Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.457
  • comments
    0
  • views
    748.544

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ნათია მეზვრიშვილი - მოღალატე ივანიშვილმა, რომელიც მშვიდობას გპირდებოდათ, აუშვა მისი ყველაზე საშიში არაფორმალური კრიმინალური ბანდა, იარაღებით და თბილისის ქუჩებში საკუთარ მოქალაქეებს ომი გაუჩაღა

"მოღალატე ივანიშვილმა, რომელიც მშვიდობას გპირდებოდათ, აუშვა მისი ყველაზე საშიში არაფორმალური კრიმინალური ბანდა, იარაღებით და თბილისის ქუჩებში საკუთარ მოქალაქეებს ომი გაუჩაღა. სამართალდამცავები უკვე ასოცირდებიან კრიმინალურ დაჯგუფებასთან (ვწუხვარ, რომ მე მიწევს ამის თქმა). ერთი, რომ პოლიცია ადამიანებს სასტიკად უსწორდება და მეორე - ივანიშვილის ზონდერები ხალხს ცემენ და პოლიცია უყურებს. 90-იანებში (რომელიც მეც გამოვიარე) როგორც იტყოდნენ, ქვეყანაში სრული „ბეზპრიძელია“, რაზეც პასუხისმგ

ევროკომისიის ანგარიში - საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს

იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება გააგრძელოს და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება თავიდან აიცილოს, საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შემდგომი გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს, - ამის შესახებ „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშშია ნათქვამი. „საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელო

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. კონკრეტულად ვის შეხვდება პრეზიდენტი, ამ დროისთვის უცნობია.   ipn

საქართველოში მოქმედი ადვოკატები პეტიციას ავრცელებენ და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და სისტემურ ძალადობას აპროტესტებენ

საქართველოში მოქმედი ადვოკატები პეტიციას ავრცელებენ და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და ქვეყანაში მიმდინარე სისტემურ ძალადობას აპროტესტებენ. როგორც გავრცელებულ პეტიციაშია აღნიშნული, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. „ჩვენ, საქართველოში მოქმედი ადვოკატები, ვგმობთ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და სისტემურ ძალადობას. ვართ ჩვენი პროფესიული ფიცისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულნი, რომლის მიხედვითაც - „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა

მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ვესტიბიულში 2 ადამიანი დააკავეს

შს სამინისტროს განცხადებით, 6 დეკემბერს მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ვესტიბიულში 2 ადამიანი დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან — ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია. „აღვნიშნავთ, რომ მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 2 მოქალაქე“, —

თეონა აქუბარდია - ივანიშვილს მოუწევს საკუთარ ქვეყანასთან კომპრომისზე წავიდეს - ხელახალი არჩევნები არის გზა, რითაც ქვეყანაში ძალმომრეობა და ქაოსი უნდა დასრულდეს

ეს არის ის უკანონობა და ავტორიტარული მართვის მეთოდები, რომელიც დასრულდება იმით, რომ ივანიშვილს მოუწევს წავიდეს საკუთარ ქვეყანასთან კომპრომისზე,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აქუბარდიამ ისაუბრა 6 დეკემბრის ღამეს, პოლიციის მიერ აქციის მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებასა და ძალადობაზე. „გუშინ, ჩვენ ვნახეთ, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის სისუსტის და შიშის გამოვლინება საკუთარი ქვეყნის

სალომე ზურაბიშვილი - გუშინ ღამით შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეამჩნიეს, რომლებიც სპეცრაზმს არაოფიციალურ დახმარებას უწევდნენ - რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში?

რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში? როგორც წესი, მიზანი დაშლაა და არა განადგურება. გუშინ ღამით სპეცრაზმი თითოეულ დემონსტრანტს დაედევნა, რომელმაც გაქცევა მოახერხა და ცენტრიდან კილომეტრების მოშორებით მიაგნო“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „მმართველი პარტია რეპრესიებს სულ უფრ

დაკავებული მომიტინგის თქმით, ოპოზიციონერებზე ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებენ, ის შიმშილობას იწყებს

მასშტაბური პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე, რეზო კიკნაძე, რომელიც დაკავებულია და ამჯერად იზოლატორში იმყოფება, ციხიდან წერილს გზავნის, სადაც ჰყვება, როგორ აიძულებენ იზოლატორში კონკრეტული პოლიტიკოსების დასახელებას, თითქოს მათგან ფინანსდებოდა. რეზო კიკნაძის წერილს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ავრცელებს. წერილის ადრესატი მრავალათასიანი ჯგუფი „დაიტოვეა“, რომელიც თავის დროზე სწორედ პროევროპული დემონსტრანტების თვითორგანიზებისა და ურთიერთდახმარებისთვის შეიქმნა და რომლის ადმინისტრატორების სახ

საია - ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა - მთელი ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე 51 დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია

ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება: ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათი თქ

მარგუს ცაჰკნა - პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები იტყუებიან, ისინი ევროკავშირს ატყუებდნენ, მაგრამ რაც მთავარია, დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდნენ ქართველ ხალხს - ვითარება ნამდვილად შემაშფოთებელია

პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები იტყუებიან, ისინი ევროკავშირს ატყუებდნენ მაგრამ რაც მთავარია, დიდი ხნის განმავლობაში ქართველ ხალხს ატყუებდნენ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „ქართული ოცნების“ ნიღბები ჩამოხსნილია და ეს უკვე რამდენიმე თვის წინ იყო აშკარა, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რაც რეალურად ქართველ ხალხს არ სურს და ასევე, დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობა, ეს

გიტანას ნაუსედა - დეკემბერში საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ

საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ქალაქ კლაიპედაში, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, ედგარს რინკევიჩსთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გიტანას ნაუსედას ცნობით, კოლეგებთან შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილა. „უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არსებული ვითარება სრულიად განსხვავდება 2008 წლის ვითარებისგან, როდესაც რუსეთის ფედერაცია შეიჭრა ქვეყან

რუსეთმა აფხაზურ მანდარინში ვირუსი აღმოაჩინა და შესაძლოა, მისი იმპორტი აკრძალოს – სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბესლან ჯოპუამ განაცხადა, რომ რუსეთში აფხაზური მანდარინის იმპორტზე აკრძალვა არ არის, თუმცა ჯოპუამ განმარტა, რომ რუსეთის საკარანტინო სამსახურმა ციტრუსის ხილის ერთ-ერთ გადაზიდვაში აღმოაჩინა კალიფორნიული ტრიფსი, რომელიც დააბრუნეს. “იმპორტის სრულ აკრძალვაზე საუბარი არ ყოფილა. მოხდა გაუგებრობა, გავრცელდა ინფორმაცია რუსეთში აფხაზური მანდარინის იმპორტის სავარაუდო სრული აკრძალვის შესახებ. ასეთი აკრძალვა რუსეთის მხრიდან არ არსებობს”, – გა

მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე - მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით

მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით, - ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულმა 19 წლის ზვიად ცეცხლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში დემოკრატია დასრულებულია. „საქართველოში დემოკრატია დასრულდა, ეს საზოგადოებას, მათ შორის მეც, გვაძლევს წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, რათა დემოკრატიული სახელმწიფო შენარჩუნდეს.... მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ბრძოლას ყოველთვის

TI: აქციებზე დააკავეს 400-მდე პირი, ნაცემია 300-ზე მეტი, დასჯილია 0 პოლიციელი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 28 ნოემბრიდან დღემდე აქციებზე დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს შეჯამებულად ავრცელებს. TI-ის ცნობით, აქციებზე პოლიციელების მიერ დაკავებულია 400-მდე ადამიანი, ნაცემია და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, 300-ზე მეტი პირი, ხოლო დასჯილი პოლიციელების რაოდენობა – 0. დააკავეს 400-მდე ადამიანი (აქედან ადმინისტრაციული – 350-ზე მეტი, სისხლის სამართლის წესით – 26); 300-ზე მეტი ნაცემი/წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი;

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი - უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა, 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერებაზე

უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილება დროებითია. ამასთან, როგორც ცენტრი აცხადებს, ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული საქა

საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულ 8 ადამიანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულ 8 ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. საქმის პროკურორები არიან ვაჟა თოდუა და შმაგი გობეჯიშვილი. ბრალდებულები, რომლებსაც პატიმრობა შეუფარდეს, არიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ისაკ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ზვიად ცეცხლაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი. მათ პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18, 229-ე მუხლებით გათვალისწ

ვეფხია კასრაძე - პროკურორებო, როცა ციხისთვის მიმეტებთ, ჩემს შვილებს მორალურ ზიანს აყენებთ - მე საქართველოს მებრძოლი, 5 შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი ვარ, ყოველთვის კაცური ცხოვრებით ვცხოვრობდი

პროკურორებო, როცა ციხისთვის მიმეტებთ, ჩემს სამ მცირეწლოვან შვილს მორალურ ზიანს აყენებთ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალით. მე საქართველოს მებრძოლი, 5 შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი კაცი ვარ. ყოველთვის კაცური ცხოვრებით ვცხოვრობდი,- ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულმა ვეფხია კასრაძემ საქმის პროკურორებს. როგორც მან აღნიშნა, ის ომია ვეტერანია და ყოველთვის საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. „54 წლის კაცი ვარ და არასდროს ჩ

სისხლის სამართლის წესით კიდევ 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ლ.ჯ., ხოლო 1971 წელს დაბადებული გ.ტ. -ს და 1998 წელს დაბადებული რ.კ., -ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სის

ნაცემი 20 წლის ბიჭი 35 საათის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა კლინიკაში გადაყვანას – უფლებები საქართველო

“უფლებები საქართველოს” ინფორმაციით, 20 წლის ბიჭი, რომელიც ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს, 35 საათის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა საავადმყოფოში გადაყვანას. ორგანიზაციის ცნობით, დიღმის იზოლატორის ექიმები გულგრილად მიუდგნენ ნაცემი ახალგაზრდის თხოვნას და უარი თქვეს მის გადაყვანაზე საავადმყოფოში. იზოლატორში მას შეხვდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც. თუმცა ორივე უწყების წარმომადგენლებმა უგულებელყვეს ნაცემი ახალგ

უარს ვამბობთ სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე – მუსიკოსების მანიფესტი

100-მდე ქართველი მუსიკოსი უარს ამბობს სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე. ისინი აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” არალეგიტიმური ხელისუფლებაა. გარდა ამისა, ისინი გმობენ პროევროპული აქციის მონაწილეებზე ძალადობას შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მხრიდან. “ხელოვნება თავისი არსით მუდამ იყო თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სიმბოლო, შესაბამისად, ხელოვნება შეუძლებელია იყოს ჩუმი და შეზღუდული. ჩვენი, როგორც მუსიკოსების როლი მუდამ იყო, არის და იქნება იმ სათქმელის, ემოციისა და განწყო

ზვიად ძიძიგური - ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა გაანთავისუფლონ დაკავებული ახალგაზრდები, ის ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის დაცვისთვის არიან დასჯილები (ვიდეო)

ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა გაანთავისუფლონ დაკავებული ახალგაზრდები, ის ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის დაცვისთვის არიან დასჯილები. ხელისუფლების ეს ესკალაციის მცდელობები, რომ უფრო მეტად გააღიზიანოს თავისი მოსახლეობა, ყველაფერთან ერთად იწვევს სისტემის შიგნიდან რღვევას. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/597635042814780

კახაბერ ქემოკლიძე - სახელმწიფოს ე.წ. დე ფაქტო მმართველები უკვე აბსოლიტურად კონსტიტუციურ ჩარჩოებს მიღმა ოპერირებენ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილი ღრმა კრიზისშია (ვიდეო)

სახელმწიფოს ე.წ. დე ფაქტო მმართველები უკვე აბსოლიტურად კონსტიტუციურ ჩარჩოებს მიღმა ოპერირებენ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილი ღრმა კრიზისშია. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/500381419006022

ვატო გვაზავა - ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ აქციაზე აღარ გამოვჩნდებოდით, მიუხედავად ამისა, უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გამოიჩინოს სიმამაცე და ალაპარაკდეს! (ვიდეო)

ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ აქციაზე აღარ გამოვჩნდებოდით, მიუხედავად ამისა, უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გამოიჩინოს სიმამაცე და ალაპარაკდეს! ეს არის ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები კი იამაყებენ ჩვენით. ვატო გვაზავა, ექიმი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/592947709879967

ევროპარლამენტარი თიის როიტენი - მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველებს, ეს ნიშნავს სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ახალ, სამართლიან არჩევნებს

ყოველ საღამოს, ყოველ ღამით ათასობით ქართველი ქუჩებში გამოდის დემოკრატიის დასაცავად, საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად, - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა მანიპულირებული, რუსეთის ძლიერი ზეგავლენით ჩატარებული არჩევნების გზით. „ის რუსეთის და უზომოდ მდიდარი ოლიგარქის ზეგავლენის ქვეშაა. მათ გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან ქართველთა 80 პროცენტზე

ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც EU-ს მოუწოდებს, სანქციები დაუწესდეთ საქართველოს ოფიციალურ პირებს

ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არასამართლიანი იყო. ასევე, რეზოლუციაში სეიმი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებელი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის ძალადობრივ რეპრესიებზე; შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავ
×
×
  • შექმენი...