Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.026

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

იმერეთის გუბერნატორი: ჩაკეტილია 42 სოფლის გზა, ელექტროენერგია არ მიეწოდება 28 870 აბონენტს

ფოტო: გზების დეპარტამენტი იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის ინფორმაციით, იმერეთში ჩაკეტილია 42 სოფლის გზა, ელექტროენერგია არ მიეწოდება 28 870 აბონენტს. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე 109 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები, გზებზე ტექნიკური მარილს ყრიან და იწმინდება საფეხმავლო ბილიკები. „ინტენსიური თოვის გამო მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებში და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ჩ

აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. მეორე ტური დე ფაქტო სახელისუფლებო წარმომადგენლის, ბადრა გუნბასა და მთავარ ოპოზიციონერ კანდიდატს, ადგურ არძინბას შორის იმართება. პირველი ტური 15 თებერვალს გაიმართა. დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ცნობით, ბადრა გუნბამ ხმების დაახლოებით 46%, ადგურ არძინბამ კი 37% მოიპოვა. ხმების დანარჩენი წილი კი სხვა სამ კანდიდატს შორის გადანაწილდა. დე ფაქტო არჩევნების გამართვამდე, ადგილობრივი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მეორე ტურის შემთხვ

კახაბერ ქემოკლიძე - "ოცნება" დამოკიდებულია ივანიშვილიეს ახირებებზე და ის ერთი ადამიანი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, წარმოდგენა არ აქვთ, რაც უდიდესი პრობლემაა პოლიტიკაში

“ოცნებას” დისკომფორტი აქვს, სტაბილურობის განცდა, რა იქნება ხვალ და ზეგ, ივანიშვილი მარცხნივ წავა თუ მარჯვნივ თვითონაც არ იციან, მათ შორის, არც კობახიძემ. ისინი დამოკიდებულები არიან ერთი ადამიანის ახირებებზე და ის ერთი ადამიანი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს წარმოდგენა არ აქვთ, რაც უდიდესი პრობლემაა პოლიტიკაში. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/686115997191778

გიორგი გახარია - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პარტიას არ აქვს საკუთარი ტელევიზიები, არ გვყავს საკუთარი ფინანსისტები, ბანკირები, ოლიგარქები, ვიზრდებით და ამ ზრდას ყოველწლიურად აჩვენებს ჩვენი მხარდაჭერების რაოდენობის ზრდა

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რომლის მსგავსი, ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არ ჰქონია, ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს ქვეყანა, როგორს დავუტოვებთ შვილებს. „გუშინ დიდი დღე იყო, ყველამ ერთად ვიზეიმეთ და მერწმუნეთ, ეს ის დღეა, როდესაც არანაირი მნიშ

ვლადიმერ პუტინი - სომხეთის ხელმძღვანელობას აქვს პოლიტიკური ნება ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად

სომხეთის ხელმძღვანელობას აქვს პოლიტიკური ნება ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად, – ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაა, რომელიც მან სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას გააკეთა. „კონფლიქტი უკვე ათწლეულების განმავლობაში გრძელდება და საჭიროა როგორღაც მისი დასრულება. ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. საჭიროა გადამწყვეტი მომენტების პოვნა, რომელიც ჩვენ წინ წასვლის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა პუტინმა. თავის მხრივ, ს

ოკუპირებული აფხაზეთის მაღაზიებიდან კონსერვები ამოიღეს, რომლის ეტიკეტებზე საქართველოს დროშა და რუკაა დატანილი - ასევე ამოღებულია „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, „ლიკანი“ და „საირმე“

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „გენერალური პროკურატურის“ ინფორმაციით, მაღაზიებში ქართული პროდუქციის გადამოწმების პროცედურა დაასრულა. დე ფაქტო „უწყების“ ინფორმაციით, მაღაზიებში აღმოაჩინეს 74 ქილა „ხაშის“ კონსერვი, რომლის ეტიკეტებზე დატანილია საქართველოს დროშა და საქართველოს რუკა, რომელიც მოიცავს აფხაზეთის ტერიტორიას. გარდა ამისა, მაღაზიებში 11 ბოთლი ქართული მინერალური წყალი - „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, „ლიკანი“ და „საირმე“ აღმოაჩინეს. აფხაზეთის „გენერალური პროკურატურის“ ინფორმაციით, პროდუქცია სოხუმ

ჩრდილოეთ კორეა: სარაკეტო იერიშები აშშ-სამხრეთ კორეაზე თავდასხმაში ვარჯიში იყო

ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ბოლოდროინდელი სატესტო სარაკეტო გაშვების სერია სამხრეთ კორეულ და ამერიკულ სამიზნეებზე "დაუნდობელი" იერიშისთვის ვარჯიში იყო. მათი მტკიცებით, სამიზნე ობიექტებს შორისაა საჰაერო ბაზები, მართვის პუნქტები და სხვა.   ფხენიანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი არ აპირებს უკან დაიხიოს "მისი მეტოქეების მხრიდან სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე" პასუხად. მაგრამ, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კიმმა ეს წვრთნები საკუთარი ბალისტიკური არსენალის გა

უკრაინის დაზვერვა - რუსეთში 120 „ისკანდერია“ დარჩენილი, თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80% გამოყენებულია

რუსეთში მხოლოდ 120 „ისკანდერია“ დარჩენილი და თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80 პროცენტი გამოყენებულია, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას ტერორისტულმა ქვეყანამ გამოიყენა თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80 პროცენტი“, - აცხადებენ უწყებაში. თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის ცნო

გაერო-ში აშშ-ს ელჩი - არანაირი მოლაპარაკება, რომელშიც უკრაინას მესაჭის ადგილი არ უკავია - უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება

გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩი, ლინდა თომას-გრინფილდი აცხადებს, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა ურყევია და გაგრძელდება ვიდრე ქვეყანა ამ ომს არ მოიგებს. „ჩვენ პირველი დღიდან გავერთიანდით და ამ ერთიანობაში ბზარები არ გვინახავს. ევროპა ერთიანია. ნატო ერთიანია. ჩვენ გვქონდა ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და გავაგრძელებთ ერთიანობას ვიდრე უკრაინა არ მოიგებს ამ ომს და რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომ

იუსტიციის საბჭოში კოალიციის მხარდაჭერის მქონე არამოსამართლე წევრობის ხუთი კანდიდატი ცნობილია

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათი მხარდაჭერის მქონე არამოსამართლე წევრობის ხუთი კანდიდატი დაასახელა. 2022 წლის 30 სექტემბრიდან პარლამენტში გამოცხადდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსი. იურიდიული კომიტეტის მიერ 4 ოქტომბერს ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად კი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება დადგინდა. კონკურსში მ

რუსმა ოკუპანტებმა ვინიცაზე იერიში მიიტანეს - ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური

რუსმა ოკუპანტებმა ვინიცას ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ვინიცას საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი ბორზოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია. "11 ნოემბერი განგაშით დაიწყო. ისევ განხორციელდა დარტყმა ვინიცას ოლქის ერთ-ერთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე", - წერს ბორზოვი. მისი თქმით, ადგილზე მო

ევროპა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინის დასახმარებლად ქვეყანაში გენერატორებს გაგზავნის და ამ მიზნით კამპანიას "იმედის გენერატორები" იწყებს

დღეს ვიწყებთ კამპანიას „იმედის გენერატორები“. 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი რუსეთის მიერ ელექტროსადგურებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების განხორციელების გამო, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა აცხადებს. მან ევროპის ქალაქებს მოუწოდა, კამპანიას შეუერთდნენ. „ჩვენ ვიჩენთ შესანიშნავ სოლიდარობას უკრაინის მიმართ ჰუმანიტარულ, სამხედრო და ფინანსურ ფრონტზე. ახლა მათ სჭირდებათ პრაქტიკული მხარდაჭერა ზამთრის გადასატანად. ვერთიანდებით „ე

უნგრეთი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევას დათანხმდა

უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას ევროკავშირის მიერ დაგეგმილი 18 მილიარდამდე ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტში საკუთარი წვლილი შეიტანოს და უკრაინას 187 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის მხარდაჭერის წილი გადაიხადოს, მაგრამ ურჩევნია, ეს გადახდა ორმხრივ საფუძველზე განახორციელოს და არა ევროკავშირის ერთობლივი სესხის საშუალებით. „მთავრობა აგრძელებს ვალდებულებას, მონ

ხაშურის მუნიციპალიტეტში დედათა მონასტერში, სავარაუდოდ, ყაჩაღობის მიზნით რამდენიმე პირი შეიჭრა - დაშავებულია მონაზონი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით, რამდენიმე პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაშავებულს ტვინის შერყევა და სახის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება. მომხდარზე დაწყებულია გა

უკრაინის გენშტაბი - რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში ცალკეული ქვედანაყოფების გადასროლას გეგმავს

რუსეთის სარდლობამ ძალისხმევა უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეკავებაზე მიმართა - გრძელდება ოკუპანტების ქვედანაყოფების გადაადგილება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში ცალკეული ქვედანაყოფების გადასროლას გეგმავს. „გრძელდება მტრის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება იმ დანაყოფების დასაკომპლექტებლად, რომლებმაც დანაკარგები განიცადეს. მოსალოდნელია ბელარუსი

ანდჟეი დუდა - სალომე ზურაბიშვილს გადავუხადე მადლობა პოზიციის გამო, რომელსაც აფიქსირებს რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე რუსული აგრესიის მსხვერპლნი არიან

ჩემი დიდი მოწიწება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარეობს და ისტორიულად და გეოგრაფიულად ხვდება თუ რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია არამარტო უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის, - ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ევროპული უსაფრთხოება დგ

ოლივერ ვარჰეი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტს დააფინანსებს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტს დააფინანსებს, - ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი „ტვიტერზე“ წერს. მისი ინფორმაციით, ელექტროენერგიის კაბელი საქართველოს და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც მწვანე ენერგიის ევროპაში ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს. ვარჰეის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სა

ვოლოდიმირ ზელენსკი - გამარჯვებამდე ნამდვილად ვიქნები პრეზიდენტი, შემდეგ რა იქნება, ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, არ ვარ მზად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის პრეზიდენტად ომში გამარჯვებამდე დარჩება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ნეტფლიქსზე“ ჟურნალისტ დევიდ ლეტერმანთან ინტერვიუში განაცხადა. „გამარჯვებამდე ნამდვილად ვიქნები პრეზიდენტი. შემდეგ რა იქნება, არც კი ვფიქრობ. ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, არ ვარ მზად. უბრალოდ, ძალიან მინდა ზღვაზე, ლუდის დალევაც ძალიან მინდა“, – განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე

ანალენა ბერბოკი - გერმანია ზამთარში უკრაინის დასახმარებლად დამატებით 50 მილიონ ევროს დაამტკიცებს - უფლებას არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს, უკრაინელი ხალხი გატეხოს

გერმანია, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ფონზე, უკრაინისთვის ზამთარში დასახმარებლად დამატებით 50 მილიონ ევროს დაამტკიცებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. მისი თქმით, ბერლინი მუშაობს, რომ უკრაინას შობის დღეებში გენერატორები, პლედები და გათბობისთვის საწვავი მიაწოდონ. „უფლებას არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს, უკრაინელი ხალხი გატეხოს“, - განუცხადა ანალება ბერბოკმა ჟურნალისტებს, პარიზში, სადაც უკრაინის დახმარების

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი - ამ ეტაპზე „ვივამედში“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები და ამის გამო ვერ მოხდა მსჯავრდებული სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვა

ამ ეტაპზე კლინიკა „ვივამედში“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები და ამის გამო ვერ მოხდა მსჯავრდებულის სასამართლო პროცესზე ჩართვა, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესზე განაცხადა, რითაც უპასუხა სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვას, თუ რატომ ვერ მოხერხდა პროცესზე თავად სააკაშვილის დისტა

თავდაცვის მინისტრი - სავალდებულო ჯარის გაწვევის გადავადება ერთი წლის მანძილზე 10 000 ლარით განისაზღვრა და გადავადების უფლება პირს მხოლოდ ერთხელ მიეცემა

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა, რომლის თანახმად გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და განისაზღვრა 10 000 ლარი, ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის. „გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით განისაზღვრა. გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება.

მიხაილო პოდოლიაკი - რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება კომპრომისები და ახალი „მინსკები“ - რუსეთმა უნდა წააგოს

რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება კომპრომისები და ახალი „მინსკები“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა. მისი თქმით, რუსეთმა უნდა წააგოს, გავიდეს უკრაინიდან. „ამ ტიპის ომი მხოლოდ ერთ გამარჯვებულს მოიცავს. რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება კომპრომისები და ახალი „მინსკები“. რუსეთმა უნდა წააგოს, გავიდეს უკრაინიდან და გადაიხადოს გადასახადები... ეს არის მსოფლიოში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის დაბრუნების ერ

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი. მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და

დმიტრო კულება - პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ექვს თვეზე ნაკლებ დროში განთავსდება

შეერთებული შტატების მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა უკრაინისთვის გადაცემული Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემის დაჩქარებული განლაგებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. კულებას განმარტებით, აშშ-ის მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა, რათა Patriot-ის ბატარეა, რომლის მომზადებას, როგორც წესი, ერთ წლამდე სჭირდება, ექვს თვეზე ნაკლებ დროში მოემზადოს უკრაინაში ექსპლუატაციისთვის. კულებამ ასევე განაცხადა, რომ ის "აბსოლუტურად კმაყოფილია" პრ

სამოქალაქო აქტივისტებს საკრებულოს სხდომაზე ბანერის „კორუფცია კლავს“ გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა

თბილისის საკრებულოში, სადაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წლიური ანგარიში უნდა წარადგინოს, ხმაური იყო. სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს სხდომაზე ბანერი წარწერით „კორუფცია კლავს" მიიტანეს, რომლის გაშლის შესაძლებლობაც ადგილზე მყოფებმა არ მისცეს. თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ანგარიშს უსმენენ და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ. სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს აქვთ შემდეგი შინაარსის
×
×
  • შექმენი...