მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ ევროპარლამენტართა რიცხვი, ვინც რეზოლუციას დაუჭირა მხარი. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ კრიტიკულად შემცირებული აქვს საუბრის ყოველგვარი სივრცე ევროპარლამენტში პარტნიორებთან, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ლილუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„არ არსებობს სივრცე, მათ ელაპ
ჩეხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების გამოსვლის წინააღმდეგია და შექმნის ექსპერტთა ჯგუფს იმ მიზნით, რათა მომზადდეს სამართლებრივი დოკუმენტები, რომელიც საშუალებას არ მისცემს რუსებსა და ბელარუსებს იასპარეზონ ზაფხულის ოლიმპიადაზე.
„ჩვენ გვინდა გვქონდეს მძლავრი სამართლებრივი საფუძველი იმის მისაღწევად, რაც სწორად მიგვაჩნია. ჩვენ ამას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გადავცემთ. სწორედ ამიტომაც დავიწყეთ დიპლომატიის სფეროში მომუშავე იურისტებ
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში არის ნიშანი იმისა, რომ ორივე ქვეყანას სურს გააღრმაოს ორმხრივი თანამშრომლობა ყველა სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს მაღალი დონის ვიზიტები. დენდიასის თქმით, იგი უახლოეს მომავალში თბილისში ვიზიტსაც გეგმავს.
„გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. დღეს, დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშ
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. სტოლტენბერგმა თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ნატო და მოკავშირეები თურქეთის მხარდაჭერას განაგრძობენ. მისი თქმით, ამჟამად ალიანსი უსახლკაროდ დარჩენილებისთვის დროებით თავშესაფრებს აწყობს.
„თქვენი გაჭირვების დროს ნატო თურქეთის გვერდით დგას“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, 6
თბილისში, დავით გამრეკელისა და ტაშკენტის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვალა, -ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დავით გამრეკელის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ყაზბეგის გამზირიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ტაშკენტის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით.
„ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, გადაადგილების ახალი სქემი
შვილის რეაქცია დედის დანახვაზე, რომელიც მაშველებმა მიწისძვრიდან 176 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს
წყარო: Anadolu Agency via Getty Images
უკვე დიდი ხანია, უბედური RMS ტიტანიკის ჩაძირვა ერთნაირად აჯადოებს ისტორიკოსებს, ოკეანოგრაფებსა თუ კინორეჟისორებს.
ვუდს ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი (WHOI) საკუთარ YouTube არხზე აქვეყნებს საათი და 21-წუთიან დაუჭრელ ვიდეოს, რომლის დიდი ნაწილიც საზოგადოებას აქამდე არასოდეს უნახავს.
მიუხედავად იმისა, რომ კადრების დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება, ისინი 1986 წლის ივლისშია გადაღებული, წყალქვეშა აპარატის — DSV Alvin-ის და დისტანციურად მართვადი მოწყობილობა Jason Jr-ის მიერ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „სამუშაო ვიზიტით“ მოსკოვში იმყოფება, - ინფორმაციას რუსული მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
„აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია, 14 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, „სამუშაო ვიზიტის“ ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაერთ შეხვედრას გამართავს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბჟანია მოსკოვში, სავარაუდოდ, 7-10 დღეს დარჩება.
IPN
კიევში იმყოფება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი. ის ისრაელის მთავრობის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ჩავიდა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ელი კოენმა ტვიტერზე დაწერა, რომ დღეს კიევს ეწვია იმის სათქმელად, რომ ამ რთულ დროს ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას.
ომის დაწყების შემდეგ, ისრაელი უკრაინას ძირითადად, ჰუმანიტარულ დ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 სარაკეტო და 18 საავიაციო დარტყმა და 52 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის დონეცკის და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთს 19 თებერვალს ეწვევა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ბლინკენი ჯერ ინჯირლიკის საჰაერო ბაზას ეწვევა, სადაც პირადად იხილავს თურქეთისთვის გაწეული ამერიკული დახმარების შედეგს, შემდეგ კი ანკარაში გაემგზავრება, სადაც კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსა და სხვა თურქ მაღალჩინოსნებს შეხვდება.
დიპლომატები სტიქიისგან დაზარალებული ქვეყნისთვის შემდგომი დახმარების გაწევასა და ორი ქვეყნის პარტნიორობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა, მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.
მთელი საქართველოს მასშტაბით, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა.
საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse Group AG-მა ქართველ მილიარდერსა და ყოფილ პერმიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა.
ბანკის სპიკერის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში წერია, რომ ეს თანხა სასამართლო პროცესებისთვის მოსარჩელის ყველა ანგარიშზე გადარიცხულ ჯამურ თანხას წარმოადგენს. განცხადებაში არაფერია ნახსენები სინგაპურში მიმდინარე ახლანდელი დავის შესახებ.
განცხადება არის დეტალური აღიარება იმისა, თუ რა
რუს ფრილანსერებს 2022 წელს ფული ყველაზე ხშირად საქართველოში გაჰქონდათ და მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის ბარათებზე, დაახლოებით, 100 მლნ რუბლი (დღევანდელი კურსით: 1 337 579 დოლარი) გადარიცხეს, რაც, 2021 წელთან შედარებით, 5325%-ით მეტია. ამის შესახებ ფრილანსერებთან ანგარიშსწორების სერვის Solar Staff-ის კვლევის ანგარიშში წერია, რასაც რუსული Forbes-ი ავრცელებს.
კველვის თანახმად, 2022 წელს მთლიანობაში არარუსულ ბარათებზე გადარიცხვების მოცულობა 6,8-ჯერ გაიზარდა იმ რუსი ფრილანსერების მხრიდან, რომლე
ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პარლამენტში არსებული კანონპროექტის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ მისი შედეგებით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ე
პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი შესაძლოა, კიდევ გადაიხედოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარმა განუცხადა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის გადაწევასთან დაკავშირებით კვლავ მუშაობენ.
გიორგი ამილახვარის განმარტებით, სკოლაში შესვლის ასაკის ცვლილება სასკოლო ინფრასტრუქტურის მატებაზეა დამოკიდებული.
„პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის გადაწევა დამოკიდებულია სასკოლ
ამ კანონპროექტის დაინიცირება და, ამაზე მსჯელობის დაწყება არის პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ვასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოსთვის აღნიშნული კანო
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციულ მომავალზე? – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ამ საკითხზე 20-ზე მეტი ექსპერტი გამოკითხა.
ექსპერტებს ჰკითხეს, რამდენად ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან დაშვებას – იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოური გავლენის აგენტის შესახებ, ეს იქნება საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესისგან რადიკალური გადახრა, რაც ნეგატიურად აისახება, სამომავლოდ, ევროპული ინსტიტუტებისგან ფინანსურ დახმარებ
ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში ადასტურებენ.
„ერთი პაციენტი კლინიკა „ბრაზერში“, ხოლო ორი კი სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი. ხუთიდან ორი მოქალაქე თავს კარგად გრძნობს, კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს. საბედნიეროდ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – უთხრეს IPN-ს შესაბამის უწყებაში.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყ
საკურიერო კომპანიების ,,ვოლტის”, ,,გლოვოსა” და "ბოლტის" კურიერებმა საპროტესტო აქციები დღეს ყველა ჩამოთვლილი ორგანიზაციის ოფისთან გამართეს და დამსაქმებლებისგან ღირსეული შრომითი ანაზღაურება და სამუშაო პირობები მოითხოვეს.
მათ სოლიდარობა გამოუცხადეს საირმის მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნის გაფიცულ მუშებსა და ტელეკომპანია ,,ფორმულას" ოპერატორებს, რომლებიც დამსაქმებლებისგან მათი შრომის დაუფასებლობას და უფლებრივ დისკრიმინაციას აპროტესტებენ.
,,ეს ერთი დიდი პრობლემაა, ამიტომ ყველა ერთად ვ
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა. ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსის გენერალური მდივანი თურქეთში დღეს ჩავა. ის ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან.
ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები ანკარაში გაიმართება.
იენს სტოლტენბერგი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებშიც ჩავა.
ავტორი - თამთ
მეცო-სოპრანო, საერთაშორისო ფონდ „ნატვრის ხის“ დამფუძნებელი ნინო სურგულაძე საქართველოში თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა.
ნინო სურგულაძემ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ათასობით დაღუპული ადამიანის გამო ელჩს თანაგრძნობა და სამძიმარი გამოუცხადა.
ქართველმა მეცო-სოპრანომ ალი ქაან ორბაის 20 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში დახმარება შესთავაზა.
ფონდ „ნატვრის ხის“ ხელმძღვანელის თქმით, საქველმოქმედო კონცერტზე შემოსული თანხ
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ ეტაპისთვის, რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი სამსახურები თვითმფრინავის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ და დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება შეუფერხებლად სრულდება.
წვიმისა და ძლიერი ქარის გამო, ავია
დამოუკიდებლობიდან 33 წელი გავიდა – დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეა – ორგანიზაციამ, რომელიც მანამდე საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო, 1990 წლის 15 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე საბჭოთა საფეხბურთო კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ყრილობას 490 დელეგატიდან 391 დაესწრო. გუნდების, მწვრთნელების და ფუნქციონერების ნაწილი მომხრე იყო, რომ საბჭოთა ჩეპიონატი ყველა გუნდს დაეტოვებინა თბილისის „დინამოს“ გარდა. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლე
მეტროსადგური „ვარკეთილი“, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან „ვარკეთილისკენ“.
„ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას ხარვეზი. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აცხადებენ სატრანსპორტ