Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    870.374

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ფინეთის პრეზიდენტი - ბევრი ისტორიული მომენტი გვინახავს, მაგრამ დღევანდელი დღე ყველაზე ისტორიულია - რუსებმა სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია

რუსებმა, გარკვეულწილად, სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია , - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ფინეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. “მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მახსოვს, რომ ფინეთის გაწევრიანებას ჯერ კიდევ 2021 წელს განვიხილავდით, მას შემდეგ კიდევ ლამის 10-ჯერ გვისაუბრია. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ფინეთისთვის. ვხედავ, რომ ნატოსთვისაც მნიშვნელოვანია. უსაფ

ფინეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად გახდა

ფინეთი უკვე ოფიციალურად ნატო-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ გაწევრიანების ოფიციალური პროცესი ცოტა ხნის წინ დაასრულა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის“. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადი

სოსო გოგაშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სასამართლომ ბრალადწარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშილმა გამოაცხადა. მოსამართლემ ყოფილ მაღალჩინოსანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას გოგაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მ

ანა ბუჩუკური - დეჟავუ მქონდა, „wanna be ბიძინა" გამოვიდა ფაქტობრივად, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კეზერაშვილს ბიძინობა უნდა

დეჟავუ მქონდა, „wanna be ბიძინა" გამოვიდა ფაქტობრივად, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კეზერაშვილს ბიძინობა უნდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ადამიანები პოლიტიკაში არაფორმალურად არ უნდა მონაწილეობდნენ. „ძალიან უცნაური ეთერი ჰქონდა ბატონ კეზერაშვილს, ბოლომდე ვერ ვუყურე, კვარაცხელიას თამაში იყო, მაგრამ რასაც ვუყურე, კითხვები უფრო მეტი გააჩინა, ვიდრე რამეს უპასუხა. ზოგადად, ვერავის აუკრძალავ პოლიტიკაში ყოფნას, მაგ

მიხეილ დაუშვილი - თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება სრულად ჩვენი მოქალაქეების დამსახურება და არავისი სხვისი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო

პარტია "საქართველოსთვის" წევრისა და დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიამ ცალსახად თქვა თავის შუალედურ დასკვნაში, რომ „დეოლიგარქიზაციას“ სჭირდება სისტემური მიდგომა და არა ის მიდგომა, რომელიც დღევანდელ პროექტშია ასახული. მისივე თქმით, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლოს ძირეული რეფორმაა.     "ამიტომ კიდევ ერთხელ, თუნდაც ერთობლივად, მაგრამ გავატაროთ რეალური სისტემური რეფორმები, რათა

ბექა ლილუაშვილი - პარლამენტში შესულია ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების პეტიცია, 6000 ადამიანის ხელმოწერით და მხარდაჭერის მოთხოვნით, დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის კი, შეზღუდულადაა ხელმისაწვდომი ინსულინის ინექცია აფთიაქებში

სანამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კვლავ აგრძელებს ეკონომიკური ზრდით და სიღარიბის ფსევდო შემცირებით თავმოწონებას, მისი გამოსვლის პარალელურად, მისივე კაბინეტთან მიმდინარეობს აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვთა მშობლებისა და ახლობლების აქცია, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა,  პარლამენტში შესულია ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების პეტიცია, 6000 ადამიანის ხელმოწერით და მხარდაჭერის

ალექსანდრე მოწერელია - არავის აღარ სჯერა მმართველი გუნდის ნაამბობის იმის შესახებ, რომ ჩვენ ევროპა ომში გვითრევს

31 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა და მოუწოდა მმართველ გუნდს, რომ აღასრულოს ხალხის ნება - ის, რისთვისაც ამდენი მსვერპლი გაიღო ჩვენმა ერმა, -  ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.   მისი თქმით, არავის აღარ სჯერა მმართველი გუნდის ნაამბობის იმის შესახებ, რომ ჩვენ ევროპა ომში გვითრევს. "უთუ თქვენ ამის გჯერათ? ნუთუ დღეს პარლამენტში უნდა იყოს წყენები იმის თაობაზე, თუ ვინ დაუჭირა მხარი პრ

რამდენმა პენსიონერმა მიმართა მარეგულირებელს ლიბერთი ბანკთან შუამდგომლობის და დახმარების თხოვნით

საპენსიო სესხებთან დაკავშირებული რეფორმის განხორციელების შემდგომ მარეგულირებელს ლიბერთი ბანკთან შუამდგომლობის და დახმარების თხოვნით 244-მა პირმა მიმართა. ეს, ,,მოქალაქეების" წევრის, დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის საპარლამენტო კითხვაზე პასუხია, რომელმაც სებ-ს მიმართა შემდეგ საკითხებზე: საპენსიო სესხებთან დაკავშირებული რეფორმის განხორციელების შემდგომ, რამდენმა პენსიონერმა მიმართა ეროვნული ბანკის მომხმარებელთა დაცვის სამსახურს, სს ლიბერთი ბანკთან შუამდგომლობისა და და

ქართველი მსახიობები ნეტფლიქსის ახალ ფილმში – „Extraction 2″

2023 წლის ზაფხულში გამოვა ნეტფლიქსის ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი – „Extraction 2″. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ კრის ჰემსვორთს პარტნიორობას გაუწევენ ქართველი მსახიობები: თორნიკე გოგრიჭიანი, ანდრო ჯაფარიძე და თინა დალაქიშვილი. მათთან ერთად სურათში მონაწილეობას მიიღებენ:  დათო ბახტაძე, თაკო ტაბატაძე, ირაკლი კვირიკაძე, ლევან საგინაშვილი, თორნიკე ბზიავა და სხვა ქართველი მსახიობები. ფილმის აღწერის მიხედვით, მთავარი გმირი ტაილერ რეიკი ქართველ განგსტერს უპირისპირდება და მისი ტყვეობიდ

ვხედავ პოლიტიზირების საფრთხეს - პაპუაშვილი ციხეში დეპუტატების არშეშვებაზე

საპარლამენტო ფრაქცია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე პარლამენტის თავმჯდომარისგან ნებართვა ვერ მიიღო. ანა ნაცვლიშვილის პასუხად შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და პატიმრის მონახეულება არაა დეპუტატის უფლება, ესაა პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე. პაპუაშვილი ამბობს, რომ „სამწუხაროდ ამ უფლების გამოყენება ხდება ექსტენსიურად პარლამენტის წევრების მხრიდან“ და ც

მედროვე ბოჭორიშვილი ევროპაში 2012 წელს ამბობდა, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქი იყო - სამადაშვილი

პარტია „ლელოს“ დეპუტატი უმრავლესობის წევრის მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიცია დაადანაშაულა რუსული ინტერესების გატარებაში და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გააღრმავა ევროინტეგრაცია. სალომე სამადაშვილმა ბოჭორიშვილს მედროვე უწოდა და გაიხსენა, რომ უმრავლესობის დეპუტატი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე სწორედ ყოფილი მთავრობის წევრი იყო და ივანიშვილს აკრიტიკებდა. სიმართლე კი არის მარტივი, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრ

მედიის ცნობით, სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა დააკავეს

სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა. კომიტეტის ცნობით, აფეთქება უკრაინის სპეცსამახურების მიერ იყო დაგეგმილი. ამასთან, „ბიბისის“ ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაში კიევის მონაწილეობა უარყო და მას „შიდა ტერორიზმის აქტი“ უწოდა. სანკტ-პეტ

ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება

ზურაბ ჟვანიას მოედნის, ასევე ყაზბეგისა და პეკინის გამზირების ახალი გეგმარებითი სქემის მიხედვით, ტრანსპორტის გადაადგილების სქემაში გარკვეული ცვლილებები შედის, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ, 3 აპრილის 20:00 საათიდან ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.    

„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის საქმის პროკურორი - ბრალდებულის დედის თქმით, მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუმცა მედიკამენტების მიღებაზე უარი თქვა და სახლი დატოვა

მან არ მიიღო მედიკამენტი. დატოვა საცხოვრებელი სახლი, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი, - ამის შესახებ პროკურორმა ალინა კუკავამ „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის ანზორ ლომიძის სასამართლო პროცესზე განაცხადა. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულის მშობლის თქმით, მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მედიკამენტებს არ იღებდა. ამასთან, ალინა კუკავამ აღნიშნა, რომ „ბრალდებული ხანდახან აგრესიულად გამოიყურება“. „მან არ მიიღო მედი

UNICEF - უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სულ მცირე 501 ბავშვი დაიღუპა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სულ მცირე 501 ბავშვი დაიღუპა. UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის, ქეთრინ რასელის განცხადებით, ეს მხოლოდ გაეროს მიერ შემოწმებული ოდენობაა და „რეალური რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით მაღალია“. ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 1 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 467 ბავშვი მოკლეს, ხოლო 944-ზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. inter

პრეზიდენტი უკრაინელებს - ჩვენ ერთად ვიქნებით ევროპაში და ეს თქვენი მეომრებისა და მოქალაქეების გამორჩეულად მამაცური ბრძოლის დამსახურება იქნება

საქართველოს პრეზიდენტმა ვილნიუსში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდამჭერ შეხვედრაში, რომელიც კათედრალის მოედანზე ბუჩაში, ირპინში, ბოროდენკოსა და უკრაინის სხვა ქალაქებში სასტიკად ნაწამებ მსხვერპლთა პატივისაცემად ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,მინდა ყველას მოგესალმოთ. ეს ნამდვილად სპონტანური შეხვედრაა, არ იყო სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი. უბრალოდ მსურდა ეს მომე

პენიტენიცური სამსახური ლაზარე გრიგორიადისზე - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს ნების საწინააღმდეგოდ - ასევე ტყუილია, რომ მასთან არ შეუშვეს ადვოკატი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მარტის აქციების მიმდინარეობისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე ბრალდებული, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა "მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს ნების საწინააღმდეგოდ." პენიტენიცური სამსახური ასევე „ტყუილს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ ლაზარე გრიგორიადისთან ადვოკატი არ შეუშვეს. „2023 წლის 31 მარტს 11:00

რა ვადა მოითხოვა ზაზა ბიღიაშვილის ექსპერტიზისთვის სამხარაულის ბიურომ

7 მარტს თბილისში, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ზაზა ბიღიაშვილის ექსპერტიზის პასუხისთვის სამხარაულის ბიურომ მაქსიმალური ვადა, ერთი წელი მოითხოვა. ზაზა ბიღიაშვილს აქციაზე, სავარაუდოდ, მხუთავი აირის ბალონი მოხვდა თავის არეში, რის შედეგადაც ერთ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა, მიიღო ტვინის შერყევა და ამ დრომდე უჩივის ნევროლოგიურ გართულებებს. რადიო თავისუფლებას სამხარაულის ბიუროში განუმარტეს, რომ დაშავებული დემონსტრანტის ექსპერტიზის პასუხ

„უმეტესად სექსუალურად შემავიწროებელი ხელმძღვანელი პირია“ - რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა. ქალთა თანასწორუფლებიანობის ნაწილში, ანგარიშში საუბარია სექსუალური შევიწროების შესახებ შესახებ და ნათქვამია, რომ გასულ წელს სახალხო დამცველს, აქტიურად მიმა

ზაზა თავაძე - ჩინჩალაძე-მურუსიძისთვის ცალსახად მიუღებელი და შეუთავსებელია ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილი, თითზე ჩამოსათვლელი დამოუკიდებელი მოსამართლეები

ჩინჩალაძე-მურუსიძის სინდიკატისთვის რომ ცალსახად მიუღებელი და შეუთავსებელია ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილი, თითზე ჩამოსათვლელი დამოუკიდებელი მოსამართლეები, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია მომხდარი ფაქტი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი ზაზა თავაძე წერს. მისი თქმით, ცნობილი გახდა, რომ პარტია "საქართველოსთვის"  გუნდის პოლიტპატიმრების - აკაკი ბართაიას, გელა აბულაძისა და ნოდარ ავდალიანის სისხლის სამართლის

სალომე ზურაბიშვილი - ევროინტეგრაციის ამ ეტაპზე საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს ძლიერი გზავნილი და დაინახოს, რომ ევროპა მის გვერდით დგას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხს, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების მიმართულებით, ასევე, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. „როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სეიმის ბოლო რეზოლუცია ხაზს უსვამს ჩვენი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ

შალვა პაპუაშვილი ინიციატივით გამოდის, საპარლამენტო ინსტრუმენტზე, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, პარლამენტში შეიტანოს საკანონმდებლო წინადადება, გარკვეული რეგულაციები დაწესდეს

რეგლამენტით გათვალისწინებულია ე.წ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შემოიტანოს, ჩვენ, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით, როდესაც განვიხილავდით რეგლამენტს, გაკეთდა ამ ინსტრუმენტის ანალიზიც და ჩანს, რომ, თუ არ ვცდები, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში 500 საკანონმდებლო წინადადება იყო შემოსული, საიდანაც გაზიარებული იქნა, საბოლოო ჯამში, სამი თუ ოთხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პაპუ

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ფინეთი ნატო-ს ხვალ, 4 აპრილს შეუერთდება

ფინეთი ნატო-ს სამშაბათს, 4 აპრილს შეუერთდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ეს არის ნაბიჯი, რომელიც ფინეთს – უფრო უსაფრთხოს, ხოლო ალიანსს უფრო ძლიერს გახდის. ჩვენ პირველად ავწევთ ფინეთის დროშას ნატო-ს შტაბ-ბინაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შედეგად შვედეთიც უფრო უსაფრთხო გახდება.   ავტორი - თამთა რუხაძე

ედგარს რინკევიჩი - თქვენ ან ისტორიის სწორ მხარეს დგახართ, ან - არა - საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია: მართლაც სურს თუ არა ქვეყანას განაგრძოს ევროპულ გზაზე სიარული

თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც, თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით, საქართველოს ჩათვლით. და ეს არ ნიშნავს არავის ომში ჩათრევას - ესაა იმ ქვეყნის დახმარება, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ ის, რაც ახლა ევროპაში ხდება - რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ - ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოს

ადვოკატი - ლაზარე გრიგორიადისს უთხრეს, რომ თუ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მის მეგობარს დააკავებდნენ - არ უნდოდა თმის გადაპარსვა და გადაპარსეს

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, სამართალდამცველები დაკავების დროს აღიარებითი ჩვენების არ მიცემის შემთხვევაში მეგობრის დაკავებით დაემუქრნენ. როგორც ადვოკატმა გრიგორიადისის გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ აღნიშნა, დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა. „ვესაუბრეთ ლაზარეს და მან თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოგვიყვა. მისი სურვილია, რომ გავაჟღერო ყოვე
×
×
  • შექმენი...