Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.595

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი 17:00 საათზე არის ჩანიშნული. უცნობია, კონკრეტული საკითხი, რაზე ისაუბრებს პრემიერი. იპნ

გიორგი გახარია - ამ კანონის ნებისმიერი მოდიფიცირება არის ილუზია, კიდევ ერთი აფიორა და თაღლითობა, რომელშიც ცდილობს ახლა "ოცნება" ქართული საზოგადოება შეიყვანოს (ვიდეო)

"ამ კანონმა საქართველოს მოქალაქეები უკვე დააპირისპირა. მის მოდიფიცირებას აზრი არ აქვს. ამ კანონის ნებისმიერი მოდიფიცირება არის ილუზია, კიდევ ერთი აფიორა და თაღლითობა, რომელშიც ცდილობს ახლა "ოცნება" ქართული საზოგადოება შეიყვანოს. არ არსებობს არც ერთი ობიექტური ფაქტორი, რომლითაც შეიძლება აიხსნას, რატომ დააინიცირა "ოცნებამ" ხელმეორედ ეს კანონი. საამისოდ შიდა პოლიტიკური ფაქტორები არ არსებობს. ანუ არის რაღაც გარე პოლიტიკური ფაქტორები, რასაც ჯერ ვერ გვეუბნებიან, გვიმალავენ. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნა

მიხეილ დაუშვილი - იმდენად დიდი ბუნდოვანება და ბევრი კითხვაა „ოფშორების კანონთან“ დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორია პრეზიდენტის ვეტო - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ან ვის ემსახურება „ოფშორების პროექტი“

იმდენად დიდი ბუნდოვანება და ბევრი კითხვაა "ოფშორების კანონთან" დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორია პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო - სანამ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას ეცდება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ან ვის ემსახურება "ოფშორების პროექტი", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას განაცხადა. საკომიტეტო განხილვისას დაუშვილი დაინტერესდა, თუ რამდენად სწორია ამდენად კო

მეთიუ მილერი - თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნება

თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი განაცხადა. დიპლომატიური უწყების პრეს-სპიკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თაობაზე ვაშინგტონის შეშფოთების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ის მეგობრობაა, რაც ამერიკასა და საქართველოს ათწლეულებია აკავშირებს. „ჩვე

დღეიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შედის

დღეიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე მიმდინარე წლის 28 მაისიდან, საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე. როგორც საგარეო საქმეთა

ბელგიელი მინისტრი - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს - ილია დარჩიაშვილს მოვუწოდე, გადახედოს ამ ზომას და რეფორმებისადმი ერთგულება შეინარჩუნონ

ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს , - ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს.

ადმინისტრაციაში განმარტეს, რატომ არ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებას

საქართველოს პრეზიდენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის ბრიფინგი გაიმართა. გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერაზე უარი არ ნიშნავს იმას, რომ ცვლილებებს ვეტო დაედო ანუ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნდა პარლამენტში. კანონის მიხედვით, თუ პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს და პარლამენტში დააბრუნებს, მასზე ხელმოწერა შეუძლია პარლამენტის თავ

მეთიუ მილერი - ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას - საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია

ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. “ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია. ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც საქართველოს მის

ურსულა ფონ დერ ლაიენი - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ამიტომ მტკიცე ერთგულება უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი მომავალი თავისუფალი, წარმატებული და ჩვენს ევროკავშირში იქნება

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ამიტომ მტკიცე ერთგულება უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი მომავალი თავისუფალი, წარმატებული და ჩვენს ევროკავშირში იქნება, - ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დღეს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად ხმის მიცემა შედგება. „დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ

თეონა აქუბარდია - დღეს ივანიშვილი გვართმევს თავისუფლებას, ნამდვილ მშვიდობას, ნამდვილ სუვერენიტეტს და იმ მომავალს, რომელიც ევროკავშირში ჩვენ და ჩვენ შვილებს გველოდება (ვიდეო)

დღეს ივანიშვილი გვართმევს თავისუფლებას, ნამდვილ მშვიდობას, ნამდვილ სუვერენიტეტს და იმ მომავალს, რომელიც ევროკავშირში ჩვენ და ჩვენ შვილებს გველოდება.  თეონა აქუბარდია, “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/523430596741795/

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური Yandex GO / Yandex Pro-ს მიერ პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში კანონდარღვევით გადაცემის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, „რაიდტექ ჯორჯია“, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებს ,,Yandex GO” -სა (მგზავრებისთვის) და ,,Yandex Pro” -ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით, კანონდარღვევით გადასცემს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს სხვა სახელმწიფოს. კერძოდ, განცხადების თანახმად, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ აპლიკაციის საშუალებით, იმგვარად აქვს ორგანიზებული საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავები

ნათია მეზვრიშვილი - თუ ბიძინა ივანიშვილი არ გამოვა და არ გააკეთებს შესაბამის განმარტებებს, პირველ რიგში იმ სამ კითხვას არ გასცემს პასუხს, რომელიც გახარიამ დასვა ბრიფინგზე, დასკვნის გაკეთება მარტივია - ეს არის მორიგი წინასაარჩევნო "ტრიუკი"

ბუნებრივია თუ ეს ადამიანი (ბიძინა ივანიშვილი) არ გამოვა და არ გააკეთებს შესაბამის განმარტებებს, პირველ რიგში იმ სამ კითხვას არ გასცემს პასუხს, რომელიც დღეს გახარიამ დასვა ბრიფინგზე, ძალიან მარტივი იქნება დასკვნის გაკეთება, რომ ეს არის მორიგი წინასაარჩევნო “ტრიუკი”.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1061768395594487/

თეონა აქუბარდია - იქნება ლავროვის, ზატულინის განცხადებები თუ დამატებით ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების მიერ წამოყენებული პრეტენზიები, ეს აჩვენებს, რამხელა საფრთხეა საქართველოსთვის თავად „ივანიშვილის ოცნება“

იქნება ლავროვის, ზატულინის განცხადებები თუ დამატებით ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების მიერ წამოყენებული პრეტენზიები, ეს ცალსახად აჩვენებს, თუ რამხელა საფრთხეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის თავად „ივანიშვილის ოცნება“, - ეს შეფასება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა. აქუბარდიას აზრით, “ქართული ოცნება“ სადღაც კულუარულად, ბნელ ოთახებში არაფორმალურ საუბრებს აწარმოებს და “გარეჯი საქართველოა“-ს მსგავსი მაშველი რგოლის ძიებას ცდილობს“.

პრეზიდენტი - ევროპამაც და აშშ-მაც კარგად იცის, მაგრამ ქართველებმაც ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის

ევროპაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ რუსეთმა დაარღვიოს. ევროპა შეიქმნა მშვიდობისთვის, ევროპაში ერთმანეთის წინააღმდეგ არცერთი ომი ყოფილა, და მითუმეტეს, რუსეთთან მიმართებაში, - ამის შესახე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყვე

ასპინძაში მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველებს სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან – ხორგუანი

დეპუტატობის კანდიდატის და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, სოფიო ხორგუანის განცხადებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ააიპ–ებში დასაქმებულ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებს, მერის წარმომადგენლები ემუქრებიან. მისი განმარტებით, დასაქმებულებს კონკრეტული პირები, მუნიციპალიტეტის მერის სახელით ეუბნებიან, რომ თუ მმართველი პარტიის სასარგებლოდ არ გააკეთებენ არჩევანს, სამსახურების დატოვება მოუწევთ. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ მაგრაქველიძის განმარტებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ

ილია თოფურიამ მაქს ჰოლოვეი დაამარცხა და ქამარი დაიცვა

,,აბუ დაბიში” UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლაში, ილია თოფურიასა (15-0) და მაქს ჰოლოვეის (26-7) შორის ბრძოლა ილია თოფურიას გამარჯვებით დასრულდა. თოფურიამ გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. ეს ილია თოფურიასთვის მე-16 გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია და ამ გამარჯვებით, UFC-ის იტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა. იპნ

შვედი მინისტრი - შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს

შვედეთის მთავრობა აჩერებს საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას, - ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, ბენჟამინ დოუსა აცხადებს. მისი თქმით, "საქართველოში განვითარებული მოვლენები დიდი ხანია საგანგაშოა". "საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ამას ადასტურებს. მცდელობები, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულ

გახარიას პარტიის წევრი აცხადებს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ

28 ოქტომბერს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი თანაგუნდელის, ლია ყოჩიშვილის მამას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მეზვრიშვილის თქმით, მანამდე, რამდენიმე დღით ადრე ლია ყოჩიშვილისთვის მანქანის დაჯახება სცადეს, შემდეგ კი შეურაცხყოფა მიაყენეს მის დედას. „ჩვენს თანაგუნდელს – ლია ყოჩიშვილს კორუმპირებული ფეოდალი დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფება კორუფციაში მხილების გამო მანქანას რომ აჯახებდა ხომ გახსოვთ? პოლიციას რეაგირება ამ დრომ

ესტონეთის ელჩი - ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია

ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. ამის შესახებ საქართველოში ესტონეთი ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ელჩის თმქით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინულია და სწორედ ეს იყო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის "ცხადი მესიჯი". “ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავ

გიორგი გახარია - „ნაცები“ კოლექტიურად წვავენ მანდატებს, იქით მხარეს, „ქოცები“ ამბობენ, ეს მანდატები ჩვენს ხელშია, გვინდა დაგაწვევინებთ, გვინდა არა - ჩვენ ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ ვიღებთ

მინდა დღევანდელ ხელისუფლებას - „ქართულ ოცნებას“ ვთხოვო: სიები გაასაჯაროვეთ, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდეთ და ვთქვათ, რომ „შეგვეშალა, ეს არჩევნები იყო კარგი“ ან ვთქვათ, რომ „არა, არ შეგვშლია და ეს არჩევნები იყო ცუდი“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას განმარტებით, თუ „ქართული ოცნება“ გასაჯაროებს სიებს, ამ შემთხვევაში ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, დასრულდება და „ამ კოშმარს ექნება კარგი დასასრული“. „საქართველოში ჩატ

გიორგი გახარია - „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს. როგორც მან აღნიშნა, „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვპირდებოდა, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ამასთან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არანაირი რესურსი არ გააჩნია,

ტატა ხვედელიანი - მნიშვნელოვანია არ დავკარგოთ თანმიმდევრულობა, იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიპოვოთ ის გამარჯვება, რომელიც ივანიშვილმა მიიტაცა და დავაბრუნოთ იმედი (ვიდეო)

მნიშვნელოვანია არ დავკარგოთ თანმიმდევრულობა, იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიპოვოთ ის გამარჯვება, რომელიც ივანიშვილმა მიიტაცა და დავაბრუნოთ იმედი. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1098350908010038

„საგამოძიებოდან დამირეკეს, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული „იმედის" ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის გამოო" - მანაგაძე

აქტივისტი ნიკო მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – საქმე ეხება ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტისთვის „საქმიანობაში ხელის შეშლას”. როგორც მანაგაძე წერს, საგამოძიებო სამსახურს თავად ტელეკომპანია „იმედმა” მიმართა. გუშინ, 20 ნოემბერს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 18-19 ნოემბერს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს სხვ

თეონა აქუბარდია - “ოცნებამ” აღიარა, რომ არ აპირებს დასავლეთისკენ სვლას და აპირებს სრული სვლით იმ წარსულისკენ სვლას, საიდანაც დიდი მსხვერპლის ფასად მოგვიწია თავის დაღწევა (ვიდეო)

“ოცნებამ” აღიარა, რომ არ აპირებს დასავლეთისკენ სვლას და აპირებს სრული სვლით იმ წარსულისკენ სვლას, საიდანაც დიდი მსხვერპლის ფასად მოგვიწია თავის დაღწევა.     თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8798560380257290

13 ბიზნესასოციაცია „ოცნების" გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება და განცხადებას ავრცელებს

13 ბიზნესასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ბიზნესასოციაციები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. 13 ბიზნესასოციაციის ერთობლივი განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: განცხადების ტექსტს BMG ავრცელებს. 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ სახელით ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მ
×
×
  • შექმენი...