საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პარტიული შემომატებები ექნებათ, თუმცა მეტ დეტალზე ის არ საუბრობს.
გახარია აღნიშნავს, რომ გარკვეული შემომატებები მანამდეც ჰქონდათ, მაგრამ ამის გამოსაცხადებლად კონკრეტულ თარიღს ელოდებიან.
"შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენც არ ვართ მარტო ერთი პარტია. უბრალოდ, ჩვენ ზოგიერთი პარტიისგან განსხვავებით არ გაგვიცხადებია ეს ღიად, რადგან ველოდებით გარკვეულ თარიღს, როდესაც გამოვაცხადებთ ამ ყველაფერს. ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ჩ
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, რამდენიმე კვირაში, კორუფციული სქემებისა და პოლიტიკური დაფინანსების მექანიზმებზე, საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას აანონსებს. მისი განცხადებით, "საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული მაგალითებით დაიწყება იმის ახსნა, თუ რა კონკრეტული ინტერესები იმალება პარტიების უკან".
"ეტაპობრივად, როგორც კი წინასაარჩევნო პროცესი დაიწყება და ჩვენთვის ეს სულ რამდენიმე კვირაში მოხდება, საქართველოს მოქალაქეებს, თანმიმდევრულად ავუხსნით საარჩევნო
ივანიშვილი თავისი შეცდომების ტყვეობაშია - ამის შესახებ გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" "დღის ამბებში" განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში მოცემულობა ისეთია, რომ "ივანიშვილი ქვეყნის მომავლის კონკურენტია" და მისი "პატარა ბიჭები" არაფერს წყვეტენ.
საგარეო ვექტორის ცვლილებაზე საუბრისას გიორგი გახარია ამბობს, რომ ხელისუფლება თავადაც მიხვდა, რომ "ყველა წითელი ხაზი დადაკვეთა". მისივე განცხადებით, ამ კომფიგურაციით, მმართველ ძალას არ შეუძლია რამე შეცვალოს.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" წარმო
2024 წლის 9 მარტს გაიმართა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (პარტია) „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული კონფერენცია, სადაც კონფერენციის დელეგატებს წარედგინათ პარტიის პროგრამული ხედვა - „ევროპული კეთილდღეობა საქართველოსთვის“.
შეხვედრაზე გუნდის ლიდერმა გიორგი გახარიამ მიმართა კონფერენციის წევრებს და განაცხადა: დემოკრატიულად ჩატარებული თავისუფალი არჩევნებით საქართველო კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს მსოფლიოს, რომ საქართველო უკვე დღეს იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრო
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი ისეთი კეთილია, მოვა და რაღაცას გაჩუქებს, ცდება! არ შეიძლება ამ ხალხთან ცალმხრივ დათმობებზე წასვლა, არ შეიძლება! მარტივ მაგალითს გეტყვით: ჩვენს მთავრობას ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ისე რომ არაფერი უთქვამს, წინაპრების საფლავების მოსანახულებლად, ვლადიკავკაზიდან, თრუსოს ხეობით შემოყვანილი ჰყავს ოჯახები, თავიანთი წინაპრების საფლავების მოსანახულებლად. პატრიოტები თუ არიან, ამდენი ქართველი რომ ვერ გადადის საკუთარი შვილის და მშობლების საფლავების მოსანახულებლად, რატომ არ იყ
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, Globalnews.ge-სთან ინტერვიუში, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში, ოფიციალურად, მესამედ ჩართვის გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ "მისი სურვილი არჩევნების მოპარვაა, თუმცა ისე, რომ ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს".
"ბიძინა ივანიშვილის ყრილობაზე გამოსვლა, ძირითადად, იმაზე იყო აგებული, რისი მოსმენაც ხალხს უნდოდა და მოლოდინი ჰქონდა. ამიტომაც ისაუბრა კორუფციაზე, დანარჩენი კი, ჩემს წყევლას
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და ამჟამად, საპატიო თავმჯდომარის დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "პასუხი საბოლოო პასუხი დებატების შეთავაზებაზე, ბიძინა ივანიშვილისგან ჯერ არ მიუღია და ელოდება".
"ბიძინა ივანიშვილთან შეკითხვა მექნებოდა, შემდეგ ჯერზე როდის წავა. ეს სერიოზული შეკითხვაა. ძალიან კარგად მახსოვს, მისი ბოლო წასვლა, რაც დაპირება კი არ იყო, არამედ, აბსოლუტურად გააზრებული განცხადება როგორც ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო ს
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია თვლის, რომ არჩევნების პროცესის მიმართ ნდობა და ამომრჩევლის „აღქმებია მთავარი“ და „თუ საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ მოგვატყუეს და ამ არჩევნებს არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის პერსპექტივა - გააგრძელოს ქვეყნის მართვა, არის ნულს ქვემოთ“.
გახარია არ გამორიცხავს ისეთ პოლიტიკურ დინამიკასაც, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად აღმოჩნდნენ 50%-ს ქვემოთ. ე.წ. შუა პოლიტიკურ ვე
პოლიტიკური პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია 6 ივნისს თავის გუნდთან ერთად იმყოფებოდა მარტვილსა და ფოთში, სადაც შეხვდა ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს და პარტიის მხარდამჭერებს. შეხვედრებზე მან ისაუბრა ადგილობრივ პრობლემებზე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და მოქალაქეების არჩევნებში ჩართულობის აუცილებლობაზე - „რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნება “ოცნებას”, რომ ხმები მოიპაროს.”
გიო
გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია და დიმიტრი ცქიტიშვილი უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს შეხვდნენ და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და ევროპული მომავლის დაბრუნების გზებზე იმსჯელეს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებები პარტიის 60%-იან რეიტინგზე ტყუილია.
გახარიას თქმით, “ოცნებას” რომ მართლა ამხელა რეიტინგი ჰქონდეს, მმართველი პარტია სულ სხვანაირად ჩაატარებდა საარჩევნო კამპანიას.
„პარტიას, რომელსაც აქვს 60%-იანი მხარდაჭერა, ყოველთვის არჩევს, რომ ჩუმად იყოს. იქნებ, იქამდე მივიდეს, რომ ვერავინ მიხვდეს, რომ მათ 60% აქვთ“, – თქვა მან გადაცემაში „გახარიას კვირა“.
ყოფილი პრემიერის თქ
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირდა სასტიკი მოპწრობა ცხოველებისადმი. ნებისმიერ საზოგადოებაში როგორ ეპყრობიან ჩვენს ოთხმეგა მეგობრებს, ბევრ რამეზე მეტყველებს. იმისთვის რომ ჩვენ ვაჩვენოთ როგორ გვიყვარს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები მოდი შევიკრიბოთ კვირას 7 საათზე პარლამენტის წინ“, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში გამოქვყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
354064746_1519553085244143_3711029704197424490_n.mp4
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
პარტიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს, როგორც ოფიციალურ პირებთან, ისე ანალიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება ქვეყნის გამოწვევებს და საგარეო საფრთხეებს.
პარტიის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, საქართველოს და ქართველი ხალხის დასავლური მისწრაფების, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების კიდევ ერთხელ ხაზგასმა და სტრ
გიორგი გახარია სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის, გაერთიანებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე:
ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული - არ ჩამოგეყვანათ გავრილოვი, სავარძელში არ ჩაგესვათ და დამთავრდებოდა ყველაფერი! - ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მაკო გომურს ზუსტად ისე იყენებენ კომისიაზე, როგორც მას „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს.
„ამ გეგმაში უნდა ჩაგეწერათ, თუ ეს გეგმა სპეცოპერაციამდეა ხელმოწერილი, სადაც იქნებოდა სპეცსა
გიორგი გახარია რუსთავში თანაპარტიელებს შეხვდა. პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, 21 ოქტომბერს რუსთავში შეხვედრა გაიმართა პარტიის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიასთან, რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებთან და პარტიის აქტივისტებთან.
ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენლობის გუნდს შეხვდნენ პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია, რეგიონული მდივანი შალვა კერესელიძე, აღმა
“ქართული ოცნების” ანტი-პრაგმატული დუმილის პოლიტიკის ფონზე რუსეთმა მორიგი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა შეასრულა ოკუპანტი სახელმწიფოს დაკვეთა და ქართველი და აფხაზი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ბიჭვინთის ინფრასტრუქტურა რუსეთს გადასცა. მსგავს "გადაწყვეტილებებს" იურიდიული ძალა არ აქვს. ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან ერთად დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს. "
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
გიორგი გახარია რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრებს აგრძელებს.
პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია კახეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებს შეხვდა, რომლებსაც პარტიის რეგიონული მდივანი შალვა კერესელიძე წარუდგინა.
შეხვედრაზე საქმიანობის და წარმომადგენლობის გაძლიერება და რეგიონებში პარტიის სამომავლო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მუშაობის განახლება განიხილეს.
შეხვედრას გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის აღმა
გიორგი გახარია რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრებს აგრძელებს.
პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია იმერეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებს შეხვდა, რომლებსაც პარტიის რეგიონული მდივანი შალვა კერესელიძე წარუდგინა.
შეხვედრაზე საქმიანობის და წარმომადგენლობის გაძლიერება და რეგიონებში პარტიის სამომავლო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მუშაობის განახლება განიხილეს.
#იმერეთისაქართველოსთვის
პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები სამეგრელოში, გურია-აჭარასა და იმერეთში გუნდის წევრებთან და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
გუშინ, 1 დეკემბერს სამეგრელოში, მარტვილში პარტიის ახალი ოფისი გაიხსნა. შეხვედრები გაიმართა წალენჯიხასა და ზუგდიდში. 2 დეკემბერს პარტიის ლიდერები აჭარისა და გურიის რეგიონის გაერთიანებულ გუნდს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
პარტია „საქართველოსთვის“რეგიონულ წარმომადგენლობათააქტივსპარტიისთავმჯდომარე გიორგი გ
„გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია თბილისის პროკურატურაში იმყოფება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ის უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
გიორგი გახარია საგამოძიებო უწყებაში ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტის გამო იმყოფება.
ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, საქმის მასალებს ადვოკატი გაეცნობა.
„ისედაც განადგურებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გვაინტერესებს, რა დევს საქმეში. ადვოკატი გაეცნობა საქმის მასალებს,“ - აცხადებენ პრესსამსახურში.
საქმე ეხება გახარიაზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას. მას თავს 15 იანვარს, სასტუმრო „შერატონში დაესხნენ. გახარია კლინ
[შეხვედრაზე] კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა - შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც მისაღებია არჩევნებამდეც, შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც არჩევნებამდე მისაღები არ არის. ჩემთვის მთავარია ქვეყანაში შეიქმნას გარემო, როცა „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ მარცხდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის დაპირება, რომ არ აპირებს მიხეილ ს
ძვირფასო პოლიციელებო, გთხოვთ და მოგიწოდებთ ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს - იმედი მაქვს, შეასრულებთ იმ დიდ მისიას, მივცეთ შესაძლებლობა მოქალაქეებს მშვიდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია, პოლიციელებმა არ მიიღონ პოლიტიკური დავალებები.
„უნდა მივმართო შსს თანამშრომლებს. ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, თქვენ ძალი
„გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას წერილით მიმართავს და მოუწოდებს, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დროს და მიზანს გადახედოს.
„გწერთ, რათა გამოვხატო ღრმა შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური კრიზისის ამ გადამწყვეტ მომენტში თბილისში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ხელმძღვანელობა და ვალდებულება ფართოდ არის დაფასებული, ამ ვიზიტის დრო ბადებს მნიშვნელოვან