Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.106
  • comments
    0
  • views
    732.797

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 9 აპრილს პრეზიდენტი ოპერისა და ბალეტის თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, ღონისძიება აპოლიტიკურია, მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებას

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ღონისძიება აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყლიბებას. „9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეა

სენაკის მერის ბიძის კომპანია ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს — TI-საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ინფორმაციით, სენაკის მერიის მიერ 2022 წლის მარტში გამოცხადებულ 5 ტენდერში, რომელთა ჯამური ღირებულება 2 614 550 ლარია, სენაკის მერ ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია „არქეოპოლისმა” და ბიძაშვილ იოსებ გადელიას კომპანია „ინდიკომ” უკონკურენტოდ გაიმარჯვეს. სენაკის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ვახტანგ გადელია ადრე თავადაც მუშაობდა „არქეოპოლისში”. 2009-2013 წლებში სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. „არქეო

ფინეთის პრეზიდენტი - ბევრი ისტორიული მომენტი გვინახავს, მაგრამ დღევანდელი დღე ყველაზე ისტორიულია - რუსებმა სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია

რუსებმა, გარკვეულწილად, სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია , - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ფინეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. “მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მახსოვს, რომ ფინეთის გაწევრიანებას ჯერ კიდევ 2021 წელს განვიხილავდით, მას შემდეგ კიდევ ლამის 10-ჯერ გვისაუბრია. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ფინეთისთვის. ვხედავ, რომ ნატოსთვისაც მნიშვნელოვანია. უსაფ

ფინეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად გახდა

ფინეთი უკვე ოფიციალურად ნატო-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ გაწევრიანების ოფიციალური პროცესი ცოტა ხნის წინ დაასრულა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის“. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადი

სოსო გოგაშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სასამართლომ ბრალადწარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშილმა გამოაცხადა. მოსამართლემ ყოფილ მაღალჩინოსანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას გოგაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მ

ანა ბუჩუკური - დეჟავუ მქონდა, „wanna be ბიძინა" გამოვიდა ფაქტობრივად, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კეზერაშვილს ბიძინობა უნდა

დეჟავუ მქონდა, „wanna be ბიძინა" გამოვიდა ფაქტობრივად, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კეზერაშვილს ბიძინობა უნდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ადამიანები პოლიტიკაში არაფორმალურად არ უნდა მონაწილეობდნენ. „ძალიან უცნაური ეთერი ჰქონდა ბატონ კეზერაშვილს, ბოლომდე ვერ ვუყურე, კვარაცხელიას თამაში იყო, მაგრამ რასაც ვუყურე, კითხვები უფრო მეტი გააჩინა, ვიდრე რამეს უპასუხა. ზოგადად, ვერავის აუკრძალავ პოლიტიკაში ყოფნას, მაგ

მიხეილ დაუშვილი - თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება სრულად ჩვენი მოქალაქეების დამსახურება და არავისი სხვისი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო

პარტია "საქართველოსთვის" წევრისა და დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიამ ცალსახად თქვა თავის შუალედურ დასკვნაში, რომ „დეოლიგარქიზაციას“ სჭირდება სისტემური მიდგომა და არა ის მიდგომა, რომელიც დღევანდელ პროექტშია ასახული. მისივე თქმით, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლოს ძირეული რეფორმაა.     "ამიტომ კიდევ ერთხელ, თუნდაც ერთობლივად, მაგრამ გავატაროთ რეალური სისტემური რეფორმები, რათა

ბექა ლილუაშვილი - პარლამენტში შესულია ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების პეტიცია, 6000 ადამიანის ხელმოწერით და მხარდაჭერის მოთხოვნით, დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის კი, შეზღუდულადაა ხელმისაწვდომი ინსულინის ინექცია აფთიაქებში

სანამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კვლავ აგრძელებს ეკონომიკური ზრდით და სიღარიბის ფსევდო შემცირებით თავმოწონებას, მისი გამოსვლის პარალელურად, მისივე კაბინეტთან მიმდინარეობს აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვთა მშობლებისა და ახლობლების აქცია, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა,  პარლამენტში შესულია ონკოპაციენტების და მათი ოჯახის წევრების პეტიცია, 6000 ადამიანის ხელმოწერით და მხარდაჭერის

ალექსანდრე მოწერელია - არავის აღარ სჯერა მმართველი გუნდის ნაამბობის იმის შესახებ, რომ ჩვენ ევროპა ომში გვითრევს

31 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა და მოუწოდა მმართველ გუნდს, რომ აღასრულოს ხალხის ნება - ის, რისთვისაც ამდენი მსვერპლი გაიღო ჩვენმა ერმა, -  ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.   მისი თქმით, არავის აღარ სჯერა მმართველი გუნდის ნაამბობის იმის შესახებ, რომ ჩვენ ევროპა ომში გვითრევს. "უთუ თქვენ ამის გჯერათ? ნუთუ დღეს პარლამენტში უნდა იყოს წყენები იმის თაობაზე, თუ ვინ დაუჭირა მხარი პრ

რამდენმა პენსიონერმა მიმართა მარეგულირებელს ლიბერთი ბანკთან შუამდგომლობის და დახმარების თხოვნით

საპენსიო სესხებთან დაკავშირებული რეფორმის განხორციელების შემდგომ მარეგულირებელს ლიბერთი ბანკთან შუამდგომლობის და დახმარების თხოვნით 244-მა პირმა მიმართა. ეს, ,,მოქალაქეების" წევრის, დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის საპარლამენტო კითხვაზე პასუხია, რომელმაც სებ-ს მიმართა შემდეგ საკითხებზე: საპენსიო სესხებთან დაკავშირებული რეფორმის განხორციელების შემდგომ, რამდენმა პენსიონერმა მიმართა ეროვნული ბანკის მომხმარებელთა დაცვის სამსახურს, სს ლიბერთი ბანკთან შუამდგომლობისა და და

ქართველი მსახიობები ნეტფლიქსის ახალ ფილმში – „Extraction 2″

2023 წლის ზაფხულში გამოვა ნეტფლიქსის ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი – „Extraction 2″. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ კრის ჰემსვორთს პარტნიორობას გაუწევენ ქართველი მსახიობები: თორნიკე გოგრიჭიანი, ანდრო ჯაფარიძე და თინა დალაქიშვილი. მათთან ერთად სურათში მონაწილეობას მიიღებენ:  დათო ბახტაძე, თაკო ტაბატაძე, ირაკლი კვირიკაძე, ლევან საგინაშვილი, თორნიკე ბზიავა და სხვა ქართველი მსახიობები. ფილმის აღწერის მიხედვით, მთავარი გმირი ტაილერ რეიკი ქართველ განგსტერს უპირისპირდება და მისი ტყვეობიდ

ვხედავ პოლიტიზირების საფრთხეს - პაპუაშვილი ციხეში დეპუტატების არშეშვებაზე

საპარლამენტო ფრაქცია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე პარლამენტის თავმჯდომარისგან ნებართვა ვერ მიიღო. ანა ნაცვლიშვილის პასუხად შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და პატიმრის მონახეულება არაა დეპუტატის უფლება, ესაა პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე. პაპუაშვილი ამბობს, რომ „სამწუხაროდ ამ უფლების გამოყენება ხდება ექსტენსიურად პარლამენტის წევრების მხრიდან“ და ც

მედროვე ბოჭორიშვილი ევროპაში 2012 წელს ამბობდა, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქი იყო - სამადაშვილი

პარტია „ლელოს“ დეპუტატი უმრავლესობის წევრის მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიცია დაადანაშაულა რუსული ინტერესების გატარებაში და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გააღრმავა ევროინტეგრაცია. სალომე სამადაშვილმა ბოჭორიშვილს მედროვე უწოდა და გაიხსენა, რომ უმრავლესობის დეპუტატი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე სწორედ ყოფილი მთავრობის წევრი იყო და ივანიშვილს აკრიტიკებდა. სიმართლე კი არის მარტივი, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრ

არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანზე იძალადა და გააუპატიურა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლ

ბექა ლილუაშვილი - მივმართავ მთავრობას, გაორმაგდეს ონკოპაციენტების და დიაბეტით დაავადებული ბავშვების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული ლიმიტები

მივმართავ მთავრობას, გაორმაგდეს ონკოპაციენტების და დიაბეტით დაავადებული ბავშვების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული ლიმიტები, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ბექა ლილუაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით განსაზღვრული ლიმიტების ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ონკოპაციენტებისა და დიაბეტით დაავადებული ბავშვების მდგომარეობაზე გაამახვილა. „მოგმართავთ თქვენც და მივმართეთ უკვე მთავრობას, გა

ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში მოხსენების დროს, პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს. როგორც კობახიძე აცხადებს, „გლობალური ომის პარტიას“ ინტერესია, რომ საქართველოში უკრაინიზაცია მოხდეს, რასაც ხელისუფლება

ირაკლი პეტრიაშვილი - კერძო დასაქმების კომპანიები, რომლებიც სტუდენტებს საზღვარგარეთ ასაქმებენ, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს - სურათი იმაზე მძიმეა, ვიდრე ვსაუბრობ

„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების" თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს კერძო დასაქმების კომპანიები, რომლებიც სტუდენტების საზღვარგარეთ დასაქმებას უზრუნველყოფენ, რათა სტუდენტების უფლებები არ დაირღვეს.როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, უცხოეთში დასაქმების მიზნით წასულ სტუდენტებს როგორც საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის, ისე გადასახადებისა და ხელშეკრულებების მიმართულებით უამრავი პრობლემა ექმნებათ. „ჩვენ გერმ

ირაკლი კობახიძე - ასეთი დეგრადირებული, უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის, რომ კეზერაშვილს მოეხერხებინა მისი მართვა

მაინც და მაინც ასეთი დეგრადირებული, უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის, რომ კეზერაშვილს მოეხერხებინა მისი მართვა. თვითონ კეზერაშვილიც არის დეგრადირებული და უინტელექტო ადამიანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კეზერაშვილმა ფული ბიზნესის რეკეტით, ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების გაძარცვით იშოვა. „კეზერაშვილის ბუნება იქიდანაც ჩანს, რომ მან „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩია ლევა

ირაკლი პეტრიაშვილი - პოლონური კომპანიის მეშვეობით გერმანიაში დასაქმებული ქართველი მძღოლები არა ხელფასის მომატების, არამედ, ხელფასის მიღების მიზნით არიან გაფიცულები

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, პოლონური კომპანიის მეშვეობით გერმანიაში დასაქმებული ქართველი მძღოლები არა ხელფასის მომატების, არამედ, ზოგადად, ხელფასის მიღების მიზნით არიან გაფიცულები. როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, მძღოლების უფლებები ირღვევა და იმისთვის, რომ ეს გამოსწორდეს და პროცესები ქართველი მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყდეს,მისივე თქმით, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწ

მდინარე ენგურის ეგრეთწოდებულ გამშვებ ხიდზე აფხაზეთისკენ მიმავალი მანქანიდან ,,მებაჟეებმა“ ტუიას, ნაძვის და კალისტემონის ნერგები ამოიღეს

მდინარე ენგურის ეგრეთწოდებულ საკონტროლო გამშვებ - პუნქტზე აფხაზმა ,,მებაჟეებმა" სამეგრელოდან აფხაზეთის მიმართულებით მიმავალი ავტომობილიდან ,,მცენარეთა კარანტინს დაქვემდებარებული" 68 ერთეული ტუიას, ნაძვისა და კალისტემონის ნერგი ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური სააგენტოები ავრცელებენ. მათი ცნობით, საუბარია ,,შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რაზეც მასალები საბაჟო კომიტეტის მოკვლევისა და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადაეცა". სოხუმმა ქართული მცენარეული პროდუქციის

,,საქართველოს რკინიგზა" 14-18 აპრილს თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებით რეისებს შეასრულებს

,,საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ფოთისა და ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნება. ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით დამატებითი რეისები თბილისიდან ფოთის მიმართულებით 14 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით შესრულდება.

ჯანადცვის მინისტრის მოადგილე: მთავარი ამოცანაა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობდეს და პაციენტების მიღება არ შეფერხდეს

მთავარი ამოცანაა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობდეს და პაციენტების მიღება არ შეფერხდეს. ვფიქრობ, ის პროექტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაგეგმილი, აუცილებლად განხორციელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა. მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მედპერსონალთან კომუნიკაცია გაგრძელდება. „სამუშაო რეჟიმში ვართ, ყოველდღე მოვალთ. მთავარი ამოცანაა, რომ კლინიკა მუშაობდეს და პაციენტების მიღება არ შეფერხდეს. ჩვენ ვაგრძელებთ კომ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი იმერეთს ეწვია

ვროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, იმერეთის რეგიონს პირველად ესტუმრა - სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ელჩი ქუთაისსა და წყალტუბოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს ეცნობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა რეგიონული განვითარება, ეკონომიკური გაძლიერება, გარემოს დაცვა, განათლება, უნარების განვითარება და სხვა. „ელჩმა ჰერჩინსკიმ ოფიცია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის პარალიზებას 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის პარალიზებას 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არ სურს, აქციას დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ადამიანები შეუერთდნენ. რიკოთთან იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე, რომლებმაც განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დააკისრეს და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. „შექმნილი რეალობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვი

ევროკავშირის ელჩი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე - საჭიროა, 27-ვე წევრმა სახელმწიფომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღოს - ეს არის გამოწვევა, მაგრამ შესრულებადი

ბუნებით ოპტიმისტი ვარ, ასე რომ, იმედი მაქვს, საქართველო წინ წავა და წლის ბოლოს მიანიჭებენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით. „მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ჩემს გუნდთან ერთად, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ, ვურჩიოთ, ჩამოვიყვანოთ
×
×
  • შექმენი...