Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.075
  • comments
    0
  • views
    691.387

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კელი დეგნანი - საქართველო ჩვენნაირია? აქვს ამ ქვეყანას ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? - ამაზე პასუხს ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები

საქართველო ჩვენნაირია? აქვს საქართველოს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? - ამაზე პასუხს ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ ვალდებულებების ფორმალურად შესრულების პროცესი, ეს არის პროცესი ევროკავშირისთვის და ქ

შარლ მიშელი ვოლოდიმირ ზელენსკის - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელო „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც დღეს ბრიუსელს სტუმრობს. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში“, - წერს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საფრანგეთიდან ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. დღესვე, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება და სიტყვით მიმართავს. I

საერთაშორისო ბუკმეკერებმა ევროვიზიის წლევნადელი კონკურსის ფავორიტები დაასახელეს

საერთაშორისო ბუკმეკერებმა ევროვიზიის 2023 წლის ფავორიტის ვინაობა უკვე დაასახელეს. მათი პროგნოზით, კონკურსში შესაძლოა ისევ უკრაინამ გაიმარჯვოს, რომელსაც ამჯერად ჯგუფი TVORCHI წარადგენს, სიმღერით Heart of Steel. ბუკმეკერების შეფასებით ფავორიტთა ხუთეული, ამ ეტაპზე, ასე გამოიყურება: მეორე ადგილი - შვედეთი; მესამე - ფინეთი; მეოთხე - ნორვეგია და მეხუთე - ჩეხეთი. ცნობილია, რომ ყველაზე მასშტაბული მუსიკალური კონკურსი, 2023 წლის მაისში, ინგლისის ქალაქ ლივერპულში გაიმართება. შოუს წინა წლის

რუსეთში სოსისებისა და ძეხვეულის შესაფუთი მასალის დეფიციტია

რუსეთის ფედერაციის ხორცისგადამამუშავებელ ქარხნები პროდუქციის საწარმოებლად საჭირო სპეციალური გარსსაფარის დეფიციტს განიცდიან. როგორც რუსული გამოცემა „იზვესტია“ იუწყება, ხორცპროდუქტების მწარმოებელთა ნაციონალური კავშირის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამდე, სოსისებისა და ძეხვეულის შესაფუთად საჭირო მასალას ფედერაციას ერთდროულად შვიდი ევროპული ქარხანა აწვდიდა. რუსეთში არ იწარმოება ის ბოჭკოვანი გარსები, რომლითაც სერველატის და ნედლი შებოლილი ძეხვეულის 90% იფუთება. წინასწარი

პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომ დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დაქვითული თანხა, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება

პარლამენტის ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დაქვითული თანხა, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვას მოხმარდება. „უნდა დავამტკიცოთ ხაზინადართა საბჭოს 274-ე გადაწყვეტილება, რომელიც ეხება თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვას. როგორც გუშინ მოგახსენეთ, მივმართე ხაზინადართა საბჭოს, რათა დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გ

თურქეთის ელჩი - მოძმე საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარების თხოვნას გამოეხმაურა, ადიამანში საქართველოს სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ყოფნა ხალხისთვის იმედის სხივია

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალი ქაან ორბაის განცხადებით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე თურქეთის თხოვნას გამოეხმაურა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა. „ჩვენი მეზობელი, ძველი მეგობარი, სტრატეგიული პატრნიორი, მოძმე საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე ჩვენს თხოვნას გამოეხმაურა. იმავე დღეს, როდესაც მიწისძვრა მოხდა, რამდენიმე საათში საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამძებრო-სამაშვე

ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცლებს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაშია აღნიშნული, გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად რამდენიმე სექტორში: ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბ

ემანუელ მაკრონმა პარიზში ვიზიტით მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მაკრონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა. „პატივისცემა უკრაინას და მის ხალხს. პატივისცემა თქვენ, ძვირფასო ვოლოდიმირ, თქვენი სიმამაცისა და ერთგულებისთვის“, – წერს მაკრონი. საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი სამხედრო ან სამოქალაქო დამსახურებებისთვის გასცემს.

ვოლოდიმირ ზელენსკი - გაერთიანებულ სამეფოსთან შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მოწოდებაზე შევთანხმდით

ჩვენ გვაქვს თავდაცვის ძლიერი პაკეტი გაერთიანებული სამეფოდან. შევთანხმდით ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობაზე, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მოწოდებაზე და ასევე უკრაინელი მფრინავების წვრთნების დაწყებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოში მისი ვიზიტი უაღრესად პროდუქტიული იყო. "მადლობელი ვარ პრემიერ მინისტრ სუნაკის

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული ძალების შეტევა დონბასის 20 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული ძალების შეტევა დონბასის 20 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, ბელოგოროვკას დასახლებებთან და დონეცკის ოლქის ვიემკას, ფედოროვკას, ბახმუტის, კრასნაია გორას, პარასკოვიევკა, ივანოვსკოე, ჩასოვ იარი, ნოვოკალინოვოიე, ვოდიანოეს, პერვომაისკოეს, ვესელოეს, კრასნოგორ

ირაკლი ზარქუა - მე მგონია, რომ პრეზიდენტს არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე და რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ - თუ ნიჰილიზმშია, თქვას, დავიღალეო და გავიდეს, ან ოპოზიციაში გადავიდეს

მე მგონია, რომ პრეზიდენტს არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე და რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ - თუ ნიჰილიზმშია, თქვას, დავიღალეო და გავიდეს ან ოპოზიციაში გადავიდეს,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის განცხადებას. ზარქუა ამბობს, რომ საქართველოს საკითხი ახლა საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალურია. "მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე რაღაც ჩაკეტილ სივრცეშია და არ მიეწოდება ინფორმაცია, ეს შთაბეჭდილება მრჩება. მან უნდა იცოდეს, რომ საქართველო დღეს ყველ

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით და დავაზიანებდით მხოლოდ ჩვენს ქვეყანას - 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, არათუ ზრდა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, არათუ ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა ექნებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, რუსეთს ზიანი ვერ მიადგებოდა და დაზიანდებოდა მხოლოდ საქართველო. „ერთი წელი გავიდა, სანქციების ტალღებიც ვნახეთ, ვნახეთ ისიც, რომ საქართველო ამ საკითხში არის პატიოსანი, რათა არ დაუშვას დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ამავე დროს ვნახეთ, რ

საქართველოს ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი სტუმრობს

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, გორდან გრილიჩ რადმანი სტუმრობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორდან გრილიჩ რადმანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და 11 თებერვლამდე დარჩება. უწყების ცნობით, ეს ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში პირველი ვიზიტია, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში ხორციელდება. „ვიზიტის ფარგლებში, ხორვატიის პირველი დიპლომატი საქართველოს აღმასრულ

ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით, 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად რამდენიმე სექტორში - ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბაზრის რეფ

სირიასა და თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა შესაძლოა 20 ათასს გადააჭარბოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეფასებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ შესაძლოა 20 ათას ადამიანს გადააჭარბოს. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 15 ათასს აღწევს. მათგან 12 ათასზე მეტია თურქეთში და 3 ათასამდე - სირიაში. სირიაში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვის გამოთვლას, ისევე, როგორც დახმარების გაწევას, ის ფაქტი ართულებს, რომ სხვადასხვა ტერიტორიებს სხვადასხვა ჯგუფი აკონტროლებს. მაშველები მესამე დღეა მუხლჩაუხრელად მუშაობე

თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

„თბილისი თქვენ გვერდითაა!“ – თურქი ხალხისადმი მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თურქეთში ძლიერ მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, 9 057 ადამიანი ემსხვერპლა, ათ პროვინციაში დაშავებულთა რიცხვი 50 000-ს აღემატება. ამასთან, კვლავ გრძელდება სამაშველო ღონისძიებები, რომელშიც ჩართული არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის, ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქ

სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. ძლიერი მიწისძვრა თურქეთში 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში 9 057 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოფიციალურად დადასტურებულია საქართველოს სამი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი.

თურქეთის ქალაქი ისკენდერუნი დაიტბორა - სანაპიროზე მდებარე შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა

მიწისძვრის შედეგად თურქეთის ქალაქი ისკენდერუნი დაიტბორა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ტელეარხი NTV-ი ავრცელებს. NTV-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, რომელიც თურქეთის 10 პროვინციას შეეხო, ჰათაის პროვინციის ისკენდერუნის ოლქში ზღვის დონე გაიზარდა. ქალაქ ისკენდერუნში სანაპიროს გასწვრივ მდებარე გზები, მოედნები და შენობები დაიტბორა. რისკების გამო, სანაპირო ბულვარზე მდებარე შენობების ევაკუაცია მოხდა. ისკენდერუნის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დაზიანებულ სახლებში ა

ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ემანუელ მაკრონს და ოლაფ შოლცს შეხვდება

ოთხშაბათს საღამოს უკრაინის პრეიზდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, აქამდე გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ შოლცი პარიზში სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. ხუთშაბათს ზელენსკის ბროუსელში ვიზიტი არის მოსალოდნელი, სადაც ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება და რომელზე დასასწრებადაც უკრაინის

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერს უკრაინელი პილოტის ჩაფხუტი გადასცა წარწერით: “ჩვენ თავისუფლება გვაქვს, მოგვეცით ფრთები, რომ იგი დავიცვათ” და საავიაციო კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის საავიაციო კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ავიაცია ეამაყება და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერს ლინდსი ჰოილს უკრაინელი პილოტის ჩაფხუტი გადასცა წარწერით: “ჩვენ თავისუფლება გვაქვს, მოგვეცით ფრთები, რომ იგი დავიცვათ”. “მე მჯერა, რომ ეს სიმბოლო დაგვეხმარება ჩვენი შემდგომი - საავიაციო - კოალიციის ფორმირებაში. მოგმა

მალაიზიური Boeing-ის 2014 წლის კატასტროფაზე გამოძიება: პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება

საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც იკვლევს 2014 წელს დონბასში „მალაიზიის ავიახაზების“ Boeing-ის დაღუპვის გარემოებებს, გამოაცხადა, რომ რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთა ეჭვმიტანილთა ძებნისთვის, მაგრამ სხვისთვის აღარავისთვის შეუძლია ბრალდების წაყენება. ამასთან, გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ კატასტროფისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. გაერთიანებულმა საგამოძიებო ჯგუფმა ივარაუდა, რომ პუტინი შესაძლოა პირადად იღებდა გადაწყვეტილებებს სეპარატისტთა კონტროლქვეშ მყოფ უკრაინის

თურქეთსა და სირიაში 11 000-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ჩავიდა კაჰრამანმარაშის პროვინციაში, რომელიც 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო. ერდოანის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 8574-ს მიაღწია. 49 133 ადამიანი დაშავდა. დანგრეულია 6 444 სახლი. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ყველა დაზარალებული ოჯახი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს და მთავრობის გეგმაა, რომ ერთი წლის განმავლობაში ისინი ახალი ბინებით უზრუნველყოს. მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთი

პაპუაშვილი: თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომლებიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, არის „ქართული ოცნება“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დავით აღმაშენებლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. პაპუაშვილმა დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს შეადარა „ქართული ოცნების" საქმიანობა. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. ბატონმა არმაზმა იკითხა, რითი შევიდა დავით აღმაშენებელი საქართველოს ისტორიაში? და თქვა, რომ „ის შევიდა იმით, რომ სწორი მი

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს - ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი წააგებს და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს

ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უკრაინის ლიდერმა ბრიტანელ დეპუტატებს განუცხადა, რომ „მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ, ნებისმიერი აგრესორი, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი თუ პატარა, გაიგებს, რა ელის მას, თუ თავს დაესხმება საერთაშორისო წესრიგს”. ზელენსკის თქმით, გამარჯვება მსოფლიოს შეცვლის. „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი წააგებს და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება შ
×
×
  • შექმენი...