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას კონსტიტუციის არსი და სული

დავითაშვილმა არ უპასუხა კითხვებს ჩინეთში გამართულ ბანკეტზე, რომელსაც პუტინთან ერთად ესწრებოდა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა არ უპასუხა კითხვებს ჩინეთში გამართულ ბანკეტზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ესწრებოდა. საუბარია 18 ოქტომბერს ჩინეთში „სარტყელი და გზის“ ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქართულ მედიაში თავდაპირველად „ტაბულამ“ 27 ოქტომბერს გაავრცელა. ბანკეტის ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უსმენენ ჩინეთის პრეზიდენტის, სი სი ძინპინის სიტყვით გამოსვლას მაგიდების გარშემო მ

რუსეთი შოკირებულია, გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რომ მას დააკისრეს

მოსკოვი გაოცებულია, რომ ევროკავშირი სწორედ რუსულ მხარეს ადანაშაულებს სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში, ამბობს რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი მარია ზახაროვა. „გაკვირვებული ვართ ევროკავშირის პოზიციით. იქ იგნორირებულია ცხადი ფაქტები და სამხრეთოსური მხარის დეტალური ახსნა-განმარტებები. ყველაზე შოკი სმომგვრელია ის, რომ ბრიუსელში ცდილობენ, უაპელაციოდ დააკისრონ პასუხისმგებლობა რუსეთს. ეს პოლიტიზირებული, ცალმხრივი, მცდარი შეფასებებია.

ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს, მოუნდება იქეთ გააგრძელოს ქეიფი, ილოცოს … არ შეიძლება! – გორის საკრებულოს თავმჯდომარე

გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ირწმუნება, რომ საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების ზომები დაცულია. იმ შემთხვევებს, როცა ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ ან კლავენ, რაზმაძე ასე ხსნის – “მოსახლეობა არ ექვემდებარება ამ ყველაფერს”. TV მონიტორინგის ეთერში, ჟურნალისტის რეპლიკას, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, საკრებულოს თავმჯდომარე ასე გამეხმაურა: ჟურნალისტის კითხვას, გულისხმობს თუ არა ის ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს მოკლულ თამაზ გინტ

კახა ქემოკლიძე - გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ეს 20-25 ოჯახი ვერ მდიდრდებოდა, მერე აიწყვიტეს - გახარიას როცა მართვის ინსტრუმენტები ხელთ ჰქონდა, ეს ადამიანები ვერ იგებდნენ ტენდერებს, ვერ აწყობდნენ წინმსწრებად ბიზნეს გარიგებებს

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მიერ ნახსენებ 20-25 ოჯახში იგულისხმებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ღიად არ უჭერენ მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც არიან და „ერთი ჯიბიდან მათაც აფინანსებენ“. ამის შესახებ ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს გაზ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - მაღალ დონეზე კორუფცია საქართველოში კვლავაც გამოწვევად დარჩა

საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკომისიის მოთხოვნების საფუძველზე დაიწყოს და ბოლომდე მიიყვანოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების გამოძიებები. „9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო

გამოსახლების დროს პოლიციის უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესში და აქციაზე სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში, კ.კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით

პრეზიდენტი - მივმართავ მომავალ პრემიერს - თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას?

მივმართავ მომავალ პრემიერს - თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს. პრეზიდენტის თქმით, ის აღჟერებს საზოგადოების კითხვებს მათ შორი

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ. უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკო

სალომე ზურაბიშვილი - ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში - ახლა „სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს, მე ნუ მკითხავთ

ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში, ახლა “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მე ნუ მკითხავთ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში დისკუსიის დროს ჩინეთთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, გარდა ამისა, ჩინეთი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ამიტომაც საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მეტი ჩართულობა სჭირდება. სალომე ზურაბ

ალექსანდრე მოწერელია - მივმართავთ ანტიკორუფციულ ბიუროს და საგამოძიებო სამსახურებს, სასწრაფოდ გამოიძიონ ბალდის კანიონთან დაკავშირებული სავარაუდო სამოხელეო დანაშაული

"მივმართავთ ანტიკორუფციულ ბიუროს და საგამოძიებო სამსახურებს, სასწრაფოდ გამოიძიონ ბალდის კანიონთან დაკავშირებული სავარაუდო სამოხელეო დანაშაული. ხელისუფლებამ კი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრომ, ყურად იღოს და გაითვალისწინოს ადგილობრივი მაცხოვრებლების რამდენიმე თვიანი სამართლიანი პროტესტი."  ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1044576836616560/

გახარია - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენს შვილებს დავუტოვოთ ევროპული საქართველო და ისეთი საქართველო, სადაც პოლიტიკური კრიზისების გადაწყვეტის გზად და ადგილად აღარ იქნება პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირი

"ჩვენ უნდა დავარწმუნოთ "ოცნება", რომ წაგება არ ნიშნავს განადგურებას. წაგება არ ნიშნავს შურისძიებას. მიუხედავად იმისა, რომ ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი , განსაკუთრებით კორუფციული დანაშაული, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისგება ეკუთვნის, მაგრამ პოლიტიკურ შურისძიებას და პოლიტიკურ განადგურებას ეს არ ნიშნავს. ჩვენ უნდა დავაწრმუნოთ "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რომ ერთპიროვნული ძალაუფლება ამ ქვეყანაში აღარ უნდა იყოს. ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ისწავლონ კომპრომისი რას ნიშნავს დ

ბექა ლილუაშვილი - მაშინ, როცა ქვეყანაში მიიღება ძალიან ბევრი მავნებლური კანონპროექტი, არსებობს უზარმაზარი რისკი იმისა, რომ ოფშორების კანონპროექტი გამოყენებული იქნება არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის (ვიდეო)

მაშინ, როცა ქვეყანაში მიიღება ძალიან ბევრი მავნებლური კანონპროექტი, არსებობს უზარმაზარი რისკი იმისა, რომ ოფშორების კანონპროექტი გამოყენებული იქნება არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1270855557221866/  
×
×
  • შექმენი...