მიხეილ სააკაშვილს ხშირად სჩვევია მაოხრებელი გზირობა, ამიტომ ჯობია, მან თავის თავს მიხედოს. არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდება, ზუსტად ისეთივე მშვიდობიანი მეთოდებით გავუშვებთ ხელისუფლებიდან „ოცნებიდან", როგორც ეს ქართველმა ხალხმა 2012 წელს გააკეთა.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/745449201088037/
"ოცნებაში" რაციონალურობა აღარ დარჩა, ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე არიან დამოკიდებული და რასაც ივანიშვილი ეტყვის იმას აკეთებენ, ერთ ადამიანს არგებენ სახელმწიფო სისტემას. ივანიშვილი საკუთარი ქვეყნის მომავალს სცემს.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/429987179753909/
იმდენად დიდი ბუნდოვანება და ბევრი კითხვაა ოფშორების კანონთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორი იყო გამოყენებული ვეტო. სანამ ვეტოს დაძლევას ეცდება უმრავლესობა, საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ რას ემსახურება ან ვის ემსახურება ოფშორების პროექტი.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1427979807900125/
მთავარია ეს კანონი უკან წაიღონ და ეს უზარმაზარი შესაძლებლობა ქვეყანას არ დააკარგვინონ. იმიტომ, რომ ამ შესაძლებლობებზე უარის თქმა, ეს იქნება ქვეყნის ინტერსების განადგურება.
ერთი რაღაც უნდა გვესმოდეს, თუ “ოცნება” აი ამ შესაძლებლობაზე უარს იტყვის და მას დააკარგვინებს ჩვენს მოქალაქეებს, მაშინ უნდა გვითხრან ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7413466268
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება ნაწარმოებებზე გავრცელებას, ეს ეხება მაუწყებლებს, ტელევიზიებს, ეს რეგულაციები ვრცელდება მაუწყებლებთან დაკავშირებით, რომ ეთერში არ გავიდეს ინტიმური სცენები. რაც შეეხება მხატვრულ, თუ ხელოვნების სხვა მიმართულებებს, მაგ
სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია. მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც დაიწყება ქსელის შევსება ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით, – ამის შესახებ აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.
როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მილსადენის სასმელი წყლით შევსება რთული და კომპლექსური პროცესია, რასაც მილსადენში წყლის მაღალი წნევით დატვირთვა განაპირობებს.
„ქსელის შევსებ
თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი წარმოდგენილი ნამუშევრების კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო ჩაიშალა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსზე წარმოდგენილი იყო 27 ნამუშევარი, რომელიც საკონკურსო კომისიამ ანონიმურობის დაცვით განიხილა. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ნამუშევრების ნაწილი არათუ ჰგავდა, არამედ პირდაპირ იმეორებდა სახელმწიფო სიმბოლოებს, რაც დაუშვებელია ქალაქის სიმბოლიკისთვის.
„წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მ
ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის დასამტკიცებლად ევროპარლამენტში კენჭისყრა 18 ივლისს ჩატარდება.
ევროპარლამენტარები გადაწყვეტენ, დაინიშნება თუ არა ევროკაშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელად ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით.
თანამდებობაზე დამტკიცებისთვის 720-ადგილიან ევროპარლამენტში, სულ მცირე, 361 დეპუტატის ხმა არის საჭირო.
ევროპარლამენტის მომავალი კვირის დღის წესრიგის მიხედვით, სტრასბურგში დილის ცხრა საათზე ურსულა ფონ დერ ლეიენი განცხადებ
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ლიტურგია გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.
წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლი
ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია. ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც საქართველოს მის
ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას “ოცნება” აპირებს უკიდურესი კორუფციის პირობებში, სისტემური ძალადობით და ზონდერების გამოყენებით.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/480989664556137/
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ნაწილმა, სამკურნალო პრეპარატის მიღების შედეგად, თითქმის ერთ წელიწადში, სიმაღლეში 2.5, 3 და 4 სანტიმეტრით მოიმატა, გაუმჯობესდა მათი ცხოვრების ხარისხიც.
როგორც “ინტერპრესნიუსს” იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსმა, ეკა კანდელაკმა განუცხადა, ამ ეტაპზე სამკურნალო პროგრამაში დიაგნოზის მქონე ბავშვების მე-3 ნაკადია ჩართული. ინექციის მისაღებად მე-4 ნაკადიც უკვე ემზადება.
„ამ ეტაპზე, ჩვენ აქონდროპლაზიის მქონე პაციენ
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მინდია ჯანელიძს (2015-2018 წწ) განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა.
„მთავრობა ისევ აგრძელებს მოსახლეობის მოტყუებას. ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ნამდვილად არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვით, მას არ აქვს უფლება ისაუბროს ევროკავშირის სახელით საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. იხილეთ ევროკავშირ
ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. ამის შესახებ საქართველოში ესტონეთი ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ელჩის თმქით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინულია და სწორედ ეს იყო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის "ცხადი მესიჯი".
“ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავ
ივანიშვილმა წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად ისეთი ადამიანი, როგორც ხედავს თვითონ ქართულ სახელმწიფოს.
ივანიშვილის გარემოცვის 80% არიან ყოფილი ნაცები, მან გათვლა ამ ხალხზე გააკეთა, რადგან მონობაში კარგად გამოწრთობილები არიან.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2306769163035258
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ლეგიონის“ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი რუსულ დეზინფორმაციად აფასებენ და უარყოფენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩამოსვლას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას გეგმავენ.
„ძალიან მნიშვნელოვანი ოფიციალური უარყოფა ყალბი ინფორმაციის შესახებ, თითქოს უკრაინაში მყოფი ქართველი ჯარისკაცები ჩამოვიდოდნენ და საპროტესტო აქციებს შეუერთდებოდნენ. სრული პროპაგანდა. ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღ
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, 15 ადამიანი გადაიყვანა, საიდანაც 11 აქციის მონაწილე იყო, 3 მედიასაშუალების თანამშრომელი და 1 შსს-ს წარმომადგენელი.
მათივე ცნობით, დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული
ბელგიელი ევროპარლამენტარი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გაი ვერჰოფშტადტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა სანქციების დასამტკიცებლად.
„საქართველოში ოპოზიციის ლიდერებზე ძალადობრივი ზეწოლა ევროკავშირის მოქმედებას მოითხოვს. სასწრაფოდ საჭიროა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა სანქციების დასამტკიცებლად!“- წერს ბელგიელი ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
იპნ
"პოლიციელებს, პროკურორებს, საჯარო მოხელეებს მოგმართავთ, განსაკუთრებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფონზე.
ახლა თქვენი გადარჩენის გზაც მხოლოდ ერთობაშია. ერთად იდგებით? - შეჩერდება წამება, გადარჩება ყველა."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/videos/570074789248163
მამიდის ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულმა 22 წლის ბიჭმა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, მედიკამენტოზური ძილიდან გაიღვიძა. აღნიშნულის შესახებ ეკა თირქია „ფეისბუქზე“ წერს და ამბობს, რომ ბიჭის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
„სასიხარულო ამბავი გვაქვს...ალექსიმ გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე... რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით, თუმცა, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს ეკა თირქია.
ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა თემქაზე დაკავებული რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.
შსს მას ედავებოდა ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე, პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლისა და 174-ე პრიმა, აქციაზე სახის დაფარვის აკრძალვის მუხლის დარღვევას.
შსს-ს წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე გურამ მაცხონაშვილს სახე ჰქონდა დაფარული. პოლიციელის არაერთ მოწოდებას, მოეხსნა ნიღაბი, ის არ დაემორჩილა.
შსს-ს
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა.
მასთან ინტერვიუ „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა. ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრეა ჩაწერილი.
თეა გოდოლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით აქვს აქვს ბრალი წარდგენილი. პროკურატურის მტკიცებით, გოდოლაძე ოჯახის წევრზე ძალადობდა. საგამოძიებო უწყებებს გოდოლაძის წინააღმდეგ მისმა ყოფილმა პარტნიორმა მიმართა. ბრალი თეა გოდოლაძეს 2023 წლის ივლისში წარუდგინეს, შოვის მეწყერამდე რამდენიმე კ
პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია მზია ამაღლობელს სთხოვს, შიმშილობა შეწვიტოს.
გიორგი გახარიას თქმით, მზია ამაღლობელი ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება.
„დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან.
მზია ამაღლობელმა არამხოლოდ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს აჩვენა ძალა – სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვ
24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის შესახებ საკითხებს განიხილავენ.
ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა გრძელდება და რამდენიმე აქტივისტი და ჟურნალისტი შიმშილობს.
მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა