Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.056

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ტრამპმა უკრაინის საკითხებში წარმომადგენლად კიტ კელოგი დანიშნა

დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში თავის წარმომადგენლად გადამდგარი გენერალი, კიტ კელოგი დანიშნა. კელოგი ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ივლისში კელოგი საუბრობდა გეგმის შესახებ, რომელიც უკრაინაში ომს დაასრულებდა, რომელიც, მისი თქმით, ტრამპსაც მოეწონა. გეგმის თანახმად, თუ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წავა, კიდევ უფრო მეტ ამერიკულ დახმარებას მიიღებს, ხოლო ცეცხლი არსებულ ფრონტის ხაზზე უნდა შეწყდეს.

„რუსთავი 2“ ოთხმა ჟურნალისტმა დატოვა

განახლება: არხი დატოვეს მარიამ მენაბდემ და ვანო გავაშელმაც. „რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა. ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ დაუდასტურა მარიამ ჯანელიძემ. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჯანელიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროინტეგრაცია და ბოლო ორი ღამის განმავლობაში პოლიციის ძალადობას საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. „ჩვენი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილებ

გაი ვერჰოფშტადტი საქართველოში არსებულ ვითარებაზე - სასწრაფოდ საჭიროა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა სანქციების დასამტკიცებლად

ბელგიელი ევროპარლამენტარი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გაი ვერჰოფშტადტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა სანქციების დასამტკიცებლად. „საქართველოში ოპოზიციის ლიდერებზე ძალადობრივი ზეწოლა ევროკავშირის მოქმედებას მოითხოვს. სასწრაფოდ საჭიროა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა სანქციების დასამტკიცებლად!“- წერს ბელგიელი ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.   იპნ

მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე - მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით

მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით, - ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულმა 19 წლის ზვიად ცეცხლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში დემოკრატია დასრულებულია. „საქართველოში დემოკრატია დასრულდა, ეს საზოგადოებას, მათ შორის მეც, გვაძლევს წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, რათა დემოკრატიული სახელმწიფო შენარჩუნდეს.... მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ბრძოლას ყოველთვის

გახარია - სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა ქართველ ჟურნალისტებს...მათ შეძლეს და ჩამოხადეს ნიღაბი ამ რეჟიმს, დაგვანახეს მათი მანკიერი და მახინჯი სახე - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს და მათი მადლიერი ვიყოთ (ვიდეო)

"სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით და თავდადებით ემსახურებიან ჩვენი საზოგადოების ინფორმირების ძალზედ მნიშვნელოვან საქმეს. დღეს, ეს ახალგაზრდები, ხშირად ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად დგანან მოძალადე რეჟიმსა და მშვიდობიანი მომიტინგეებს შორის. მათ შეძლეს და ჩამოხადეს ნიღაბი ამ რეჟიმს, დაგვანახეს მათი მანკიერი და მახინჯი სახე.  ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს და მათი მადლიერი ვიყოთ." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯ

აქციის მონაწილე ექიმი გიორგი ახობაძე - დაკავების მომენტში, მარცხენა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, ვიგრძენი ჩადება, მერე გადამიყვანეს რამდენიმე მეტრით ხესთან, ხელები ამაწევინეს და იქ დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკა

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ახობაძის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე განმარტავს, ამოღებულ ნივთიერებაზე ექსპერტიზის დასკვნა მისთვის უცნობია, თუმცა გამომძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალს სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე წაუყენებენ. „ჯერ ბრალი არ წარუდგენ

ბაჩიაშვილი: ივანიშვილი მთავაზობდა, რომ „რუსთავი 2“ გამეფორმებინა

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი მას სთავაზობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გაეფორმებინა. ბაჩიაშვილის თქმით, მან რამდენიმე კვირით ადრე იცოდა სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმის დასრულების შესახებ, რადგან ივანიშვილი უკვე ეძებდა, ვისზე გაეფორმებინა ტელევიზია. ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილთან სხვადასხვა პერიოდში პროკურორები და მოსამართლეები დადიოდნენ, მათ შორის მაშინ, როცა სასამართლო სისტემაში რეფორმა მიმდ

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა. მასთან ინტერვიუ „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა. ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრეა ჩაწერილი. თეა გოდოლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით აქვს აქვს ბრალი წარდგენილი. პროკურატურის მტკიცებით, გოდოლაძე ოჯახის წევრზე ძალადობდა. საგამოძიებო უწყებებს გოდოლაძის წინააღმდეგ მისმა ყოფილმა პარტნიორმა მიმართა. ბრალი თეა გოდოლაძეს 2023 წლის ივლისში წარუდგინეს, შოვის მეწყერამდე რამდენიმე კ

საკრებულოს არჩევნებისთვის გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი იცვლება

საკრებულოს არჩევნებისთვის გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები “საარჩევნო კოდექსში“ “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით შედის. მოქმედი კანონით, თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს მიეკუთვნება, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა მიი

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო 7 წევრმა დატოვა – პროტესტი

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო, 7 წევრმა დატოვა. მათი განცხადებით, საბჭოს შიგნით კოორდინატორების მხრიდან იდევნება კრიტიკული და განსხვავებული აზრი, ისინი პირადად წყვეტენ რომელ საბჭოს წევრს მიიწვევენ ამა თუ იმ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე, რაც პირდაპირ ეწინაღმდეგება აღნიშნული საბჭოს პრინციპებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს. გთავაზობთ გავრცელებული განცხადების ტექსტს. „ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი და წინ

დიმიტრი ცქიტიშვილი - დიქტატურას ჭირდება ბევრი ინსტრუმენტი და საკანონმდებლო ცვლილებებით “ოცნება” ზუსტად ამ ინსტრუმენტებს ქმნის (ვიდეო)

დიქტატურას ჭირდება ბევრი ინსტრუმენტი და საკანონმდებლო ცვლილებებით “ოცნება” ზუსტად ამ ინსტრუმენტებს ქმნის. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1183822626416793

უკრაინის საგარეო უწყება - რუსული რაკეტები კიევში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხვდა, რამაც ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვიტა გამოიწვია

დილა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშით იწყება. რუსული რაკეტები კიევსა და სხვა ქალაქებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხვდა, რამაც ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვიტა გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთადერთი მიზანი არის სიკვდილი და განადგურება. „რუსეთი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით და არც გლობალური სასურსათო უსაფრთხოებით“, - წერს ნიკოლენკო

ნინო დოლიძე - მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, შეწყვიტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლება - თავისუფლდებიან პროფესიონალები, რაც საფრთხეს უქმნის მემკვიდრეობის დაცვას

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში დაწყებული მასშტაბური საკადრო წმენდა გრძელდება და ამ დროისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 100-ზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა. მისივე თქმით, 1-ელ ნოემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაციის მორიგი ტალღა დასრულდა, რი

დიმიტრი გვრიტიშვილი გვარამიას საქმეზე - ე.წ. რეზონანსული საქმეები რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია, ამგვარ ელფერს იძენს - შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი აღქმა ბუნებრივია

როდესაც სამართალწარმოება ცნობილი პოლიტიკოსის ან მასმედიის წარმომადგენლის მიმართ მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი აღქმა ბუნებრივია - ე.წ. რეზონანსული საქმეები, რომელიც გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის თუ მასმედიის საშუალებებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია, ამგვარ ელფერს იძენს, - ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებულ გამოხმაურებებზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა. გვრიტიშვილის თქმით,

უკრაინის გენშტაბის ცნობით, განადგურებულია ბატალიონ "ახმატის" 30-ზე მეტი წევრი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დღეს განაცხადეს, რომ დააზუსტეს თავდაცვის ძალების მიერ წინა დღეებში განხორციელებული რამდენიმე შეტევის შედეგები. მათ შორის, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკთან განადგურებულია ჩეჩენთა ბატალიონ „ახმატის“ 30-ზე მეტი წევრი და 15-მდე დაჭრილია. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა პირველად ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინასთან საომრად ქმნის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: "ჩრდილოეთი-ახმატი", "სამხრეთი-ახმატი", "და

ბაიდენი არჩევნების შედეგებზე: „გიგანტური წითელი ტალღის" პროგნოზი არ გამართლდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დემოკრატიისთვის კარგი დღე უწოდა 8 ნოემბერს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს. მისი დასრულებიდან მეორე დღეს, 9 ნოემბერს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დემოკრატია საფრთხის ქვეშ იყო, თუმცა, ამერიკელმა ხალხმა და არჩევნების შედეგებმა აჩვენეს, რომ დემოკრატია ხელუხლებელია. რაც შეეხება შედეგებს, ჯო ბაიდენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრესის და ექსპერტების პროგნოზი იყო „გიგანტურ

საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცთან გამოჩნდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალები გამოჩნდნენ. სუსის ინფორმაციით, მათ "უკანონო ინსტალაცია აღმართეს". "უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში განხორციელებული ინსტალაციის საკითხი მკაცრად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მომდევნო შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს შემდეგ რაუნდზე", - ამბობენ უსაფრთხოების სამსახურში. გუშინ, 10 ნოემბერ

ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნაზე კატეგორიული პოზიცია არ არსებობს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება უკრაინულ მოდელზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, გადააგზავნიან თუ არა ვენეციის კომისიაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს. მისივე თქმით, ჯერ უნდა გაარკვიონ, რა ხდება დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც ვენეციის კომისია ამუშავებს. „ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციები გვაქვს, კომუნიკაცია გვქონდა ვენეციის კომისიასთან, მთელი რიგი ინფორმაცია გვაქვს, მათ შორის უკრაინის მიერ ვენეციის კომის

მიუსაფარი ცხოველების მოვლისა და გამრავლების საკითხები კანონით დარეგულირდება

საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის საკითხში. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მიუსაფარი ცხოველების საკითხი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ თბილისით შეუძლებელია, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვიცი, რომ საქა

სასამართლომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დატოვა

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ბრალდების მხარე კი მათ მიმართ კვლავ მკაცრი აღვკეთის ღონძიების გამოყენებას ითხოვდა. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომ

აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინაში ბრძოლები ზამთრის პერიოდში შენელდება

უკრაინაში ბრძოლები ნელდება და ეს სავარაუდოდ გაგრძელდება ზამთრის მომავალ თვეებში, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა განაცხადა. ამერიკული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაც და რუსი სამხედროებიც ზამთრის შემდეგ კონტრშეტევისთვის მოემზადებიან. ჰეინსის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ამ ეტაპზე არ აქვს სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა სახის გამოწვევები აქვთ მის სამხედროებს. „რამდენადაც ჩ

მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭომ რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლაზე კვლავ უარი უთხრა, ხორვატიის მიღებას კი დასთანხმდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭომ რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლაზე კვლავ უარი უთხრა, ხორვატიის მიღებას კი დათასნხმდა. ევროკავშირის თავისუფალი გადაადგილების ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღება ნიდერლანდებმა და ავსტრიამ დაბლოკეს. „როდესაც ჩვენ ერთიანები ვართ, ჩვენ ძლიერები ვართ. ცხადია, ამ საკითხზე, ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შეყვანის თემაზე, ჩვენ ერთიანები არ აღმოვჩნდით და ეს სამწუხაროა“, – განაცხადა ევროკომი

„ნიუ იორკ თაიმსი“ - იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა რუსეთთან რეალურია

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „შეიძლება, ყველაფერი ისე არ წავიდეს და რუსეთი-ნატო-ს სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა რეალურია“. ამის შესახებ ნორვეგიის ტელევიზიასთან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომლის ციტატას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, სწორად შეაფასონ უკრაინის გარშემო არსებული მდგომარეობა და შეცდომაში არ შევიდნენ. „საქმე თუ არასწორად წავა, მაშინ შეიძლება, ის საშინლად ცუდად წა

შსს-მ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე, ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უაკნონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1999 წელს დაბადებული პირი დააკავა. დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ბრალდებული თავს დაესხა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებულ

კახაძე სააკაშვილის მნახველებზე: შევუმოწმოთ ფრჩხილები და თმები

პარლამენტის დეპუტატი ლადო კახაძე იუსტიციის მინისტრის მოსმენაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მნახველებიც შეამოწმონ მოწამვლაზე. „რაც შეეხება მოწამვლას – ამ დარბაზშიც იყო მოწამვლა, ჩვენ არ ვიცოდით, ის ადამიანი შემოიტანდა თუ არა საწამლავს. 1500-ზე მეტი მნახველი ჰყავს, მე მაქვს წინადადება, ამ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისა, შევამოწმოთ მათი ფრჩხილები და თმები, იმიტომ, რომ არაა გამორიცხული, რომ მცდელობა იყოს გაუკუღმართების“, – განაცხადა მან. გარდა ამისა,
×
×
  • შექმენი...