Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.075
  • comments
    0
  • views
    691.393

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ჰუმანიტარული დახმარების გატარების მიზნით, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი გახსნა

ჰუმანიტარული დახმარების გატარების მიზნით, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი გახსნა. ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს. გავრცელებული ვერსიით ხუთმა სატვირთო ავტომობილმა თურქეთ-სომხეთის საზღვარი იღდირის პროვინციაში უკვე გადაკვეთა. ბოლოს საზღვარი 1988 წელს გაიხსნა, მაშინაც მიწისძვრის შემდეგ ჰუმანიტარული მიზნებისთვის.   ავტორი - თამთა რუხაძე

მიწისძვრიდან მეხუთე დღეს ნანგრევებში სასწაულით გადარჩენილები

თურქეთსა და სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, უკვე მეხუთე დღეა, ადგილობრივი და მათ დასახმარებლად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სამძებრო-სამაშველო სამსახურები შეჩერებლად მუშაობენ. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კაჰრამანმარაშში პარასკევს, მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი, 65 წლის მამაკაცი, 22 წლის ახალგაზრდა გოგო და მის უმცროსი და ცოცხლად ამოიყვანეს.  ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ,,გამოვიყვანეთ მამაკაცი, სახელად ჰუსეინი, რომელმაც გვითხრა, რ

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი 3 500-ზე მეტი

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24 000-მდე გაიზარდა. „როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა, სირიაში კი, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 3 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ორივე ქვეყანაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ღამით სამძებრო სამუშაოებს ყინვა ართულებს. გაერო-ს მონაცემებით, ორივე ქვეყანაში 870 000 ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარულ დახმარება. თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მ

სემეკ-მა თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად, სემეკ-მა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს. „სემეკ-ი თანადგომას უცხადებს დაზარალებულებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია გამოთქვამს მზადყოფნას, დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას, თურქეთის კოლეგა უწყების თანამშრომლებს აღმოუჩინოს დამატებითი დახმარება და მხარდაჭერა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის საელჩოს გადაეცა

საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადაეცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გაიგზავნა. ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ქველმოქმედებისთვის თანხა სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეაგროვეს. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის დეკემბერში არასაპატიო გაცდენების გამო, დე

სალომე ზურაბიშვილი - ვაფასებ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ევროპის მომავლის შეფასებას, რომელიც აუცილებლად მოიცავს დამოუკიდებელ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას „ტვიტერის“ მიკრობლოგზე ეხმაურება. „მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას ევროპულ საბჭოში. ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ევროპის მომავლის შეფასებას, რომელიც აუცილებლად მოიცავს დამოუკიდებელ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

პენტაგონი - იანვარში თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა, რომ გეგმავს, საქართველოს უსაფრთხოების სფეროში დახმარებისთვის 33 მილიონი დოლარი გამოუყოს

საქართველო აშშ-სგან დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, იანვარში თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა, რომ გეგმავს, საქართველოს უსაფრთხოების სფეროში დახმარებისთვის 33 მილიონი დოლარი გამოუყოს. „დღეს მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ ჩვენ დავამტკიცეთ საქართველოსთვის რისკების შეფასების გადახდის გრაფიკი, რათა საქართველომ შეძლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს

ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ უკრაინაში გასაგზავნად მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი იქნება მზად

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ იმედი აქვს, უკრაინაში გასაგზავნად მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი იქნება მზად. ევროკავშირის სამიტის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ 2 ბატალიონი, ანუ დაახლოებით, 80 ერთეული Leopard 2-ის ტანკი, ნამდვილად მზად იქნება მარტის ბოლომდე უკრაინაში გასაგზავნად, შოლცმა უპასუხა: „იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, მოხერხდება“. ამასთან, გერმანიის კანცლერმა დასძინა, რომ „ეს ადვილი არ იქნება“. შეგახსენებთ,

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მკვლელობებსა და ტერორს ყალბი ნეიტრალურობითა და თეთრი დროშით ვერ გადაფარავ, ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დონეზე უნდა იქნას აღიარებული

რუსეთის მკვლელობებსა და ტერორს ყალბი ნეიტრალურობითა და თეთრი დროშით ვერ გადაფარავ, ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დონეზე უნდა იქნას აღიარებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორი ქვეყნების სპორტის მინისტრების ვირტუალურ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. „მკვლელობები და სარაკეტო დარტყმები რომ სპორტის ოლიმპიური სახეობები იყოს, მაშინ იცით, რომელი ეროვნული ნაკრები დაიკავებდა პირველ ადგილს და მნიშვნელობა არა აქვს, ექნებოდა თუ არა ამ ნაკრებს მისი სახელმწიფო დროშა",

მიხაილო პოდოლიაკი ირაკლი კობახიძეს - არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს - საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს

საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს - არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სასურველი იქნებოდა, ირაკლი კობახიძეს შეესწავლა, „როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა“. „საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს, ეს

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა უკრაინაში 136 880 ჯარისკაცი დაკარგეს, მათ შორის 1.1 ათასზე მეტი ბოლო 24 საათში

რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 136 880 ჯარისკაცი დაკარგეს, მათ შორის, 1 140 ბოლო 24 საათში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 267 ტანკს, 6 474 ჯავშანტექნიკას, 2 279 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 295 საბრძოლო თვითმფრინავს და 286 ვერტმფრენს, 5 134 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 1 997 უპილოტო საფრენ აპარატს, 214 ერთეულ სპეცტექნიკას, 857 ფრთოსან რ

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე ჯარიმები წესდება

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ კოდექსში შედის. ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ასტამურ ფაჩალია: თუ ადრე, წელიწადში ნარკოტიკების შემომტანთა 5-6 ჯგუფს იჭერდნენ, ახლა 20-ს ვიჭერთ

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული სამსახურების მონაცემებით, აფხაზეთში ათი წლის განმავლობაში, ნარკოტიკების შემოდინების ათამდე არხი ჩამოყალიბდა. ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ნარკოკონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ასტამურ ფაჩალიამ განუცხადა. აფხაზეთში ნარკოტიკების მოწოდების მთავარი გზა რუსეთს უკავშირდება. ამასთან, ფაჩალიას თქმით, მოქმედებენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, კერძოდ, უზბეკეთის, ტაჯიკეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც მიმართ

სპეციალური პენიტენციური სამსახური თურქეთის მოქალაქე პატიმრებს სატელეფონო საუბრის დროს დაუფინანსებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მიწისძვრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და თურქ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. თურქი ხალხის მხარდასაჭერად სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოხატავს კეთილ ნებას და პარტნიორი სატელეფონო კომპანიის ხელშეწყობით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფ ყველა თურქეთის მოქალაქე ბრალდებულს/მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრის დროს დაუფინანსებს. თურქეთის მოქალაქე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, 60 წუთი უფასოდ ისაუბრ

ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს

ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. მოკლე რეპლიკით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ესებუამაც, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, ის თავს დამნაშა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენ გ.ო.-ს მიერ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ბიზნესმენ გ.ო.-ს მიმართ მიმდინარე საქმის ფარგლებში დადგენილ იქნა, რომ გ.ო.-მ, 2019 წლის დეკემბერში, დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებები 10 მილიონ ლარ

დაკავებული ძმები - გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

დაკავებული ძმები - გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ მხოლოდ ჯ

დანიელ ფრიდი - არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს - თქვენი მეგობრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ლიდერები შეძლებენ სიმართლე თქვან

ამერიკელი დიპლომატის, დენიელ ფრიდის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა და ამის საქართველოსგან მოთხოვნა ომში ჩართვას არ უტოლდება. ამასთან, დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმასთან“, საქართველოში „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ომის პარტია“ ნამდვილად არსებობს უკრაინის წინააღმდეგ და მას პუტინი მართავს. მისივე თქმით, არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს. „პუტინმა დ

ვალერი ზალუჟნი - რუსული რაკეტები მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის მიმართულებით შავი ზღვიდან გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ორ რაკეტა ჯერ მოლდოვის, შემდეგ კი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. „დღეს, 10 თებერვალს, ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ 10:18 საათზე უკრაინა-მოლდოვის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა. 10:33 საათზე ამ რაკეტებმა რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. ამის შემდეგ რაკეტები კვლავ შეიჭრნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში“, –

გია ვოლსკი - პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია - ირაკლი კობახიძემ სიტუაცია აღწერა, შემაშფოთებელი მდგომარეობაა, რომ აგრესორი წინ მიიწევს და აქვს დიდი რესურსი მობილიზებული, რათა თავისი გეგმები განახორციელოს

პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია - ირაკლი კობახიძემ სიტუაცია აღწერა, შემაშფოთებელი მდგომარეობაა, რომ აგრესორი წინ მიივევს და აქვს საკმაოდ დიდი რესურსი მობილიზებული, რათა თავისი გეგმები განახორციელოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მმართველი პარტიის წევრთა განცხადებებს მოჰყვა იმის თაობაზე, რომ "რუსეთს ომში უპირატესობა აქვს". ვოლსკი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტ

კახაბერ ქემოკლიძე "ხალხის ძალაზე" - ამ მორუსო პროპაგანდისტებს სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ

ამ მორუსო პროპაგანდისტებს სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ!, - ასე ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე "ხალხის ძალის" ბოლო განცხადებას და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.  მისი თქმით, ისინი სწორედ სიმართლით,  სიმშვიდით და  მოქალაქეების გონიერებით დამარცხდებიან.    "სინამდვილეში ევროკავშირში გაწევრიანება სწორედაც რომ: ა) ნამდვილ მედია თავისუფლებას ნიშნავს და არა იმას რაც ოცნებას და ბ-ნ ივანიშვილს წარმოუდგენია თავისი ორღობის ტელევიზიების სა

ანტიკორუციულ ბიუროს რაჟდენ კურპაშვილი უხელმძღვანელებს

ანტიკორუციულ ბიუროს რაჟდენ კურპაშვილი უხელმძღვანელებს. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია. რაჟდენ კუპრაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის” დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი, შპს საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტის- „ტრანსპროექტის”იურიდიული სამსახურის უფროსი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა. შესაბამის ინფორმაციას უნგრული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. სამიტის შემდგომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს ოთხ ჯგუფად შეხვდნენ. ორბანმა ზელენსკისთან მოლაპარაკებები ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიისა და ავსტრიის ლიდერებთან ერთად გამართა. როგორც უნგ

სტიქიის ზონაში, ​ქალაქ ისქენდერუნში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ქალაქ ისქენდერუნში საქართველოს კიდევ ერთი მოქალქე მ.შ. გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით, ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ოთხი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 342-მდე გაიზარდა, დაშავებულია 74 24

თავდაცვის სამინისტრო - ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინთან საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭლაძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს თა
×
×
  • შექმენი...