„ქართული ოცნების” მოქმედების კურსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება გამოიწვია, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი აკეთებს, რითაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისი თქმით, ევროკავშირი 16 დეკემბერს დამატებით ზომებს განიხილავს.
“დემოკრატიის განუწყვეტელმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გამოყენებულმა რეპრესიულმა საშუალებებმა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა იქონია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხ
მამიდის ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულმა 22 წლის ბიჭმა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, მედიკამენტოზური ძილიდან გაიღვიძა. აღნიშნულის შესახებ ეკა თირქია „ფეისბუქზე“ წერს და ამბობს, რომ ბიჭის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
„სასიხარულო ამბავი გვაქვს...ალექსიმ გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე... რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით, თუმცა, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს ეკა თირქია.
ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული
პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ყოფილი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ ნიკო ლეკიშვილის ახლობლებმა დაუდასტურეს.
ცნობისთვის, ქართველი პოლიტიკოსი ნიკო ლეკიშვილი 1990-1991 წლებში გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. ასევე ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენი
„გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია თბილისის პროკურატურაში იმყოფება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ის უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
გიორგი გახარია საგამოძიებო უწყებაში ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტის გამო იმყოფება.
ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხა
გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას ყინავს. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ეს შეეხებათ სტუდენტებს, ასევე, ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობას.
27 ნოემბერს ფიშერმა, ასევე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ბაზრიდან გავიდა „ჰაიდელბერგ ცემენტი”.
პუბლიკა
ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ გადასცემს, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა.
“მინდა ხაზი გავუსვა, რომ ისრაელი, რიგი ოპერატიული მოსაზრებების გამო, არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას საკუთარი შეზღუდვების ფარგლებში, როგორც ადრე ვაკეთებდით ამას”, - აღნიშნა განცმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელის დახმარება ჰუმანიტარული დახმარებით, ს
„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ვერ ხვდება, ლიბერალების სამხილებლად ცალკე პარტიის შექმნა რა საჭირო იყო და ამას „ქართული ოცნებიდან“ რატომ ვერავინ გააკეთებდა.
იაგო ხვიჩია გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებას, რომ „ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება მათი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება.
„ბევრ ადამიანს მოაქვს თავი ლიბერალად და შეიძლება, მათი მხილება ვიღაცის მიზანი იყოს, მაგრამ ვერ ვხვდები, ამას „ქართუ
გერმანელმა გამომძიებლებმა კონფისკაცია გაუკეთეს ქალაქ ჰამბურგში, ხელოვნების ნიმუშთა ერთ-ერთ საცავში შენახულ 30 ნახატს, რომლებიც მანამდე, რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის იახტა „დილბარის" ინტერიერის ნაწილი იყო. მათ შორისაა მარკ შაგალის ნახატი. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung ავრცელებს.
უსმანოვი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია, ვალდებული იყო გერმანიის ხელისუფლებისთვის ეცნობებინა, რა ქონებას ფლობს გერმანიაში, რაც არ გააკეთა. ამ ქო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთმა 10-ჯერ მეტი დანაკარგი განიცადა, ვიდრე უკრაინამ და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ციფრების დასახელება არ შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა ორი ქვეყნის მიერ განცდილ დანაკარგებს შორის.
მისივე თქმით, უკრაინა ადამიანებს „საზარბაზნე ხორცად“ არ იყენებს, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მას არ განუცდია იმდენი მსხვერპლი, რამდენიც რუსეთს.
„როდესაც ჩვენ პარტნიორებს ვთხოვთ საარტილერიო ან ჯავშანტექნიკას, ეს ეხება არა მხოლოდ იარაღს,
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა დაბომბეს. დაღუპულია ორი ქალი.
"საშინელი ამბავი გორნოსტაევკადან, რუსმა დამპყრობლებმა დასახლება დაბომბეს", - აცხადებს იანუშევიჩი.
მისივე ცნობით, დარტყმები მიზანმიმართულად განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანებულია 10-მდე სახლი.
იპნ
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მე-3 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
კლინიკაში მოთავსებული 29 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე მას გაქცევის მცდელობა ჰქონდა.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მმართველი პარტიის დღევანდელი პოზიციონირება გამოიყურება როგორც ადგილი გაჭედილი სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
კახა ქემოკლიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეს დაემართა, რადგან სწორად პოზიციონირებისთვის არც კომპეტენცია ეყო და არც გამბედაობა.
„არც იქით არიან და არც აქეთ და ეს იმიტომ მოუვიდათ, რომ არც კო
მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის საელჩო განაგრძობს ადვოკატირებას, რომ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და დაცული იყოს მისი უფლებები.
„ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესზე დაკვირვებას. ვეცნობით ახლახან მიღებულ დასკვნას, ისევე როგორც სხვები. სა
სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს, დღის 1 საათზე ჩაინიშნა - როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ილია ლომიამ უთხრა, ამ დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. ეს საკითხი სასამართლოს განსახილველად წარედგინა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ცენტრ "ემპათიას" დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაპატი
ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.
ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული იქნება Airbus A321 ტიპის ახალი ავიახომალდი, რომელიც გამოირჩევა საწვავის ეკონომიურობითა და დაახლოებით 50 სამგზავრო ადგილით მეტი აქვს, ვიდრე Wizz Airi-ის სტანდარტულ თვითმფრინავებს.
ავიაკომპანიის წარმ
მადლობას ვუხდით ევროკომისიას საქართველოს დადებითად შეფასებისთვის - მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ისევე შეუერთდნენ ევროკავშირის ღირებულებებს, როგორც ქართველი ხალხი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით აღნიშნავს.
გახარიას თქმით, ქვეყნის ტექნიკური წინსვლა საყურადღებოდა, თუმცა პოლიტიკური პროგრესი ჩამორჩება.
„მადლობას ვუხდით ევროკომისიას საქართველოს დადებითად შ
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.
მათივე ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქ. გაზიანტებში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ. გარდაცვალების შესახებ.
ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.
შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინაში ომისა და რუსული სამართალდამცავი ორგანოების მიერ თვითნებური დაპატიმრების ან შევიწროების რისკის გამო, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი.
„აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. გამოიჩინეთ სიფრთხილე უკანონო დაკავების რისკის გამო. არ იმოგზაუროთ რუსეთში“, - აღნიშნულია მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააფრთხილა თავისი მოქალაქე
ხელვაჩაურში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, გენადი სურმანიძე გარდაცვლილი იპოვეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ის საკუთარ მანქანაში ნახეს - ჟურნალისტმა თქვა, რომ კაცს ტყვია გულის არეში აქვს მოხვედრილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სურმანიძე უწყების შექმნის დღიდან მუშაობდა მათთან ერთსა და იმავე თანამდებობაზე, რიგით თანამშრომლად.
საქმეზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყ
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, არავინ დავობს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს ქვეყანაში უმძიმესი ვითარება იყო.
მისივე თქმით, პრობლემა ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ქმედებებით პარტნიორებში კითხვები გააჩინა, რამდენად დაცულია სააკაშვილის ჯანმრთელობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება.
როგორც დაუშვილი ამბობს, ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დღეს პარტნიორებს სააკაშვილის საკითხი მხოლოდ ჰუმანიტარულ კონტექსტში აქვთ გადატანილი.
„არავინ ვდავობთ ი
დამპყრობლების დიდი ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს დონბასში, დონეცკსა და ლუგანსკში დიდი დანაკარგები აქვს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მთავარსარდლის შტაბის შეხვედრაზე მოისმინეს უკრაინელი მეთაურების გაფართოებული და დეტალური მოხსენებები ფრონტის ხაზიდან.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ
უფლებათა დამცველმა სოფიო ხორგუანმა გიული ალასანიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელი დაახლოებით 10 დღის წინ შევიდა სასამართლოში.
სარჩელის მოთხოვნაა არარად იქნას აღიარებული დოკუმენტაცია, რომლითაც გიული ალასანიას საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო ქონება.
სოფიო ხორგუანი ითხოვს სასამართლომ არარად აღიაროს:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 28 დეკემბრის N1-1/1501 ბრძანება – „ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 731 კვ.მ მიწის ნაკვეთის, კოსტავას
გასაგებია რატომაც არის უნდობლობა ხელისუფლების მიმართ - ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, დავადებ ვეტოს, მე ვარ თქვენი იმედით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა.
“ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც არის უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ - ნებისმ
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ბერდია სიჭინავას განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის ნაცვლად გიორგი ამილახვრის დანიშვნა, 7-10 მარტს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, განათლების მინისტრად გიორგი ამილახვრის დანიშვნა ემსახურებოდა ხელისუფლების პირდაპირ გზავნილს, რომ მარტში განვითარებული მოვლენების შედეგად, ხელისუფლებას „გაკვეთილი არ უსწავლია“.
მისივე შეფასებით, განათლების სამინისტროში, მიხეილ