გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელო
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ უკრაინა უამრავ აპლოდისმენტს, თუმცა არასაკმარის საბრძოლო მასალას იღებს. მან კონფერენციაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდა მოითხოვა.
,,ზელენსკი და უკრაინელები უამრავ აპლოდისმენტს იღებენ, მაგრამ არასაკმარის საბრძოლო მასალას. ეს პარადოქსია. მათ ნაკლებად უნდა დავუკრათ ტაში და უკეთ მივაწოდ
კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გვარამაძე და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე იმყოფებოდნენ.
როგორც სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ბურჯანაძემ კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებს კლინიკა „ვივამედიდან“ და პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვს და შეისწავლის.
როგორც გამოცემა ,,ამერიკის ხმა“ იუწყება, მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, წარმომადგენელთა პალატის ყოფილმას სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ამერიკელების უმეტესობას ესმის უკრაინელების ბრძოლა თავისუფლებისთვის, ამიტომ ყველანი მზად არიან, მხარი დაუჭირონ მათ ამ ბრძოლაში.
,,შეიძლება შეგვხვდნენ ისეთებიც, ვინც იტყვის, რომ არ უნდათ ზედმეტად დაიხარჯონ, მაგრამ ამერიკელი ხალხის უმეტესობამ მიიღო უკრაინელები საკუთარ სახლებში. ისინი მათი გამარჯვების მომხრენი არიან", - აღნიშნა პელოსიმ.
საქართველომ, რომელმაც 2008 წელს საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის მხრიდან ქართული მიწების თავხედურად, სამხედრო ძალით მიტაცება, ძალიან კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე, - ამის შესახებ სენატორ დიკ დურბინის განცხადებაშია ნათქვამი.
,,საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას თან ახლდა დიდი პერსპექტივა ქვეყნის მომავლის განსაზღვრისა, უშუალოდ ტრანსატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებებში - ხედვა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რომელიც იმედი მაქვს, კიდევ უფრო წახალისდება ამ ვიზიტის განმ
საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებაშია ნათქვამი.
სენატორის თქმით, პარტნიორებს ამ საკითხების პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოუწოდებს.
„შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი ომის ფონზე უკრაინაში. ვლადიმერ პუტინი უკვე მოქმედებს რეგიონში თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად და ჩვენ ვიცით, რომ მისი ჰეგემონური მისწრაფებები
,,ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრაზე ამერიკელ კოლეგებს გააცნობენ ხედვას, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზებზე.
სალომე სამადაშვილის თქმით, სენატორ შაჰინის დელეგაციის ვიზიტი დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ის დიდი ხანია, ქართველი ხალხის ერთგული მოკავშირეა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიის უზრუნველყოფის, ევროკავშირში და ნატოში გაწევრია
აშშ საელჩოს თანახმად, ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატი-ნიუ ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსო წევრი და ამერიკელი სენატორი დიკ დურბინი სენატის უმრავლესობის უფროსი წევრი და სენატის უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარე 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით საქართველოსა და რუმინეთს ეწვევიან.
როგორც საქართველოში აშშ-ის
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ, 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პრ
პარლამენტის ბიუროს, 20 თებერვლის სხდომაზე, მმართველ უმრავლესობაში შემავალი ,,ხალხის ძალის" მიერ მომზადებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი წარედგინება.
აღნიშნული კანონპროექტი ,,გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც ,,უ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს კატრინ კოლონას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქემთა სამინისტროს თანახმად, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე, როგორც ევროკომისიის ბოლო ანგარიშზე, ასევე საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობაზე.
აღინიშნა, რომ ჩატარებული სამუშაოები და ევროკომისიის შეფასება დადებით წინა
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, 19-21 თებერვალს კიშინიოვში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, 19 თებერვალს, ასამბლეის საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რომლებზეც თითოეული კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავს და მიიღებს.
როგორც საქართველო
ბრიტანული გამოცემა The Times- ის ჟურნალისტი ქეროლაინ უილერი იმ ბუნკერს ეწვია, საიდანაც, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანას მართავს.
„არც ტელეფონები, არც შუქი, არც ძილი“, - ასე აღწერს კორესპონდენტი უკრაინის პრეზიდენტის მიწისქვეშა ბუნკერში არსებულ ვითარებას.
მისი თქმით, რამაც ბუნკერში ჩასული ყველაზე მეტად შეაძრწუნა, იქ გამეფებული სრული სიბნელე იყო.
,,გზას მხოლოდ თანმხლები დაცვის ტელეფონის ფანარი ანათებდა. ვვარაუდობდი, რომ ეს სიბნელე, ბოლო
უკრაინას უნდა მივცეთ ის, რაც მას სჭირდება იმისთვის, რომ გაიმარჯვოს როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ერმა ევროპაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, „კრემლს განსხვავებული ევროპა სურს, სადაც რუსეთი აკონტროლებს მეზობლებს“.
სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ომი აჩვენებს, რომ უსაფრთხოება გლობალურია და არა რეგიონალური და თავდაცვა არჩევითი არ არის. იენს სტოლტენბერგმა მედეგობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არც ისე დიდი ხნის
ახლა არის დრო, რომ დასავლეთმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააორმაგოს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთის კოლექტიური ძალისხმევა განსხვავებას ქმნის, მაგრამ რუსულ ძალებს ყოველდღე კიდევ უფრო მეტი ტკივილი და ტანჯვა მოაქვთ.
„ცვლილების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება სამხედრო სტრატეგია უკრაინისთვის, რათა მოიპოვოს გადამწყვეტი უპირატესობა ბრძოლის ველზე ომის მოსაგებ
ქართველი ძიუდოსისტი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ. წონითი კატეგორია) თელ-ავივის გრან-სლემის ჩემპიონია!
ფინალში ბექამ უნგრელი კრისტიან ტოტი დამაჯერებლად, იპონით დაამარცხა.
საქართველოს პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენის აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტად“ მიიჩნევს მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციას [თუ მის მიერ „წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა“] და არ ეხება მთავრობას. ანუ სამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც მიიღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას/გრანტებს, მაგრამ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მთ
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
„გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები. ვიცით სამართლებრივი სტანდარტები და ეჭვგარეშეა, რომ ეს არის დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ჰარისმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე საერთაშორისო გამოძიებების მხარდაჭერას.
„ვეუბნები ყველას, ვინც ჩაიდი
უკრაინა და საქართველო დაუცველები არიან რუსეთის აგრესიისგან, ისინი ისწრაფვიან ნატო-ს წევრობისკენ, ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ჩვენ ვისწავლეთ, არის ის, რომ რუსეთის აგრესიისგან მოწყვლად ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭიროთ, რაც შეგვიძლია, სწრაფად, ახლავე, რადგან რეალობა არის ასეთი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე „ალიანსის მიღმა – პარტნიორობა ევროპული უსაფრთხოებისთვის“ განაცხადა.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველომ და
ნატო-ს გარეშე ევროპაში არ არის უსაფრთხოება, ახლა ალიანსის მიღმა ხედვის დრო არ არის, ახლა ჩვენი ალიანსის გაძლიერებისა და გაფართოების დროა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოულოდნელი არ ყოფილა.
„ჩვენ შეიძლება, შოკირებული ვართ უკრაინაში რუსეთის შეჭრით, მაგრამ ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ეს არის წლების განმავლობაში რუსული აგრესიის ნიმუში. თვეების განმავლობ
ევროკავშირი, მომავალ კვირას, სომხეთში 100-კაციან მისიას გაგზავნის, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ევროკავშირი სომხეთის ერთგული პარტნიორია. მომავალ კვირას ევროკავშირი 100-კაციან მისიას გაგზავნის, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერში“.
IPN
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინაში ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. „18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შავი ზღვიდან უკრაინაში „კალიბრის“ ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს. ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები უკრაინი
ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სატრანსპორტო შეზღუდვები მოქმედებს.
კერძოდ, 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 -დან - 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე.
ამასთან, 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ კუთხის ნიკორამდე.
„5 მარტის ჩათვლით, 09:00-დან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუ
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, 19-21 თებერვალს კიშინიოვში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, 19 თებერვალს, ასამბლეის საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რომლებზეც თითოეული კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავს და მიიღებს.
როგორც საქართველო
ჩვენ არასდროს მივიღებთ, რომ პუტინი თელავს საერთაშორისო სამართალს, რომელიც ყველა ჩვენგანს იცავს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე – „გეოპოლიტიკური ევროპის დაბადება“ გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ამერიკულ მხარესთან ერთად, ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყეს პოტენციურ სანქციებზე მუშაობა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. მისივე თქმით, იმედი ჰქონდათ, რომ აღნ