Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    886.895

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარია - დამისხდნენ დებატებში... ნახევარი საათი მჭირდება ივანიშვილთან, რომ დაინგრეს მისი მშვიდობისმყოფელობის მითი

"ივანიშვილი როგორც სხვა ბევრ რამეს, ომი და მშვიდობის ნაწილშიც იტყუება. მშვიდობის პოლიტიკა არ შეიძლება იყოს დამყარებული ერთ ადამიანზე, მშვიდობის პოლიტიკა საქართველოში შესაძლებელი იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში დაბალანსებული საგარეო პოლიტიკით. დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტი იყო შემდეგი - ჩვენ გვაქვს შეთანხმებული არჩევანი გაკეთებული, რომ საქართველოს საგარეო ვექტორი არის ევროპულ კავშირში სრულფასოვანი წევრობა, მაგრამ , იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა და იმიტომ, რომ ჩვენთვის დეოკუ

გიორგი გახარია - დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ართმევს ჩვენს შვილებს ევროპულ მომავალს

„საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას უნდა აუხსნას, „რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით“. ამის შესახებ განცხადებას გახარია „ტვიტერზე“ აქვეყნებს. „დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ართმევს ჩვენს შვილებს ევროპულ მომავალს! დროა, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეებს. საქართველო ევროპაა“, - წერს გახარია.

გიორგი გახარია - დავიცვათ ქვეყანა, პირველ რიგში რუსული კანონისგან და დავიცვათ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისგან

"დღეს ჩვენ გვაქვს ორი პრობლემა. ეს არის ოცნება, რომელიც ცდილობს, თავს მოახვიოს საქართველოს მოქალაქეებს ეს გაუგებარი რუსული კანონი და მეორე მხარეს, რადიკალური ოპოზიციის ის ფრთა, რომელიც შეიძლება შეეცადოს, რომ ეს სწორ ფასეულობებზე დაფუძნებული საპროტესტო ტალღა და მუხტი, გამოიყენოს პროცესების რადიკალიზაციისთვის. ევროპაში ვერავინ გაგვცემს პასუხს, რა უფრო დააზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ეს რუსული კანონი, თუ ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირება თბილისის ქუჩებში. ამიტომ უნდა გვესმოდეს,

გიორგი გახარია - დადებითად ვაფასებ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა - საქართველოს მოქალაქეებს რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ და არა შეშფოთებები და მხოლოდ დიპლომატიური ვიზის გაუქმება

რეჟიმს მოვუწოდებ ჟურნალისტებთან „მიაწვეს“ ლეგიტიმაციის მიღების მცდელობებს. ევროსაბჭოს წევრების ჩამოსვლა ქვეყანაში პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მათ დეტალურად დაადგინონ რეჟიმის მიერ ჩადენილი ძალადობების, არაადამიანური მოპყრობების, წამების შემთხვევები, - ასე აფასებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტს, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია

გიორგი გახარია - გუშინ გამოჩნდა ერთი რამ - დამალული ივანიშვილი მზად არის თავისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოება დააპირისპიროს

გუშინ გამოჩნდა ერთი რამ. დამალული ივანიშვილი მზად არის თავისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოება დააპირისპიროს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.   მისი თქმით, მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება ამ ქვეყანაში ყოველთვის რუსული სცენარი იყო და იქნება, რაც ჩვენმა ქვეყანამ 90-იან წლებში უკვე  გამოიარა.   "ახალგაზრდების დემონიზება, მოქალაქეებისთვის იარლიყების მიკერება და საზოგადოების გახლეჩა

გიორგი გახარია - გიორგი ქობულია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომისტი - არ იყო საკმარისი დრო, რომ საკმარისი ნდობა დამყარებულიყო იმისთვის, რათა მსგავს მძიმე ბრძოლაში შევსულიყავით

მთავარი მიზანია ამ არჩევნების წარმატებით მოგება. მე ვკრავ გუნდს ისე, როგორც არის ოპტიმალური ამ მიზნის მისაღწევად, თორემ არის მიზნები, სადაც გიორგი ქობულია იქნება იდეალური, ისევე როგორც მიშა დაუშვილი იქნება, - ასე უპასუხა „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ კითხვას, თუ რატომ არ მოხვდნენ საარჩევნო სიაში გიორგი ქობულია და მიხეილ დაუშვილი. როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეთანხმების ვერ მიღწევასთან საუბრისას

გიორგი გახარია - გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას და  გამარჯვებას ულოცავს.  „გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნება ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო ქრისტიანული ევროპის ნაწილი! დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, ყველამ ერთად. არავინ არ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლ

გიორგი გახარია - გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს, განსაკუთრებით მინდა მივულოცო უკანონო პატიმრებს და ოჯახებში მალე დაბრუნება ვუსურვო!

გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს! დღევანდელი დღე, როგორც სიყვარულისა და სიხარულის სიმბოლო, განსაკუთრებული იმედია თითოეული ჩვენგანისთვის. განსაკუთრებით მინდა მივულოცო უკანონო პატიმრებს და ოჯახებში მალე დაბრუნება ვუსურვო! გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

გიორგი გახარია - გვერევა მტერი და მოყვარე, ამიტომ ქართველებს ის დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც 9 აპრილს დაიწყეს, დასასრულებელი გვაქვს - ახლა ყველაზე კარგი მომენტია, რომ პროცესი დავასრულოთ მშვიდობით, ევროპული ოჯახის წევრობით

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო. როგორც გახარიამ აღნიშნა, 9 აპრილი ტრაგიკული დღეა, თუმცა ამავე დროს, გარკვეული იმედის მომტანი დღეც უნდა იყოს. „35 წელი გავიდა ამ ტრაგიკული დღიდან. თითოეული ქართველისთვის უმძიმესი დღეა, მაგრამ იმედის მომცემი. განსაკუთრებით მაშინ არის იმედის მომცემი, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობის, გამთლიანების იმედი გვაქვს. მაშინ, როდესაც გვერევა

გიორგი გახარია - გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან არაფორმალური დაჯგუფებების წევრები და არ განეკუთვნებიან შსს-ს - მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები

გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და არ განეკუთვნებიან შსს-ის საპოლიციო ქვედანაყოფებს - მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, როგორც ჩანს, დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული. ის მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, სასწრაფოდ შეაჩეროს „სისასტიკე და ძა

გიორგი გახარია - გაცემულია არაკანონიერი ბრძანება - „იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენით!“ - როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემენ და პოლიცია, ზურგს უშვერს, სამარცხვინოა

ყველა ვხედავთ, რომ გაცემულია არაკანონიერი ბრძანება - იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენით! - როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემენ და პოლიცია, ზურგს უშვერს, სამარცხვინოა, უბრალოდ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მეცხრე დღეა, ადამიანებს ღამ-ღამობით იტაცებენ და დაკავების შემდგომ მათზე ძალადობენ. „ფაქტია და ყველა ვხედავთ, რომ არის გაცემული არაკანონიერი ბრძანება -იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენი

გიორგი გახარია - გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში გამოძიება მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის არსებობს - როცა კონკრეტულ ადამიანს დასჭირდა, პროკურატურაც ამუშავდა, სუს-იც და რაც უნდოდა, ის შედეგი დაიდო, შედეგი სამართლიანია თუ არა, არავის ადარდებს

როცა ერთ კონკრეტულ ადამიანს დასჭირდა, პროკურატურაც ამუშავდა, სუს-იც და რაც მას უნდოდა, ის შედეგი დაიდო, - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას შეეხებოდა. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება, სამართლიანობა და გამოძიება არსებობს მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის. „არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, სანამ გიორგი ბაჩიაშვილის ნათქვამ სიტყვებს ა

გიორგი გახარია - გააჩერეთ რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის - პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა

გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან - ვინც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის!”. „ბათუმში გუშინ და დღეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდები, მათე და ელიზბარი დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან სხვა ახალგაზრდები, ჟურნალისტები. გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ

გიორგი გახარია - გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!

გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე: "ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით. მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას - თქვენც იცით. გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!   ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტრო / Minis

გიორგი გახარია - ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე - პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს

ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს. გიორგი გახარიას განცხადებით, ბრიუსელში „გახარია საქართველოსთვის“ გზავნილი იყო ის, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. "დღეს ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე ჩვენს ევროპელ პარტნიორებამდე. პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. საქართველოს ევროპული გზა უნდა აღდგეს. პროგრესულ ლიდერებთან ერთად ჩვენი გზავნილი იყო მკაფი

გიორგი გახარია - ბოდიშში ცუდი კი არაფერია, მაგრამ ბოდიშს ვის უხდი, რატომ უხდი, სამაგიეროდ რას ელოდები? - გამოდიან და ამბობენ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ომიო

გინტური, ოთხოზორია, ტატუნაშვილი - ხმა ვერ ამოიღეს, ვერ დაიცვეს მოკლული საქართველოს მოქალაქეები და გამოდიან ამის მერე და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ბოდიში უნდა მოვიხადოთო. სამშვიდობო პოლიტიკა კი არა, ამას ჰქვია სამარცხვინო პოლიტიკა, - განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას. გიორგი გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველში ტერ

გიორგი გახარია - ბიძინას თუ ჰგონია, ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება

გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიას მოვუგოთ დრო და წლები, მეორე მხრივ ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო გვაქვს რისკი, რომ ეს 20-30 წელი უბრალოდ დავკარგოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გორში პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისივე შეფასებით, უახლოესი 1-2 წლის განმავლობაში გადაწყდება ბედი იმ მიღწევებისა და შეცდომების, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველომ დაუშვა. „ერთი რამ უნდა იცოდეთ - გპირდებით, დღეს საქართველოში არის ისეთი მომენტ

გიორგი გახარია - ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს - მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”

ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს - მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. „ოქტომბრის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე შეფასებას ელოდება. ამასობაში, ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა, ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს. სინამდვილეში, ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს. მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის”, - წერს გახარია. ინტერ

გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილს ეყოლება თავისი პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის თავმჯდომარე, პრეზიდენტი - თავისი თოჯინების თეატრი

ბიძინა ივანიშვილს ეყოლება თავისი პარლამენტის თავმჯდომარე, თავისი მთავრობის თავმჯდომარე, თავისი პრეზიდენტი, თავისი თოჯინების თეატრი , - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გახარიას თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის აირჩევს “ქართული ოცნება,” მთავარია ამ პროცესში მის გარდა არავინ მიიღოს მონაწილეობა. “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის აირჩევს “ქართული ოცნება,” მთავარია, პრეზიდენტის არჩევნების პროცედურაში, როგორ

გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსი, ის არის „პროთავისი“ - პატარა, შეშინებულ ბიჭებს არანაირი უნარი არ შესწევთ, შეცვალონ ქვეყნის ორიენტაცია

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვიცი უბრალოდ, რომ დღეს ამ პატარა, შეშინებულ ბიჭებს არანაირი უნარი არ შესწევთ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების. სწორედ ეს არის მიუღებელი, როდესაც ადამიანი დამალული კულისებიდან მარიონეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილებას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების მცდელობა არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე გადის.

გიორგი გახარია - ბათუმში განვითარებული მოვლენები - „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მიზანმიმართული დარღვევით რუსეთის მოქალაქეების შემოშვება, „ოცნების“ მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია

ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, - ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერის, "ასტორია გრანდეს" შემოსვლა. როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს. „ყალბი პროპაგანდა ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე და „ევროპის განზრახვაზე წაგვართვას ქართული იდენტობა“ რუსული სახელმძღვანელოს კარგად ცნობილი მეთოდებია. ბა

გიორგი გახარია - ახალგაზრდებო, გილოცავთ უნივერსიტეტში ჩაბარებას! გახსოვდეთ, ეს ქვეყანა თქვენია. თქვენი მომავალი კი ევროპულ, ღირსეულ და სამართლიან საქართველოშია!

"ახალგაზრდებო, გილოცავთ უნივერსიტეტში ჩაბარებას! გახსოვდეთ, ეს ქვეყანა თქვენია. თქვენი მომავალი კი ევროპულ, ღირსეულ და სამართლიან საქართველოშია! წარმატებულ სტუდენტობას და საინტერესო პროფესიულ ცხოვრებას გისურვებთ! გიორგი გახარია, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  

გიორგი გახარია - აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიმართ გამოყენებულია არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა. ივანიშვილი სუსტი და შეშინებულია, შესაბამისად - საშიში

გიორგი გახარია: “რუსული კანონის ოფიციალურად მიღებამდე მისი აღსრულება უკვე დაიწყო. ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას - აღკვეთოს განსხვავებული აზრი და დევნოს ოპონენტები. აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიმართ გამოყენებულია არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა. ივანიშვილი სუსტი და შეშინებულია, შესაბამისად - საშიში.”    

გიორგი გახარია - არჩევნებზე თუ მივიდა 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი, ოცნება იქნება 30%-ზე ქვემოთ

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ თუ არჩევნებზე 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მივიდა, ქართული ოცნება 30%-ზე ნაკლებს მიიღებს. გახარიას თქმით, ამომრჩეველთა დიდი აქტივობის შემთხვევაში მმართველი პარტია 600 000-ზე მეტ ხმას ვერ აიღებს. ამასთან, როგორც გახარიამ ფორმულას ეთერში აღნიშნა, მოსახლეობან უნდა იცოდეს, რომ "ვერავინ, ვერასდროს გაიგებს ვის მისცეს ხმა". "ჩვენი მთავარი ამოცანაა ადამიანებს ავუხსნათ, რომ ვერავინ, ვერასდროს გაიგებს ხმა ვის მიეცით. მაშინ, მერწმუნეთ, რომ 
×
×
  • შექმენი...