რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს, ეს ათასობით სიცოცხლეს გადაარჩენს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა, რომლის მონაწილეებს მან ვიდეო კავშირის საშუალებით მიმართა.
მან ხაზი გაუსვა, რომ „მინსკი 3“ არ იქნება.
„ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს გააძლიეროს თავისი ძალები. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა აღიარ
2023 წლიდან სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების აქტიურად ჩატარება სავალდებულო იქნება.
აღნიშნულს ფიზიკური აქტივობის სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს, რომელზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით მუშაობს. დოკუმენტი საბოლოო სახეს წლის ბოლომდე მიიღებს, 2023 წლიდან კი, მისი განხორციელება დაიწყება.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ განაცხადა, სტრატეგიის პროექტის თანახმად, სკოლებში
ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა, როგორც მოკავშირეებს, რომ დავიცვათ ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი უახლოესი პარტნიორები, განსაკუთრებით კი რუსეთის აგრესიის წინაშე ყველაზე დაუცველები, როგორიცაა საქართველო, რომელმაც უკვე განიცადა საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია 2008 წელს, ჩვენს მხარდაჭერას იღებდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო უნდა დაეხმაროს პარტნიორებს, რომ თავი დაცულად იგრძნონ.
„მტკიცედ
მზიურის პარკი ფართოვდება - მერიამ 18 000 კვ მეტრამდე ფართობი კერძო მესაკუთრისგან ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა. ინფორმაცია დღეს თბილისის მერის კახა კალაძისგან გახდა ცნობილი.
მოგვიანებით ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. მისი თქმით, მესაკუთრეს მზიურის ტერიტორიის ნაცვლად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია გადაეცა. ტერიტორია შპს "პიაცა მზიურს" ეკუთვნოდა.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილმონაცვლეობა, რომელიც
7 დეკემბრის დილით გერმანიის პოლიციის მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ულტრამემარჯვენე მოძრაობის სულ მცირე 25 წევრი გადატრიალების მომზადებაშია ეჭვმიტანილი. პოლიციის ოპერაციაში მონაწილეობდა დაახლოებით 3000 სამართალდამცველი, რომლებმაც გაჩხრიკეს 57 ეჭვმიტანილის დაახლოებით 137 ობიექტი და საცხოვრებელი სახლი გერმანიის 4 პროვინციაში, ასევე ავსტრიის საკურორტო ქალაქ კიცბიუელსა და იტალიის ქალაქ პერუჯაში.
„ფედერალური პროკურატურა ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს მოძრაობა „რაიხსბიურგერებთან“ და
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ გრანჰოლმმა საზოგადოებას დიდი სამეცნიერო გარღვევის შესახებ ამცნო — საქმე ეხება ბირთვული სინთეზიდან ენერგიის მიღებას, რომელზეც მეცნიერები უკვე ათწლეულებია მუშაობენ; სწორედ ამ სახის რეაქციებით საზრდოობს მზეც. შესაბამისად, ექსპერიმენტულ დანადგარებს, რომლებშიც ასეთი რეაქციის წარმოებაა შესაძლებელი, „ხელოვნურ მზესაც“ უწოდებენ.
მსგავსი: ამერიკელი მეცნიერები ბირთვულ სინთეზში მიღწეულ დიდ სამეცნიერო გარღვევას აანონსებენ — #1tvმეცნიერება
კალიფორნ
ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, ჩალას კი არანაირი გადაფარვა არ სჭირდება - ჩალას სიმძიმე და წონა ვერ ექნება, როგორც არ უნდა შეფუთო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიხეილ სააკაშვილის კადრები ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გადასაფარად ხომ არ გასაჯაროვდა.
მისი თქმით, კადრების გასაჯაროება არის „პასუხი „ფეიკ“ კამპანიაზე იმის შესახებ, რომ სააკაშვილი 400 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდება“.
რაც შეეხება თავად რეზოლუციას, კ
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილება 22 დეკემბრიდან შევა ძალაში. ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ ინიციატივის მხარდაჭერის შემდეგ, გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის პირველ სექტემბერს ევროპულმა საბჭომ მკაცრად დაგმო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და მოუწოდა სხვა ქვეყნებს, არ ე
რუსეთი ფიქრობს უკრაინაზე ახალი მასიური სარაკეტო დარტყმის განხორციელებაზე 150 რაკეტის გაშვებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
არესტოვიჩის თქმით, ბოლო დარტყმის დროს რუსეთს ჰქონდა ყველა ტიპის 460-500 ფრთოსანი რაკეტა. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მოუწოდა უკრაინელებს, არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმის სიგნალები უახლოეს დღეებში.
„ვთქვათ, გაუშვეს 150 რაკეტა, 140-120 ჩამოვგდეთ, 30 გაფრინდა. პრინც
ავსტრია, ისევე როგორც მთლიანად ევროკავშირი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აბსოლუტურად მხარს უჭერს და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში ვმოქმედებთ. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ის, რომ რაციონალური შეფასებები გვქონდეს. პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, უნდა ვმოძრაობდეთ ამ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს, - ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ელი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, ავტობუსის ზოლში გადასვლისა და მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ნებართვა ჰქონდეთ.
როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუშაობენ. კალაძემ ასევე, ტაქსების ახალ რეფორმაზეც ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპების განხორციელება. ეს ცხადია, ბოლო ეტაპი არ არის, მაგრამ კარგად გვესმის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ძალიან კარგად გვესმის და წარმოგვიდგენი
NDI-ის კვლევის თანახმად, უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.
კითხვაზე, მოყვანილი მოსაზრებებიდან, რომელია თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?
30 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს , რაც შეუძლია იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანეს.
38 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს, იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრი
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში, „პუფები“ გვეძახეს, შემდეგ შემოვიდნენ, ახლა ისევ გადიან, ოღონდ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ თუ მაინც ხელფასებს იღებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კომიკურია.
„ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში და „პუფები“ გვეძახეს, მერე შემოვიდნენ, ოღონდ თან სიები ჩახსნეს. სიები რომ ჩახსნეს, მერე სანანებელი გაუხდათ, რადგან მანდატები დაკარგეს. ეს
კორუფციული სკანდალის ფარგლებში კიდევ ერთი ევროპარლამენტარი დააკავეს. იტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
ადვოკატის განცხადებით, ევროპარლამენტარი საავადმყოფოში დააკავეს, სადაც გამოკვლევებს იტარებდა, ის ახლა უკვე სახლში – შინაპატიმრობაშია. როგორც ცნობილია, დაკავების ორდერი ბელგიის პოლიციამ გასცა.
შეგახსენებთ, გუშინ ამავე საქმის ფარგლებში ბელგიელი დეპუტატი მარკ ტარაბელა დააკავეს.
ბელგიური მხარე ევროპარლამენტარ
უნგრული Wizz Air 14 მარტიდან მოლდოვის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენს. ამის მიზეზად ავიაკომპანია უსაფრთხოების რისკებს ასახელებს.
“მგზავრების და ეკიპაჟის უსაფრთხოება Wizz Air-ის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება”.
“მოლდოვაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ქვეყნის საჰაერო სივრცეში გაზრდილი, მაგრამ არა გარდაუვალი რისკის შემდეგ, Wizz Air-მა მიიღო რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ყველა ფრენა [დედაქალაქ] კიშინიოვში 14 მარტიდან”, — აცხადებს ავიაკომპანია.
მანამდე, თ
„სახელმწიფომ პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას, გადასცა ქონება, ჩვენი ყველას საერთო საკუთრება, უკანონოდ. მაქვს უფლება, ამ აქტების არარად აღიარება მოვითხოვო”, - სოფო ხორგუანი გადაცემაში - "თავისუფალი სივრცე "
10000000_643563034156142_3932109117549494329_n.mp4
საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში არაფერია იმაზე დიდი საფრთხის შემცველი, რასაც წარმოადგენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
ბურჯანაძის თქმით, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა, ბორელი როცა ამბობს, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მივიღოთ. გიორგი ბურჯანაძის განმარტებით, თუ ქვეყანას ევროკავშირის წევრობაზე აქვს განაცხადი გაკეთებული, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.
რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ისევე როგორც ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან, - ამის შესახებ დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.
ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
„მე ვესაუბრე უმაღლესი რანგის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწ
დავიწყეთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება, რომლითაც სახელმწიფო კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებისა და კონტროლის ნაწილში. ამ ცვლილებებით, ვაძლიერებთ სამინისტროს, როგორც რეგულატორისა და მაკონტროლებლის როლს, რომ საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ფარმაცევ
გაერთიანებული სამეფოს მიერ მოწოდებული „ჩელენჯერი 2“ ტიპის ტანკები ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა, ეს ფანტასტიკური მანქანები მალე დაიწყებენ საბრძოლო მისიებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერზე“ წერს, სადაც აქვეყნებს ვიდეოს, როგორ გადაადგილდება ის ბრიტანული ტანკით.
„სასიამოვნო იყო პირველი უკრაინული „ჩელენჯერი 2“-ის ტანკის დატესტვა. ასეთი ტანკები, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ მოგვაწოდა, ახლახან ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ეს ფანტასტიკური მანქანები მალე დაიწყებენ
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ხარებისა (7 აპრილს) და ბზობის (9 აპრილს) დღესასწაულებზე სამების სახელობის ტაძარში მედიის მხოლოდ აკრედიტებულ წარმომადგენლებს დაუშვებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელევიზიებისა და მასმედიის წარმომადგენლებმა, აკრედიტაციისთვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უნდა მიმართონ.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ის მუდმივად არღვევს გაეროს სამართლებრივი სისტემის არსს“, - დაწერა ბორელმა „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.
ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი იმუშავებს იმისთვის, რომ
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განცხადებით, 30 მარტიდან რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა მეწყრული პროცესების გამო შეზღუდეს. ავტომობილებს ახლა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით უწევთ გადაადგილება, რიკოთზე კი მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევა და კვირის ბოლოს წინასწარი შედეგებით იმსჯელებენ მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე.
„დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა ბზარების ზრდის და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოსვლის ტენდენცია. ამიტომ, სპეციალი