Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.019

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გამო, საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე უწყებაში დაიბარა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას ე.წ. “უცხოური გავლენის შესახებ“ კანონზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან და სხვა ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების

მირიამ ლექსმანი - ვგმობ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თავდასხმას, ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება - დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს

„ევროპის სახალხო პარტიასთან“ ერთად, მკაცრად ვგმობ ამ თავდასხმებს დემოკრატიული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდსხმას. „ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება. დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს“, - წერს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს 31 მაისს, გვიან ღამით თავს დაესხნენ. პარტ

ირაკლი ქარქაშაძე - სუბსიდირებული ავიარეისებით კიდევ 1 000-მდე გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩს დაესწროს

სუბსიდირებული ავიარეისებით კიდევ 1 000-მდე გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩს დაესწროს, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. ქარქაშაძის თქმით, ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 195 ევრო იქნება. „მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ეროვნული ნაკრების ეს უდიდესი გამარჯვება. წარმატებებს ვუსურვებ შემდეგ ეტაპზე. ჩვენ დღემდე შევასრულეთ 30-მდე ჩარტერული რეისი და 6 000-მდე გულშემატკ

ჩვენ მივიღეთ ზომები და ვფიქრობ, სავარაუდოდ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ - ბლინკენი რუსულ კანონზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსულ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა. ბლინკენის თქმით, ვაშინგტონში მკაფიოდ გამოხატეს პოზიცია კანონის დამტკიცებასთან დაკავშირებით და მიიღეს ზომები, ამასთან დაკავშირებით კი „სავარაუდოდ, უფრო მეტს ვნახავთ“. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ევროპული გზა აირჩია და ხალხის არჩევანი მკაფიოა. ასევე ბლინკენის თქმით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს აქვთ როგორც გამოწვევები, ისე დიდი შესაძლებლობები, რომელთა რეალიზებაც შესაძლებელია. რუსული

მიხეილ დაუშვილი - პრეზიდენტთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ - ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით - არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ჩვენთან ერთად უნდა შექმნას თუ არა რაიმე ერთობა

პრეზიდენტის ნაწილში, ის, რომ მასთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ - მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და გიორგი გახარიას შორის გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დაუშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით უნდა შექმნას თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა რაიმე ერთობა

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება“ ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა - მოვითხოვთ „ოცნებისგან“ ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს!

ამნისტიის შესახებ კანონმა დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ „ოცნება“ ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა, - ამის შესახებ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.   მისივე თქმით, ხელისუფლება დღეს ათასობით პატიმარს და მათ ოჯახებს ატყუებს, რომ თითქოს მათზე ზრუნვის მიზანი ა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენთვის წაგება ნიშნავს ქვეყნის დაკარგვას, ვიღაც ამბობს: რა არის უფრო მნიშვნელოვანი - ტერიტორია თუ ხალხი? - ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია რუსებს ჩვენი მიწის 30% ვაჩუქოთ

უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის მზადყოფნას, თავისი ტერიტორიის მესამედი აგრესორს დაუთმოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენთვის, წაგება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაკარგვას. ვიღაც ამბობს: „რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი - ტერიტორია თუ ხალხი?" როგორ შეიძლება ასე შედარება? ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მათ (რუსებს) ჩვენი მიწის 30% ვაჩუქოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი გახარია - სამარცხვინოა, როდესაც ხელისუფლება მანიპულირებს შიშით და აშანტაჟებს საკუთარ  მოსახლეობას ომით - ეს არის ყველაზე უმდაბლესი საქციელი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ იკადროს არჩევნების მოსაგებად (ვიდეო)

"სამარცხვინოა, როდესაც ხელისუფლება მანიპულირებს შიშით და აშანტაჟებს საკუთარ  მოსახლეობას ომით - ეს არის ყველაზე უმდაბლესი საქციელი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ იკადროს არჩევნების მოსაგებად. მშვიდობის და კეთილდღეობის დაცვა, მათი პირდაპირი მოვალეობაა და ამაში ვუხდით ხელფასს. "ოცნება" ბოლო წლების მანძილზე ჩამოყალიბდა, როგორც მატყუარა პოლიტიკური ძალა, ამიტომ მათგან პოზიტიური დღის წესრიგი არარ აღიქმება და დარჩათ მხოლოდ ომით სპეკულირება. "ოცნებამ"  კორუფციულ შემოსავლებში გაცვალა ქვეყნის ეროვნული ინტერეს

ბექა ლილუაშვილი - ერთადერთი ბოლო ტესტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩასაბარებელი, არჩევნებია - პრაქტიკულად, ზუსტად იგივე მოვისმინეთ ევროკავშირისგან

ერთადერთი ბოლო ტესტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩასაბარებელი, არჩევნებია - პრაქტიკულად, ზუსტად იგივე მოვისმინეთ ევროკავშირისგან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ჟოზეფ ბორელის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება თუ შეძლებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მოპაროს არჩევანი და არჩევნები ჩაატაროს თავისუფალ გარემოში, ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, თავის პოლიტიკურ აზრს, მნიშვნელობასა

გიორგი გახარია - ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას, ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება - პრეზიდენტი თანახმაა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პრეზიდენტთან შეხვედრამდე, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრისთვის მზადაა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის გადადება სთხოვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა. „ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხმა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება“, - წერს გახა

ნათია მეზვრიშვილი - ივანიშვილმა იცის, რომ "გახარია საქართველოსთვის" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც „ოცნების“ დამარცხება ისე შეუძლია, რომ “ნაცები” არ დაბრუნდნენ

„ოცნებამ“ იცის, რომ მისი მთავარი მეტოქეა „გახარია საქართველოსთვის“. ამიტომ ზუსტად ისე ებრძვის მას, როგორც ნაცები „ოცნებას“ როგორც მის მთავარ მეტოქეს ებრძოდნენ 2012-ში. ივანიშვილმა იცის, რომ ეს ერთადერთი პარტიაა, რომელსაც „ოცნების“ დამარცხება ისე შეუძლია, რომ “ნაცები” არ დაბრუნდნენ. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2303480613322046/

ბერდია სიჭინავა - ბევრი უბედურება და გაჭირვება გამოუვლია სამეგრელოს, ყველაზე თავმდაბალი და ამავდროულად ყველაზე ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც 26 ოქტომბერს გაგცემთ პასუხს!

"სამეგრელოს ცენტრალურ მოედანზე, ხმების სამათხოვროდ ჩამოსულ იმ “სტუმრებს”, რომლებსაც უბრალოდ არ გიყვართ და 4 წელია მიტოვებული გყავთ ეს მხარე და ხალხი, სამეგრელო არ გაპატიებათ ამ კუთხის წარმომადგენლის გინებას და ლანძღვას! ბევრი უბედურება და გაჭირვება გამოუვლია ამ კუთხეს, ყველაზე თავმდაბალი და ამავდროულად ყველაზე ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც 26 ოქტომბერს გაგცემთ პასუხს!." ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ბმული: https://www.facebook.co

„შეშფოთებული ვარ დარღვევებით, რომლებზეც დამკვირვებლები ამბობენ“ – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს. „სერიოზულად შეშფოთებული ვარ დარღვევებით, რომლებზეც ეუთო/ოდირის და სხვა დამკვირვებლები იუწყებიან. ნდობის აღდგენისთვის, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოაგვაროს ეს საკითხები პოლიტიკურად ინკლუზიურ პროცესებში. მზად ვართ, საქართველოს ევროინტეგრაციაზე ვიმუშაოთ პარლამენტში ყველა იმ ძალასთან, ვინც ერთგულია ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების. კანონები, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და

ანჯეი დუდა - სალომე ზურაბიშვილთან საუბარში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება განვიხილე

სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „კიდევ ერთხელ გავიმეორე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - აცხადებს დუდა.   იპნ

გახარია - ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით მანიპულირებაზე, რის საკმარისზე მეტი მტკიცებულებაც გვაქვს, უახლოეს დღეებში პროკურატურას მივმართავთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ აქვთ ფაქტები იმ სისტემური ხასიათის დარღვევებსა და მანიპულაციების სქემებზე, რომლებსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა არჩევნებზე, რათა „მოეპარა ქართველი ხალხის ნება“. მისი განცხადებით, მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან. გახარიას თქმითვე, პირადობის მოწმობებით მანიპულირებაზე, მათ შორის ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით მანიპულირებაზე, რის საკმარისზე მეტი მტკიცებულებაც აქვთ, უახლოეს დღეებში პროკურატურას მი

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მიიღებს

28 ნოემბერს, ევროპარლამენტში მნიშვნელოვან რეზოლუციას მიიღებენ, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე - როგორც უკვე ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს რეზოლუცია, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას განცხადებით, „საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით

პრეზიდენტი - პრემიერის განცხადებები, მერე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია

პრემიერის დღევანდელი განცხადებები, მერე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ არ ელოდებოდა საზოგადოებისგან იმგვარ რეაქციას, როგორიცაა და „დაბნეულები არიან“. „არ ელოდებოდნენ ამგვარ საზოგადოებრივ რეაქციას, არა მხოლოდ ქუჩის პროტესტს, რომელსაც, ალბათ, ელოდებოდნენ, მაგრამ უკვე აღარ იცია

გიორგი გახარია - მივმართავ საქართველოს მეგობრებს აშშ-ში: ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას - სიტყვები აღარ კმარა, ქართველი ხალხი არ შეიძლება იყოს მარტო ამ ბრძოლაში, დადექით მათ გვერდით ახლა, სანამ გვიანი არაა

ნუ დააკანონებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სასწრაფოდ შემოიღეთ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები და ამ ქმედებებით, მხარი დაუჭირეთ ქუჩაში მყოფ ხალხს, რათა მივაღწიოთ არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას, - ასე მიმართავს „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მეგობრებს. ის მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ხალხი მოქმედებას ითხოვს, რადგან სიტყვები აღარ კმარა. „საქართველოს მეგობრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში: ქართვ

სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომ თანამშრომლებთან შეხვედრისთვის! - აპირებენ რეორგანიზაციით გაუშვან ყველა, ვინც პროტესტს ხელს აწერს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სირცხვილია, როცა თანამშრომლებთან შეხვედრის მიზეზით, ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში ფარულად შედის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება. „სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომც და თანამშრომლებთან შეხვედრისთვ

პრეზიდენტი შსს-ის აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება, მას პირველ მერცხალს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ფაქტი „რეპრესიული აპარატის ნგრევის ნიშანია“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შსს-ის აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება, მას პირველ მერცხალს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ფაქტი „რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია“. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტი „ფეისბუქზე“ წერს. „შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ, ვინც ყველა უწყებაში და რა თანამდებობაზე არ

გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ამ ხელისუფლებამ რამდენიმე ფატალური შეცდომა ჩაიდინა - გახარია

“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია “ოცნების“ ხელისუფლების  შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ გაყალბებული არჩვენების შემდეგ მათ რამდენიმე ფატალური შეცდომა ჩაიდინეს. გახარია ორ ძირითად შეცდომას უსვამს ხაზს, რომელიც მისი თქმით, უკვე სხვა რეალობაა და აჩვენებს, რომ “ოცნებას“ არანაირი რესურსი აღარ აქვს, დემოკრატიულად მართოს ეს ქვეყანა.

სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიკო მანაგაძის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ განუცხადა. ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. მისივე თქმით, ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები. ადვოკატის ვარაუდით, დაკავების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მანაგაძე პოლიციის სამმართველოში არ გამოცხადდა და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პრო

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს. დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელი ბრძანების ტექსტში დასახელებულია ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის მიზეზები, მათ შორის ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიის არასწორი მართვა, სასწრაფოდ საჭირო რეფორმების გატარების კუთხით წარუმატებლობა და ჯანმო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირების უუნარობა. აღმასრულებელ ბრძანებაში ასევე აღნიშნული

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები საპროტესტო მარშს მართავენ

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები საპროტესტო მარშს მართავენ. აქციის მთავარი ლოზუნგია „გააშუქე სიმართლე". მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები: „თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა", „გააშუქე სიმართლე" და ა.შ. ისინი აღმაშენებლის ხეივნიდან მსვლელობით ჯერ „პოსტივისთან“ მივლენ, შემდეგ „იმედთან“ და ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებელთან გადაინაცვლებენ. მარშის მონაწილეების განცხადებით, ტელეკომპანიებთ

სალომე ზურაბიშვილი - მზიას მადლობა! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!

მზიას მადლობა! ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმ ფაქტს, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს მხნეობას უსურვებს. „მზიას მადლობა! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მზია ამაღლობელის
×
×
  • შექმენი...