Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.086.154

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელები

დავით ლორთქიფანიძეს ეროვნული მუზეუმის დირექტორობის ვადა გაუხანგრძლივეს

ეროვნული მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი თანამდებობაზე კიდევ 4 წლის ვადით დარჩება. ამას მოწმობს კულტურის სამინისტროს მიერ გაცემული ბრძანება, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ დღეს, 22 ივნისს გაასაჯაროვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1 თვის განმავლობაში ლორთქიფანიძემ კულტურის სამინისტროს უნდა წარუდგინოს სამოქმედო გეგმა. ნეტგაზეთთან კომენტარში დავით ლორთქიფანიძემ დაადასტურა ეს გადაწყვეტილება და განმარტა, რომ ბრძანებას 21 ივნისს მოეწერა ხელი. სხვა კითხვებზე, მაგალითად, იმაზე, გაგრძელდება თ

ათენში EU-ს გაფართოებაზე არაფორმალურ შეხვედრას საქართველოდან არავინ ესწრებოდა

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ათენში არაფორმალური შეხვედრა 21 აგვისტოს, საღამოს გაიმარათა. შეხვედრას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები. თუმცა, არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოება განიხილებოდა, არ იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელი. შეხვედრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაიმართა სალონიკის სამიტიდან 20 წლისთავის აღსანიშნად. 200

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. ევროპულ საბჭოში გამართული შეხვედრის კადრები ზურაბიშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში დღეს გერმანიიდან ჩავიდა, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები, გუშინ, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტა

ოკუპირებულ აფხაზეთში ინალ არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია ე.წ. მინისტრის ინალ არძინბას გადადგომის შესახებ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტეს, რომ უწყების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ინალ არძინბას გადადგომის შესახებ, რომელმაც, სავარაუდოდ, თავის გუნდს განუცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს და რუსეთში ბრუნდება.

ყოფილ იპოდრომთან 80 ათას კვ.მ-ს ყიდულობს კომპანია, რომლის დირექტორიც სოსო ფხაკაძეა

თბილისში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ, 80 145 კვ.მ ფართობის ტერიტორიას ფონდი ქართუსაგან ყიდულობს კომპანია, რომლის დირექტორი “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძეა. ტერიტორიის შესყიდვაზე ფხაკაძის ახალი კომპანიის, შპს “ცენტრალ პარკ ავენიუს” განცხადება 27 ოქტომბერს შევიდა საჯარო რეესტრში. კომპანიის 35%-იანი წილის მფლობელი კომპანია “იდეაა”, რომლის წილებსაც თავის მხრივ სწორედ სოსო, ლევან და სამსონ ფხაკაძეები ფლობენ. “იდეის” გარდა, “ცენტრალ პარკ ავენიუს” ფლობს კიდევ 3 სხვა კომპანია — შპს “

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ ფსორთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრას ნგრევა ან დაზიანება არ გამოუწვევია. როგორც უწყებაში განმარტავენ, რაიმე სახის შეტყობინება ა

უზბეკეთი უარს ამბობს რუსეთთან და ყაზახეთთან საგაზო კავშირის შექმნაზე

უზბეკეთი მზად არის გააფორმოს რუსეთთან კომერციული კონტრაქტი გაზის მიწოდების თაობაზე, მაგრამ ის არ აპირებს შეუერთდეს მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ საგაზო კავშირს რუსეთთან და ყაზახეთთან, - Reuters-სი თანახმად ამის მის შესახებ უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ტაშკენტი არასოდეს მიიღებს გაზის სანაცვლოდ შეთავაზებულ პოლიტიკურ პირობებს. მოსკოვი და ტაშკენტი მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსული გაზის მიწოდებაზე მეზობელი ყაზახეთის გავლით, მაგრამ "ეს იქნება ტ

სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა

სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, გაუქმებულია სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ავიაკომპანია „პეგასუსის“ ორი ავიარეისი და „თურქეთის ავიახაზების“ ორი ფრენა. მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს და სხვა რეისები გეგმურად სრულდება.

სემეკ-მა თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად, სემეკ-მა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს. „სემეკ-ი თანადგომას უცხადებს დაზარალებულებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია გამოთქვამს მზადყოფნას, დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას, თურქეთის კოლეგა უწყების თანამშრომლებს აღმოუჩინოს დამატებითი დახმარება და მხარდაჭერა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

FDA-მ შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი ცხვირის სპრეი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ Pfizer-ის მიერ წარმოებული სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი დაამტკიცა. ამის შესახებ ფარმაცევტული გიგანტი იუწყება. Pfizer-ის განცხადებით, პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით გავა და აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება. „FDA-ს მიერ Zavzpret-ის დამტკიცება მნიშვნელოვანი მიღწევაა შაკიკის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც ტკივილისგან გათავისუფლება სურთ და ორალურ პრეპარატებს ალტერნატიულ ვარიანტებს არჩევენ“, —

სოფელ ჩალაუბანში 80 წლის ქმარმა 70 წლამდე ცოლი მოკლა

კახეთში მკვლელობა მოხდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, 80 წლის ქმარმა 70 წლამდე მეუღლე, სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ქალი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილის მეზობლებს დეტალებზე საუბარი უჭირთ. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ხანდაზმული წინასწარი

CNN - უკრაინამ მტრის სუსტი წერტილი იპოვა და სამხრეთში დიდი კონტრშეტევა დაიწყო

უკრაინამ მტრის სუსტი წერტილი იპოვა და სამხრეთში დიდი კონტრშეტევა დაიწყო, - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა CNN-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. ერთი-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ხელმძღვანელობა ძალების ნაწილს ჯერ კიდევ რეზერვში ტოვებს, კონტრშეტევისთვის გამოყოფილი ძალების „ძირითადი ნაწილი“ უკვე საქმეშია ჩართული. “სიჯიუტემ, როგორც ჩანს, გარკვეული შედეგები მოიტანა. კონტრშეტევის მსვლელობისას სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსული თავდაცვითი ბარიერების გარკვეულ

უკრაინელებმა რუსების 30 რაკეტა და 27 დრონი გაანადგურეს

5 აგვისტოს საღამოდან 6 აგვისტოს დილამდე საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 30 რაკეტა და 27 თავდასხმის დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „2023 წლის 5 აგვისტოს საღამოდან 6 აგვისტოს დილამდე რუსმა დამპყრობლებმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო და საზღვაო ბაზირების რაკეტებით, ასევე ირანული "შაჰედ-136/131" თავდასხმის დრონებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში. უ

ანა ფოტიგა - 2008 წლის ზაფხულში პუტინს ისევე სურდა ომი, როგორც 2022 წლის თებერვალში

2008 წლის ზაფხულში პუტინს ისევე სურდა ომი, როგორც 2022 წლის თებერვალში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. ფოტიგას თქმით, დღეს ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ რუსეთი მზადაა, ნებისმიერი ტყული თქვას, როგორც საბაბი თავისი იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად. „ჩვენ ყველაზე აბსურდული სიტყვები მოვისმინეთ, რომლებიც სტალინისტურ დანაშაულებს ათეთრებენ და რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტსაც ამართლებენ. 2022, 2014 და 2008 წლებში, ისევე როგორც 1939 და 1940 წლებშ

კელი დეგნანი ქართულ საზოგადოებას გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართავს

აღტაცებული ვარ იმ ყველაფრით, რაც ქართველმა ხალხმა გააკეთეთ და რასაც მომავალში გააკეთებთ თქვენი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულისა და შეუპოვრობის გამო, რომ საქართველომ მიაღწიოს ნათელ, დემოკრატიულ მომავალს, რომელიც ქართველებს გსურთ და ასე უხვად იმსახურებთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის ამბობს, „ძალა ერთობაშია" ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის. “საქართველოში სამწლინახევრის წინ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შეს

ზელენსკი: ათასობით ადამიანი ქრთამის გზით წავიდა საზღვარგარეთ, მოხელეები პასუხს აგებენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ათასობით ადამიანი ქრთამის და სამხედრო-სამედიცინო კომისიების საეჭვო გადაწყვეტილების გზით საზღვარგარეთ წავიდა და რომ მექრთამეებს პასუხს მოსთხოვენ. ზელენსკიმ ამის თაობაზე ვიდეომიმართვაში თქვა 30 აგვისტოს. „ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სამხედრო-სამედიცინო კომისიების შემოწმება, სამართალდამცავები მალე დაასრულებენ მუშაობას. უკვე არსებობს რამდენიმე დასკვნა“ - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „აუცილებელია შემოწმდეს ინვალიდობისა და სამხედრო

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის რვა მოსწავლე, ასპროცენტიანი გრანტის მფლობელი გახდა

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის  რვა კურსდამთავრებული სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა. ესენია: ელენე ჯაფარიძე, ნინი გობრონიძე, გიორგი სირაძე, ნუცა ღელეყვა, ვახტანგ ბაქანიძე, ლიზი მექვაბიშვილ, ანანო ჩაგუნავა, მარიამ ქათამიძე. ვულოცავთ ამ დიდ მიღწევას და სიხარულს აწ უკვე სტუდენტებს და კვლავ გამარჯვებებს ვუსურვებთ.   მარინა ჩი

რუსეთში უფასოდ სწავლის სურვილი 100-მდე ქართველმა აბიტურიენტმა გამოთქვა – „ტასს“

„დაახლოებით 100-მა“ ქართველმა აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი 2024 წელს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე, წერს რუსული სამთავრობო მედია „ტასს“ საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. შვეიცარიის საელჩოში მოქმედ რუსეთის ინტერესების სექციაში ამბობენ, რომ წელს ქართველი აბიტურიენტებისთვის ორასი კვოტაა გამოყოფილი, ხოლო აბიტურიენტებს დიდწილად მოსკოვსა და სანქტ-პეტებურგში სურთ სწავლა. „თუმცა ირჩევენ უნივერსიტეტებს ყაზანში, კრასნოდარში, ასტრახანში, ვოლგოგ

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა, სადაც ის ფორუმს - "ერთი სარტყელი, ერთი გზა" - დაესწრება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ლიდერი არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან. ვლადიმერ პუტინი 18 ოქტომბერს, ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვა. იმავე დღეს შეხვდება ის ჩინეთის ლიდერებსაც. პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკებები ორ ეტაპად - გაფართოებულ და ვიწრო

„სოლიდარობა ხასაიას და ჩიქობავას" - ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი ერთი საათით გაიფიცა

გუშინ ღამით ჭიათურის მაღარო ერთსაათიან სოლიდარულ გაფიცვაზე გავიდა ძალადობრივი გამოსახლების წინააღმდეგ და გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით. მაღაროელების მიმართვას მოძრაობა „ხმა” ავრცელებს. მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია მთელი ცხოვრება უსამართლობის წინაარმდეგ იბრძვიან. “ებრძვიან ბანკებს ასეთი პროცენტების გამო, ებრძვიან მევახშეებს ასეთი უკანონობის გამო, ითხოვენ მოსწავლეებისთვის უფასო სასკოლო კვებას, უფასო საცხოვრებელს სტუდე

ილია თოფურიას ესპანეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ

ილია თოფურიას, რომელიც ცოტა ხნის წინ UFC-ის ჩემპიონი გახდა, ესპანეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ, იტყობინება „მარკა“. დღეს, 27 თებერვალს, თოფურია ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა მიიღო. თოფურიამ, რომელიც მრავალი წელია ესპანეთში ცხოვრობს, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჯერ არ აქვს, თქვა, რომ ჩემპიონობის შემდეგ მისი ოცნება ესპანეთის მოქალაქეობის მიღება იყო და უნდოდა, პრემიერისთვის მოქალაქეობის მინიჭება ეთხოვა. თოფურიას თქმით, ესპანეთის პრემიერს შეხვედრაზე მოქალაქეობა უნდა სთხოვოს

სილა პატრიარქატს, სილა თვითმარქვია პოლიციას, სილა ავტორიტარიზმს! - სარვამარტო მანიფესტი

„ქალები რეჟიმის წინააღმდეგ” – დღეს, 8 მარტს რუსთაველის გამზირზე ქალთა მარში გაიმართა, შემდეგ კი შეკრების ორგანიზატორებმა სარვამარტო მანიფესტი წაიკითხეს: პუბლიკა

გახარია წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაიბარეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაიბარეს. კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, გახარიას შეტყობინება უკვე გაეგზავნა და ის 23 ივნისსაა დაბარებული. წულუკიანის თქმით, საკითხი შეეხება ჩორჩანას საგუშაგოს და გახარიას ოპოზიციაში ყოფნის პერიოდს. „იმედი მაქვს, რომ გიორგი გახარია დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება, იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვლის და სხვა სოფლე

ვაკის პარკის შადრევანს და "ვარკეთილის" ჩამონგრეულ მეტროს სადგურს ექსპერტიზა ერთმა და იმავე კომპანიამ ჩაუტარა

ვაკის პარკის შადრევანსა და 2018 წლის იანვარში “ვარკეთილის” ჩამონგრეულ მეტროს სადგურს ექსპერტიზა ერთმა და იმავე კომპანიამ, შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ" ჩაუტარა. ვარკეთილის მეტროს გარემონტებული ჭერი განახლებიდან რამდენიმე თვეში ჩამოვარდა, ვაკის პარკის შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს, წყალში ჩასულ ბავშვებს კი დენმა დაარტყა. ვაკის პარკის შადრევნის და ვარკეთილის მეტროს სადგურის შემთხვევაში სხვადასხვა ეტაპის სამუშაოები რამდენიმე კომპანიამ შეაფასა, მათ შორის, შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურ
×
×
  • შექმენი...