Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    886.744

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების თავშესაფარი დაიწვა

გერმანიის ქალაქ ვისმარის მახლობლად თითქმის მთლიანად დაიწვა სასტუმრო, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შენობაში მცხოვრებმა 14-მა უკრაინელმა და 3-მა თანამშრომელმა ტერიტორია დროულად დატოვეს. როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს, ხანძარი 19 ოქტომბერს, ღამით გაჩნდა შენობის ერთ-ერთი კედლის გარეთა მხარეს. პოლიციის მთავარი ვერსიით, შენობას ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. ხანძრამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციელები სასტუმ

გერმანიაში მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს 28 წლის მოქალაქე დააკავეს

გერმანიის ქალაქ ბრემენში 40 წლის მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული 28 წლის მამაკაცია და ის მსხვერპლის ახლო გარემოცვიდან იყო. მკვლელობა სექტემბერში მოხდა, მოსამართლემ ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გასული კვირის პარასკევს გასცა. გამოძიება გრძელდება. იპნ

გერმანიაში კაცს, რომელმაც ტკბილეულის კომპანიას 5-მილიონიანი ჩეკი დაუბრუნა მადლობის ნიშნად კანფეტები აჩუქეს

გერმანიაში კაცს, რომელმაც ტკბილეულის კომპანიას 5-მილიონიანი ჩეკი დაუბრუნა  მადლობის ნიშნად კანფეტები აჩუქეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.  როგორც კაცი იხსენებს, ის დედასთან მიდიოდა სტუმრად, როცა დაინახა მიწაზე დავარდნილი თეთრი ქაღალდი როგორ ფრიალებდა. მან ქაღალდი აიღო და წაიკითხა, რომ ეს დაახლოებით 5 მილიონი დოლარის ღირებულების ჩეკი იყო, რომელიც Haribo-ს ეკუთვნოდა. მან ჩეკი კომპანიას დაუბრუნა.  მამაკაცის თქმით, ამ საქციელის გამო Haribo-სგან

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. შეხვედრის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სწორედ გერმანიაში ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს. ცნობისთვ

გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება

გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico გერმანიის სამი მთავარი პარტიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე შობამდე დააყენებს. შეგახსენებთ, გერმანიის მმართველი სამპარტიული კოალიცია გასულ კვირას მას შემდეგ დაიშალა, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმო

გერმანიაში დაკავებულ 25 ულტრამემარჯვენეს შორის, რომლებიც გადატრიალების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი, ერთი რუსია

7 დეკემბრის დილით გერმანიის პოლიციის მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ულტრამემარჯვენე მოძრაობის სულ მცირე 25 წევრი გადატრიალების მომზადებაშია ეჭვმიტანილი. პოლიციის ოპერაციაში მონაწილეობდა დაახლოებით 3000 სამართალდამცველი, რომლებმაც გაჩხრიკეს 57 ეჭვმიტანილის დაახლოებით 137 ობიექტი და საცხოვრებელი სახლი გერმანიის 4 პროვინციაში, ასევე ავსტრიის საკურორტო ქალაქ კიცბიუელსა და იტალიის ქალაქ პერუჯაში. „ფედერალური პროკურატურა ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს მოძრაობა „რაიხსბიურგერებთან“ და

გერმანიაში გაიფიცნენ სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები

გერმანიაში, ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, 24 საათით გაიფიცნენ სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები. გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ მოძრაობენ მატარებლები. ავიარეისები არ სრულდება ჰამბურგის, ჰანოვერის, დორტმუნდის, დრეზდენის, დიუსელდორფის, მიუნხენის, ფრანკფურტის და შტუტგარტის აეროპორტებიდან. გერმანიის შვიდ რეგიონში ნაწილობრივ შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლაც. პროფკავშირების მიერ ორგანიზებული გაფიცვის მონაწილეები მოითხოვენ ხელფასის სულ მცირე 500 ევროთი გ

გერმანიას ფემინისტური პოლიტიკის ელჩი ეყოლება

გერმანიაში ფემინისტური საგარეო პოლიტიკის ელჩის პოსტს შემოიღებენ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. ფემინისტური პოლიტიკის ელჩი მონიტორინგს გაუწევს ქალთა წარმომადგენლობას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე, გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალი თანამშრომლების კომპეტენციას შეამოწმებს. ამასთან, გერმანიის მთავრობა დიპლომატიურ უწყებებში მაღალ თანამდებობებზე ქალების პროპორციის გაზრდას აპირებს. ამჟამად ქალები გერმანიის ელჩების მხოლოდ 26%-ს შეადგენს. ისინი უფრო მეტს იმუშავებენ იმისთ

გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ გაერო-ს თხოვნით მიმართეს, გამოიძიოს რუსეთის მიერ უკრაინაში ირანული დრონების სავარაუდო გამოყენების ფაქტი

გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს თხოვნით მიმართეს გამოიძიოს ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ირანული დრონები გამოიყენა. ოთხივე ქვეყანა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების გადაცემის გამო და გაერო-ს თხოვნით მიმართავენ გააგზავნოს გუნდი, რომელიც დრონების წარმოშობას შეისწავლის. გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისადმი მიწერილ წერილში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუ

გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა

გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა. 30 ნოემბერს გერმანულმა ბუნდესტაგმა შესაბამის რეზოლუციას ხმა მისცა. რეზოლუცია, რომელიც ჰოლოდომორს გენოციდად აღიარებს, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „მწვანეების“, „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“, ისევე როგორც ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის დეპუტატების მიერ იყო მომზადებული. “შიმშილისგან და რეპრესიებისგან მთელი უკრაინა დაზარალდა, არა მხოლოდ მისი მარცვლეული მწარმოებელი რეგიონები. დღევანდელი თვალსაზრისით, როგორც გენოციდის

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადაეცა. ქვეყნის მთავრობის ვებგვერდზე სამხედრო დახმარების სრული სია გამოქვეყნდა. ახალი პაკეტი მოიცავს Biber-ის ტიპის 6 ხიდის გამდებ ტანკს, პირველადი სამედიცინო დახმარების 20 000 კომპლექტს, 8 ერთეულ Zetros სატვირთო მანქანას და ზამთრის შენიღბვის 10 ბადეს. ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინის არმიისთვის GEPARD-ის 300 000 ვაზნის გადაცემას გეგმავს. უსაფრთხოების მიზნით, ტრანსპორტირების მეთოდებისა და

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინას გადაეცა TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ორი ტანკი, Vector -ის ტიპის სადაზვერვო დრონები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, სასაზღვრო ავტომობილები და Zetros-ის სატვირთო მანქანები. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 14 მაისს უკრაინისთვის სამხედრო დახმარ

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია, მათ შორის TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი გადასცა, - ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული. ამასთან, დახმარების ახალი პარტია მოიცავს: Biber-ის ტიპის ხიდის გამდებ სამ ტანკს, განაღმვის მოძრავ სისტემას, სასაზღვრო ავტომობილებსა და Zetros-ის სატვირთო მანქანებს. ipn

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალ პაკეტში შედის 10 000-ზე მეტი ჭურვი Gepard-ის ტიპის საზენიტო თვითმავალი დანადგარებისთვის და ასევე შეჯავშნული ხიდგამდები Beaver. გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას გადასცა საზღვრის დაცვის ოთხი მანქანა, 20 000 სათვალე, 32 სატვირთო Zetros-ი, და ოთხი ნახევრადმისაბმელი.ახალ პაკეტში ასევე შედის რვა მილიონზე მეტი ვაზნა და თითქმის 40 მმ-იანი 27 000 ერთეული საბრძოლო მა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელშიც მოიცავს საბრძოლო მასალას, რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე Skynex-ის თვითმავალ საზენიტო დანადგარს, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ინფორმაციის თანახმად, ბერლინმა კიევს „ლეოპარდ 2 A6“ ტანკების საბრძოლო მასალაც გადასცა. ამასთან, დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს : Marder-ის ტიპის 10 ქვეითთა საბრძოლო მანქანას, რაკეტებს IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სი

გერმანიამ უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარება გადასცა

გერმანიამ უკრაინის არმიას გადასცა სამხედრო დახმარების მორიგი პარტია, რომელიც მოიცავს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას და საავტომობილო ტექნიკას. ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაკეტში, კერძოდ, შედის 5 ათასი ერთეული 155 მმ-იანი ჭურვი, მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა MARS II-ისთვის და ასევე 25 გენერატორს. ასევე ცნობილია, რომ გერმანია ემზადება უკრაინას გადასცეს 5330-ი ერთეული 155 მმ-იანი ჭურვები და Iris-t SL

გერმანიამ უკრაინას დახმარების პაკეტი გადასცა, მათ შორის HIMARS-ები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ტანკები

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია HIMARS-ის სარაკეტო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ტანკებზე და ა.შ. გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინამ მიიღო: 20 ერთეული Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Leopard 1 A5 ტიპის 10 ტანკი, IRIS-T SLS ტიპის მცირე მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო სისტემა, HIMARS-ის

გერმანიამ უკრაინას Leopard 1 ტიპის ტანკების პირველი პარტია გადასცა

გერმანიამ უკრაინას Leopard 1A5 ტიპის საბრძოლო ტანკების პირველი პარტია გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებსაიტზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, უკრაინას უკვე მიეწოდა Leopard 1A5 ტიპის 10 ტანკი. სამომავლოდ კი ქვეყანა აპირებს, პროექტის ფარგლებში, რომელიც დანიასთან ერთობლივად ხორციელდება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ 100 ასეთი ტანკი გადასცეს. ამასთან, გერმანიამ უკრაინას მძიმე ჯავშანტექნიკისთვის, კერძოდ, Leopard 2 ტანკებისთვის, Marder-

გერმანიამ საქართველოში €237 მილიონის ღირებულების სახელმწიფო პროექტები შეაჩერა

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ცნობით, გერმანიამ საქართველოში €237 მილიონის ღირებულების სახელმწიფო პროექტები შეაჩერა. პუბლიკა

გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.­ გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფაიზერის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი დაამტკიცა და საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოდან და მოლდოვიდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა აპლიკაციები უფრო სწრაფად განიხილება და უარყოფილ აპლიკანტთა დეპორტაცია უფრო სწრაფად მოხდება. გერმანიი

გერმანიამ თავშესაფარი მიანიჭა რუსეთში მობილიზაციას გაქცეულ 55 მოქალაქეს

გერმანიის ხელისუფლებამ დააკმაყოფილა თავშესაფრის მინიჭების თხოვნა რუსეთის 55 მოქალაქისგან, რომლებიც სამხედრო მობილიზაციას გაექცნენ. უარი ეთქვა 88 მსგავს განაცხადს, კიდევ 1500-ზე მეტი განაცხადი განხილვის პროცესშია - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება Redaktions Netzwerk Deutschland-ი. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2023 წლის აპრილის ბოლომდე თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით გერმანიას მიმართა რუსეთის 2485-მა მოქალაქემ, რომლებიც მობილიზაციის საფრთხეს გაექც

გერმანიამ 9 პირს, რომლებიც საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელი, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 9 პირის წინააღმდეგ შემოიღო, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “დღეს გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 9 პირის წინააღმდეგ შემოიღო, რომლებიც დიდწილად პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. მშვიდობიანად პროტესტ

გერმანია: უნდა გადაფასდეს EU-ის ურთიერთობა საქართველოსთან

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან. მათ შორის, გერმანიის თანახმად, უნდა გადაფასდეს ევროკავშირის მხარდამჭერი ზომები საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის კონტექსტში. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში. ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო შეიკრიბა. სხდომის დღის წესრიგშია რუსეთ

გერმანია ჰოლოდომორს უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს

გერმანია ჰოლოდომორს უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და მისი გერმანელი კოლეგა, ანალენა ბერბოკი ავრცელებენ. კულებას ცნობით, შესაბამისი რეზოლუცია შემდეგ კვირას იქნება მიღებული. “გერმანიის ყველა დემოკრატიული ფრაქცია შეთანხმდა იმაზე, რომ შემდეგ კვირას მნიშვნელოვანი საერთო რეზოლუცია იქნება მიღებული ჰოლოდომორზე. გადაწყვეტილია: ბუნდესტაგი ამას როგორც გენოციდს აფასებს”, - წერს კულება. მოგვიანებით, გერმანიის საგარე

გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას აორმაგებს

გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად 7.6 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „Deutsche Welle“ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაპირველი გეგმით, ეს თანხა 4 მილიარდი ევრო უნდა ყოფილიყო, თუმცა ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ გერმანია დაფინანსების გაორმაგებას აპირებდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 16 იანვარს სატელეფონო
×
×
  • შექმენი...