Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    886.709

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გახარია აშშ-ს ივანიშვილის და „ოცნების“ სანქცირებას მოუწოდებს

გიორგი გახარია ეხმაურება აშშ-ის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და მოუწოდებს ვაშინგტონს, დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი და „ოცნების“ ლიდერები. ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა „აშშ-ს პასუხი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ: „ქართულმა ოცნებამ“ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას. ეს

გახარია ამბობს, რომ მხარს დაუჭერს ტექნიკურ მთავრობას, რომელიც „სრულად აპოლიტიკური" იქნება

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ მხარს დაუჭერს ტექნიკურ მთავრობას, რომელიც სრულად აპოლიტიკური იქნება. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ დროებით მთავრობაში ვინმე „ნაციონალურ მოძრაობასთან” „აფილირებული” პირი იქნება, ისინი ამას მხარს არ დაუჭერენ. ის, ასევე, საუბრობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შედგენილ და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხელმოწერილ „ქართულ ქარტიაზე” და აღნიშნავს, რომ მისთვის რიგგარეშე არჩევნები გაუგებარი და აუხსნელია. „ტექნიკური მთავ

გახარია „ძლიერ საქართველოსთან" მოლაპარაკებებისთვის 3 პირობას ასახელებს

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან” გაერთიანებაზე მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა 3 წინაპირობას ასახელებს. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდების შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გაერთიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს, თუმცა რამდენიმედღიანი შეხვედრების შემდეგ შეთანხმება ვერ შედგა. ხაზარაძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისინი გარკვეულ პირობებზე შეთანხმდნენ, რაზეც გახარია თავდაპირველად თანახმა იყო, თუმც

გახარია -მთავარი ამ აქციის მუხტი რა უნდა იყოს იცით?  ის ახალგაზრდები, რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ არჩვენებზე ,  უნდა მივიდნენ უბანზე და უნდა მისცენ ხმა

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, გაგახსენებთ 2012 წელს, არ წავლ შორს 90-იან წლებში, სად იყო მაშინ საერთოდ დამკვირვებელი? ეს თუ იქნა საერთო სახალხო ნების გამოხატულება, რომლისთვისაც ახლა ყველაფერი კეთდება, მერწმუნეთ, რომ ვერანაირი გაყალბება ვერ უშველით. მთავარი ამ აქციის მუხტი რა უნდა იყოს იცით?  ის ახალგაზრდები, რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ არჩვენებზე ,  უნდა მივიდნენ უბანზე და უნდა მისცენ ხმა" გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 

გახარია - ხელისუფლება მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ ჩვენი ადგილი არის ავტორიტარული რეჟიმების გვერდით (ვიდეო - ჩართვა ბერლინიდან)

"ოცნების" საგარეო ვექტორის შესახებ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს" - ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი "რუსეთის ინტერესებში მოქმედებს". გიორგი გახარიამ "პოლიტიკური ამბების" ეთერში თქვა, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. "ხელისუფლება მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ ჩვენი ადგილი არის ავტორიტარული რეჟიმების გვერდით", - ამბობს გახარია და იქვე დასძენს, რომ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებით ივანიშ

გახარია - ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი, ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის! ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს

ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს. გიორგი გახარიას განცხადებით, "ოცნებამ", ისევე, როგორც "ნაციონალურმა მოძრაობამ", მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო.   "ახლა უკვე ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა. ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი. ახალ

გახარია - ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის

ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის - მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს - გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაული გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ და თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვი

გახარია - ჩვენი ხელისუფლება ისევ გააგრძელებს გლობალური ომის პარტიაზე და მასონებზე საუბარს, რადგან იციან, რომ ადეკვატურტი საუბარი მათგან აღარ ისმინება და კლოუნების როლში უკეთესად ჩანან (ვიდეო)

ჩვენი ხელისუფლება ისევ გააგრძელებს გლობალური ომის პარტიაზე და მასონებზე საუბარს, რადგან იციან, რომ ადეკვატურტი საუბარი მათგან აღარ ისმინება და კლოუნების როლში უკეთესად ჩანან.     

გახარია - ჩვენი გუნდის საარჩევნო სია ყველაზე დაბალანსებულია,ეს ის გუნდია, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს "ოცნება" ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ დაბრუნდეს ხელისუფლებაში

"ჩვენი გუნდის საარჩევნო სია ყველაზე დაბალანსებულია. იქ არიან  სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, მაღალი რანგის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანები ეროვნული მოძრაობიდან, ახალგაზრდები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები რეგიონებიდან. სიაში ბევრი ახალი სახეა, მაგალითად - უსამართლობასთან სხვადასცვა რეჟიმებთან მებრძოლი ადამიანები. მე თითოეული მათგანით ვამაყობ და გულწრფელად ვისურვებდი უკეთესი სია ყოფილიყო, მაგრამ ავტორიტარული მარწუხები ბევრ რამეში გვზღუდავს. ეს ის გუნდია, რომელსაც შეუძ

გახარია - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენს შვილებს დავუტოვოთ ევროპული საქართველო და ისეთი საქართველო, სადაც პოლიტიკური კრიზისების გადაწყვეტის გზად და ადგილად აღარ იქნება პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირი

"ჩვენ უნდა დავარწმუნოთ "ოცნება", რომ წაგება არ ნიშნავს განადგურებას. წაგება არ ნიშნავს შურისძიებას. მიუხედავად იმისა, რომ ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი , განსაკუთრებით კორუფციული დანაშაული, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისგება ეკუთვნის, მაგრამ პოლიტიკურ შურისძიებას და პოლიტიკურ განადგურებას ეს არ ნიშნავს. ჩვენ უნდა დავაწრმუნოთ "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რომ ერთპიროვნული ძალაუფლება ამ ქვეყანაში აღარ უნდა იყოს. ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ისწავლონ კომპრომისი რას ნიშნავს დ

გახარია - ჩვენ შევძლებთ მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველო იმსახურებს იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი (ვიდეო)

გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე: გილოცავთ დამდეგ 2024 წელს! GAEXvhgZwv16f70FAOM83kTE4g5LbmdjAAAF.mp4

გახარია - ჩვენ თუ გვინდა გადავარჩინოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი რელიგია, ჩვენი კულტურა, ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები რომ იყვნენ კონკურენტულები თანამედროვე სამყაროში, ერთადერთი გამოსავალი არის ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში არის შესაძლებელ, რომ საქართველომ შეინარჩუნოს თავისი იდენტობა და ეს ტყუილები, რასაც ახლა გვიყვებიან, ნუ უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და ჩვენი ისტორია ყოველთვის გვაჩვენებდა იმას, სად, როდის და ვისთან ერთად იყო ყველაზე უფრო დაჩაგრული ქართული ენა, ქართული ეკლესია, ქართული კულტურა, ქართული იდენტობა და სად მუშაობს კულტურული მრავალფეროვნება., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წე

გახარია - ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად.  გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, ბოიკოტს, ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს და ვეტოს ინტერესებს საქართველოს პარლამენტში

ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად.  გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, ბოიკოტს, მაშინ, როცა ეს აუცილებელი და საჭირო იქნება, ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს და ვეტოს ინტერესებს საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ის პოლიტიკური ძალები და პარტიებიც შემოგვიერთდებიან საქართველოს პარლამენტში ვეტოს და საქართველოს პრეზიდენტის დასაცავად, რომლებმაც ბოიკოტზე ისაუბრეს." გიორჰი ჰახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

გახარია - ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ აქამდე ასე აქტიური კომუნიკაცია არ მქონდა რეგიონალურ მედიასთან, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ - ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, თავისი საქმის ერთგული ხალხი ვნახე

"რეგიონალურ მედიაზე რომ ვილაპარაკოთ, ერთ ტელევიზიაში ვიყავი და გამომცემლობა “ჩემი ხარაგაული”, იქაც მქონდა სიამოვნება ჟურნალისტებთან მესაუბრა. ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ, ბევრად უფრო ჯანსაღი გარემოაა ვიდრე თბილისში.   ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ აქამდე ასე აქტიური კომუნიკაცია არ მქონდა რეგიონალურ მედიასთან, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან უჭირთ, ტექნიკასაც ეტყობა, სტუდიასაც ეტყობა, მაგრამ არ ეტყობა ხალხს. ძალი

გახარია - ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით მანიპულირებაზე, რის საკმარისზე მეტი მტკიცებულებაც გვაქვს, უახლოეს დღეებში პროკურატურას მივმართავთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ აქვთ ფაქტები იმ სისტემური ხასიათის დარღვევებსა და მანიპულაციების სქემებზე, რომლებსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა არჩევნებზე, რათა „მოეპარა ქართველი ხალხის ნება“. მისი განცხადებით, მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან. გახარიას თქმითვე, პირადობის მოწმობებით მანიპულირებაზე, მათ შორის ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით მანიპულირებაზე, რის საკმარისზე მეტი მტკიცებულებაც აქვთ, უახლოეს დღეებში პროკურატურას მი

გახარია - ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე ჰყავს თავისი დაუმარცხებელი სიმბოლო ამ ბიჭების სახით, რომლებიც ბევრად უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე მთელი ის რეჟიმი, რომელმაც ისინი დაატყვევა

ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე ჰყავს თავისი დაუმარცხებელი სიმბოლო - ამ ბიჭების სახით, რომლებიც ბევრად უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე მთელი ის რეჟიმი, რომელმაც ისინი დაატყვევა. თავად ეს ბიჭები გვაძლევენ ბრძოლის სტიმულს და ენერგიას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საერთო გამარჯვებამდე! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება საქართველოს! გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი.

გახარია - ფაქტი ერთია, დღეს საქართველოში ქვეყნის განვითარება სრულად დამაოკიდებულია ერთი ადამიანის პერსონალურ ინტერესებზე - ივანიშვილზე... კობახიძის ვიზიტიც ამერიკაში, მისი პერსონალური ინტერესია-ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა, არჩევნებია

"არავინ იცის რა მისიით წავიდა კობახიძე ამერიკაში. ფაქტია, არავის ექნება სურვილი მას ესაუბროს, განა იმიტომ, რომ შეურაცხყოფას აყენებენ, უბრალოდ იციან, რომ აზრი არ აქვს, დროს დაკარგავენ. შეიძლება რუკაზე გლობალური ომის ოფისს ეძებს. გაუგებარი ნაბიჯებით ბუნდოვანებას ქმნიან და ამით აპირებენ არჩევნებზე ფონს გასვლას. ფაქტი ერთია, დღეს საქართველოში ქვეყნის განვითარება სრულად დამაოკიდებულია ერთი ადამიანის პერსონალურ ინტერესებზე - ივანიშვილზე. კობახიძის ვიზიტიც ამერიკაში ერთი ადამიანის პერსონალური ინტერესია

გახარია - სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა ქართველ ჟურნალისტებს...მათ შეძლეს და ჩამოხადეს ნიღაბი ამ რეჟიმს, დაგვანახეს მათი მანკიერი და მახინჯი სახე - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს და მათი მადლიერი ვიყოთ (ვიდეო)

"სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით და თავდადებით ემსახურებიან ჩვენი საზოგადოების ინფორმირების ძალზედ მნიშვნელოვან საქმეს. დღეს, ეს ახალგაზრდები, ხშირად ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად დგანან მოძალადე რეჟიმსა და მშვიდობიანი მომიტინგეებს შორის. მათ შეძლეს და ჩამოხადეს ნიღაბი ამ რეჟიმს, დაგვანახეს მათი მანკიერი და მახინჯი სახე.  ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს და მათი მადლიერი ვიყოთ." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯ

გახარია - სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც მართლწესრიგის და სიმშვიდის დაცვა უნდა ევალებოდეთ, გამოყენებულია ტერორისთვის, ადამიანების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის, იმისთვის, რომ ადამიანები დააშინონ და არჩვენებზე მიიღონ რაღაც პროცენტით მეტი ხმა

"დიდი ხნით ხელისუფლებაში დაყოვნებული ძალა ადეკვატურობას კარგავს. ეს არის დღეს, რაც ემართება "ოცნებას". ბოლო რამდენიმე წლის და განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში "ოცნებას" ადეკვატურობა სრულად აქვს დაკარგული. მათი ქმედებები უკვე ანალიზს არ ექვემდებარება, ამიტომ არიან ასეთი სახიფათო. მეტიც, "ოცნება" იმდენად არაადეკვატურ მდგომარეობაშია, რომ მათ ძალაუფლების ლეგიტიმური გამოყენების უფლება, სისტემურ ტერორში ერევათ. მაგალითად - ცემა, თავდასხმები, ადამიანების დევნა, სატელეფონო ზარები... სასაცილოა, უკ

გახარია - საქართველოს პოლიტიკური კი არა ცივილიზაციური არჩევანია ქრისტიანული ევროპა... დღეს ისე ახლოს მივედით ევროკავშირის კართან, რომ არ ვყოფილვართ არასოდეს

"ჩემი ყოველდღიური შეხვედრები ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან აჩვენებს, რომ დღეს საქართველოსთვის ევროპის კარი არის ღია. ყველა ნორმალურმა ქართველებმა ვიცით ერთი რამ, რომ საქართველოს პოლიტიკური კი არა ცივილიზაციური არჩევანია ქრისტიანული ევროპა, ეს არ არის ჩვენი თაობის ან წინამორბედი თაობის, ეს არის მეთვრამეტე საუკუნიდან ჩამოყალიბებული ცივილიზაციური არჩევანი, რომ ქვეყნის გადარჩენის და სახელმწიფოებრივობის ჩამოყალიბების ერთადერთი სივრცე არის ქრისტიანული ევროპის სივრცე. ჩვენ ერთხელ გვქონდა გ

გახარია - საქართველოს მოქალაქე თითოეულ მუსლიმს ვულოცავ რამადანის წმინდა თვის დასრულების დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ერთიანობას. სიკეთე და სიხარული არ მოჰკლდებოდეს თქვენს ოჯახებს! (ფოტოები)

საქართველოს მოქალაქე თითოეულ მუსლიმს ვულოცავ რამადანის წმინდა თვის დასრულების დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ერთიანობას. სიკეთე და სიხარული არ მოჰკლდებოდეს თქვენს ოჯახებს! ხულო. გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  

გახარია - საქართველო, ერთ დროს ლიდერი ანტი-კორუფციულ რეფორმებში, გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა შეფასებაზე ივანიშვილის და მისი პარტიის კორუფციული ინტერესების დასაცავად

გიორგი გახარია ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის 14 მარტის ანგარიშზე: “ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად ხსნის „მიზეზებს“, რის გამოც საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტი-კორუფციული ქსელი დატოვა 2023 წელს. ოცნებას არ უნდოდა საერთაშორისო შეფასებაში მოხვედრილიყო ელიტური/პოლიტიკური კორუფციისთვის მის მიერ ანთებული მწვანე შუქი და უარი ნამდვილ ანტი-კორუფციულ რეფორმებზე. საქართველო, ერთ დროს ლიდერი ანტი-კორუფციულ რეფორმებში, გახდა პირველი

გახარია - საქართველო როგორც კი  ნაბიჯს გადადგამს ევროპაში გაწევრიანების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ვერც ერთ დღეს "ოცნება" ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს, ეს არის "ოცნების" ანტიდასავლურობის მიზეზი

"კრიზისის ხელოვნური შექმნა ხელისუფლების მიერ, აჩენს ეჭვს, რომ ეს არის დავალება რუსეთიდან, სხვანაირად უბრალოდ ვერ ვხსნი ამ ყველაფერს. საქართველოსგან ბელარუსი ვერ გამოვა ვერასოდეს. "ოცნება" დღეს უაღრესად უსუსურ მდგომარეობაშია, ყოველდღიურად ჩანს ეს. მაგალითად, მთელი კამპანია წამოიწყეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აეხსნათ, ეს კანონი რუსული კი არა ამერიკულიაო და პირიქით უფრო დაუმტკიცეს - დაარწმუნეს საქართველოს მოქალაქეები, რომ ეს კანონი ნამდვილად რუსულია. ბევრი ნაბიჯი გადადგეს იმისთვის,

გახარია - საქართველო თუ არ აღმოჩნდა ცივილიზებული სამყაროს მხარეს, გამოდის, რომ ფუჭია 30 წლის განმავლობაში დაკარგული ამდენი სიცოცხლე (ვიდეო)

"ეს ომი რომ დასრულდება, ამ ზავის ნაწილი თუ არ იქნა საქართველო, საქართველო თუ არ აღმოჩნდა ცივილიზებული სამყაროს მხარეს, გამოდის, რომ ფუჭია 30 წლის განმავლობაში ამდენი დაკარგული სიცოცხლე, ამდენი დაღვრილი სისხლი, ამდენი დამოუკიდებლობისთვის გაწირული ახალგაზრდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 2008 წელს - ვინ იხდის ამის ფასს? ხალხს რას ეუბნებიან? მაშინ როდესაც უბრალოდ არაფერი რომ არ მოიმოქმედო - გაჩუმდე, ხმა არ ამოიღო, იმ ხალხის ოცნება ასრულდება." ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" თა

გახარია - სამწუხაროდ, გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება "ოცნების“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომელიც უნივერსიტეტებზე ავტორიტარული კონტროლის დამყარებას ცდილობს

"ქართველ ახალგაზრდებს ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მორიგი ფასის გადახდა უწევთ. ოცნებამ არ იკმარა თავისუფლების დასაცავად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების ცემა. რეჟიმი მათ მომავალს და არსებულ შესაძლებლობებს ართმევს. სამწუხაროდ, გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება "ოცნების“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომელიც უნივერსიტეტებზე ავტორიტარული კონტროლის დამყარებას ცდილობს. მადლობელი ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან ქართველი სტუდენტე
×
×
  • შექმენი...