Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.309

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარიას შეხვედრა ახალგაზრდებთან (ფოტოები)

დღეს გიორგი გახარია ახალგაზრდებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ირგვლივ არსებულ კითხვებს უპასუხა        

მზია ამაღლობელი: ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა

კლინიკა „ვივამედთან“ გამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა მზია ამაღლობელის წერილი. შიმშილობის 38-ე დღეს ის ამბობს, რომ ექიმების დახმარებით შეეცდება, როგორმე დაიწყოს კვების აღდგენა და თემურ ქათამაძესაც სთხოვს, შეწყვიტოს შიმშილობა. „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 38-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატი

ჯაბა სამუშია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ იქნება არც ერთი დახურული კითხვა ან პრობლემა, რომელზეც კომუნიკაცია არ გვექნება ჩვენს სტუდენტობასთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ იქნება არც ერთი დახურული კითხვა ან პრობლემა, რომელზეც კომუნიკაცია არ გვექნება ჩვენს სტუდენტობასთან, – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა სამუშია განაცხადა. როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, გეგმავს სტუდენტებთან შეხვედრას და ყველა იმ პრობლემაზე მათი აზრის მოსმენას, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ. „პირადად ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი რიგითი უნივერსიტეტელისთვის, რომელსაც ამ კედლებთან აქვს დაახლ

რუსებმა კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს, მისი აფეთქების შემთხვევაში 80-ზე მეტ ქალაქი და სოფელი დაიტბორება: ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა კახოვსკის ჰესის აგრეგატები და კაშხალი დანაღმეს. "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კაშხალი და კახოვსკის ჰესის აგრეგატები. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული ობიექტი. ამ ჰიდროელექტროსადგურის კაშხალში დაახლოებით 18 მილიონი კუბური მეტრი წყალია. თუ რუსი ტერორისტები ამ კაშხალს ააფეთქებენ, მაშინ 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, სწრაფი წყალდიდობის ზონაში აღმოჩნდება", - განაცხადა ზელენსკიმ ბრიუს

ჯაბა სამუშია - არჩევნები რომ სპექტაკლი ყოფილიყო, უნივერსიტეტში მეგობარს ვთხოვდი: „მოდი, შენც შემოიტანე საბუთი“ და გარკვეულწილად დემოკრატიას ვითამაშებდი, მაგრამ ასე არ ყოფილა

ეს არჩევნები რომ დადგმული სპექტაკლი ყოფილიყო, უნივერსიტეტში ვინმე მეგობარს ვთხოვდი: „მოდი რა, შენც შემოიტანე საბუთი“ და ამით გარკვეულწილად დემოკრატიას ვითამაშებდი , - ამის შესახებ თსუ-ის ახლახან არჩეულმა რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ჯაბა სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არავის მოუნდა მის გარდა თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე საქმიანობა. სამუშიას განმარტებით, ის ვერ გასცემს პასუხს იმაზე

შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ასამბლეის რეზოლუციაში სააკაშვილის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სააკაშვილზე ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართავს. „ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს პარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა მაძლევს შესაძლებლობას, მოგმართოთ N2463-ე რეზოლუციის („უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“) თაობაზე, რომლის შესახებ დებატები 2022 წლის სესიაზე

„არეანაპოლი“ - კვარაცხელიას ხუთი ტოპ-კლუბი აკვირდება, „ნაპოლი“ მას კონტრაქტის გახანგრძლივებას და ხელფასის გაორმაგებას სთავაზობს #1TVSPORT

„არეანაპოლი“ ახალ დეტალებს ავრცელებს იტალიურ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. იტალიური გამოცემის მტკიცებით, ქართელ ფეხბურთელს ევროპის ხუთი ტოპ-კლუბი იწვევს და გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პირველი ნაბიჯი გადადგა და მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. „ნეაპოლიტანური კლუბი მზად არის, 21 წლის ქართველს არაჩვეულებრივი სტარტის შემდეგ კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. „ნაპოლის“ უკვე აქვს მკაფიო წინადადება და ჩემპიონატის დაწყებიდან მხო

ძალაში შევიდა კლინიკების დაფინანსების ახალი წესი, რომლითაც ერთსა და იმავე მომსახურებას ყველა კლინიკაში ერთნაირი ტარიფი ექნება

დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება. უწყებაში აცხადებენ, რომ DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე

ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. პოლიტიკურად მიკერძოებულია და კონკრეტული ინტერესი აქვს

ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. პოლიტიკურად მიკერძოებულია და კონკრეტული ინტერესი აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კობახიძემ უპასუხა კითხვას: „ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა შეწყდეს, მათ შორის მედიამენეჯერების წინააღმდეგ. რა პასუხი გექნებათ ამაზე“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნ

უკრაინის გენშტაბის ცნობით, განადგურებულია ბატალიონ "ახმატის" 30-ზე მეტი წევრი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დღეს განაცხადეს, რომ დააზუსტეს თავდაცვის ძალების მიერ წინა დღეებში განხორციელებული რამდენიმე შეტევის შედეგები. მათ შორის, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკთან განადგურებულია ჩეჩენთა ბატალიონ „ახმატის“ 30-ზე მეტი წევრი და 15-მდე დაჭრილია. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა პირველად ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინასთან საომრად ქმნის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: "ჩრდილოეთი-ახმატი", "სამხრეთი-ახმატი", "და

ტვინის იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, პარალიზებულმა, მეტყველების უნარწართმეულმა კაცმა 1500 სიტყვის დაწერა შეძლო — #1tvმეცნიერება

პარალიზებულმა კაცმა, რომელსაც არც ლაპარაკი შეეძლო და არც ტექსტის აკრეფა, ნეიროპროთეზული მოწყობილობის საშუალებით ათასზე მეტი სიტყვის დაწერა შეძლო; მოწყობილობა მისი თავის ტვინის ტალღებს სრულ წინადადებებად თარგმნის.     კვლევის ავტორის, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერის, სინ მეცგერის განცხადებით, „ყველაფერი შესაძლებელია“ — ამ კაცის ერთ-ერთი საყვარელი ფრაზაა, რომელსაც ხშირად წერს. შარშან ამავე უნივერსიტეტის მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ტვინის იმპლანტს, სახელად 

ბაიდენი არჩევნების შედეგებზე: „გიგანტური წითელი ტალღის" პროგნოზი არ გამართლდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დემოკრატიისთვის კარგი დღე უწოდა 8 ნოემბერს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს. მისი დასრულებიდან მეორე დღეს, 9 ნოემბერს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დემოკრატია საფრთხის ქვეშ იყო, თუმცა, ამერიკელმა ხალხმა და არჩევნების შედეგებმა აჩვენეს, რომ დემოკრატია ხელუხლებელია. რაც შეეხება შედეგებს, ჯო ბაიდენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრესის და ექსპერტების პროგნოზი იყო „გიგანტურ

საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცთან გამოჩნდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალები გამოჩნდნენ. სუსის ინფორმაციით, მათ "უკანონო ინსტალაცია აღმართეს". "უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში განხორციელებული ინსტალაციის საკითხი მკაცრად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მომდევნო შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს შემდეგ რაუნდზე", - ამბობენ უსაფრთხოების სამსახურში. გუშინ, 10 ნოემბერ

მიუსაფარი ცხოველების მოვლისა და გამრავლების საკითხები კანონით დარეგულირდება

საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის საკითხში. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მიუსაფარი ცხოველების საკითხი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ თბილისით შეუძლებელია, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვიცი, რომ საქა

სასამართლომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დატოვა

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ბრალდების მხარე კი მათ მიმართ კვლავ მკაცრი აღვკეთის ღონძიების გამოყენებას ითხოვდა. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – „ქართული ოცნების“ შემომწირველმა გამარტივებული შესყიდვით 1.7 მლნ ლარის კონტრაქტი მიიღო

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ასაშენებელი შენობის არქიტექტურული მომსახურების შესყიდვის მიზნით 1,724,814 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა კომპანიასთან, რომელიც „ქართული ოცნების“ მსხვილ შემომწირველს, და წარსულში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პროექტის, „პანორამა თბილისის“ არქიტექტორს გიორგი ჭყონიას ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელე

ირაკლი კობახიძე - ნახევრად მოხალისეების არ მჯერა, ადამიანი ან არის მოხალისე, ან რაღაცას აკეთებს თანხის სანაცვლოდ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. კობახიძის თქმით, ეს არის ამ თემის სამართლებრივი მხარე, პოლიტიკური კუთხით საუბარი კი არ სურს. „ვიღაც თუ მიდის საქართველოდან, ირიცხება, მაგალითად, უკრაინის თავდაცვის ძალებში, გამოდის, რომ ის ხდება უკრაინის მოქალაქე. მაგალითად, საქართველოში ვინმე რომ ჩაირიცხოს თავდაცვის ძალების შემ

„ნიუ იორკ თაიმსი“ - იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა რუსეთთან რეალურია

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „შეიძლება, ყველაფერი ისე არ წავიდეს და რუსეთი-ნატო-ს სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა რეალურია“. ამის შესახებ ნორვეგიის ტელევიზიასთან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომლის ციტატას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, სწორად შეაფასონ უკრაინის გარშემო არსებული მდგომარეობა და შეცდომაში არ შევიდნენ. „საქმე თუ არასწორად წავა, მაშინ შეიძლება, ის საშინლად ცუდად წა

წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას რუსეთის სამხედრო აეროდრომის რაიონში

წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის სამხედრო აეროდრომის რაიონში, გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ რუსული გამოცემა Baza იუწყება. მისივე ცნობით, აფეთქების შემდეგ, ხანძარმა მოიცვა 120 კვადრატული მეტრი ტერიტორია.   პირველი ცნობები აფეთქების შესახებ, გამთენიისას გავრცელდა ტელეგრამ-არხებით. რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები ენგელსის აეროდრომზე აფეთქების შესახებ, ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან. სარატოვის ოლ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის - თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს, მაგრამ მონობა კიდევ უფრო ძვირი ღირს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელების სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში მათი ეფექტური და ძლიერი იარაღია გამბედაობა, მამაცობა და სათნოება. „ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ერთი ძლიერი და ეფექტური იარაღი. ჩვენი სულისა და ცნობიერების ურო და ხმალი. გამბედაობა და მამაცობა. სათნოება, რომლებიც გვიბიძგებს კეთილი საქმეებისკენ და ბოროტების დასამარცხებლად. გამბედაობის მთავარი აქტი გამძლეობა და ყველაფრის მიუხედავად საქმის ბოლომდე მიყვანაა. ჭეშმარიტება ანათებს ჩვ

კელი დეგნანი - აბაშიძე-კარასნის საუბრის დეტალები არ ვიცი, ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება

აბაშიძე კარასნის საუბრის დეტალები არ ვიცი, ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება. „აბაშიძე – კარასნის საუბრის დეტალები არ ვიცი. მე ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე, ე

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია კიდევ 90 დღით გახანგრძლივდება

უმაღლესი რადა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის პერიოდს კიდევ 90 დღით გაახანგრძლივებს. სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, გახანგრძლივება 2023 წლის 19 თებერვლის შემდეგ დაიწყება და დიდი ალბათობით 90 დღის განმავლობაში გაგრძელდება. „განკარგულების დამტკიცების შესახებ შესაბამის ორ კანონს პრეზიდენტთან უახლოეს მომავალში წარადგენენ, რის შემდეგაც, მომავალ კვირას მათ საბჭო დაამტკიცებს. ეს იქნება საომარი მდგომარეობის შესახებ მეექვსე კენჭისყრა ომის დაწყების შემდეგ”,

უკრაინის შეიარაღებული ძალები - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა რუსების მიერ ნასროლი ოთხი ფრთოსანი რაკეტიდან ორი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინაში ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. „18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შავი ზღვიდან უკრაინაში „კალიბრის“ ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს. ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები უკრაინი

"ბორელმა განაცხადა, რომ კანონი, რომელმაც პროტესტი გამოიწვია თბილისში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს...ახლა გასაგებია, რატომ არაა აშშ ევროკავშირში" - მარია ზახაროვა

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს-სპი­კე­რი, მა­რია ზა­ხა­რო­ვა ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის, ჯო­ზეფ ბო­რე­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხე­ბა. ზა­ხა­რო­ვას თქმით, ახლა გა­სა­გე­ბია, რა­ტომ არაა აშშ ამ დრომ­დე ევ­რო­კავ­შირ­ში. "ბო­რელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ნო­ნი "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“, რო­მელ­მაც პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია თბი­ლის­ში, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ღი­რე­ბ

საერთაშორისო მედია „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევას ეხმაურება

საერთაშორისო მედია საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილებას ეხმაურება. BBC წერს, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას 2 დღის განმავლობაში მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. “ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ემოციების ჩასაცხრობად მიიღეს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას კანონპროექტის მნიშვნელობას უფრო გასაგებად განუმარტავენ. ოპოზიციურმა
×
×
  • შექმენი...