Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    886.633

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გახარია - სამართალმა კიდევ ერთხელ იზეიმა! რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

"სამართალმა კიდევ ერთხელ იზეიმა! რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა." გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.     

გახარია - რუსეთი ტერორისტული სახელმწიროფოა და ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინაში და საქართველოში ჩადენილ ომის დანაშაულებზე

2008 წლის ომის დანაშაულებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება პუტინთან დაკავშირებით კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიროფოა და ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინაში და საქართველოში ჩადენილ ომის დანაშაულებზე. ყველა, ვინც პუტინის მხარეს დადგება, ასევე იქნება პასუხისმგებელი!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პატრია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს. 

გახარია - პროგრამაშიც გვიდევს სტუდენტებისთვის პირველი სამსახურის მიღების სახელმწიფო პროგრამა , რომელიც იქნება მინიმალური ხელფასის ოდენობით - 950 ლარით გარანტირებული ხელისუფლების მხრიდან

"ხარაგაულში შემხვდნენ ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობენ ბანკის ფილიალში. მუშაობენ სრულ კვირას და ხელფასი აქვთ 400 - 350 ლარი, წარმოუდგენელი რამეა ეს. ჩვენ პროგრამაშიც გვიდევს სტუდენტებისთვის გარანტირებული სახელმწიფო პროგრამა  პირველი სამსახურის მიღების, რომელიც ასევე იქნება მინიმალური ხელფასის ოდენობით 950 ლარით გარანტირებული ხელისუფლების მხრიდან. ევროკავშირში უნივერსიტეტებიდან და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გამოსული სტუდენტების 90 % პირველივე წელს იწყებს სამსახურს. ჩვენთან კატასტროფული

გახარია - პოლიციელებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! სამწუხაროდ, ერთად დაწყებული ბევრი კარგი საქმის დასრულება ვერ მოვასწარით, თუმცა ყველაფერი წინაა

ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. პოლიციელებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!, - წერს გიორგი გახარია და აღნიშნავს, რომ მისთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო  მათთან  ერთად მუშაობა.   "სამწუხაროდ, ერთად დაწყებული ბევრი კარგი საქმის დასრულება ვერ მოვასწარით, თუმცა ყველაფერი წინაა! ღირსეული და საამაყო საქმით ემსახურებით ქვეყანას, ხშირად ძალიან რთულ, უსამართლო პირობებში

გახარია - მოვიდა დრო, ივანიშვილმა ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და წარადგინოს საკუთარი თავი პრემიერად. ეს სამარცხვინო მდგომარეობა მისი პატარა მშიშარა კლოუნების მონაწილეობით, რაც ყოველ დღე სულ უფრო აზიანებს ჩვენს ქვეყანას, უნდა დასრულდეს!

გიორგი გახარია: "მოვიდა დრო, ივანიშვილმა ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და წარადგინოს საკუთარი თავი პრემიერად. ეს სამარცხვინო მდგომარეობა მისი პატარა მშიშარა კლოუნების მონაწილეობით, რაც ყოველ დღე სულ უფრო აზიანებს ჩვენს ქვეყანას, უნდა დასრულდეს!"  

გახარია - მივესალმები ევროპარლამენტის მოწოდებას მიმდინარე წელს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე რეზოლუციის მისაღებად

მივესალმები ევროპარლამენტის მოწოდებას მიმდინარე წელს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე რეზოლუციის მისაღებად, ამისშესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს. მისი განცხადებით, ეს არის დამსახურებული გადაწყვეტილება და ომის მიუხედავად, რეფორმების დღის წესრიგისადმი უკრაინის მთავრობის ერთგულების შედეგი.   "საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი, ამჯერად მაინც არ გაუშვას

გახარია - მზია ამაღლობელის პატიმრობა გაუგონარი ამბავია, ძალადობის გარდა სხვა არგუმენტი არ აქვთ - როდესაც ძალადობა ხდება მთავარი არგუმენტი შენი ხალხის მართვისთვის, ეს უკვე დიაგნოზია

ჩემზე თავდასხმა იყო წინასწარ დაგეგმილი ჯგუფურად შეიარაღებული ხალხის ორგანიზებული თავდასხმა და, რა თქმა უნდა, ამ თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ. ეს ჩვეულებრივი შურისძიებაა და ამის მეტს მე საერთოდ აღარ ვაპირებ საუბარს. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი ძალადობის ფაქტიდან, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ხდება. ათობით და ასობით ახალგაზრდაზე იძალადეს ნიღბიანმა ადამიანებმა. რამდენიმე ადამიანი ვიცი, მათ შორის ჩვენი გუნდის წევრებიც, რომლებიც დღესაც მკურნალობენ, როცა ერთი ო

გახარია - ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში 2 რამ შეიცვალა: მან ღიად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენს მოქალაქეებზე ზონდერების მიერ ფიზიკური ძალადობა დააბრუნა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი

ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში 2 რამ შეიცვალა: მან ღიად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენს მოქალაქეებზე ზონდერების მიერ ფიზიკური ძალადობა დააბრუნა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. ასე იქცა ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა.   ფაქტია, დღეს, არც სააკაშვილს აქვს შანსი დაბრუნდეს არჩევნებით და არც ივანიშვილს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დარჩეს. ზუსტად ამიტომ, ერთდროულად ალაპარაკდა ორივე რევოლუციაზე. ამაში

გახარია - თქვენ უბრალოდ ვერ აუხსენით მოქალაქეებს, რატომ არ არის ეს კანონი რუსული, ამ კანონს უკვე ხალხურმა ხმამ დაარქვა რუსული. ახლა თქვენ გამოდით აბა და დაამტკიცეთ, რომ ეს კანონი არ არის რუსული

"ეს არ არის მეგობრებო XX საუკუნე, ეს XI საუკუნეა და იმას, როგორ დაიპყრობს რუსეთი საქართველოს -  ტანკებით  თუ ზეწოლით მთავრობაზე და ესეთი კანონების მიღებით უმნიშვნელოა. საბოლოო ჯამში ამ კანონის მიღება განსაზღვრავს ერთ რამეს… გარდა ამისა, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის, ხალხის კი არა, მთავრობის ცივილიზაციურ არჩევანს - სად უნდა იყვნენ ისინი თანამედროვე, დემოკრატიულ, ცივილიზებულ ევროპულ სახელმწიფოებთან თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში.  მეგობრებო, თქვენ უბრალოდ ვერ აუხსენით მოქალაქეებს, რატომ ა

გახარია - თუ ხელისუფლებაში დარჩა "ოცნება", საქართველოსთვის ევროპული გაერთიანების კარი იქნება დაკეტილი, რაც პირდაპირ და ღიად გვითხრეს, ამიტომ ნუ გავაკეთებთ დარჩენილ 2-3 კვირაში იმას, რომ "ოცნებას" გავამარჯვებინოთ, რომელიც უკვე დამარცხებულია

"თუ ხელისუფლებაში დარჩა "ოცნება", საქართველოსთვის ევროპული გაერთიანების კარი იქნება დაკეტილი, რაც პირდაპირ და ღიად გვითხრეს, ამიტომ ნუ გავაკეთებთ დარჩენილ 2-3 კვირაში იმას, რომ "ოცნებას" გავამარჯვებინოთ, რომელიც უკვე დამარცხებულია ისედაც. ეს არის ჩემთვის მთავარია ამოცანა. თან ისე დავამრცხოთ, რომ "ნაცები" ვერ დაბრუნდნენ უკან.  ქარტიასაც ამ მიზეზით მოვაწერეთ ხელი." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. "გახარიას კვირა"    

გახარია - ვუსამძიმრებ მახანძრე-მაშველის, გიორგი ლელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს...კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას იმ სამოქალაქო გმირებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავთ სხვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას

"სამწუხაროდ, გუშინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მეხანძრე-მაშველი, გიორგი ლელაშვილი გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს… დღეს, მთელი ქვეყანა ვგლოვობთ ჩვენს გმირ მეხანძრე-მაშველს და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას იმ სამოქალაქო გმირებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავთ სხვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ბმული: https://www.facebook.com/Gakharia

გახარია - ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ - პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს

პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. „„ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის ნიშნავს რამდენიმე რამეს. ეს გახლავთ გააზრ

გახარია - ეს ახლაგაზრდები, სტუდენტები, დღეს ევროპისთვის იბრძვიან და მე ვერ ვხედავ ძალას, რომელიც შეძლებს დაუპირისპირდეს მათ, განა იმიტომ, რომ ბევრნი არიან, განა იმიტომ, რომ კარგად ორგანიზებულები არიან - უბრალოდ მართლები არიან

"ჩვენი მომავალი არის ქრისტიანული ევროპა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ეროვნული მოძრაობის სხვადასხვა ტალღა იყო, , მეოცე საუკუნის ბოლოს კი, ჩვენი თაობის, დღევანდელი ეპოქის მთავარი ამოცანაა - ეროვნული მოძრაობა საბოლოოდ დავასრულოთ იმით, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სხვანაირად ჩვენ ამ ეროვნულ მოძრაობას ვერ დავასრულებთ, იმიტომ რომ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა, ჩვენი კულტურის, იდენტობის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი განსხვავებულობის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ და

გახარია - ეს არჩევანი დღევანდელ "ოცნებას" 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაუდგა - გადავიხადო ნებისმიერი ფასი, ჩემი პოლიტიკური რეპუტაცია, ქვეყნის საგარეო კურსი, კორუფცია, შევინარჩუნო ძალაუფლება ნებისმიერ ფასად თუ დავთმო

"მე არასდროს მითქვამს, რომ ანგელოზი ვარ, ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია, თუმცა ბევრი საჭირო საქმე გამიკეთებია" - ამის შესახებ ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" "დღის ამბებში" სტუმრობისას განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვას, იყო თუ არა ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს "ქართული ოცნების" მიერ საგარეო ვექტორის ცვლილების შემაკავებელი.  გიორგი გახარიას თქმით, მისი გადადგომის შემდეგ დემოკრატიული უკუსვლა, საქართველოს საგარეო კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და კორუფცია ეტაპობრივად გა

გახარია - ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს - თავისუფლება რეჟიმის მძევლებს!

"ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს. ის ყველას მიუკაკუნებს კარზე, მათ შორის - იმათ, ვინც დღეს ჩუმადაა, ფიქრობს, რომ მას არაფერი შეეხება და თავისი სიჩუმით ახალისებს მოძალადე რეჟიმს. ეს მხოლოდ დროის საკითხია. შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფალი იმის ნიშანია, რომ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევედით და ჩვენი გამარჯვებაც დროის საკითხია, რომელიც ძლიერი, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პროტესტით გარდაუვლია.

გახარია - ერთმა საქართველოს ხელისუფლების ამომავალმა ვარსკვლავმა ბრძანა, რომ საქართველო მაჩანჩალა არ არისო... რა თქმა უნდა საქართველო მაჩანჩალა ქვეყანა არ არის - საქართველოს ხელისუფლება ჰყავს დღეს მაჩანჩალა

"ვუსმენდი, ერთმა საქართველოს ხელისუფლების ამომავალმა ვარსკვლავმა ბრძანა, რომ საქართველო მაჩანჩალა არ არისო. რა თქმა უნდა საქართველო მაჩანჩალა ქვეყანა არ არის - საქართველოს ხელისუფლება ჰყავს დღეს მაჩანჩალა. ისეთი მაჩანჩალა ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც ხელს არავინ ართმევს, უკვე ვერსად  მიდიან, ვერავისთან სერიოზულად ვერ ლაპარაკობენ, ერთმანეთს ელაპარაკებიან და გასვენებებში დადიან, მალე ქორწილებშიც დაიწყებენ სიარულს. საქართველოს ჰყავს მაჩანჩალა ხელისუფლება და ეს ჩვენი პრობლემაა, მათი ასეთი უსუსრობა ყვ

გახარია - ელოდებიან როდის ჩაუვარდებათ ხელში ძალაუფლება... ვერ მივართვით, ვერც "ოცნებას" და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას", აგერ ნახავთ 26 ოქტომბერს

"თვენახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და ზუსტი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია. ობიექტურად, რომ შეხედოთ ვითარებას, მთავარი ოპოზიციური პარტია ჩვენ დღეს უკვე ვართ. არ არის ეს ჯერ ასახული ციფრებში, მაგრამ ყველამ იცის და როგორც არ უნდა კეკლუცობდნენ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ თუ ვინმეს დღეს აქვს პოლიტიკურ ველზე ზრდის პოტენციალი, ეს გვაქვს ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის გარანტია , მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შესაძლებელი ზრდის პოტენც

გახარია - ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების, დეპუტატების და ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება სრულად ასახავს ჩვენს მოთხოვნას, რომ ამომრჩეველთა ბაზები ხელმისაწვდომი და საჯარო გახდეს

ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების, დეპუტატების და ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება სრულად ასახავს ჩვენს მოთხოვნას, რომ ამომრჩეველთა ბაზები ხელმისაწვდომი და საჯარო გახდეს. ამ დოკუმენტების გამჟღავნებას 29 ოქტომბრიდან ვითხოვთ, რადგან სწორედ ეს მიგვაჩნია არჩევნების გაყალბების დადასტურების ყველაზე მოკლე გზად. მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მალავს მტკიცებულებებს, ხოლო პროკურატურას მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მძევლად ა

გახარია - ე.წ. ქოლცენტრების საქმე, არის იდეალური მაგალითი, როგორ შოულობენ ქართული სახელმწიფოს რეპუტაციის ხარჯზე მილიარდებს "ნაცებიც" და "ქოცებიც" (ვიდეო)

- ე.წ. ქოლცენტრების საქმე, არის იდეალური მაგალითი, როგორ შოულობენ ქართული სახელმწიფოს რეპუტაციის ხარჯზე მილიარდებს "ნაცებიც" და "ქოცებიც". - აი, ზუსტად ამიტომ, ამ ორმა ქვეყნისთვის სახიფათო, დესტრუქციულმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა აიღოს. -  ერთი - ფიზიკური მოძალადეა, ხოლო მეორე - ფსიქოლოგიურად ძალადობს ხალხზე.   პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარია-ს კომენტარი პარტიის წევრებთან შეხვედრაზე  წყალტუბოში. 363312993_285974534017843_569188933663166599_n.mp4

გახარია - დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა! სამწუხაროდ, დღესაც ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის

"დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა! სამწუხაროდ, დღესაც ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ჩვენს ქვეყანაში რუსული ოკუპაცისაა და მეგობარ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, კვლავ სრული სიმძაფრით აღვიქვამთ ამ თარიღის ტრაგიკულობას. დღისა, რომელმაც საუკუნის წინ უთანასწორო ბრძოლაში საქართველო დააშორა ევროპულ არჩევანს! საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად დაღუპული გმირების პატივისცემა ჩვენ ახალ მისიას გვაკისრებს! ჩვ

გახარია - დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისმგებლობაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან თბილისში შესრულდა პირდაპირი რეისი, რომელსაც ოცნება სიამაყით ხვდება და ამას საკუთარ წარმატებადაც ასაღებს

დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისმგებლობაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან თბილისში შესრულდა პირდაპირი რეისი, რომელსაც ოცნება სიამაყით ხვდება და ამას საკუთარ წარმატებადაც ასაღებს., - აცხადებს ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია. მისი თქმით, ქართველი ხალხი აუცილებლად დაიცავს ქვეყნის თავისუფლებას, მშვიდობას და ევროპულ მომავალს.   "ვინმეს თუ გონია, რომ ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის განვითარების ვექ

გახარია - დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ თუნდაც ოკუპანტ რუსეთს დაელაპარაკოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე - მონობით, რასაც ისინი ესწრაფვიან, არაფერს არავინ არ დაგიბრუნებს (ვიდეო)

„დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ თუნდაც ოკუპანტ რუსეთს დაელაპარაკოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე. მონობით, რასაც ისინი ესწრაფვიან, არაფერს არავინ არ დაგიბრუნებს" გიორგი გახარია, პარტია ""გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/980392970210790

გახარია - დამარცხების შიში ოცნებას კიდევ ბევრ სისულელეს ჩაადენინებს... მადლობა სანიტარული დასუფთავებისთვის, ასე გააგრძელეთ (ვიდეო)

"დამარცხების შიში ოცნებას კიდევ ბევრ სისულელეს ჩაადენინებს. მადლობა სანიტარული დასუფთავებისთვის, ასე გააგრძელეთ!" გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  https://www.instagram.com/reel/CzUHhU5sytK/?igshid=MTc4MmM1YmI2Ng%3D%3D&fbclid=IwAR2pfaay_ur1MZ7YWN_RJlBQAXAq-bnSkZRJz-pvcQXeScMewS8qzBHQGGA  

გახარია - გამოდიხარ და სოხუმის დაცემის დღეს შენ ქვეყანას აბრალებ ომის დაწყებას - ამბობ, ომი ჩვენ დავიწყეთ და ამიტომ გვიპასუხა რუსეთმაო -  ეს არის ღალატი

"გპირდებით, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ამერიკას, ევროპასაც დაელაპარაკება და რუსეთთან დალაპარაკების შესაძლებლობაც გვექნება. ოღონდ ისე კი არა ესენი ("ქართული ოცნება") ბოდიშით რო იწყებენ ლაპარაკს, არაფერი დაგიშავებია, შენ ხარ ოკუპირებული, შენ წაგართვეს ტერიტორიები, შენ მოგიწყეს ეთნიკური წმენდა და ბოდიშით იწყებ. თან არ ხსნი ამ ბოდიშს ვის უხდი და რატომ. მერე გამოდიხარ და სოხუმის დაცემის დღეს შენ ქვეყანას აბრალებ ომის დაწყებას. ამბობ ომი ჩვენ დავიწყეთ და ამიტომ გვიპასუხა რუსეთმაო -  ეს არის ღალატი."
×
×
  • შექმენი...