Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.368

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მიხეილ დაუშვილი - „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიზანი თუ ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდაა, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის სტატუსის „მირტყმა“ რა საჭიროა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ამერიკულ კანონთან კავშირი არ აქვს. მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ აღნიშნული კანონის მიღებით, უცხოური გავლენის აგენტის იარლიყის ქვეშ მოაქცევენ უამრავ ორგანიზაციას. „ეს კანონპროექტი პარლამენტში საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს, საერთოდ არ უნდა ვმსჯელობდეთ, რას და როგორ ჰგავს. არ შეიძლება ამ კანონს

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი გახდება - „იმედი"

პროსახელისუფლებო ტელევიზია „იმედის” ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება, რომელიც ამ დრომდე პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა. ინფორმაცია გადაცემა „იმედის კვირაში” გავიდა. ამილახვარი მიხეილ ჩხენკელს შეცვლის, რომელსაც აღნიშნული პოსტი ორჯერ ეკავა – ჯერ 2017 წელს. მეორედ 2019 წელს დაინიშნა განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრად. 2021 წლიდან კი მას შემდეგ რაც განათლების და კულტურის სამინისტროები გაიმიჯნა, ჩხენკელმა გ

აფხაზეთისა და ცხინვალის ციხეებში ცემა და წამება Amnesty International-ის ანგარიშში

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International 2022/23 წლის ანგარიშში, დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების საკითხებსაც მიმოიხილავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით, მდგომარეობა გაუარესდა. ხოლო წარსულში ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი დარჩა. ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად დე ფაქტო აფხაზეთის დროში

რუსეთში კაცს, რომლის შვილმაც ომის წინააღმდეგ ნახატი დახატა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რუსეთში კაცს, რომლის 12 წლის შვილმაც სკოლაში ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილების მიზეზად თავად ალექსეი მოსკალიოვის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ სოციალურ მედიაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებები დაასახელა. მოსკალიოვს ბრალად „რუსეთის არმიის დისკრედიტაცია“ წაუყენეს და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. რუსული არმიის დისკრედიტაციის მუხლით საქმე მოსკალიოვის წინააღმდეგ გასულ წელს აღძრეს. 30 დეკემბერს სამართალდამცველებმა მი

პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ - არ შემიძლია არ გკითხოთ, სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით? - დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც დაიწყო ფერისცვალება

ახლა არ შემიძლია არ გკითხოთ, სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მ

სანამ ძალიან ბევრი გაგიხდებით დასაჭერი, ვინც ჩვენი გასაკეთებელი ითავა გამოუშვით! - თამადა

–  წერს მომღერალი ლაშა ჩხაპელია, სასცენო სახელით – „თამადა”. ლაზარე გრიგორიადისს სოლიდარობა გამოუცხადეს სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ორგანიზაციებმა, პარტიებმა, მოქალაქეებმა. დღეს პარლამენტთან მისი მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სასამართლომ ფოიეში დაძაბული ვითარება, ხმაური და შეძახილები – „მონებო” იყო. დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყე

“საჩუქარში ჩამალული ბომბი” — პეტერბურგში აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადენ ტატარსკი ემსხვერპლა. ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. აფეთქება ერთ-ერთ კაფეში მოხდა. დაშავებულია, სულ მცირე, 25 ადამიანი. როგორც BBC წერს, სამხედრო ბლოგერი სპიკერად იყო მიწვეული ზემოხსენებული კაფეს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, როცა აფეთქება მოხდა. ვლადენ ტატარსკი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი მაქსიმ ფომინია, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის აქტიური მხარ

პარლამენტში დღეს ოთარ შამუგიას მოუსმენენ

20 აპრილს პლენარულ სხდომაზე პარლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას მოუსმენს. ოთარ შამუგია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. მოხსენების შემდეგ მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. "მინისტრის საათი" საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც წელიწადში ერთხელ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრების ანგარიშით გამოსვლას გულისხმობ

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება. დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილია ამ ისტორიულ ღონისძიებაზე და საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ცერემონიას. „ბრიტანეთი განსაკუთრებით ემზადება მეფე ჩარლზის კორონაციისთვის, რაც ბუნებრივია, ვინაიდან თითქმის ერთი საუკუნეა მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ცერემონი

მერია სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან ვაგონების ხელშეკრულებას აუქმებს

თბილისის მერიის განცხადებით, ხელშეკრულებას აუქმებს თავისი საერთაშორისო პარტნიორების მიერ 19 მაისს სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან, რომლისგანაც თბილისის მეტროპოლიტენისთვის ახალი ვაგონები უნდა ეყიდა. საუბარია “მეტროვაგონმაშზე”, რომელიც, როგორც მერია 2021 წელს ამბობდა, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”(EBRD) დაფინანსებით და მათივე წესებით გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებულად. მაშინ მერია აცხადებდა, რომ ვაგონების ეტაპობრივი მოწოდება 2022 წლიდან უნდა დაწყებულ

ვოლოდიმირ ზელენსკი ირანელებს - რატომ უნდა იყოთ რუსული ტერორის თანამონაწილეები? რატომ ხართ ბოროტი სახელმწიფოს მხარეს?

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირანელ ხალხს მოუწოდებს, რუსეთის სისხლიანი ომის თანამონაწილეები არ გახდნენ, რომლებიც ირანულ „კამიკაძე“ დრონებს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების დასახოცად იყენებს. „დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თავდასხმები მუდმივად გრძელდება, მინდა მივმართო უშუალოდ ირანელ ხალხს, თითოეულ ოჯახს, იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზე ირანში. კითხვა მარტივია: რატომ უნდა იყოთ რუსული ტერორის თანამონაწილეები? რატომ ხართ ბოროტი სახე

დანიის საგარეო უწყება - დანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მის ბრძოლაში

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. დანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მის ბრძოლაში, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „გასულმა წელმა გააძლიერა დანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები - მათ შორის გაიხსნა თბილისში დანიის საელჩოს. დანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მის ბრძოლაში“, - აღნიშნულია განცხადებაში

ქართველი არტისტების ხელშეწყობისთვის მერია თანამედროვე ხელოვნების ფონდს აფუძნებს - კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მერიამ დააფუძნა „თანამედროვე ხელოვნების ფონდი“, რომლის მიზანიც, მისივე თქმით, იქნება არტისტების ხელშეწყობა და საჯარო სივრცეში მათი თანამედროვე ვიზუალური ნამუშევრების გამოფენა. კალაძე ამბობს, რომ ფონდი უახლოეს მომავალში ამოქმედდება. თქვა, რომ შეიქმნება „ქანდაკებების ბაღი“, სადაც არტისტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.

შოთა ბურჯანაძე - რუსეთიდან საქართველოში ფრენების ფასი არასწორად გაითვალა - იმხელა ფასებია, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გადმოფრენის სურვილი ჰქონდათ, ისევ ლარსით გადმოსვლას ამჯობინებენ

„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, 2023 წელს შავი ზღვის პირას დამსვენებელთა რაოდენობაზე რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთის მიერ უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქებამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამის მიუხედავად, დიდია იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ბევრი ტურისტი ეწვევა. „მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს ბევრი ტურისტი ეწვევა, ძალიან დიდია. შეიძლება ითქვას,

ლენტეხის თვითთმმართველობაში ნაცვლად რეკომენდირებული 5-ისა, 50-მდე ავტომობილით სარგებლობდნენ

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 5 სამორიგეო ავტომანქანა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვათ მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე მიიღონ ნორმატიული აქტი, დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პრინციპების შესაბამისად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2

ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა - სახელმწიფო მდივანი ვიზიტისას უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხს განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პეკინში ჩავიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანია იუწყება, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ორივე მთავრობის ოფიციალურ პირებს ვიზიტის მიმართ დაბალი მოლოდინები აქვთ, მაგრამ ბლინკენმა პირობა დადო, რომ ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის ომზე, „აშშ-ის ძალიან რეალურ შეშფოთებასთან“ დაკავშირებით ისაუბრებს. ჩინეთმა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა დოკუმენტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის „პ

რუსლან სტეფანჩუკი - უკრაინას სურს ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის შემდეგ გაწევრიანდეს და იგივე სცენარით

უკრაინას სურს გახდეს ნატო-ს შემდეგი წევრი მას შემდეგ, რაც შვედეთი შეუერთდება ალიანსს, - ამის შესახებ უკრაინას უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ უკრაინის „ფინეთიზაციაზე“. მას შემდეგ, რაც ფინეთი ნატო-ში მიიღეს, მზად ვართ ფინეთის გზას დავადგეთ, ჩვენ მზად ვართ ასეთი „ფინეთიზაციისთვის". 24 თებერვლის შემდეგ ფინეთი გახდა ნატო-ს 31-ე ქვეყანა, იმედი მაქვს უახლოეს მომავალში შვედეთი 32-ე ქვეყანა გახდება. ჩვენ გვინდა

ნათია მეზვრიშვილი - რაც უფრო დიდი ხანი იქნება "ოცნება" ხელისუფლებაში, მით უფრო საშიში გახდება ქალაქში ცხოვრება, ადამიანებს შორის ისეთ დონეზე აღვივებენ შუღლს

რაც უფრო დიდი ხანი იქნება ოცნება ხელისუფლებაში, მით უფრო საშიში გახდება ქალაქში ცხოვრება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი განცხადებით,  ხელისუფლება ორგანიზებულ ძალადობრივ დაჯგუფებად არის გადაქცეული. "ერთადერთი მორალური უპირატესობა ჰქონდათ 2011-2012 წლების ნაცმოძრაობისგან და ისიც წაშალეს, უფრო მეტიც, გაცილებით საშიშები არიან ადამიანებს შორის ისეთ დონეზე აღვივებენ შუღლს.", - წერს

პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში - ჩვენ არ გვინდა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს

ქართველებმა კოლექტიურად უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ მოეწყობა საარჩევნო კამპანია. იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, თითოეული ამომრჩევლის ხმა დაცული იყოს. „ნაბიჯი ნომერი 4, ახლად გამოყოფილი ნაბიჯი ნომერი 4, საუბრობს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე. ქართველებმა კოლექტიურად უნდა გადაწყვი

გიორგი შარაშიძე - საქართველოში დღეისათვის გამეფებული კორუფცია და არაფორმალური მმართველობა საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს (ვიდეო)

“საქართველოში დღეისათვის გამეფებული კორუფცია და არაფორმალური მმართველობა საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს.”  გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი. 406480608_377497804849594_1933244951291161589_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - წერილების გზავნას ჯობია, ღარიბაშვილმა თქვას, რომ უარს ამბობს განცხადებებზე, რომლებიც ემსახურებოდა ევროპის დისკრედიტაციას (ვიდეო)

"წერილების გზავნას ჯობია, ღარიბაშვილმა თქვას, რომ უარს ამბობს განცხადებებზე, რომლებიც ემსახურებოდა ევროპის დისკრედიტაციას." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410196976_201350236364236_4182971440449175929_n.mp4

ევროკავშირის ელჩი - ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება! - მოდით, შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მოსახლეობას შობა-ახალ წელს ულოცავს. როგორც ის განმარტავს, შობა-ახალი წელი ის დროა, როდესაც ბავშვობიდან მოყოლებული, სურვილს ვიფიქრებთ ხოლმე და მის ასრულებას ველოდებით. „ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება! ევროკავშირის ელჩად ყოფნის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არც ერთი მოქალაქე, ვისაც იგივე სურვილი არ ექნებოდა, ამიტომ, მოდით შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწე

ვოლოდიმირ ზელენსკი - მოსკოვს კავკასიის ერებისადმი არანაირი პატივისცემა არ აქვს, ყველასთვის სახიფათოა ახლა ჩუმად ყოფნა, სახიფათოა მარტოდ დარჩენა

მოსკოვს კავკასიის ერებისადმი არანაირი პატივისცემა არ აქვს, ყაზახეთსა და უზბეკეთს უკვე ესმით, რომ რუსეთს მათი დამოუკიდებლობა ეზიზღება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკან დაიხევს. ვერ შევძლებთ ახლა კონკრეტული დღის დასახელებას, თუ როდის მოხდება ეს. არ შეგვიძლია ახლა კონკრეტული დეტალების დასახელება, თუ როგორ მოხდება ეს. მაგრამ ვიცით, რომ ეს მოხდება. იქნება ასეთი დღე. აუცილებლად. პირველ

გიორგი კეკელიძე - პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა

პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ძალიან დიდი უსამართლობაა“. „პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაო

ბექა ლილუაშვილი - კობახიძის კრიტიკა არ გაიშვას, ასე ვერ დაიცავენ ივანიშვილს - მისი გადასაწყვეტი იყო კულისებიდან გამოსვლა და ახლა ვინღა შეაბრუნებს? გახარია ამის საშუალებას არ მისცემს

კობახიძის კრიტიკა არ გაიშვას - ამ კაცმაც [ირაკლი კობახიძემ] და ბიძინა ივანიშვილმაც კითხვებზე პასუხი კარგად იციან, კობახიძეს ეს უბრალოდ რიტორიკისთვის თუ უნდა, ეს არის მისი ბზუილი გახარიასთან - გამოდიან მინიონები და ბიძინა ივანიშვილის დაცვას ცდილობენ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი გა
×
×
  • შექმენი...