Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.869

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანჯეი დუდა აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინისთვის „მიგ 29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას განიხილავს

პოლონეთი უკრაინისთვის საკუთარი „მიგ 29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადასაცემად საერთაშორისო კოალიცია თუ შეიქმნება, ვარშავა კოალიციას შეუერთდება. როგორც ანჯეი დუდამ განაცხადა, „ეფ 16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის პილოტების მომზადება ხანგრძლივი პროცესია, ხოლო „მიგ 29“-ის ან „სუ“-ს ტიპის თვითმფრინავების სამართავად, უკ

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან, გადაკეტილია ქუჩები, რკინიგზა, ასევე აშშ-ის საელჩოს ტერიტორია

კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, რკინიგზა, ასევე ამერიკის საელჩოს ტერიტორია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ახმაურებენ, ვინ ჩადის კიევში, თუმცა მედიასაშუალებები ვარაუდობნ, რომ უკრაინის დედაქალაქში შესაძლოა, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩადის. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლის თავთან დაკა

ირაკლი კობახიძე - იტყუება, ვინც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი არის რუსული, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი

იტყუება, ვინც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი არის რუსული, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და, სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დაცული იქნება პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი და შფოთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. „რეალურად, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. სიტყვასიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი. ამასაც ეძახიან რუსულ კანო

კახა კალაძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - მივესალმები, იმიტომ, რომ აქ საუბარია გამჭვირვალობაზე, არაფერი არის პრობლემა - თუ აშშ-ში კარგად მუშაობს, საქართველოში რატომ იქნება ცუდი, ამ არგუმენტებს ვერ ვისმენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ პარტია „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მიესალმება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არის მცდელობა, რომ ეს კანონპროექტი "შეფუთონ", როგორც რუსული. „მე მივესალმები აღნიშნულ კანონპროექტს იმიტომ, რომ აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე, არაფერი არის პრობლემა. მთელი რიგი ქვეყნები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სადაც ასეთი კანონპროექტი მუშაობს და პრობლემა არ შექმნილა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში

ნათია მეზვრიშვილი - ნახეთ ხომ კობახიძის სახე და მდგომარეობა? ასე მძიმედ გამოიყურება პოლიტიკურად, ადამიანურად, მორალურად, პროფესიულად დასრულებული ადამიანი

ნახეთ ხომ კობახიძის სახე და მდგომარეობა? ასე მძიმედ გამოიყურება პოლიტიკურად, ადამიანურად, მორალურად, პროფესიულად დასრულებული ადამიანი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. როგორც მან აღნიშნა, არჩევანი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ სწორ არჩევანს გამბედაობა სჭირდება.  "არავის ვუსურვებ ამ დღეში ჩავარდნას. ახლა რეაბილიტაცია (ისიც მცირედი) მხოლოდ შეცდომების აღიარებით, ბოდიშით და სიმართლის თქმით არის შესაძლებელი. არჩ

იოსელიანი აცხადებს, რომ მზადაა შეხვდეს ყველას, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე მისი გამოხატვის უფლება დაირღვა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მზადაა შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს განცხადებას. 14 მარტს სტუდენტებმა საქართველოს სახალხო დამცველს ტელეკომპანია "პირველის" ეთერით მიმართეს და მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდ

„უცხოური აგენტების“ კანონის გამო მოსკოვმა კიდევ ერთი მედიაორგანიზაცია გაკოტრებულად გამოაცხადა

13 მარტს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ გაკოტრებულად გამოაცხადა „რადიო თავისუფალი ევროპა“ / „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი წარმომადგენელი. საჩივრით სასამართლოს ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა მიმართა, დაწყებულია გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მიზეზი გახდა RFE/RL-ის უარი, გადაეხადა ჯარიმა, რომელიც მილიარდ რუბლს აჭარბებდა (13.3 მილიონი აშშ დოლარი). ეს ჯარიმა ორგანიზაციას „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის შეუსრულებლობის გამო ეკისრებოდა. საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალის

სერგეენკო: ვხედავდი EU-ს, აშშ-ს, საზოგადოების დამოკიდებულებას – ამიტომ არ დავესწარი კენჭისყრას

ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოს თქმით, აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებისას კენჭისყრაზე არდასწრების საფუძველი დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება იყო. სერგეენკომ ამის შესახებ TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა. "ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს [აგენტების შესახებ კანონის მიღებას]. ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი,

"მე არ მახსენდება მინისტრი, რომლის "მკაცრი ხელის" გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ"

"22 წლის ვიყავი, როცა პირველი ლექცია ჩავატარე, ქართველ ახალგაზრდებს საკმაოდ კარგად ვიცნობ და მათი იმედი რომ არ მქონდეს, ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ექნებოდა", - რას ფიქრობს ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, თბილისის საპატიო მოქალაქე - რისმაგ გორდეზიანი ქართველ ახალგაზრდებზე - ამის შესახებ ის "კვირის პალიტრასთან" საუბრობს.   - 7-8 მარტის შემდეგ, საზოგადოება გაოცებული დარჩა: ყველას ეგონა, რომ ახალგაზრდებს ჩვენი ქვეყნის ბედი ნაკლებად აინტერესებთ, მა

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა ავდეევკასთან დაკარგა ტანკების მნიშვნელოვანი ნაწილი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, ბოლო დღეებში, რუსეთისთვის პრიორიტეტულია დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის ალყაში მოქცევის ოპერაცია, თუმცა, რუსეთის ჯარმა ჯავშანტექნიკის დიდი დანაკარგის ფასად მიაღწია მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესს. ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სამხრეთიდან ავდეევკის ალყაში მოქცევის მცდელობისას, რუსეთის მე-10 სატანკო პოლკმა, როგორც ჩანს, დაკარგა ტანკების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ტაქტიკურ შეცდომებს უკავშირდება.   გაერთი

სოფო ხორგუანი - ამ პროცესში ახალგაზრდების გასვრა არ მინდა, რაც ჩვენი გასაკეთებელია, ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენ შემდეგ მოსულ თაობას ამასთან შეხება არ დასჭირდეს(ვიდეო)

როდესაც ამბობენ, ახალგაზრდებმა უნდა გაიყვანონ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს, ამაზე სულ პროტესტი მაქვს. დიახ, ისინი უნდა იყვნენ ზურგში, მაგრამ იმ სიბინძურეს, რასაც ახლა ვუყურებ, ამ პროცესში მათი გასვრა არ მინდა. ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია, ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენ შემდეგ მოსულ თაობას ამასთან შეხება არ დასჭირდეს, - ამის შესახებ სოფო ხორგუანმა დიანა ტრაპაიძესთან "დღის ამბებში" სტუმრობისას განაცხადა.   337854261_800282538283682_1794982112266065220_n.mp4

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტისას ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გადამწყვეტი ეტაპიდან გამომდინარე. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ლიეტუვას მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტის

„ბიბლუსი“ აპრილის თვეში უამრავ ადამიანს მოულოდნელ სიურპრიზს უმზადებს - შეუერთდი კამპანიას „აჩუქე წიგნი“

„ვუერთდები კამპანიას #აჩუქეწიგნი“ – ამ ჰეშთეგითა და „ბიბლუსის“ მიერ შექმნილი ფოტოს სოციალურ ქსელში დადებით თქვენ გახდებით იმ კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც უკვე წლებია, საქართველოში წიგნიერების ამაღლებასა და წიგნის ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ წლებია, აპრილში წიგნის ჩუქების თვეს აღნიშნავენ, რომლის ფარგლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადსხვა ღონისძიება ტარდება. კამპანიის ფარგლებში წელს „ბიბლუს

ბერდია სიჭინავა - როგორც ჩანს, “ლელოს” პოლიტიკური დღის წესრიგი გიორგი გახარიას გარშემო ტრიალებს...არავისთან არაფრის გარკვევას არ ვაპირებთ, არავისთვის არაფერი გვაქვს ასახსნელი ჩვენი მოქალაქეების გარდა

როგორც ჩანს, “ლელოს” პოლიტიკური დღის წესრიგი გიორგი გახარიას გარშემო ტრიალებს, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა. როგორც ბერდია სიჭინავა აცხადებს, მათი გუნდის ამოცანა “ოცნების” ხელისუფლების ცვლილებაა, ვიღაცების კი - 5%-იანი ბარიერის გადალახვა.   "ჩვენი გუნდის ამოცანა “ოცნების” ხელისუფლების ცვლილებაა, ვიღაცების - 5%-იანი ბარიერის გადალახვა (წარმატებები ამ საკითხში). დაფუძნების დღიდან გვაქვს თანმიმდევრული და ყველა

„დავაკავეთ პირი, რომელიც დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ორსულ ქალებთნ “ - საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინეს. მათივე ცნობით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. publika

დუმის დეპუტატი მზადაა, ითავოს რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ევგენი პოპოვი ამბობს, რომ მზადაა წარადგინოს წინადადება რუსეთისა და საქართველოს საპალარმენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის შესახებ, იტყობინება „რია ნოვოსტი“. დეპუტატის თქმით, საუბარი არაა „მეგობრობის ჯგუფზე“, მაგრამ ორი ქვეყნის პარლამენტარებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენაში. გუშინ რუსეთის ფედერაციამ გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მოხსნა შეზღუდვა პირდაპირ ფრენებზე. მმართველ გუნდში ამ გადაწვყეტილე

ირაკლი კობახიძე - მადლობას გადავუხდი იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს - მათ მადლობა საზოგადოებამაც უნდა გადაუხადოს

მე მადლობას გადავუხდი, სახელების დასახელების გარეშე, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს - ეს დეპუტატები არიან გარიგებული არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. „ჩვენ მოხარული ვართ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკვე აირჩა სამი წევრი და მათ დააგროვეს 90

რუსეთის რამდენი მოქალაქე დასაქმდა საქართველოში ბოლო 9-10 თვეში - დასაქმებული უცხოელების თითქმის 64% მათზე მოდის

ბოლო 9-10 თვეში საქართველოში ოფიციალურად რუსეთის 1052 მოქალაქე დასაქმდა. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტის დეპუტატის თამარ კორძაიას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა. კერძოდ, დეპუტატის კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წლის აგვისტოდან დღემდე (პასუხი დათარიღებულია 24 მაისით, კითხვები გაგზავნილია 26 აპრილს) ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ლიდერების სამიტზე დასასწრებად მოლდოვაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, პარტნიორებთან შეხვედრაზე ისაუბრებს მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციაზე, ასევე უკრაინის ახალ ინიციატივაზე „პატრიოტების“ კოალიციასთან დაკავშირებით და უკრაინის „მშვიდობის ფორმულაზე“. „მოგესალმებით, პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ აქ ვარ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოლდოვას მხარდაჭერა. გვიხარია რომ ისტორიულად ჩვენ ისევ ერთა

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ერთ დღეში მტრის 24 დრონი და 19 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს

უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 590 ჯარისკაცი, 24 დრონი და 19 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 218 500 ჯარისკაცს, 3 965 ტანკს, 7 683 ჯავშანტექნიკას, 3 812 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 301 ვერტმფრენს, 6 519 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 357უპილოტო საფრენ აპარატს, 519 ერთეულ ს

მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში „კონტრტერორისტული რეჟიმი“ გამოაცხადეს

რუსეთის ხელისუფლებამ დედაქალაქ მოსკოვში, ასევე მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში 24 ივნისის დილიდან „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ გამოაცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დაპირისპირება რუსეთის არმიის ხელმძღვანელობასთან და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ქალაქ დონის როსტოვის დაკავება. „ვაგნერმა“ თავის საბოლოო მიზნად მოსკოვამდე ჩასვლა და თავდაცვის მინისტრის, ასევე გენშტაბის ხელმძღვანელის დაკავება დაისახა. „კონტრტერორისტული ოპერაციის რ

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება. ამჟამად სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, 18 თვით გადავადებისათვის 2 000 ლარს შეადგენს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს. დღევანდელ სესიაზე კი ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნ

ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა

საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი, სავარაუდოდ, მოწამლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. უფრო კონკრეტულად, „რუსთავი 2“-ინფორმაციით, მეუფე შიოსთვის ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა. ასევე ტელეკომპანიის ცნობით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ. უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „მთავარმა არხმაც“. ტელ

სურსათის ეროვნული სააგენტო - არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი - ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრიქინელოზის მეხუთე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო მორიგი შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „შეტყობინების მიღებისთანავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს სახელმწიფო კონტროლი ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში და ხორცის რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან. მოკვლევა გრძელდება. ამჯერად პაციენტი წყალტუბოს მუნ

გამგეობა მოზარდის დაღუპვაზე: ელექტროობა უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული

წყნეთში მოზარდის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ვაკის რაიონის გამგეობა და ამბობს, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, ელექტრომოწყობილობა უკანონოდ და კუსტარულად იყო დამონტაჟებული და სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს არ უკავშირდება: „პირველ რიგში, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ, წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 16 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს! ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში,
×
×
  • შექმენი...