Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.105.736

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბერდია სიჭინავა - სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი

სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტია „საქართველოსთვის“ წევრები მიიჩნევენ, რომ დასანქცირებული მოსამართლეები უნდა გადადგნენ თანამდებობიდან, ამასთან, პარლამენტმა უნდა მიიღოს ცვლილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ე.წ. ორმაგი 2/3-ის პრინციპით მიღებასთან დაკავშირებით და ვენეციის კომ

პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტით წესრიგდება მონაცემთა დამუშავების კანონიერებასთან, მონაცემთა სუბიექტის უფლებებთან, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის ვალდებულებებთან, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემასთან, საქმის წარმოებასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვასთან, ადმინისტრაციულ პას

მოსახლეობის 45% ხელისუფლების საგარეო კურსს პრორუსულად ან უმეტესად პრორუსულად მიიჩნევს - IRI

საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე, „თქვენი ხედვით, რა არის ხელისუფლების არსებული საგარეო კურსი“: 17% მიიჩნევს, რომ პროდასავლურია; 21% მიიჩნევს, რომ უფრო მეტად პროდასავლურია, ვიდრე პრორუსული; 20%-ს მიაჩნია, რომ უფრო მეტად პრორუსულია, ვიდრე პროდასავლური; 25% მიიჩნევს, რომ პრორუსულია; არ იცის/პასუხზე უარს ამბობს 17%. კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბ

სუს-ი - დაკავებულია პირი, რომელიც ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირი, ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. „რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარ

იუსტიციის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ხვდებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრა სამინისტროს ინიციატივით დაიგეგმა და მთავარი თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებ

„ოცნება“ უკვე ღიად ანტიდასავლურია. ტერიტორიული მთლიანობის საკითხითაც ცდილობს მანიპულირებას - გახარია

„დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლურია” – ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია facebook-პოსტში წერს, რომელიც მისი პარტიის დაფუძნების 2 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. მისი შეფასებით, რუსეთს ტერიტორიების მსგავსად, დღეს საქართველოს მთავრობაც ოკუპირებული ჰყავს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს დროებითია და რომ რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს. ყოფილი პრემიერი ამბობს, „დღეს ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან

ანტონიუ გუტერეში - კახოვკის კაშხლის ჩამონგრევა რუსეთის უკრაინაში შეჭრის კიდევ ერთი გამანადგურებელი შედეგია

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის თქმით, კახოვკის კაშხლის ჩამონგრევა რუსეთის უკრაინაში შეჭრის კიდევ ერთი გამანადგურებელი შედეგია. როგორც გუტერეში აღნიშნავს, გაერო-ს ინფორმაციასთან დამოუკიდებლად წვდომა არ გააჩნია, რის გამოც, კაშხლის აფეთქების გამომწვევი მიზეზების დადგენას ვერ ახერხებს. „ჩვენ ყველამ ვიხილეთ უკრაინის ხერსონის რეგიონიდან მონუმენტური ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის ტრაგიკული სურათები დღეს. დღევანდელი ტრაგედია, კიდევ ერთი მაგალითია ომის

ზაკაევი: ჩეჩნეთში ოპოზიცია არ არსებობს, საქართველოში რუსეთის უნებართვოდ ვერ შემოვიდოდნენ

დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის თავმჯდომარე აჰმედ ზაკაევი „TV პირველთან“ აცხადებს, რომ დღეს ჩეჩნეთში არავითარი ოპოზიცია არ არსებობს და ვინც კადიროვის რეჟიმს არ ეთანხმება, ქრება. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ესკორტით, კადიროვის წარმომადგენლები იყვნენ. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშ არიან. გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოქალაქეების მიერ გადაღებული ფ

ბექა ლილუაშვილი - აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ ფემიციდს, ქალთა მკვლელობის ფაქტებს და ამასთან დაკავშირებით ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ (ვიდეო)

„პირველ რიგში, მინდა თქვენი ეთერი გამოვიყენო და სანამ სხვა საკითხზე გადავალ, ვისაუბრო ბოლო პერიოდში გენდერული ნიშნით, ფემიციდის, ქალთა მკველობის ფაქტებზე, ამას აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ და ამასთან დაკავშირებით ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ'' - ბექა ლილუაშვილი - პარტია „საქართველოსთვის".  352769990_850426686507874_7177180851419442254_n.mp4

მამუკა მდინარაძე - თუ ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის დეოლიგარქიზაციის საკითხს, გვექნება შესაძლებლობა, კანონი არ ავამოქმედოთ - სხვა შემთხვევაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს 2024 წლის 1-ელი მარტიდან ავამოქმედებთ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე დეოლიგაქციზაციის კანონი და ვენეციის კომისიის დასკვნა განიხილეს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. მისივე თქმით, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო მინიშნება პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, დეოლიგაქიზაციის შესახებ კანონის ამოქმედების ვადად ჩაიწერება 1-ელი მარტი, მაგრამ თუ ვენეციის კომისია წლის ბოლომდე მოხსნ

ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას სექტემბერში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე. წ. „არჩევნების“ ჩატარების შესახებ

ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას სექტემბერში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე. წ. „არჩევნების“ ჩატარების შესახებ. განცხადება ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო პოლიტიკის საკითხთა მთავარმა წარმომადგენელმა პეტერ სტანომ გააკეთა. "ეს არის რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა ლეგიტიმური გახადოს უკანონო სამხედრო კონტროლი და მოახდინოს უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქების და ასევე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის ანექსია", - ნათქვამია განცხადებაში. მან ხა

ბექა ლილუაშვილი - ეს ხელისუფლება უკიდურესად საშიში გახდა... ტერორისტულ რუსეთს, დღეს აქვს ორჯერ უფრო მეტი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, ვიდრე 2 წლის წინ ჰქონდა

ტერორისტულ რუსეთს, დღეს აქვს ორჯერ უფრო მეტი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, ვიდრე 2 წლის წინ ჰქონდა - ორიოდ  დღის წინ გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად დამოკიდებული ხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა რუსეთზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს. მისივე განცხადებით, ეს ხელისუფლება უკიდურესად საშიში გახდა, როგორც სახელმწიფოებრიობისთვის, ასევე ხალხის კეთილდღეობისთვისაც.    "როგორც

სახელმწიფოს 20-21 ივნისს აქციაზე დაზარალებულისთვის სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაევალა

სახელმწიფოს 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დარბევსიას დაზარალებული პირისთვის სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. საიას ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო, რომლითაც მათი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საიას ინფორმაციით, მოპასუხეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა დაზარელებულისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30

იმედია, ყველა რეკომენდაცია შესრულდება. მინდა საქართველო ევროკავშირში ვიხილო - გრეგოროვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისშია. ის თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, სადაც ერთ-ერთ პანელზე მომხსენებელი იქნება. ევროპარლამენტარმა კონფერენციამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ის ამ კონფერენციაზეც განიხილავს. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაცია უნდა შეესრულებინა. აქედან ამ დროისთვის ქვეყან

შალვა კერესელიძე - ის რომ თურმე ,,მთის დღეები“ საქართველოში უშუალოდ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მეორე წელია იმართება - ტყუილია

პარტია "საქართველოსთვის" წევრისა და დეპუტატის, შალვა კერესელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,მთის დღეები“ საქართველოში თურმე უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მეორე წელია იმართება“, - რაც ტყუილია.   "არ მინდოდა ამ საკითხზე გამოხმაურება, მაგრამ ვფიქრობ არც უპასუხობა იქნება სწორი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ასეთ თვალთმაქცურ ოფიციალურ განცხადებაზე", - აღნიშნავს შალვა კერესელიძე.   ,,შარშან დავიწყე

ძევერაში გერმანიის მთავრობის დახმარებით სახლები შენდება დევნილებისთვის

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის სახლები შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იტყობინება. სააგენტოს ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სახლები გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით შენდება. განცხადებების მიღება უკვე დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში მიიღება. როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებ

შოვისთვის საფრთხის შემცველია მდ. ჭანჭახი და მისი შენაკადები, საჭირო იყო ევაკუაციის გეგმის შემუშავება - „მწვანე ალტერნატივა“

„მწვანე ალტერნატივა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენის გამო და შოვში არსებული სტიქიური გეოლოგიური პროცესების საფრთხის შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია განმარტავს, რომ 2023 წლის 4 აგვისტოს გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი 257 დასახლებული პუნქტიდან საშიში გეოლოგიური პროცესების მოქმედების მაღალი რისკის ზონაში მოქცეულია 83 დასახლება. მათ შორის, შოვი სტიქიური გ

რაჭაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

რაჭაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ცხედარი მდინარის კალაპოტში სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. მისივე თქმით, გარდა ამისა, სტიქიიდან 24 კილომეტრის მოშრებით აღმოჩენილია, ასევე, ადამიანის ქვედა კიდური. „აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში და ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა შეერთებულ შტატებთან ერთად თანამედროვე იარაღის წარმოებას დაიწყებს

უკრაინა შეერთებულ შტატებთან ერთად თანამედროვე იარაღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების, წარმოებას დაიწყებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „გრძელვადიანი შეთანხმება - ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ ამერიკასთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. ეს არის ჩვენი ერთიანობის ახალი დონე. თავდაცვის ინდუსტრიაში ერთობლივი წარმოება შეერთებულ შტატებთან ისტორიული რამ არის", - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ამას გლობალური დადებითი შედეგები ექნება. "ჩვენ ვემ

ბერდია სიჭინავა - ეს 12 რეკომენდაცია რეალურად არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ უკეთესი დემოკრატიული სისტემები შევქმნათ (ვიდეო)

“ეს 12 რეკომენდაცია რეალურად არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ უკეთესი დემოკრატიული სისტემები შევქმნათ, უკეთესი ცხოვრების პირობები შევქმნათ, უკეთესი ინსტიტუციური მოწყობა შევქმნათ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქეებისთვის კეთდება და ეს მოქალაქემ არ უნდა გაიგოს ისე, თითქოს ეს არის ევროპული საშინაო დავალებები, რომლებიც უნდა შევასრულოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ევროკავშირი ჯერ შეფასებას, შემდეგ დეკემბერში უკვე გადაწყვეტილებას.” ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართ

მიშა დაუშვილი - როგორ ცდილობს ოცნება კანდიდატის სტატუსის მიღება საკუთარ დამსახურებად გაასაღოს (ვიდეო)

როგორ ცდილობს ოცნება კანდიდატის სტატუსის მიღება საკუთარ დამსახურებად გაასაღოს. მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.    394746123_1294566561248696_1683027166919526079_n.mp4

ბერდია სიჭინავა - რუსთავის მერია რუსთავის წინააღმდეგ! (ვიდეო)

რუსთავის მერია რუსთავის წინააღმდეგ!   ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.    398052028_1193086128317739_6817292307867269448_n.mp4

ომბუდსმენი - პენიტენციურ სისტემაში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა - სერიოზულ გამოწვევად რჩება პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა

პენიტენციურ სისტემაში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება. სახალხო დამცველი განცხადებაში აღნიშნავს, რომ კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში კ

ევროკავშირის ოფისი - გადაწყვეტილება, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი

გადაწყვეტილება, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი,- ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის ს

სალომე ზურაბიშვილი - 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი წლის დღეებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ მასიურ შეტევებს ეხმაურება. „ახალ, 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს. ახლა, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგას, საქართველოს უკრაინის მიმართ სოლიდარულია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).   იპნ
×
×
  • შექმენი...