Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    886.740

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გერმანიის მთავრობის კოორდინატორი - როცა მოლდოვა და უკრაინა გაწევრიანების პროცესს იწყებენ, საქართველომ გადაწყვიტა პროცესისგან განზე გამდგარიყო - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა, რობინ ვაგნერმა თბილისში, ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა. „მე მწვანეთა პარტიიდან გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ვარ, მაგრამ აქ ვარ, როგორც სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი, ასე რომ, გერმანიის მთა

გერმანიის მთავრობამ უკრაინას იარაღის მორიგი პარტია გადასცა

გერმანიის მთავრობამ უკრაინას იარაღის მორიგი პარტია გადასცა. შესაბამისი ინფორმაცია გერმანიის მთავრობამ გაავრცელა, რომლის ცნობითაც, უკრაინულმა მხარემ მიიღო ხუთი საევაკუაციო ჯავშანმანქანა Bergepanzer 2, შვიდი მძიმე და საშუალო პონტონური სისტემა, 167 ათასი ვაზნა ცეცხლსასროლი იარაღისთვის, 30 საზენიტო თვითმავალი დანადგარი „გეპარდი“, Stinger 500 საზენიტო რაკეტა, 15 ათასამდე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 350 ათასი დეტონატორი ასევე დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობა. ამას გარდა, უკრაინამ გერმანიისგან მიიღ

გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ Leopard 1 ტანკებსაც გადასცემს უკრაინას

გერმანიამ მოიწონა უკრაინისთვის Leopard 1 ტანკების გადაცემა საკუთარი მარაგებიდან. ამის შესახებ პარასკევს განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა. ლაპარაკია საერთო ჯამში 88 ერთეულზე. ისინი მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ის საწყობებში ინახება. ჰებეშტრაიტის თქმით, ტანკების მიწოდება უახლოეს კვირებში შეიძლება დაიწყონ. მანამდე Süddeutsche Zeitung-ში გაჩნდა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის Leopard 1-ების მიწოდებასაც აპირებს.   Leopa

გერმანიის მთავრობა ბათუმში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის 55 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი 2022 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხელს მოაწერს დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 55 მილიონი ევროს გამოყოფას ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის მე-5 ფაზისთვის. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბათუმში წყლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვითარდებ

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში უახლოეს დროში არ დასრულდება

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ვარაუდობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უახლოეს დროში არ დასრულდება. გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ვარაუდობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უახლოეს დროში არ დასრულდება. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ შესაძლოა ამას დიდი დროს დასჭირდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, 20 მარტს დიუსელდორფში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მან უკრაინაში მიმდინარე ომზე დასრულებაზეც გამოთქვა ვარაუდი. „ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ძალისხმევა იმის უზრუნველსაყ

გერმანიის კანცლერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე - ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შორცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე კითხვას იმის შესახებ, „რატომ არიან ევროპელი პარტნიორები შეშფოთებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, როცა „ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული იგივე ან მსგავსი კანონი“. როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, ტრანსფარენტულობა „სრულიად სხვა კონცეფციაა“. „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსე

გერმანიის იუსტიციის მინისტრი კიევში ჩავიდა - ვიზიტის თემებია: ომის დანაშაული და უკრაინასთან სამართლის სფეროში თანამშრომლობა

გერმანიის იუსტიციის მინისტრი, მარკო ბუშმანი უკრაინაში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. dpa-ს თანახმად, გერმანელმა სტუმარმა 4 ნოემბერს კიევის რკინიგზის მთავარ სადგურზე ჩასვლის შემდეგ განაცხადა: "ჩვენ დღეს უკრაინის გვერდით ვდგავართ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ." დღის წესრიგშია მოლაპარაკებები მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებთან და უფლებადამცველებთან. ყურადღება მახვილდება ჩადენილი ომის დანაშაულების გამო ეჭვმიტანილების სამართლებრივ დევნაზე, რაშ

გერმანიის იუსტიციის მინისტრი - გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს დააპატიმრებენ

გერმანიის იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის ტერიტორიაზე ფეხს დადგამს, ოფიციალური ბერლინი კრემლის ლიდერის დაკავების ორდერს სისრულეში მოიყვანს. როგორც ბუშმანმა აღნიშნა, პუტინის გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ორდერის აღსრულების მოთხოვნით, სწრაფად მიმართავს ინტერპოლსა და ხელშეკრულების მქონე სახელმწიფოებს. “თუ პრეზიდენტი პუტინი გერმანიის ტერიტორიაზე შემოვა, გერმანია ვალდებული იქნება ის

გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები გამოდიან მოწოდებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდაზე

გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ მოწოდებით მნიშვნელოვნად გაიზარდოს უკრაინის არმიისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება, იმ ფონზე, როცა უკრაინა თავს იცავს იქ შეჭრილი რუსეთის ძალების აგრესიისგან. თავდაცვის მინისტრი, კრისტინ ლამბრეხტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ფინანსთა მინისტრს, კრისტიან ლინდნერს სწერენ, რომ უკრაინისთვის 2023 წელს უკვე დაგეგმილი, 697 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება უნდა გაიზარდოს 2.17 მილიარდ დოლარამდე. წერილს 22 ოქტომბერს

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო - გერმანია უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას სასწრაფოდ გადასცემს

გერმანია სასწრაფოდ გადასცემს უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო "ტვიტერის" პირად გვერდზე ავრცელებს. „გერმანიას სასწრაფოდ მიაწვდის უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს რუსული ავიაციის თავდასხმების მოსაგერიებლად. მას საჰაერო თავდაცვის იმ სისტემებთან დამატებით მივაწვდით, რომელიც [უკრაინას] უკვე გადაეცა და რომელთა გადაცემაც იგეგმება", - წერს გერმანიის თავდაცვის სამინისტრო. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ვ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. “BREAKING: უკრაინაში “პირველი” Leopard 2 ჩამოვიდა. მეტი იქნება. მადლობა კანცლერს, ჩემს კოლეგას ბორის პისტორიუსსა და გერმანელ ერს. სატანკო კოალიცია მიდის… გამარჯვებისკენ!” , - წერს რეზნიკოვი. ცნობისთვის, სამშაბათს გერმანიის უშიშროების ფედერალურმა საბჭომ სამრეწველო მარაგებიდან უკრაინისთვის 178 Leopard 1 ტანკის გადაც

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო AFP-ი ავრცელებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი დღეს დილით, მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ბორის პისტორიუსი კიევში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს. კიევში გასამართი შეხვედრების მთავარი თემა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება იქნება. ipn

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შეწყვეტის მოთხოვნა გულუბრყვილოა, ამით პუტინს სიგნალს გავუგზავნით: „ვჩერდებით, თქვენთვის გზა თავისუფალია”

უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შეწყვეტის მოთხოვნა გულუბრყვილოა, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე WELT-თან ინტერვიუში განაცხადა. პოსტორიუსმა მემარცხენეების მოთხოვნა გააკრიტიკა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეწყდეს. „მოთხოვნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებები შეწყდეს, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, საკმაოდ გულუბრყვილოა და გარანტირებული იქნება, რომ პუტინს სიგნალს გავუგზავნით: „ვჩერდებით, თქვენთ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე საუბარი 3-4 თვეში იქნება შესაძლებელი

უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე საუბარი 3-4 თვეში იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ტელეარხ ARD-სთან საუბარში განაცხადა. „თუ უკრაინის ცა უსაფრთხო დარჩება შემდეგი სამი-ოთხი თვის განმავლობაში, მაშინ ყველა შემდგომ ნაბიჯებზე შეგვეძლება საუბარი - ახლა ჯავშანსატანკო ქვედანაყოფების გამოყენებას აქვს აზრი”, - განაცხადა პისტორიუსმა. მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხი ყურადღების ცენტრში არ დგას. პისტორიუს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინას გადავეცით „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 18 ტანკი, „მარდერის“ 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ზაფხულში იგეგმება „ლეოპარდ 1“-ის 80 ტანკის მიწოდება

გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა „ლეოპარდ 2“ ტიპის 18 ტანკი და „მარდერის“ ტიპის ქვეითთა 40 საბრძოლო მანქანა. ზაფხულში იგეგმება 80 ერთეული „ლეოპარდ 1“ ტიპის ტანკის მიწოდება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია სიტყვას ასრულებს და მხარს უჭერს უკრაინას ჯავშანტექნიკის და სხვა იარაღის, ასევე, საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის სასწრაფო მიწოდებით. პისტორიუსის ინ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - დიახ, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და ამიტომ ის უნდა დაბრუნდეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ კიევის გადასაწყვეტია, როდის და რა პირობებში უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან. მისი ვარაუდით, იგივე ეხება ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს განახორციელა. „მიდრეკილი ვარ იმის თქმისკენ, რომ დიახ, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და ამიტომ ის უნდა დაბრუნდეს“, - განაცხადა მან ინტერვიუში და დასძინა: ”მაგრამ კიდევ ერთხელ: ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი”. უკრაინის პ

გერმანიის ვიცე-კანცლერი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი დღეს დილით უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. რობერტ ჰაბეკის განცხადებით, კიევში დაგეგმილი პოლიტიკური მოლაპარაკებების მიზანია, უკრაინას მისცენ იმის იმედი, რომ ქვეყანა ომის შემდგომ აღდგება. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული. რობერტ ჰაბეკს, რომელ

გერმანიის ელჩი: ურთიერთობები კრიზისშია, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ აღარ ვართ კარგი პარტნიორი

ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია, რადგან დაახლოებით, 2023 - 2024 წლების გარდამავალ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი. მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელებთ. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს ამბიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ქართველი ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა: "ჩვენ გვინდა ვიყოთ დემოკრატია, გვინდა ვიყოთ საბაზრო ეკონომიკა, გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ". სწორედ ეს არის ჩვენი პარტნიორობი

გერმანიის ელჩი: მინდა ვიცოდე, ვინაა ეს გლობალური ომის პარტია?

გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა Movement-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს, იცოდეს, ვინ არის „გლობალური ომის” პარტია, რომელსაც „ქართული ოცნება” თავის განცხადებებში მუდმივად ახსენებს. ელჩმა კიდევ ერთხელ შეაფასა რუსული კანონი და თქვა, რომ საქართველოში ინიციირებულ და სხვა ქვეყნებში არსებულ კანონებს შორის მთავარი სხვაობა ინტერესების რეპრეზენტაციასა და „უცხოური” ინტერესების რეპრეზენტაციას შორისაა. კანონებისთვის, რომლებიც არსებობს, მაგალითად, შე

გერმანიის ელჩი - სტუდენტებმა მკითხეს, რა უნდა გავაკეთოთ ევროკავშირში შესასვლელადო, მათ ვუთხარი, იყავით დემოკრატიულ პროცესებში ჩართული, ეს თქვენს მომავალს ეხება

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ელჩმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინტერესო დისკუსიის შემდეგ, მათ მკითხეს: „რა უნდა გავაკეთოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირში შევალთ?“ მე ვუთხარი მათ: „იყავით საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში ინფორმირებული და ჩართული მოქალაქეები. ეს თქვენს მომავალს ეხება“

გერმანიის ელჩი - სპორტულად რომ აგიხსნათ, ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა - შანსი ახლა გვაქვს და გამართლების შესაძლებლობაც არსებობს

როგორც შედეგია მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია პროცესიც. ამიტომ კარგი იქნება თუ {კანონპროექტებს} ვენეციის კომისია გადახედავს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, საქართველომ უნდა გადაგზავნოს თუ არა დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტები ვენეციის კომისიაში. რაც შეეხება საქართველოს შანსებს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, პიტერ ფიშერი განმარტავს, რომ ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა და ევროგაერთი

გერმანიის ელჩი - საქართველოს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ მას არ შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს

საქართველოს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ მას არ შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი 17 ოქტომბერს ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ დებულებებს. „ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოსთან მიმართებით, რომელიც 17 ოქტომბერს მიღებული იქნა ევროპული საბჭოს მიერ, რომელიც ევროკავშირის გაფართოებაზე ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. ამ საკითხზე თუ ღელავთ, წაიკითხეთ და გა

გერმანიის ელჩი - საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში!

საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებას გისურვებთ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა და გამოაქვეყნა გერმანიის მეოთხედფინალში გასვლის შესახებ ინფორმაცია. შეგახსენებთ, ევრო 2024-ზე მერვერდფინალურ მატჩში გერმანიამ დანია ანგარიშით - 2:0 დაამარცხა. როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს. სწორედ საქართველო-ესპანეთის შეხვედრაში

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას - "საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ვებგვერდი ავრცელებს. რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი - "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეებმა" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ". ოპოზიციური პარტიები - "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი", ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" და ულტრამემარცხენე "სარა ვაგენკნეხტის კავშირი" წინააღმდეგ წავიდნ

გერმანიაში უსახლკაროებს მობილურ ტელეფონებს ურიგებენ, რათა საზოგადოებივ ცხოვრებაში უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ

თვის ყოველ ბოლო პარასკევს, კრისტიან ჰეროლდი, რეგენსბურგის (გერმანია) „კარიტასიდან“, მობილური ტელეფონების ნებაყოფლობით დონორებს ელოდება. ის ტელეფონებს თავისი კლიენტებისთვის - რეგენსბურგის იმ უსახლკარო მაცხოვრებლებისთვის აგროვებს, რომლებსაც მობილური ტელეფონები არ გააჩნიათ. როგორ გადავარჩინოთ ახალგაზრდები უსახლკარობისგან კამპანია საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის კამპანია, სახელწოდებით „მეორადი ტელეფონი“ („SecondHandy“), იმ მიზნით ტარდება, რომ უსახლკაროებს საზოგადოებრი
×
×
  • შექმენი...