Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.718
  • comments
    0
  • views
    313.665

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ბიბლუსი“ აპრილის თვეში უამრავ ადამიანს მოულოდნელ სიურპრიზს უმზადებს - შეუერთდი კამპანიას „აჩუქე წიგნი“

„ვუერთდები კამპანიას #აჩუქეწიგნი“ – ამ ჰეშთეგითა და „ბიბლუსის“ მიერ შექმნილი ფოტოს სოციალურ ქსელში დადებით თქვენ გახდებით იმ კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც უკვე წლებია, საქართველოში წიგნიერების ამაღლებასა და წიგნის ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ წლებია, აპრილში წიგნის ჩუქების თვეს აღნიშნავენ, რომლის ფარგლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადსხვა ღონისძიება ტარდება. კამპანიის ფარგლებში წელს „ბიბლუს

„ბიბისის“ ცნობით, რუსეთი გეგმავს, ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი აშშ-ში დაპატიმრებულ, რუს ბიზნესმენ ვიქტორ ბუტიში გაცვალოს

რუსეთი პატიმრობაში მყოფი ამერიკელი კალათბურთელ ბრიტნი გრაინერის გაცვლას, აშშ-ში დაპატიმრებული, იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტიში გეგმავს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, ასეთი გაცვლის პერსპექტივა „განმტკიცდა“. მისი თქმით, ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა ვიქტორ ბუტის სახელი, რომელსაც „სიკვდილით მოვაჭრითაც“ იცნობენ, გასაცვლელ პატიმართა სიაში ნამდვილად ფიგურირებს. რიაბკოვის თქმით, მათ „პოზიტიური შედეგის იმედი ა

„ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებს დევი ჭანკოტაძე დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ შავ პიარს უწოდებს

მეტი საქმე არ აქვს ბატონ დავით კეზერაშვილს, რომ ქოლცენტერები შექმნას, მისი მუშაობა დააორგანიზოს და ა.შ., – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ „ბიბისის“ მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. ჭანკოტაძის თქმით, „ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ განხორციელდეს საინფორმაციო ომი“. „ეს არის შავი პიარის ერთ-ერთი

„ბიბისი“ აპროტესტებს, რომ „ტვიტერში“ ტელეკომპანიის მთავარი გვერდი მონიშნეს, როგორც „მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია“

„ბიბისი“ აპროტესტებს, რომ „ტვიტერში“ ტელეკომპანიის მთავარი გვერდი მონიშნეს, როგორც „მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია“. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე დაუკავშირდა „ტვიტერის“ ხელმძღვანელობას, რათა აღნიშნული პრობლემა, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. „ბიბისი“ ყოველთვის არის და იყო დამოუკიდებელი. ჩვენ გვაფინანსებს ბრიტანეთის საზოგადოება ლიცენზიის გადასახადის გზით“, – ნათქვამია „ბიბისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საპასუხოდ, „ტვიტერის“ მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხად

„ბიბისი“ - ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, 2 იანვრის მონაცემებით, ფასმა ერთ მეგავატ საათზე 72.75 ევრო შეადგინა, რაც აგვისტოს ფასთან შედარებით, თითქმის ხუთჯერ ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ გაზის ფასის კლება დეკემბრის თვეში სტაბილურად გრძელდებოდა. „ბიბისის“ ცნობით, ევროპაში ამას გარკვეულწილად თბილი ზამთრით ხსნიან, რაც ბუნებრივი აირის ეკონომიურად მოხმარების მიზეზი გახდა.   ავტ

„ბერლინალეზე“ კინოცენტრის დელეგაციაში გური სულთანიშვილი და POSTV-ის ჟურნალისტი არიან

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის – 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს. „პუბლიკამ“ მოიპოვა სია, თუ ვინ იქნებიან კინობაზრობაზე კინოცენტრის ოფიციალური წარმომადგენლები. EFM-ის ვებგვერდის მიხედვით, სადაც ორგანიზაციებისა და მათი ოფიციალური წარმომადგენლების სიებია თავმოყრილი, კინოცენტრის დელეგაციაშია სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და ამ

„ბახმუტის აღებას რუსეთისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს“ - გენერალი ალექსანდრ სირსკი

რუსეთის არმიას სურს დონეცკის ქალაქ ბახმუტის ხელში ჩაგდება არა სტრატეგიული, არამედ მისი სიმბოლური მნიშვნელობის გამო, - ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ საერთოეროვნული ტელემარათონის დროს განაცხადა. „რიგი დანაკარგების შემდეგ, რომელიც მტერმა ხერსონში, ხერსონის ოლქში, მანამდე ხარკოვის ოლქში და ლიმანში განიცადა, იგი ცდილობს ყველა საშუალებით დაეუფლოს ამ ქალაქს, გაარღვიოს თავდაცვის ხაზი და ამით მოახდინოს პირადი შემადგენლობის მოტივირება, აამაღლოს მისი მ

„ბახმაროს, როგორც ბუნების ძეგლს, განადგურება ემუქრება!“ | საყდრისის კომიტეტის განცხადება

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” განცხადებით ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას „ორბი ჯგუფის” მიერ ბახმაროში დაგეგმილი მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით. მათი თქმით, კურორტზე პროექტის მშენებლობა ავტომატურად გამოიწვევს მისი იერსახის დამახინჯებასა და ამასთანავე, დიდი ზიანის მომტანი იქნება ეკოლოგიისთვის. გარდა ამისა, საყდრისის კომიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მოუწოდებს, შეჩერდეს დაგეგმილი მშენებლობა, წინააღმდეგ შემთ

„ბახმაროს რაჭაზე უარესი დაემართება!“ ჩოხატაურის მერი: „უკანონოდ არავინ არაფერს არ აკეთებს“

შოვში დატრიალებული საშინელი ტრაგედიის შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური თემა გახდა მაღალმთიანი დასახლებები, სადაც სტიქიური მოვლენების გარკვეული რისკები არსებობდა და ყოველთვის იარსებებს. რამდენჯერ ყოფილა საუბარი, რომ გურიის მდინარეებზე უკანონო თუ კანონიერი გზებით ქვა-ღორღის ამოღება ხდება, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს და რომელიც აზიანებს არსებულ გარემოს, მდინარის კალაპოტს იერსახეს უცვლის და მეწყრისა თუ სხვა სტიქიური მოვლენების რისკს ზრდის. ასეა მდინარე სუფსაში, ასეა გუბაზოულზე და ა.შ.

„ბატონი ზელენსკიც იძახდა მაგას, NATO-ს გულიზე ომს დავიწყებთო“ - გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრს ახალი არაფერი უთქვამს. მან თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება და შეფასებები არ უნახავს. გუშინ ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წე

„ახლისადმი ინტერესი ამ ასაკშიც არ დამიკარგავს” – მზექალა შანიძის ამბავი

მართალია, თავად ამბობს, ჩემი მუშაობა განსაკუთრებულად არ მიმაჩნიაო, მაგრამ მისი მიდგომა საკითხებისადმი და უცვლელი ინტერესი სიახლისადმი, მის კვლევებთან ერთად, მზექალა შანიძეს ბევრი ნიშნით გამორჩეულ ფიგურად აქცევს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის. ჩვენი საუბარი ბავშვობით დაიწყო, სადაც რა გასაკვირია, რომ მისი მთავარი ინტერესი წიგნი იყო: წიგნი – მთავარი ინტერესი ყოველთვის წიგნი იყო ჩემი ინტერესი. მე მგონი, რომ დავიბადე, პირველად წიგნებს შევხედე, ამიტომ ბავშვობაში ძალიან მიყვ

„ახლა საქართველო არასანდო პარტნიორია“ – ინტერვიუ ეველინ ფარკასთან

„აშშ-სთვის საქართველო ახლა სუსტი და არასანდო პარტნიორია“, – გვითხრა ეველინ ფარკასმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და მაკკეინის ინსტიტუტის ამჟამინდელმა დირექტორმა, რომელსაც „ნეტგაზეთი“ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მე-7 კონფერენციაზე ესაუბრა. ყოფილმა დიპლომატმა აშშ-სა და ქართველ ხალხს შორის უფრო ღია კომუნიკაციის საჭიროებაზე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის საფრთხეებზე და ასოცირებულ ტრიოს შორის საქართველოს ჩამორჩენაზე გაამახვილა ყურადღება. ფარკას

„აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი“ — შსს მშვიდობიანი აქციის დარბევაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ პროტესტმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რაც უწყების თქმით, გამოიხატებოდა იმაში, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირებირების მცდელობას და „სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს“: „თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი

„აფხაზეთის ხალხთა კონგრესის“ თავმჯდომარის აზრით, შესაძლოა გალის რაიონმა კოდორის ხეობის ბედი გაიზიაროს

ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრმა და „აფხაზეთის ხალხთა კონგრესის“ თავმჯდომარემ დავით ფილიამ ეგრეთწოდებულ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან, 6 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, გალის რაიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ფილიას თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში გალის რაიონის მოსახლეობა 40 %-ით შემცირდა. „საბჭოთა კავშირის დაშლამდე, სამურზაყანოს ისტორიულ ტერიტორიებზე 92 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს აღმოსავლეთ აფხაზეთში მხოლოდ 55 000 სამურზაყანოელი ცხოვრობს. იქაურობას, უფრო მეტად, ახ

„აფხაზეთთან კონფედერაცია" — რაზე ილაპარაკა დავით ხიდაშელმა გია ვოლსკისთან

რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი „ქართული ოცნების” დეპუტატს, გია ვოლსკის საქართველოს პარლამენტის გვერდით მდებარე კაფეში შეხვდა. ინფორმაცია და შეხვედრის ამსახველი კადრები მოძრობა „დროამ” გაავრცელა. მათ შეხვედრას პარლამენტის გვერდზე მდებარე კაფეში პარტია “დროას” წევრები შეესწრნენ. „დროას” განცხადებით, შეხვედრაზე მათ განიხილეს შემდეგი საკითხები: აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა; პირდაპირი ურთიერთობა აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან; საქართველოს უმაღლესი პოლი

„აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებისთვის“ - დავით ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი გეგმავს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში ცილისწამების გამო უჩივლოს. ირაკლი კობახიძემ მას „უცხოელი აგენტი უწოდა“ და აღნიშნა, რომ კარგად იცის, რას უნდა „მივაწეროთ მისი ასეთი განცხადება, როცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაპატიმრების ორდენის გამოწერაზე საუბრობს“.

„ატარებს სადამსჯელო ხასიათს“ - კოალიცია მედიააკრედიტაციების შეჩერებაზე

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს პარლამენტის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“, „მთავარისა“ და „TV პირველის“ გადამღები ჯგუფებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერებას. კოალიციის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ გაცხადებული ბოიკოტისა და პოლარიზებული მედიაგარემოს ფონზე. პარლამენტის აპარატმა „TV პირველის“ გადამღები ჯგუფის წევრებს, ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძესა და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, ა

„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნას აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელი ადასტურებს

„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნას აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელი ადასტურებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ამერიკის დაზვერვიდან წყარო ანონიმურობას ინარჩუნებს. გავრცელებული ვერსიით, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულია ორი ადამიანი. ამასთან, პოლონური მედიის ინფორმაციით ამ წუთებში, პოლონეთის პრემიერი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს. მანამდე, ქვეყნის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში არაოფიც

„ასეთ ენას, არც ერთი ქართველი გამოიყენებდა“ - კელი დეგნანი დეპუტატ ზარქუას გამონათქვამზე

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, შეაფასა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ ირაკლი ზარქუას გამონათქვამი. დეპუტატმა სენატორი ჯინ შაჰინი „ჩათლახად“ მოიხსენია. „როგორც მესმის, ასეთ ენას არცერთი ქართველი გამოიყენებდა არავის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად არასათანადო [გამოხატვა] იყო და ვფიქრობ, ყველა ქართველი ასე ჩათვლიდა“, - თქვა კელი დეგნანმა დღეს, 18 ნოემბერს, ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ღონისძიების დასრულების შემდეგ

„ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი" - ლექსმანი „ოცნების" მონაცემთა ბაზაზე

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ „ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას ეხმაურება და გადაწყვეტილებას „ავტორიტარიზმად” აფასებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს. შალვა პაპუაშვილმა დააანონსა მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც მმართველი პარტია განათავსებს ინფორმაციას იმ ადამიანებს შესახებ, ვინც მათი შეფასებით, ჩართული არიან „ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, მუქარასა და შანტაჟში” ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ. პაპუაშვილის განცხადებით, ბაზაში

„არსებული გარემო ვერ გაუძლებს მრავალბინიან განაშენიანებას“ - სპეციალისტების შენიშვნები "ორბის“ ბახმაროს პროექტზე

თათია ჩაფიჩაძე   "ბახმაროს პროექტს არ ახლავს მშენებლობისთვის საჭირო ყველა კვლევა და მისი მასშტაბი კურორტის მოცულობასთან წინააღმდეგობაშია,“ - ამის შესახებ “ურბანული განვითარების ინსტიტუტის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ანი ბიბილაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა. ბიბილაშვილი ამბობს, რომ პროექტი არ ჯდება კურორტის ლანდშაფტში და მისი ზომა ვერ უზრუნველყოფს გახსნილი ხედების შენარჩუნებას. არქიტექტორებისა და ურბანისტების ნაწილი მოითხოვს, რომ განაშენი

„არეანაპოლი“ - კვარაცხელიას ხუთი ტოპ-კლუბი აკვირდება, „ნაპოლი“ მას კონტრაქტის გახანგრძლივებას და ხელფასის გაორმაგებას სთავაზობს #1TVSPORT

„არეანაპოლი“ ახალ დეტალებს ავრცელებს იტალიურ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. იტალიური გამოცემის მტკიცებით, ქართელ ფეხბურთელს ევროპის ხუთი ტოპ-კლუბი იწვევს და გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პირველი ნაბიჯი გადადგა და მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. „ნეაპოლიტანური კლუბი მზად არის, 21 წლის ქართველს არაჩვეულებრივი სტარტის შემდეგ კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. „ნაპოლის“ უკვე აქვს მკაფიო წინადადება და ჩემპიონატის დაწყებიდან მხო

„არასწორია ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება“ — ანწუხელიძის ცოლი „უცნობის“ აქციაზე

„მოვდივარ“ — ამ სახელწოდების აქცია-შეკრებას აანონსებს გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) 30 აპრილს. ანონსის  მიხედვით, აქცია 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. სარეკლამო ბანერად აქციისა, რომლის სლოგანია „არა ომს — მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, უცნობის გვერდი სოციალურ ქსელში იყენებს რუსეთ-საქართველოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილის ფოტოს. გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე აცხადებს, რომ მისი შვილების ფოტოების გამოყენება აქციის მოწოდებებში არასწორია. „15 წელი გავიდა 2008

„არასრულწლოვნებს მოტყუებით გააგზავნინეს ინტიმური ფოტო-ვიდეოები და გაასაჯაროვეს“ – ბრალდებულია 14 პირი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში 14 პირი ამხილა. მათგან 5 უკვე დაკავებულია. დაზარალებულთა ნაწილი არასრულწლოვანია. უწყების ინფორმაციით, დაზარალებულთაგან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე გოგონაა, რომელმაც ნაცნობ 14 წლის ბიჭს ფეისბუქის მესენჯერში საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები გაუგზავნა. ბიჭმა გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები თავის ორ მეგობარს გაუგზავნა. საბოლოოდ, აღნიშნული ფოტოები და ვიდეოები გოგონას კლასელებს შორის გავრცელდა. კი

„არალეგიტიმური და არალეგალურია" — ზურაბიშვილი ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების შესაძლო გადაცემას არალეგალურსა და არალეგიტიმურს უწოდებს. “ეს გადაწყვეტილება, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, ოჩამჩირეს, ეს ყველაფერი არის არალეგიტიმური, არალეგალური და ეს არის ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი მიწები, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი პორტი, ყველასი ერთად. ამიტომ, ეს არის ჩვენი დასაცავი და ჩვენი დაცვა არის საერთაშორისო არენაზე, რომ იქ ყოველთვის გავაპროტესტოთ, რომ ეს
×
×
  • შექმენი...