Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.017

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი - გასაგებია, რატომაც არის ხელისუფლების მიმართ უნდობლობა - ნუ გეშინიათ, რას იზამენ, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ევროპულ გზასთან, დავადებ ვეტოს

გასაგებია რატომაც არის უნდობლობა ხელისუფლების მიმართ - ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, დავადებ ვეტოს, მე ვარ თქვენი იმედით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. “ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც არის უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ - ნებისმ

ალექსანდრე ვინიკოვი - ნატო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად

ნატო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი აცხადებს. როგორც ვინიკოვი აღნიშნავს, საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

ჩვენ ერთად ვუბრუნებთ უკრაინას უკრაინას, ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს მომავალს, ღირსებას, თავისუფლებასა და ისტორიას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა წარმატებებს მიაღწევს დონბასისთვის გმირულ ბრძოლაში, სამხრეთში, რაც აღადგენს ნორმალურ უკრაინულ ცხოვრებას აზოვის რეგიონში, ყირიმის დაბრუნებაში, საიდანაც „უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია“. „უკრაინის გამარჯვებისადმი ჩვენი ნდობა, ჩვენი ხედვ

ბელარუსში ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებაზე კიევი UN-ის უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადების გამო, რომლის თანახმადაც რუსეთი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დღეს, 26 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. ინფორმაციას “უკრაინსკა პრავდა” ავრცელებს. სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთის განზრახვა ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსების თაობაზე პუტინის რეჟიმის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია, ძირს უთხრის ბირთვულ

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 3 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს და ასევე ორი მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 3 სამეთაურო პუნქტს, საბრძოლო მასალის საცავსა და კონცენტრაციის ტერიტორიას დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. „თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 9 დარტყმა მიაყენა საოკუპაციო პერსონალის კონცენტრაციის ტერიტორიებს, ერთი კი - საზენიტო-სარაკეტო სისტემას. ასევე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს მტრის 5 მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგა

ნათია მეზვრიშვილი მოსამართლეების დასანქცირებაზე - პასუხისმგებლობების პერსონალიზების ნათელი მაგალითი, ხელის სხვისკენ გაშვერა აღარ მუშაობს

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლეების დასანქცირებას პოსტით ეხმაურება. მისი თქმით, ეს არის პასუხისმგებლობების პერსონალიზების ნათელი მაგალითი. "ხელის სხვისკენ გაშვერა აღარ მუშაობს. ყველას ინდივიდუალურად მოუწევს პასუხისგება ქვეყნის და მისი მომავლის მტრობისთვის. ამიტომ, პოლიტიკური მენეჯმენტიდან დაწყებული, შუა რგოლით და რიგითებით დამთავრებული კარგად დაფიქრდით, სანამ უკანონობას ჩაიდენთ ან უკანონო და

ზაზა ლომინაძე - ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კონცეფცია არის ადეკვატური და სწორი

კონცეფცია ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით არის ადეკვატური, სწორი და მართებული, – აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა. ლომინაძეს განმარტებით, ჯანდაცვის კომიტეტი აღნიშნულ პროცესში აქტიურადაა ჩართული. „დღევანდელი შეხვედრა სამედიცინო საზოგადოებასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის გარანტიები, რაც პრემიერ-მინისტრმა და მინისტრმა ბრძანეს, ეს გარანტიე

გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად გია მურღულია დანიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია დანიშნა. ინფორმაციას მინისტრის გადაწყვეტილებაზე სამინისტრო ავრცელებს. გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელსაც თავად მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი – გია მურღულია გაუწევს. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროც

გენშტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა 43 შეტევა მოიგერიეს და მტრის კუთვნილი 10 დრონი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 3 მიმართულებით მოწინააღმდეგის 43 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. „მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ბახმუტის, ავდიივკასა და მარინსკის მიმართულებებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ფრონტის მითითებულ სექტორებში მტრის 43 შეტევა მოიგერიეს. სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტისა და მარინკასათვის“

"პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს პროცესში" - მშობლები ზურაბიშვილს შეხვდნენ

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში გაიმართა. როგორც ერთ-ერთმა მშობელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს პროცესში, რათა "დაჩქარდეს მოვლენები, შეიქმნას დროულად ეროვნული პროტოკოლი და დროულად შემოვიდეს საქართველოში საჭირო მედიკამენტი - ვოზორიტიდი". "ამ წუთას დამთავრდა შეხვედრა პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომესთან. მშობლები შევხვდით. ჩვენ ქალბატონ სალომეს ვუთხ

წარმოვადგენთ კანონპროექტებს მოთხოვნებზე, რომლებიც ზაზა პაპუაშვილმა აქციაზე გააჟღერა - ინჯია

პარლამენტში „ოცნების” სატელიტური პარტიის „ევროპელი სოციალისტების” ლიდერი, ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ 30 აპრილის აქციის მოთხოვნათა შესაბამისად მიმდინარე კვირაში პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ ამ აქციაზე გაჟღერებული იყო ჰომოფობიური და ანტიდასავლური შეფასებებიც. ინჯიამ პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაახმოვანა აქციის მოთხოვნები, რომელთა შორის იყო ასევე „ლგბტ-პროპაგანდის” კანონით აკრძალვაც და აღნიშნა, რომ უერთდება მათ. „ყველა გამომსვლელს მადლობა მინდა ვუ

დღეიდან ამოქმედდა პუტინის გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ

დღეიდან, 15 მაისიდან ოფიციალურად ამოქმედდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება, საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. დღეიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 90 დღით, რუსეთში უვიზოდ ყოფნა. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში

ანა ბუჩუკური - ახლა პარლამენტში განიხილება ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, “შეკითხვები” ძირითადად ეხება გახარიას... მართლა არ ვიცოდი, ასე თუ ნერვიულობდნენ გახარიაზე

Anna Buchukuri       - ახლა პარლამენტში განიხილება ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. ამდენი კითხვა ოცნების დეპუტატებს არასოდეს დაუსვამთ ამ მოწვევის პარლამენტში. სრულად მობილიზებულები არიან, მაგრამ “შეკითხვები” ძირითადად ეხება გახარიას. გახარია ხო იყო იქო. მართლა არ ვიცოდი, ასე თუ ნერვიულობდნენ გახარიაზე. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური - მალე შეტევით მოქმედებზე გადავალთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, ალექსანდრე სირსკი ლიმანის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სირსკის განცხადებით, ის იმ ქვედანაყოფების მეთაურებს შეხვდა, რომლებიც ახლა ყველაზე ცხელ წერტილებში ასრულებენ დავალებებს. „ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები და ფრონტზე არსებული ვითარება. აღვნიშნე, რომ მალე მოვა დრო, როცა გადავალთ აქტიურ შეტევით მოქმედებებზე და განვსაზღვრეთ

მედია - დასავლეთის შეფასებით, ბახმუტის აღების მცდელობა რუსეთს 60 000-ზე მეტ დაღუპულ და დაშავებულ ჯარისკაცად დაუჯდა

დასავლეთის შეფასებით, უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობისას რუსეთის 60 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. „ვვარაუდობთ, რომ ბახმუტის აღების მცდელობა, სავარაუდოდ, რუსეთს დაუჯდა მინიმუმ 60 000 დაღუპული და დაშავებული ბახმუტ-პოპასნას სექტორში ერთი წლის ბრძოლის განმავლობაში“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა. მისი განმარტებით, რაც შეეხება მხოლოდ დაღუპულებს, სავარაუდოდ, მათი რიცხვი, დასახელებული რაოდენობის დაახლოებ

მთავრობა ხუციშვილის წარდგენას კატეგორიულად მოითხოვდა პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით - მსხილაძე

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამეტო მდივანი ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი განიხილავდა მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენას, თუმცა კანდიდატის დამოუკიდებლობა შეკითხვებს აჩენდა, რადგან მთავრობა მის წარდგენას პრეზიდენტს კატეგორიულად სთხოვდა ზეწოლის და შანტაჟის გზით. გიორგი მსხილაძემ აქვე განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი ხელს არ უშლის ბანკის ხელმძღვანელის დანიშვნას. „ოცნების“

ქართველი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე, ბათუმში მიმდინარე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია

ქართველი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე, ბათუმში მიმდინარე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, მან სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ნაადრევად, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. ჯორჯიან თაიმსი

TI: „ელექტროსისტემაში“ ზარდიაშვილსა და სასამართლო კლანთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) წერს, რომ მათ სახელმწიფო ელექტროსისტემაში სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები გამოავლინეს. სავარაუდო ნეპოტიზმი „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს და სასამართლოს ე.წ. კლანთან დაახლოებულ ვანო ზარდიაშვილს უკავშირდება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და დირექტორია იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკით

„მოლაპარაკება ჩიხში შევიდა“ - „მანგანეზი“ ხელფასის ზრდაზე მოთხოვნას ალოგიკურს უწოდებს

„ჩვენი ფინანსური ზარალი ამ მომენტისთვის ჭიათურაში 12 მლნ დოლარს შეადგენს და ამ ფონზე, მათი მხრიდან 10 მლნ დოლარის ხელფასის ზრდის მოთხოვნა არის ძალიან ალოგიკური“, – განაცხადა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასის 5%-იანი მატება შესთავაზა, თუმცა გაფიცულები ანაზღაურების 20%-ით გაზრდას მოითხოვენ. როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, შეიქმნას კომისია, რომელიც სხვა საკითხებ

ევროკომისია რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ზეპირ ანგარიშს დღეს წარადგენს

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. ევროპულ საბჭოში აცხადებენ, რომ ანგარიშის წარდგენა 22 ივნისს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე მოხდება. ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგე

მიხეილ დაუშვილი - მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებით და მოქმედებებით რომ სარგებლობს ძალიან ხშირად "ქართული ოცნება", ეს უკვე მოცემულობაა (ვიდეო)

"მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებით და მოქმედებებით რომ სარგებლობს ძალიან ხშირად "ქართული ოცნება", ეს უკვე უბრალოდ მოცემულობაა."   ”ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რატომ თამაშობენ ოცნების თამაშს? საჭირო დროს რატომ გამოჩნდებიან და ყველაზე მეტად რომ უჭირს ოცნებას, მაშინ რატომ მოაქვთ ეს მაშველი რგოლი? “ პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი - მიხეილ დაუშვილი 356615040_263666482917601_7906528792947620498

U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა!

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენიმეჯერ გაჩერდა - მოედა

ბერდია სიჭინავა - ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ “ოცნების” ხელისუფლება გავუშვათ ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში (ვიდეო)

ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ “ოცნების” ხელისუფლება გავუშვათ ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა და სტრატეგიული მიზანი, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე" განაცხადა. მისივე თქმით, “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად გააფორმებენ კოალიციურ მმართველობას თუ ამის საჭიროება დადგა.   "მაქვს განცდა იმისი, დარწმუნებულიც ვარ, თუ მოცემულობა

პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს

პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს. აღნიშნული პირები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით კონკრეტული სიტყვის სკანდირება დაიწყეს. მანამდე კი, აქციის მონაწილეებთან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სერგი ბზიშვილი სამართალდამცველებთან ერთად მივიდა და სთხოვა, კონკრეტული სიტყვის სკანდირება შეეწყვიტათ, რადგან,

ანა ბუჩუკური - პარადოქსია, ყველა კვლევით ჯარს აქვს ავტორიტეტი, თუმცა დიდ ნაწილს ჯარში წასვლა არ უნდა, რადგან პირობები არ მოსწონს (ვიდეო)

“როგორი პარადოქსული სიტუაცია გვაქვს- ყველა კვლევით ჯარს აქვს ავტორიტეტი და ჯარისკაცს ჩვენს ქვეყანაში ყველა პატივს სცემს, თუმცა დიდ ნაწილს ჯარში წასვლა არ უნდა. მიზეზი ერთია - იქ არსებული პირობები არ მოსწონს. პროფესიული ჯარი უნდა გააძლიერონ და სისტემა ისეთი გახადონ, მათ შორის სოციალური პირობები ისეთი შექმნან, რომ ახალგაზრდას ჯარში წასვლა მოუნდეს და არ ცდილობდეს მისგან დამალვას ან თავის არიდებას.”   ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 358231341_6
×
×
  • შექმენი...