კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
„სად მივყავართ „ენმ“-ის ლიდერების ლიანდაგს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, 07.10.2022 წელს გავრცელდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ანა წითლიძისა და ლევან ბეჟაშვილის განცხადებები.
ანა წითლიძე: „თოფურიძე იმალება, საერთოდ არ არის ქვეყანაში, ჩამოვიდეს და პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც რეალურად არსებობს მის
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა სამშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურეს განსაკუთრებული ურთიერთობა აშშ-სა და ბრიტანეთს შორის და განაცხადეს, რომ ისინი ერთად იმუშავებენ გლობალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.
„ლიდერები შეთანხმდნენ ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის და რუსეთისთვის, აგრესიის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
არანაირ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ, საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით სამი პოლიტიკური ძალა - იმედია, ეს წრე გაფართოვდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მისი პარტიის, ასევე „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და ელენე ხოშტარიას "დროას" გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პროევროპელთა ერთობა მნიშვნელოვანია და კარი ღიაა ყველა პროევროპელისთვის.
„პროევროპელთა დიდ ერთობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ მიტაცებუ
თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის, მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ყოყმანობს იმის გამო, რომ მან არ მიიღო იგივე სარგებელი, ჩვენ გადამწყვეტად გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ვემსახუროთ კაცობრიობას, - აღნიშნა ერდოღანმა გამოსვლაში.
რუსეთმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებული „ტერორისტული თავდასხმების“ გა
გერმანელმა გამომძიებლებმა კონფისკაცია გაუკეთეს ქალაქ ჰამბურგში, ხელოვნების ნიმუშთა ერთ-ერთ საცავში შენახულ 30 ნახატს, რომლებიც მანამდე, რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის იახტა „დილბარის" ინტერიერის ნაწილი იყო. მათ შორისაა მარკ შაგალის ნახატი. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung ავრცელებს.
უსმანოვი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია, ვალდებული იყო გერმანიის ხელისუფლებისთვის ეცნობებინა, რა ქონებას ფლობს გერმანიაში, რაც არ გააკეთა. ამ ქო
შესაძლოა, პუტინი ასაკის გამო ცხოვრებით დაიღალა, თუმცა ომით ნამდვილად არა დაღლილა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „სიენენთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინას მოლაპარაკებების კარები არასდროს დაუხურავს, თუმცა პუტინს ომის დასრულება არ სურს.
„რუსებს არ სურთ ომის დასრულება. ასე რომ, ვიდრე ვინმე იგრძნობს ომით გადაღლილობას, ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ მხოლოდ კრემლი და მხოლოდ ერთი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის მეთაური არ დაღლილა ომით. ის შესაძლოა გადაიღალა ცხოვრებით მ
პირი, რომელმაც სტამბოლის ცენტრში, ისტაკლალის ქუჩაზე აფეთქება გამოიწვია, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე შეფასებით, ტერორისტული თავდასხმის შესახებ ბრძანება ჩრდილოეთ სირიიდან, აინ ალ-არაბიდან მოვიდა, სადაც ქურთისტანის მუშათა პარტიის სირიის შტაბბინა მდებარეობს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ თავის მტკიცე და კანონიერ ომს გააგრძელებს.
„ჩვენ სამაგიეროს გად
დონეცკის ოლქში ახლა ჯოჯოხეთია, უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინული ქვედანაყოფები მამაცურად იცავენ თავს, ოკუპანტების საშინელ ზეწოლას უძლებენ.
“მადლობის სიტყვები, რომლებსაც ჩვენი დამცველები ახლა ხერსონის ოლქში ისმენენ - ეს მადლობის სიტყვებია ყველა თქვენგანისთვის. ყველასთვის, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, ვინც ჩვენი გამარჯვებისთვის მუშაობს და ვინც ეხმარება და აღწევს ჩვენი ქვეყნისთვი
ევროპარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. ევროდეპუტატების განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სკოლები და თავშესაფრები, საერთაშორისო კანონს არღვევს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ რუსეთი უნდა იყოს „იზოლირებული ყველა დონეზე, რათა დაასრულოს საკუთარი მრავალწლიანი ტერორიზმის პოლიტიკა უკრაინასა და მთელ მსო
ცოტა ხნის წინ, კიევში აფეთქებების ხმა გაისმა.
უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან მიტანილი იერიშის შესახებ ცნობები დაადასტურა. აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
ვრცელდება ცნობები, აფეთქებების შესახებ მიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებშიც.
იპნ
თერჯოლაში მომხდარ ფემიციდის ფაქტს სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეხმაურება.
გიორგი გახარიას განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობა ყველაფერ ქართულს ეწინააღმდეგება.
„რამდენიმე წუთის წინ თერჯოლაში კიდევ ერთი ქალი მოკლეს…
ქალთა მიმართ ძალადობა ყველანაირ ღირებულებას, ნორმას, ტრადიციას და ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება!
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა”, - წერს გიორგი გახარია.
ინფორმაციისთვის, თერჯოლაში ყოფ
ევროინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით, ვიტყოდი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. შესაბამისად, იმედი მაქვს, მომავალი წლის ბოლომდე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, – ამის შესახებ პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ავგუსტო სანტოს სილვამ საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ავგუსტო სანტოს სილვას თქმით, პორტუგალიაში მიესალმებიან საქართველოს სწორად დაბალანსებულ პოზიციას
საქართველოს პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პირველი მოსმენით 75 ხმით დაუჭირა მხარი.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,კ პროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა და პარლამენტის წე
2022 წლის ნოემბერში, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე, ყველზე, რძეზე, კვერცხსა და თევზეულზე ფასები გაზარდა. ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნე
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკრაინელ ქალზე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ხაშურელ ბიზნესმენს პატიმრობა შეეფარდა, – ამ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, 24 ნოემბერს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო (20 000 ლარიანი) შეუფარდა, რომელიც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის საჩივარი, გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
ერთ წევრ სახელმწიფოს ვერ მივცემთ საშუალებას უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება ჩაშალოს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“წევრი სახელმწიფოები მუშაობენ, რათა გარანტირებული იყოს ამ სახსრების უკრაინისადმი გადაცემა უკვე იანვარში. უკრაინა ომის მდგომარეობაშია და სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. ჩვენ არ შეგვიძლია ერთ წევრ სახელმწიფოს ევროკ
სასამართლოს მიერ მიღებულ ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. რისი თქმაც შემიძლია, არის, რომ პლურალისტული საზოგადოება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მედიათავისუფლება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, „იქნება თუ არა მედიის თავისუფლება გადამწყვეტი რეკომენდაცია“, – ელჩი პასუხობს, რომ შეფასება დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე, საკანონმდებ
ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება.
რესტორნის ტერიტორია მთლიანად დაიწვა, თუმცა ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები, სამართალდამცველები, ასევე ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი. მისი განცხადებით, რესტორანი არ ფუნქციონირებდა, ფაქტთან დაკავშირებით კი უკვე მიმდინარეობს გამოძიება.
„დაშავებულები ამ დროისთვის არ გვყავს. მოგეხსენებათ, შემ
პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა ძმის ცოლს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2023 წლისთვის რეკორდულ თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინისთვის 800 მილიონ აშშ დოლარს ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2023 წლისთვის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 858 მილიარდ აშშ დოლარს ითვალისწინებს და მასში უკრაინისთვის განკუთვნილი სახსრები და სამხედრო დახმარებაცაა გათვალისწინებული.
„თავდაცვის ბიუჯეტში 45 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჩადეს, ვიდრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაპირველად სთავაზობდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება აჩვენებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ პათოლოგიურ უპატივცემულობას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უკრაინის საგარეო უწყება გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „უკრაინას შეუძლია, ბრძოლა განაგრძოს მხოლოდ მანამდე, ვიდრე აშშ მას ფულსა და იარაღს აწვდის“.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება აჩვენებს პათოლოგიურ უპატივცემულობას უკრაინისა და უკრაინელ
წინასაახალწლოდ გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში არსებულ მოხუცთა თავშესაფრებს ვესტუმრე და ჩვენს მოხუცებს დამდეგი შობა-ახალი წელი საახალწლო ნობათით მივულოცე, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ხოჯევანიშვილი.
მისი თქმით, მოხუცებს განსაკუთრებული ყურადღება და დაფასება სჭირდებათ.
"ბედნიერი და ხანგრძლივი სიცოცხლე მინდა ვუსურვო თითოეულ მოხუცს, მათ განსაკუთრებული ყურადღება, დაფასება და გაფრთხილება სჭირდებათ ჩვენგან.", - წერს ხოჯევანიშვილი.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის ქცევის ახალი ნორმების ამოქმედება მედიის საქმიანობისა და თავისუფლების გამოხატვის გაუმართლებელ შეზღუდვას ემსახურება.
როგორც „ინტერპრენიუსთან“ საუბარში სიმონიშვილი განმარტავს, ამოქმედებულ ნორმებზე საუბრისას გასათვალისწინებელია, თუ რა კონტექსტის საფუძველზე მიიღეს ახალი წესები.
„შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, რომ ევროპაში აპრობირებული პრაქტიკაა, როცა ჟურნალისტები შესაბ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენ გ.ო.-ს მიერ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ბიზნესმენ გ.ო.-ს მიმართ მიმდინარე საქმის ფარგლებში დადგენილ იქნა, რომ გ.ო.-მ, 2019 წლის დეკემბერში, დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებები 10 მილიონ ლარ
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა
მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი.
პუბლიკა