საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ სენატორებს, ჯინ შაჰინსა და დიკ დურბინს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროინტეგრაცია, ომი უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო.
მათი ცნობით, ამერიკელმა სენატორებმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ისინი აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის როლსა და პოზიციას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, რაზეც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ე
„ეს გაკვეთილია „ქართული ოცნებისთვის“, თქვენ არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ. თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევე ცუდად მოგექცევიან, როგორც – ყველა დანარჩენს“, – ამბობს კენეტ იალოვიცი, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი მოლდოვაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას. ყოფილი დიპლომატი ფიქრობს, რომ ის, რაც ახლა რუსული გავლენით კიშინიოვში ხდება, საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება.
13 თებერვალს პრეზიდენტმა მაია სანდ
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წლისთავის წინ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრებიც, რომელშიც ჩანს, რომ ბაიდენი და ზელენსკი, სავარაუდოდ კიევში, მიხაილოვსკაიას მოედანზე არიან.
ამავდროულად, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, მედიის ინფორმაციით, ბელარუსში რუსული ავიაცია გააქტიურდა და
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების (ე.წ. ხალხის ძალის) მიერ „უცხოური აგენტების” კანონის დაანონსება და ამ საკითხზე მსჯელობაც კი მნიშვნელოვნად დააბრკოლებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ საუბარია IDFI-ის კვლევაში.
ევროპული კომისიის 2022 წლის 17 ივნისის მოსაზრებით, განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანიდან ერთ-ერთი ეხება სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა
კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, რკინიგზა, ასევე ამერიკის საელჩოს ტერიტორია.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ახმაურებენ, ვინ ჩადის კიევში, თუმცა მედიასაშუალებები ვარაუდობნ, რომ უკრაინის დედაქალაქში შესაძლოა, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩადის.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლის თავთან დაკა
ჩინეთი გადაკვეთს „წითელ ხაზს“, თუ რუსეთს სამხედრო შეიარაღებას მიაწოდებს, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს.
ამასთან, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერის „შემაშფოთებელ“ ტენდენციებს ხედავს და პეკინს სურს, რუსეთს სამხედრო დახმარება ფარულად მიაწოდოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლი
მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, საქართველოდან საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში უფრო ნაკლები ადამიანი წავიდოდა, ვიდრე დაბრუნდებოდა. მან "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს "დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას რეალური ზრუნვა" სჭირდება.
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოდან უვიზო მიმოსვლაზე საუბრის დროს მოიყვანა სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც, სხვა ქვეყნებთა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პუტინთან დიალოგის დამყარების მცდელობაში დროს ამაოდ კარგავს.
პრეზიდენტ ზელენსკის იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, ეთანხმება თუ არა ის მაკრონის პოზიციას, რომ „რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ დაინგრეს“ და რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგი ღიად უნდა დარჩეს.
“ეს იქნება უსარგებლო დიალოგი, ფაქტობრივად, მაკრონი დროს ამაოდ კარგავს. მე მივედი დასკვნამ
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საკუთარ Telegram-ზე წერს, რომ სახელმწიფო სამსახურის დასრულების შემდეგ საკუთარი კერძო სამხედრო კომპანიის შექმნას აპირებს და ,,ვაგნერის“ დამფუძნებელს, რუს ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინს ,,კონკურენციას გაუწევს".
კადიროვი პრიგოჟინს ,,ძმას" უწოდებს და ამბობს, რომ ვაგნერმა ,,ეფექტურობის დადასტურება" შეძლო.
,,ეჭვგარეშეა, მსგავსი პროფესიონალური ფორმირებები საჭიროა. ამიტომ, მე სერიოზულად ვაპირებ, სახელმწიფო სამსახურის დასრულების შემდეგ, ჩვენს ძმას, ევგენი პრიგოჟინს კონ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის“ ოფისში აცხადებენ, ასლან ბჟანია მოსკოვში აფხაზეთის სტატუსის განხილვას არ აპირებს.
მათი განმარტებით, სხვადასხვა პერიოდული გამოცემისა და ინტერნეტის საშუალებით დაიწყო „რეალობასთან შეუსაბამო ცნობების გავრცელება“ იმის შესახებ, რომ ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტის დროს „აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის საკითხს“ შეეხება.
„აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის განხილვის შესახებ გადაუმოწმებელ და არასანდო ინფორმაციაზე დაფუძნებული საჯარო მიმართვები შეიძლება ჩაითვალოს ზ
ბაკურიანი, საქართველო - საოცარი ადგილია, თუ ის არ არის შენს სიაში, უნდა იყოს! - ამის შესახებ „ევროსპორტის“ კომენტატორმა, ბრედ ჯეიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, დიდი ფინანსური და დროის რესურსის გაღება გულისხმობს საუკეთესო შედეგის ჩვენების დიდ სურვილს.
„ესაა დანიშნულების ადგილი, რომელშიც დიდი ინვესტიცია იდება ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, დიდი ფინანსური და დროის რესურსი გაიღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ნამდვილად სურთ,
უკრაინა ემზადება ხანმოკლე ომისა და გამარჯვებისთვის და რუსები ვერასოდეს შეძლებენ ქვეყნის დაპყრობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიაგამოცემასთან (Corriere della Sera) ინტერვიუში განაცხადა.
„რუსებს ჯერ არ გაუცნობიერებიათ, რომ ჩვენ დღეს უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით და ვერასოდეს შეძლებენ უკრაინის ხელში ჩაგდებას, როგორც ამას იმედოვნებდნენ,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ემზადება ხანმოკლე ომისთვის და გამარჯვებისთვის და რაც უ
გაერო-ში აშშ-ის ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, ჩინეთი ,,წითელ ხაზს“ გადაკვეთს, თუ ის რუსეთს ლეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს.
,,ჩვენ მივესალმებით ჩინეთის განცხადებას, რომ მათ მშვიდობა სურთ, მაგრამ ჩვენ ასევე მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ თუკი ჩინელები ან სხვები იფიქრებენ, ან ეცდებიან უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ თავდასხმაში რუსებს ლეტალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ, ეს მიუღებელია. ეს წითელი ხაზი იქნება“, - განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მ
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რასაც თავად „წარმატებით“ აკეთებდნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
„დროა, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ შეაჩეროს რაიმე სახის წამებაზე ლაპარაკი. მწამებლები იყვნენ თვითონ – ეს არის ფაქტებით დადასტურებული და როგორც სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი, ისე უნდა აგონ პასუხი პოლიტიკურადაც.
მინდა, მათ შევახსენო, რომ მათი პოლიტიკური დანაშაულის ხანდაზმულობა ჯერჯ
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 თებერვალს, 11:00-დან 11:10 საათამდე და 14:50-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მისაქციელი, ნატახტარი, ახალუბანი, წილკანი, სელექცია, საგურამო, მუხრანი. სარეაბილიტაციო ს
საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს, თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება მის „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.
კობახიძე მოქალაქეების მიგრაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გად
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ მათი (იუსტიციის სამინისტროს) და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა, ექს-პრეზიდენტის მიზანი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის „ხელოვნურად დაზიანებაა,“ რათა მან პენიტენციური დაწესებულება დატოვოს.
„თუკი ვინმეს აქვს კითხვა მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ისე უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვაწვდით მათ ინ
რუსი ოკუპანტები ვერ შეძლებენ მნიშვნელოვან წინსვლას ახალი შეტევის დროს, რადგან ისინი აღარ არიან ისეთი ძლიერი, როგორც ადრე. უკრაინის შეიარაღებული ძალები გაცილებით ძლიერია, ვიდრე აგრესორი ქვეყნის ჯარები, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
,,რა თქმა უნდა, ისინი წინსვლას ვეღარ შეძლებენ, აღარ არიან ისეთი ძლიერები, როგორც ადრე. ახლა ჩვენ მათზე ბევრად ძლიერები ვართ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა
მისი თქმით, აღარ აქვს მნიშვნელობა
ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა შონ პენმა ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მისი დოკუმენტური ფილმის, სუპერძალის პრემიერის შემდეგ Associated Press-სთან ინტერვიუში ფილმის გადაღების პროცესსა და მასში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობაზე ისაუბრა.
პენის თქმით, ზელენსკიმ მასზე დიდი გავლენა პირველივე ინტერვიუსთანავე მოახდინა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაიწერა.
,,თითქოს საკუთარ თავს იაზრებდა, აცნობიერებდა, რომ სწორედ ამ მომენტისთვის დაი
,,ტაბულასა“ და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას აფასებს და ამბობს, რომ ეს იყო რუსეთის და უშუალოდ ვლადიმერ პუტინის გავლენის აგენტის სიტყვა.
,,ახლა გავლენის აგენტებზე კანონის მიღება უნდათ, ხომ? ეს (ღარიბაშვილის გამოსვლა მიუნხენში) იყო ჩვენი მტრული სახელმწიფოს, რუსეთის და მისი ხელისუფალის, პუტინის გავლენის აგენტის სიტყვა – თავიდან ბოლომდე, მისი ყველა მესიჯით. ექსპერტები რო
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, მადრიდში დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა, რომლებსაც ქვეყანაში 14-მდე სახლის ძარცვა ედებათ ბრალად, - ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში სახლებში შვიდი ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სამკაულები, ძვირფასი ქვები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული პლანშეტები, ლეპტოპები, ძვირადღირებული ტანსაცმელი და აქსესუარები, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა ნივთები.
ესპანური მედიის ი
ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
პროცესი 15:00 საათზე არის ჩანიშნული.
როგორც დაკავებულის ადვოკატი, იოსებ ჯანაშია აცხადებს, სხდომას ბრალდებული დაესწრება.
,,სასამართლო ბანკის ძარცვის ფაქტზე იმსჯელებს. დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. ბრალდებული სხდომას დაესწრება, რადგან ეს მისი მოთხოვნაა“, - აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.
პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით განახლდება. ეს იქნება პირველი სხდომა, რო
დავით კომახიძე და მატილდა გვარლიანი
ლონდონის მოდის კვირეულის ახალ სეზონზე ქართველმა დიზაინერმა დავით კომახიძე, იგივე DAVID KOMA-მ თავისი ახალი კოლექცია წარადგინა.
დიზაინერის მოდელებს შორის ქართველი მატილდა გვარლიანიც იყო.
,,ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს შტორმის წინ სიმშვიდეს ჰგავს. მომწონს კოლექცია, საბოლოოდ, ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორც მინდოდა.” - აღნიშნა დავით კომახიძემ ჟურნალ ,,ვოგთან“ საუბრისას
დიზაინერის თქმით, ახალი კოლექციის შთაგონებად მან მარლენ
ფინეთის ან შვედეთის წინააღმდეგ სამხედრო მუქარა ვერ ჩაივლის ნატო-ს რეაგირების გარეშე, ამიტომ, დიახ, ჩვენ გვჭირდება პროცედურების დასრულება გზის დაგრძელების გარეშე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფინეთი და შვედეთი უკვე არიან პარტნიორები.
„ჩვენ ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ გასულ წელს, ივლისში ფინეთისა და შვედეთის წევრობაზე მოწვევით. გაფართოების პროტოკოლი ამოქმედდა და ყვე
21 თებერვალს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებასა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ერთობლივი შეხვედრა გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მოლაპარაკების შემდეგ სტოლტენბერგი, ბორელი და კულება ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
როგორც დმიტრო კულებამ აღნიშნა, ეს უკრაინის, ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლების პირველი შეხვედრაა სამმხრივ ფორმ