ახლა ცხრა ნაბიჯის შესრულებისა და იმ გადაწყვეტილებებისთვის თავის არიდების დროა, რომელთაც ევროკავშირისკენ გზაზე ხელის შეშლა შეუძლიათ, - ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საბჭოს (PSC) დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში PSC-ის წევრები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველოს ოფიციალური პირებს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების შესრულებისთვის იწვევენ.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკომისიის 2023
ანა ბუჩუკურის კითხვა ანრი ოხანაშვილს:
90-იან წლებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი ჰქონდა, ფრესკებისა და ხატების რესტავრაცია ევროკავშირის სახელმწიფოების გრანტებით კეთდებოდა.
ჩვენი ეკლესიების ფრესკებისა და ხატების რესტავრაცია და გადარჩენა, რომელი უცხოური ძალის ინტერესია?
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/966796085116444/
საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილებას გადახედოს, - ასე ეხმაურება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას.
როგორც ის აღნიშნავს, მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირისგან კიდევ უფრო აშორებს.
„საქართველოს პარტნიორების რჩევების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, ძალიან სამწუხაროა. ეს ქვეყანას
ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით, - ამის შესახებ საფრნგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენი ქვეყნები საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი არიან და აქტიურად დაუჭირეს მხარი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 2023 წლის დეკემბერში. ღრმა მწუხარებით ვაკვირდებით საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გადაუხვიონ ა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს და ამბობს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისას დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, 26 მაისს მიერ წარდგენილ გეგმაში, რომელიც იმ ნაბიჯებს მოიცავს, რომლებიც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან, დიასპორას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„27 მაისია და ჩვეულებრივ, ეს უნდა ყოფილიყო დიასპორის დღე, მაგრამ როგორც ჩანს, მიღებული იქნა გადაწ
საქართველოს პრეზიდენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა.
ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის ბრიფინგი გაიმართა. გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერაზე უარი არ ნიშნავს იმას, რომ ცვლილებებს ვეტო დაედო ანუ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნდა პარლამენტში. კანონის მიხედვით, თუ პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს და პარლამენტში დააბრუნებს, მასზე ხელმოწერა შეუძლია პარლამენტის თავ
ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზის საფუძველზე, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა- 46.1 მილიონ ევროა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„ევროკავშირის 46.1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი
მოტოციკლისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლეინზე გადაადგილების უფლების მიცემას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილეს და 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.
საკითხის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, მოტოციკლებსა და მოპედებს ბასლეინზე დაშვება ევროპის ბევრ ქვეყანაში აქვთ. ინიციატორთა ინფორმაციით, ამ მხრივ გასათვალისწინებელია არსებული პრაქტიკა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ესპანეთის ქალაქებში მადრიდსა და ბარს
"ახლა ივანიშვილს უნდა ეშინოდეს, რადგან მთელი მისი უკანონოდ მოპოვებული ძალაუფლება, შეიძლება ერთ დღეს აღმოაჩინოს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ გადაიბარა"
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3847110835537965/
საქმეს მიხედეთ, საქმეს! ეპისტოლეების გამოქვეყნების ნაცვლად, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ საკუთარი ქალაქის საბოტაჟი და დაბრუნდეთ საკრებულოში, - ასე ეხმაურება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, გიგა ფარულავა - პარტია “გახარია საქართველოსთვის” ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი გოგოხიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, „გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა, როდესაც განაცხადა, რომ ზუგდიდის საკრებულოდან გამოთავისუფლებულ 40 000 ლარს მერიას გადასცემს და ეს თანხა მოხმარდება - სოფ
გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა, რომ ჩვენი მუშაობა (გაფართოების შესახებ) კიდევ უფრო დაჩქარდეს. კომისიის მომავალ შემადგენლობაში გაფართოება მუდმივ სამუშაოდ უნდა იქცეს, რათა მას სრული ყურადღება მიექცეს. სწორედ ამიტომ, გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ. მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევრ
„ოცნების“ ყალბი რიტორიკა ტერიტორიულ მთლიანობაზე ილუზორულია - არსებული პოლიტიკა ოკუპანტ რუსეთს ეხმარება გავლენების გაზრდაში მთელი საქართველოს მასშტაბით და ანექსიური პროცესების გაძლიერებაში, საკუთრივ ოკუპირებულ აფხაზეთში, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდია გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ აძლიერებს რუსეთი პოლიტიკური და ფინანსური ბერკეტების გამოყენებით ზეწოლას აფხაზურ საზოგადოებაზე, რათა
ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას უზრუნველყოფს მხოლოდ ევროპული სივრცე, სხვა შემთხვევაში ამ ქვეყანაში მშვიდობა არ არის.
ლევან გოგიჩაიშვილი., პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1046529157195746/
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული პირები პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში.
„ამ პიროვნებებს შორის არიან ხელისუფლების და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი ძალაუფლება ქა
"უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და ხმა არ უნდა მივცეთ, არც "ნაციონალურ მოძრაობას, არც "ოცნებას. იმიტომ რომ, ერთიც უვარგისი რადიკალი გახდა და მეორეც. უნდა მიხვიდეთ და სხვა ნებისმიერი არჩევანი გააკეთოთ. ხომ არ გეუბნებით მაინცდამაინც მე მომცეთ ხმა, თუ მომცემთ მე ვიცი ამ ხმას, როგორც გამოვიყენებ. წესრიგი იქნება ამ ქვეყანაში, ვერავინ ხალხის ფულს ვერ მოიპარავს, ვისაც მოპარული აქვს, უკან მოვატანინებ და ყველაზე სწრაფად მივიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში სიმშვიდით. ჩვენ ვინმეს კი არ ვემტერებით, ჩვენ გვინდა ერთხე
“ოცნება” ცდილობს ხელისუფლება შეინარჩუნოს ყველაფრის ფასად, რადგან კორუფციით მოპარული ფული შეინარჩუნოს, სასამართლო გააუქმოს და ევროპული გზიდან საბოლოოდ გადაუხვიოს.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1212070710100305/
მოსახლეობის აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით არჩევნებში, რესურსს არ დავუტოვებთ მათ. რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მოვა საარჩევნო უბნებთან, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა იქნება “ოცნების” მხრიდან, რომ გააყალბონ არჩევნები და მოუწევთ შედეგების აღიარება.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1567118387264968/
დანიის ყოფილი პრემიერი და ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.
„გაყალბებისა და ძალადობის ამბები საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია.
უნდა დავუდგეთ გვერდში მათ, ვისაც სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, რომელიც თავისუფალია რუსეთის მავნე გავლენისგან.
საქართველო ევროპაა“, – წერს იგი.
ნეტგაზეთი
ეს ბრძოლა არის გრძელვადიანი, სადაც გვჭირდება ნებისყოფა და ცრუ მოლოდინების არ შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის.
დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ ხელისუფლება დარჩეს ლეგიტიმაციის გარეშე.
ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაც ჰაერშია ჩამოკიდებული, ვერ გაუძლებს პოლიტიკურ კრიზისს.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3914999048821543
სცენაზეც [ასვლა] ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს აქ და ვიქნები აქ, მოვა სცენის დროც და ავალ სცენაზე, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, შეიძლება მასზე ბევრია გაბრაზებული და თავადაც ბევრზეა გაბრაზებული, თუმცა ახლა ყველას ევროპული მომავალი აერთიანებს.
„ვიღაცას მე არ მოვწონვარ, ვიღაცას სხვები არ მოსწონს, ვიღაცას გაბრაზებულია ჩემზე,
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია რამდენიმე მოთხოვნას აყენებს.
როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩევლის სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება. კერძოდ, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, რომელ უბანზე და რომელ საათზე მისცა ხმა.
ამასთან, გახარია ცესკო-სგან არჩევნების ელექტრონულად ჩამტარებელ კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის გასაჯაროებასაც ითხოვს.
„ცესკო-მ, რ
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო იზრდება. იმ თანამდებობის პირებს შორის, ვისი სარგოც იმატებს, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარე მოადგილეებით და პარლამენტის წევრებიც არიან.
ინფორმაციისთვის, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. მაგალითისთვის, ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებუ
„ფარულობის არარსებობის მუქარით და სახელმწიფოს მიერ ყველა პერსონალური მონაცემების გამოყენებით, ამ კომპლექსის მოქმედებით, სისტემურობით მოახერხა მოქალაქეების დიდ ნაწილზე ზემოქმედება“ — გიორგი გახარია "ქართულ ოცნებაზე"
ვიდეო: https://www.facebook.com/DroebaOfficial/videos/1075909773728263
პირველი ვინც თქვა, რომ ეს პარლამენტი ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდი და ჩვენ, ჩვენი სიტყვის ერთგულები ვართ.
ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1084274776708855
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სცპერაზმთან მივიდა.
მთავარსარდალმა სპეცრაზმელებს მიმართა.
„თქვენი მოვალეობაა, რომ დაიცავთ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არაა, რომ დაშალოთ ხალხი.
რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი, თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ ხომ? არც თქვენი შვილების? არც თქვენ წინაპრებზე?, - მიმართა პრეზიდენტმა სპეცრაზმელებს.