უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკში მიმდინარეობს.
„ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის ოლქშია. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის გაუარესების გამო დღეს ნაკლები თავდასხმებია, რუსული დაბომბვის შემთხვევები, სამწუხაროდ, უკიდურესად მაღალია. დღის დასაწყისიდან აღმოსავლეთში თითქმის 400 დაბომბვა განხორციელდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ ღამის ტრადიციული მიმართვის დროს.
მისივე ინფორმაციით, უკრაინული ძალები ლუგანსკის
რუსი ოკუპანტები გასული დღის განმავლობაში, დონბასში უკრაინელ ჯარისკაცებს 13 დასახლების ტერიტორიაზე დაესხნენ თავს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის სპორნის, ბელოგორივკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუტის, კამენკას, ოპიტნის, ვესელგოს, პერვომაისკის, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებებში და ლუგანსკის ოლქის სტელმახოვკას რაიონში.
გენერალურ შტაბში აცხა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ,,ევროპალია“ წარმომადგენლებს მასპინძლობს, რომლებიც 2023 წელს ფესტივალის ჩატარების საკითხზე მუშაობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში შედგება.
ევროპალია „ევროპალია“ ბელგიის სამეფო ოჯახისა და საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართება.
2022 წლის ოქტომბერში კომერციულმა ბანკებმა 243,143 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი სექტემბერთან შედარებით - 7,620 მლნ ლარით მეტია, სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 235,523 მლნ ლარი იყო. ჯამში, მიმდინარე წლის 10 თვეში ბანკების ანგარიშზე 1,775 მლრდ ლარის წმინდა მოგებაა.
2022 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით:
იანვარი - 212,695 მლნ ლარი;
თებერვალი - 90,610 მლნ ლარი;
მარტი - 110,181 მლნ ლარი;
აპრილი - 109,394 მლნ ლარი;
მაისი - 159,034 მლნ ლა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7177 ლარი ეღირება, ევრო – 2.8161 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2618 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7153 ლარი ღირდა, ევრო – 2.8196 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2638 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ დეკემბერს ამოქმედდება.
მთავრობა კურორტების განვითარების გეგმის პრეზენტაციას უახლოეს დროში გამართავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში არსებული 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და განვითარების პოტენციალი დამუშავდა.
პრემიერის განცხადებით, იგეგმება კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების გასაყიდად გამოტანა.
„ჯამში, საქართველოში 300-მდე კლიმატური, ბალნეოლოგი
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ გრანჰოლმმა საზოგადოებას დიდი სამეცნიერო გარღვევის შესახებ ამცნო — საქმე ეხება ბირთვული სინთეზიდან ენერგიის მიღებას, რომელზეც მეცნიერები უკვე ათწლეულებია მუშაობენ; სწორედ ამ სახის რეაქციებით საზრდოობს მზეც. შესაბამისად, ექსპერიმენტულ დანადგარებს, რომლებშიც ასეთი რეაქციის წარმოებაა შესაძლებელი, „ხელოვნურ მზესაც“ უწოდებენ.
მსგავსი: ამერიკელი მეცნიერები ბირთვულ სინთეზში მიღწეულ დიდ სამეცნიერო გარღვევას აანონსებენ — #1tvმეცნიერება
კალიფორნ
ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, ჩალას კი არანაირი გადაფარვა არ სჭირდება - ჩალას სიმძიმე და წონა ვერ ექნება, როგორც არ უნდა შეფუთო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიხეილ სააკაშვილის კადრები ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გადასაფარად ხომ არ გასაჯაროვდა.
მისი თქმით, კადრების გასაჯაროება არის „პასუხი „ფეიკ“ კამპანიაზე იმის შესახებ, რომ სააკაშვილი 400 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდება“.
რაც შეეხება თავად რეზოლუციას, კ
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მინისტრთა კაბინეტში შევლენ მემარჯვენე კონსერვატორების ბლოკის წარმომადგენლებიც. მათ შორის იქნებიან პარტია „რელიგიური სიონიზმის“ წევრებიც.
ისრაელის მედიის ცნობით, ნეთანიაჰუმ ქვეყნის პრეზიდენტს უთხრა, რომ ახალი მთავრობა „ისრაელის ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ იმუშავებს“.
როგორც ვარაუდობენ, ახალი მთავრობის წევრების ფიცის დადების ცერემონია წლის ბოლომდე შედგება.
„ბიბისი“ ცნობით
რუსეთი ფიქრობს უკრაინაზე ახალი მასიური სარაკეტო დარტყმის განხორციელებაზე 150 რაკეტის გაშვებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
არესტოვიჩის თქმით, ბოლო დარტყმის დროს რუსეთს ჰქონდა ყველა ტიპის 460-500 ფრთოსანი რაკეტა. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მოუწოდა უკრაინელებს, არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმის სიგნალები უახლოეს დღეებში.
„ვთქვათ, გაუშვეს 150 რაკეტა, 140-120 ჩამოვგდეთ, 30 გაფრინდა. პრინც
ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს ჰურონის ტბასთან, კანადის საზღვართან ახლოს. ობიექტის ჩამოგდების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა.
პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტს შეეძლო, ხელი შეეშალა კომერციულ საჰაერო მიმოსვლაში, რადგან ის მოძრაობდა 6 100 მეტრის სიმაღლეზე. ობიექტი, რომელიც სამხედრო საფრთხედ არ იყო მიჩნეული, თავდაცვის წარმომადგენლებმა აღწერეს, როგორც უპილოტო და რვაკუთხა ფორმის.
მფრინავი ობიექტ
მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციის შედეგად, სამი ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება გაფორმდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია, შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები.
„სასაზღვრო პოლ
ჩვენ, ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის საკითხი უკრაინის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას განეკუთვნება.
„უკრაინული მხარის მხრიდან ამისთვის ყველა შესაბამისი მოსამზადებელი ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, ჩვენ, ძალიან შეშფოთებულები ვართ უკრაინის მ
„სახელმწიფომ პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას, გადასცა ქონება, ჩვენი ყველას საერთო საკუთრება, უკანონოდ. მაქვს უფლება, ამ აქტების არარად აღიარება მოვითხოვო”, - სოფო ხორგუანი გადაცემაში - "თავისუფალი სივრცე "
10000000_643563034156142_3932109117549494329_n.mp4
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არიან დაშავებულები. აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაშავდნენ, როდესაც სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოსთან წყლის ჭავლისა და ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყეს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ისინი დაშავებულებს უწევენ დახმარებას.
იპნ
დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.
არასრულწლოვან
ამ კადრებმა მსოფლიო მოიარა. ბევრმა არ იცის, რომ ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს დღეს წინა რიგებში საამაყო საჯარო მოხელესთან ერთად, ჩვენი გუნდის უნიჭიერესი ახალგაზრდა - ბორჯომის საკრებულოს წევრი კოკა კობალაძე იდგა, - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
"კოკას წარდგენა არ სჭირდება - საზოგადოება კარგად იცნობს როგორც ნიჭიერ პოეტს. მაგრამ ვიცნობდეთ მას როგორც კარგ პოლიტიკოსს და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ახალგაზრდას
დავიწყეთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება, რომლითაც სახელმწიფო კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებისა და კონტროლის ნაწილში. ამ ცვლილებებით, ვაძლიერებთ სამინისტროს, როგორც რეგულატორისა და მაკონტროლებლის როლს, რომ საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ფარმაცევ
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განცხადებით, 30 მარტიდან რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა მეწყრული პროცესების გამო შეზღუდეს. ავტომობილებს ახლა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით უწევთ გადაადგილება, რიკოთზე კი მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევა და კვირის ბოლოს წინასწარი შედეგებით იმსჯელებენ მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე.
„დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა ბზარების ზრდის და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოსვლის ტენდენცია. ამიტომ, სპეციალი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხს, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების მიმართულებით, ასევე, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს.
„როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სეიმის ბოლო რეზოლუცია ხაზს უსვამს ჩვენი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ
ჩინჩალაძე-მურუსიძის სინდიკატისთვის რომ ცალსახად მიუღებელი და შეუთავსებელია ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილი, თითზე ჩამოსათვლელი დამოუკიდებელი მოსამართლეები, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია მომხდარი ფაქტი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი ზაზა თავაძე წერს.
მისი თქმით, ცნობილი გახდა, რომ პარტია "საქართველოსთვის" გუნდის პოლიტპატიმრების - აკაკი ბართაიას, გელა აბულაძისა და ნოდარ ავდალიანის სისხლის სამართლის
„ფორმულას“ პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტში „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორს აკრედიტაცია შეუჩერეს.
როგორც პარლამენტის აპარატის გადაწყვეტილებაში წერია, ჟურნალისტი არ დაემორჩილა მოთხოვნას − „პარლამენტის თანამშრომლის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ”.
1 აპრილს გასული სიუჟეტი პროპაგანდისტული ტელევიზიის, POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხარდამჭერ განცხადებებს ეხებოდა.
პარლამენტის აპ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ BBC-ს საგამოძიებო სტატია ქართული სამთავრობო მედიების მიერაა შემოგდებული, რათა „ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი“ და რიკოთზე არსებული ვითარება გადაიფაროს.
საუბარია BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით, რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამოქმედდა ახალი რეჟიმი:
გუშინ, 18:00 საათიდან, რიკოთის უღელტეხილზ