Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.306

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ამირან გამყრელიძე ე.წ. აგენტების კანონზე - ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას, ისტორიულ სურვილს, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი

[თუ მიიღებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს] მაშინ, მე თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მერე. მეც აგენტი ვიქნები, ვეღარ ვილაპარაკებ, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირამ გამყრელიძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა საფრთხეები შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტმა მაინც მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონი. ამასთან, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ კანონპროექტი პარლამენტში ვერ გავა. “საქართველოს პარლამენტი, დარწმუნებული ვარ, რომ არ მი

“ვენეციის კომისიის უარყოფით დასკვნაში საუბარია იმ საქმეზე, რომელზეც ვიცავ 5 მოქმედ მოსამართლეს” – ალაფიშვილი

ადვოკატი, ლევან ალაფიშვილი:   “-  ვენეციის კომისიის უარყოფით დასკვნაში (საერთო სასამართლიების ორგანული კანონის თაობაზე) საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ იმ საქმეზე, რომელზეც ვიცავ 5 მოქმედ მოსამართლეს. - ვენეციის კომისიას ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2023 წლის 22 თებერვალს აცნობეს რომ სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებებს არ იღებენ რადგან საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს 5 მოქმედი მოსამართლის სარჩელს და არ მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა, ელოდები

ასლან ბჟანია - საქართველოს მთავრობის დამხობა და „მეორე ფრონტის“ გახსნა სურთ - ამ მიზნებისთვის აპრილ-მაისში ფართომასშტაბიანი აქციები მზადდება

აშშ-სა და ევროპას საქართველოს მთავრობის დამხობა და „მეორე ფრონტის“ გახსნა სურთ, ამისთვის აპრილ-მაისში საქართველოში აქციებს ამზადებენ. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ სოხუმში პოლიტიკური პარტია “ამცახარას” ყრილობაზე განაცხადა. ბჟანიას თქმით, საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ვითარება “ძალიან რთულია”, რუსეთი “იძულებულია სპეციალური სამხედრო ოპერაცია” აწარმოოს, ხოლო მის წინააღმდეგ 50 სახელმწიფოზე მეტი გამოდის, მათ შორის თითქმის მთელი ევროპა და აშშ. “ამის ფ

გიორგი გახარია - მთელმა მსოფლიომ იცის ჩვენი პარტიის წევრის, ახალგაზრდა პოლიტიკოსისა და ნიჭიერი პოეტის კოკა კობალაძის შესახებ, მომავლისთვის მებრძოლი ქართველი,ქართველ ახალგაზრდებს შორის

მთელმა მსოფლიომ იცის ჩვენი პარტიის წევრის, ახალგაზრდა პოლიტიკოსისა და ნიჭიერი პოეტის კოკა კობალაძის შესახებ. მომავლისთვის მებრძოლი ქართველი,ქართველ ახალგაზრდებს შორის! , - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია. 

რუსეთში კაცს, რომლის შვილმაც ომის წინააღმდეგ ნახატი დახატა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რუსეთში კაცს, რომლის 12 წლის შვილმაც სკოლაში ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილების მიზეზად თავად ალექსეი მოსკალიოვის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ სოციალურ მედიაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებები დაასახელა. მოსკალიოვს ბრალად „რუსეთის არმიის დისკრედიტაცია“ წაუყენეს და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. რუსული არმიის დისკრედიტაციის მუხლით საქმე მოსკალიოვის წინააღმდეგ გასულ წელს აღძრეს. 30 დეკემბერს სამართალდამცველებმა მი

გიორგი გახარია - 32 წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ რეფერენდუმზე დასმულ კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა” ერთსულოვნად გასცა დადებითი პასუხი

32 წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ რეფერენდუმზე დასმულ კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა” ერთსულოვნად გასცა დადებითი პასუხი, რასაც საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება მოჰყვა. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს, 84 წლის წინ დაიბადა ამ გამარჯვების ავტორი, ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია. გამსახურდიას ბრძოლით და სიცოცხლით მოპოვებულ

პარლამენტში დღეს ოთარ შამუგიას მოუსმენენ

20 აპრილს პლენარულ სხდომაზე პარლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას მოუსმენს. ოთარ შამუგია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. მოხსენების შემდეგ მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. "მინისტრის საათი" საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც წელიწადში ერთხელ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრების ანგარიშით გამოსვლას გულისხმობ

ზაზა თავაძე - რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ, ეს არის სრული ავტოკრატიის გაფორმება პარლამენტში

ის, რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ, ეს არის სრული ავტოკრატიის გაფორმება საქართველოს პარლამენტში - ოპოზიციამ პერმანენტულად უნდა აჩვენოს ერთიანობა, იმიტომ, რომ ოლიგარქი შეშინებულია. როგორც იტყვიან მეფე შიშველია, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ იმ "კორუფციულ სინდიკატს გა

მერია სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან ვაგონების ხელშეკრულებას აუქმებს

თბილისის მერიის განცხადებით, ხელშეკრულებას აუქმებს თავისი საერთაშორისო პარტნიორების მიერ 19 მაისს სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან, რომლისგანაც თბილისის მეტროპოლიტენისთვის ახალი ვაგონები უნდა ეყიდა. საუბარია “მეტროვაგონმაშზე”, რომელიც, როგორც მერია 2021 წელს ამბობდა, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”(EBRD) დაფინანსებით და მათივე წესებით გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებულად. მაშინ მერია აცხადებდა, რომ ვაგონების ეტაპობრივი მოწოდება 2022 წლიდან უნდა დაწყებულ

ბერდია სიჭინავა - ირაკლი კობახიძეს (პატრონის თოჯინას), თურმე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ჰყვარებია, ხოდა ესეც იქნებ გავაგებინოთ - 1905 წელს როგორ მიმართავდა ვაჟა რუსეთს

ირაკლი კობახიძეს (პატრონის თოჯინას), თურმე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ჰყვარებია, ხოდა ესეც იქნებ გავაგებინოთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს.   მისი თქმით, 1905 წელს, ასე მიმართავდა ვაჟა რუსეთს:   “მოგვშორდი, წადი! ნუთუ თვით არა ჰგრძნობ, ღირსი არა ხარ აქ ყოფნისა? რა მარგე? რა გამიკეთე? არაფერი. დაღუპვისა და ზარალის მეტი. გამატიტვლე, გამაშიშვლე, წამართვი ლუკმაპური. მხედავდი მშიერ-ტიტველს,

"საქართველოსთვის" - დღეს, თსუ-ში ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრზე, რუსუდან თევზაძეზე ფიზიკურად იძალადეს... მსგავსი ფაქტები გვაბრუნებს 2012 წლამდე არსებულ რეალობაში, რაზეც ქართველმა ხალხმა უარი თქვა

პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები არის გეგმა, თუ როგორ ძალადობრივ გარემოში აპირებს “ოცნება” არჩევნების ჩატარებას. დღეს, თსუ-ში ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრზე, რუსუდან თევზაძეზე (Rusudan Tevzadze) ფიზიკურად იძალადეს. მსგავსი ფაქტები გვაბრუნებს 2012 წლამდე არსებულ რეალობაში, რაზეც ქართველმა ხალხმა უარი თქვა. ეს მანკიერება 2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად ერთად უნდა დავასრ

ნათია მეზვრიშვილი - რაც უფრო დიდი ხანი იქნება "ოცნება" ხელისუფლებაში, მით უფრო საშიში გახდება ქალაქში ცხოვრება, ადამიანებს შორის ისეთ დონეზე აღვივებენ შუღლს

რაც უფრო დიდი ხანი იქნება ოცნება ხელისუფლებაში, მით უფრო საშიში გახდება ქალაქში ცხოვრება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი განცხადებით,  ხელისუფლება ორგანიზებულ ძალადობრივ დაჯგუფებად არის გადაქცეული. "ერთადერთი მორალური უპირატესობა ჰქონდათ 2011-2012 წლების ნაცმოძრაობისგან და ისიც წაშალეს, უფრო მეტიც, გაცილებით საშიშები არიან ადამიანებს შორის ისეთ დონეზე აღვივებენ შუღლს.", - წერს

უკრაინის გენშტაბი - მძიმე ბრძოლები ოთხი მიმართულებით გრძელდება, რუსებს და უკრაინელებს შორის 30-მდე შეტაკება მოხდა

უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. გენშტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. „მძიმე ბრძოლები გრძელდება. ამ მიმართულებებით, დღე-ღამის განმავლობაში, 30-მდე შეტაკება მოხდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები ბახმუტის მიმა

მიშა დაუშვილი - რის გადასაფარად გაახსენდა დღეს პაპუაშვილს კეზერაშვილი? ოცნების სასოწარკვეთილი მანევრები (ვიდეო)

რის გადასაფარად გაახსენდა დღეს პაპუაშვილს კეზერაშვილი? ოცნების სასოწარკვეთილი მანევრები.  მიხეილ დაუშვილი,  პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 387770522_339321075267206_2350925075688876261_n.mp4

სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირის გაფართოება არის მკაფიო პასუხი აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე

ევროკავშირის გაფართოება არის მკაფიო პასუხი აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე და კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოსთვის ჩვენს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერნოკის განცხადებას, რომლის თქმითაც, ევროკავშირის გაფართოება რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გეოპოლიტიკური შედეგია. “ევროკავშირის გაფართოება არის რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გეოპოლიტიკური შედეგი. ევროპაში ნაცრისფერ ზონებს ვეღარ დავუ

გიორგი შარაშიძე - საქართველოში დღეისათვის გამეფებული კორუფცია და არაფორმალური მმართველობა საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს (ვიდეო)

“საქართველოში დღეისათვის გამეფებული კორუფცია და არაფორმალური მმართველობა საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს.”  გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი. 406480608_377497804849594_1933244951291161589_n.mp4

ბერდია სიჭინავა - ასეთ ვითარებაში, როცა სირაქლემის პოზაში ხარ თავჩარგული, ხარ ქვეყნის მოღალატე. კორუფციულად ადამიანების ფულის მოპარვა არის თითოეული ადამიანის ღალატი (ვიდეო)

"ასეთ ვითარებაში, როცა სირაქლემის პოზაში ხარ თავჩარგული, ხარ ქვეყნის მოღალატე. კორუფციულად ადამიანების ფულის მოპარვა არის თითოეული ადამიანის ღალატი. სანამ ეს წურბელები, რომლებიც ადამიანებს ჯიბეში უყოფენ ხელს, მათ ფულს პარავენ და სახლში მშვიდად სძინავთ, სანამ ესეთი ადამიანები ამ მოპარულს უკან არ დააბრუნებენ, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება." ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  408908079_2892286277578978_117144162417142444_n.mp4

ანა ბუჩუკური - "ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ბარიერის დაწევის გადაწყვეტილებას, თუკი ეს მის ინტერესში შევა (ვიდეო)

"ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ბარიერის დაწევის გადაწყვეტილებას, თუკი ეს მის ინტერესში შევა." ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GGYa-RgHkjeQZJsCAPrfSG0ShHgkbmdjAAAF (1).mp4

დმიტრო კულება - ევროპული საბჭოს 1-ელი თებერვლის სამიტთან დაკავშირებით დამაიმედებელი მოლოდინები არსებობს

ევროპული საბჭოს 1-ელი თებერვლის სამიტთან დაკავშირებით დამაიმედებელი მოლოდინები არსებობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში ლიეტუველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ჩვენ ერთობლივად გვაქვს დამაიმედებელი მოლოდინები 1 თებერვალს ევროპული საბჭოს უახლოეს სხდომასთან დაკავშირებით. არის პროგრესი ევროპული მშვიდობის ფონდის გახსნასთან დაკავშირებით, რომელზეც ვითარება დიდი ხნის განმავლობაში იყო დაბლოკილი ევროკავშირი ცალკეული წევრების პოზიციის

ბექა ლილუაშვილი - კობახიძე ქუჩაში გავიდეს და მოსახლეობას აუხსნას, როგორ კარგად მიდის ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები - მერე დაწეროს სტატუსები და ისაუბროს ეკონომიკაზე

თავის საქმეს მიხედოს, კობახიძემ რა იცის ამ ქვეყნის ეკონომიკა? ან საერთოდ, ეკონომიკა რა იცის? პარტიის თავმჯდომარეა, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლილუაშვილის თქმით, კობახიძე ჯერ ქუჩაში უნდა გავიდეს და მოსახლეობას აუხსნას, „როგორ კარგად მიდის ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები”. „არ ვიცი, რა შლეიფს იქმნის და უკავშირდება თუ არა ეს გავრცელებულ ჭორებს დისპოზიციის ცვლილებაზე თუ სხვა რამეზე, მაგრამ თავის საქმეს მიხედოს. კაცი პარტიის თა

გიორგი გახარია: რამდენიმე კვირაში, მოქალაქეებს თანმიმდევრულად ავუხსნით საარჩევნო პროცესში პოლიტიკური ფულისა და კორუფციული სქემების როლს

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, რამდენიმე კვირაში, კორუფციული სქემებისა და პოლიტიკური დაფინანსების მექანიზმებზე, საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას აანონსებს. მისი განცხადებით, "საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული მაგალითებით დაიწყება იმის ახსნა, თუ რა კონკრეტული ინტერესები იმალება პარტიების უკან".  "ეტაპობრივად, როგორც კი წინასაარჩევნო პროცესი დაიწყება და ჩვენთვის ეს სულ რამდენიმე კვირაში მოხდება, საქართველოს მოქალაქეებს, თანმიმდევრულად ავუხსნით საარჩევნო

პრეზიდენტი - ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც გაზარდა დამოკიდებულება რუსულ ფულზე, ფრენების აღდგენა, „ფეესბეს“ მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული გემის ბათუმში „პარპაში“, სტალინის ხატი სამებაში

სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება, დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება - მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშსს წარადგენს. მისივე თქმით, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები, მათ შორის საკრუიზო გემის ბათუმში „პარპაში“, „სტა

მიშა დაუშვილი ირაკლი კობახიძეს: - რას ემსახურებოდა თქვენი მხრიდან პარლამენტზე შტურმის ორგანიზატორის - ნიკა მელიას ამნისტირება? (ვიდეო)

მიშა დაუშვილი ირაკლი კობახიძეს: " თქვენ ამნისტია გამოუცხადეთ ნიკა მელიას, რომელიც ორგანიზატორი იყო პარლამენტზე შტურმის. სტრასბურგმაც დაადასტურა, რომ 20 ივნისს პარლამენტზე ხორციელდებოდა შტურმი. 3 წელი გავიდა ამ ამბების მერე და პროცესები საერთოდ გაჩერებულია. იქნებ აგვიხსნათ, რას ემსახურება ეს ყველაფერი?" ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/346555798348601/

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალური მიწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციისგან მიიღო და შესაბამისად, მონაწილეობის მიღებას აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს პრეზიდენტმა ოფიციალური მიწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციისგან მიიღო და შესაბამისად, მონაწილეობის მიღებას აპირებს. 2024 წლის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში კიდევ ერთხელ განიხილება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევები. მიმდინარე წელს მიუნხენ

მიშა დაუშვილი - რა საინტერესო თანხვედრაა, ტვ პირველმა გამოითხოვა ინფორმაცია და მთავარობა, რომელიც როგორც წესი ასეთ სენსიტიურ ინფორმაციებს არ გასცემს, ოპერატიულად პასუხობს ტვ პირველს, როდესაც საქმე ეხება გახარიას და მისი გუნდის რაიმე ფორმით დისკრედიტირებას

“რა საინტერესო თანხვედრაა, ტვ პირველმა გამოითხოვა ინფორმაცია და მთავარობა, რომელიც როგორც წესი ასეთ სენსიტიურ ინფორმაციებს არ გასცემს, ან თუ გასცემს, გასცემს ძალიან გვიან, მთავრობა, რომელიც პარლამენტარების სადეპუტატო კითხვას კონსტიტუციით დადგენილ ვადაში კი არა, საერთოდ არ პასუხობს, რამდენად სწრაფად და ოპერატიულად პასუხობს ტვ პირველს, როდესაც საქმე ეხება გახარიას და მისი გუნდის რაიმე ფორმით დისკრედიტირების ან დაზიანების მცდელობას.” მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “სა
×
×
  • შექმენი...