Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    10.202
  • comments
    0
  • views
    356.855

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანდრეი ერმაკი - რუსეთის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლა დამნაშავეების აგონიაა - მათი დრო დასასრულს უახლოვდება

რუსეთის ფედერაციის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლა დამნაშავეების აგონიაა, რომელთა დროც დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს. “რუსული შანტაჟის პრიმიტულობა ყველაფერში. ბირთვული შანტაჟი, ენერგეტიკული, სასურსათო… “ბინძურ ბომბზე” გამოგონებები, რომლებზეც მთელი მსოფლიო იცინის. გამოგონილი ტერაქტები საკუთარ ობიექტებზე… ყველაფერი ძალიან მარტივი და პროგნოზირებადია. დამნაშავეების აგონიაა, მათ არ შეუძლიათ გაიგონ, რომ

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური ალექსანდრ ლაპინი, რომელსაც რამზან კადიროვი არაკომპეტენტურს უწოდებდა, თანამდებობიდან გადააყენეს

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ Moscow Times რუსეთის თავდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ლაპინის გადაყენებისკენ ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მოუწოდებდნენ. კერძოდ, გამოცემა აღნიშნავს, რომ კადიროვი გენერალ-პოლკოვნიკს ლიმანის “ჩაბარებისთვის” და ე.წ. დონ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი, რომ შესაძლოა, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს

ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი, რომ შესაძლოა, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც მან ყოველდღიური ვიდეომიმართვისას გააკეთა. „დღეს მტერთან ანგარიშს აბარებენ მობილიზაციის თითქოს და დასრულების შესახებ. თითქოს ფრონტზე ახალი ტალღის გაშვების საჭიროება არ აქვთ. ჩვენ წინა ხაზზე სრულიად სხვა რამეს ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჩვენს პოზიციებზე ზეწოლას ცდილობს მობილიზაციის გამოყენებით, მაგრამ ი

რუსთავში, დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

რუსთავში, ფანცულაიას ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ქალი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო- დახმარების ბრიგადამ ისინი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალს სხეულზე დაჟეჟილობები და ფეხის მოტეხილობა ჰქონდა, შემდგომი გამოკვლევისა და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადმ

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში 300-მდე ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ზუსტი დარტყმების შედეგად, დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე ოკუპანტი განადგურდა, რომლებიც მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, 60-მდე დაჭრილი კი გორლოვკას სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. გენშტაბში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის ვოდიანეს, კამენკ

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამი თემი - ნიკოპოლი, მარგანეცი და მიროვსკოე დაბომბეს, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამში“ წერს. “ყველაზე მეტად ნიკოპოლი დაზარალდა, დაშავებულია 39 წლის მამაკაცი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - წერს რეზნიჩენკო. მისივე ინფორმაციით, ქალაქში 8 მრავალსართულიანი და კერძო სახლები, რამდენიმე მაღაზია, ავეჯის ქარხანა, სასტუმრო, ავტობუსის გაჩერება, გაზსადენი და ელექტრო ქსელები

„აზოვის“ მებრძოლი - როდესაც „აზოვსტალში“ ვიყავით, სიკვდილის აღარ გვეშინოდა - როდესაც გამოვდიოდით, ეს იყო შოკი, არ გვჯეროდა, რომ იქიდან გამოვიდოდით

ომი არა მხოლოდ მარიუპოლში, მთელს ფრონტზე მიდიოდა, კიევთან იყო ჯარი და თუკი დედაქალაქი დაეცემოდა, მაშინ არავითარი ტერიტორია აღარ დაგვრჩებოდა - ჩვენ მივიზიდეთ საკუთარ თავზე მტრის 14 000-იანი შენაერთი. 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი შესაძლებლობის და ტექნიკის მქონე შენაერთი შევბოჭეთ და არ მივეცით ადგილიდან დაძვრის საშუალება,- ამის შესახებ ტყვეობიდან გათავისუფლებულმა „აზოვის“ პოლკის მებრძოლმა ანატოლი ეგოროვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. აზოვის მებრძოლ

თეონა აქუბარდია „სტრატეგია აღმაშენებელს" ტოვებს

საქართველოს პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის" რიგების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის მიზეზად ასახელებს პარტიის დისტანცირებას მხრიდან საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებისგან, რომელიც შეეხება ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებულ 12-პუნქტიან პირობას. „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა ვრჩები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად წარმოდგენილია "რესპუ

მედია ნენსი პელოსის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე ახალ დეტალებს ავრცელებს

მედია აშშ-ის წარმომადგენელთა სპიკერის ნენსი პელოსის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე ახალ დეტალებს ავრცელებს. ამერიკული მედია მომხდარის დეტალებს ავრცელებს. მათი ცნობით, დამნაშავე ჩაქუჩით იყო შეიარაღებული და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ეძებდა. ამერიკული მედიის ცნობით, ბოროტმოქმედი ყვიროდა „სად არის ნენსი?!“. შემდეგ ის შეეცადა, პელოსის მეუღლე გაეკოჭა და თქვა, რომ ის „ნენსის დაელოება“. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის სახლში უცნობი პირი დღეს შეიჭრა და

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სასტიკი შეტაკებების შესახებ იუწყებიან

დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის 28 ოქტომბერს კვლავ მოხდა შეტაკება ირანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ზაჰედანში, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება არეულობა. ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციებმა იფეთქა მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, რომ 16 სექტემბერს გარდაიცვალა 22 წლის მაჰსა ამინი, რომელიც მორალის პოლიციამ ვითომ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააპატიმრა. ოთხი კვირის წინ ზაჰედანში შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ოსლოში დაფუძნებული ჯგუფი Iran Human Rights-მა

კემეროვოში სამხედრო კომისარიატის შენობას ქალმა "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა

28 ოქტომბრის საღამოს კემეროვოში მდებარე სამხედრო კომისარიატის კარებს აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლი ესროლეს. ამის შესახებ გამოცემას "თქვენს ქალაქში" სამართალდამცავი ორგანოების ანონიმურმა წყარომ აცნობა. გამოცემა NGS42, კემეროვოს რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია, დაზიანებები არ ყოფილა. ხოლო ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.   გამოცემის თანამოსაუბრე იტყობინება, რომ მოლოტოვის კოქტეილი შენობას ქალ

უკრაინა ირანისგან მოითხოვს შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 28 ოქტომბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბარში მან ირანს მოსთხოვა შეწყვიტოს იარაღის მიწოდება რუსეთისთვის. კულება ტვიტერით წერს, რომ მან "ირანს მოსთხოვა დაუყოვნებლივ შეაჩეროს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც იყენებენ სამოქალაქო პირების დასახოცად და უკრაინაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად". კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები რუსეთს ბრალს სდებენ ირანული წარმოები

ვიტალი კლიჩკო - კიევში საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე ჩამოვიდა

საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე კიევშია. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ კიევის ენერგეტიკული ობიექტები უკვე დაცულია საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემებით. “თათბირი იყო სამხედროებთან, რომელზეც მე აქცენტი გავაკეთე, რომ ენერგომომარაგების ობიექტები უნდა დავიცვათ. ამას ყურადღება მიაქციეს. სამხედროებმა დამარწმუნეს, რომ საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე ჩამოვიდა დედაქალაქში და ცა უფრო დაცული იქნება. ვიმედოვნებთ, რომ კამიკაძე-დრონ

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ უკრაინაში რიში სუნაკის ვიზიტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის უკრაინაში ვიზიტი უკვე მზადდება. ინფორმაციას ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო ავრცელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ დანიშვნის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პირველი საერთაშორისო სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა. “ვიცი, რომ ეს ძალიან კარგი საუბარი იყო, რომლის დროსაც, კერძოდ, შეთანხმდნენ იმაზე, რომ რიში სუნაკი უკრაინაში გამართავს ვიზიტს. კონკრეტულად როდის მოხდება ეს?- ჩვენ უკვ

სან-ფრანცისკოში, საკუთარ სახლში თავს დაესხნენ ნენსი პელოსის ქმარს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, ნენსი პელოსის ქმარი საავადმყოფოშია მოთავსებული მას მერე, რაც 28 ოქტომბერს, გამთენიისას, მას სან-ფრანცისკოში, საკუთარ სახლში დაესხნენ თავს. პელოსის პრესმდივნის, დრიუ ჰემილის თქმით, თავად სპიკერი შეჭრის დროს სახლში არ იმყოფებოდა და თავდასხმის მოტივს გამოძიება ადგენს. ჰემილი დასძენს, რომ თავდამსხმელი დაკავებულია, 82 წლის პოლ პელოსის ჯანმრთელობას კი საფრთხე არ ემუქრება. თავდასხმის ფონია 8 ნოემბერს დანიშნული შუალედური არჩევნები, რომელზეც წარმომად

აშშ-მა სანქციები დააკისრა რუშდის მოკვლაზე ჯილდოს დამწესებელ ირანულ ფონდს

აშშ-მა სანქციები დააკისრა ირანულ ფონდს, რომელმაც, აშშ-ის თქმით, რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა მწერალ სალმან რუშდის მოკვლის სანაცვლოდ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოეთის ქონების კონტროლის ოფისმა (OFAC) 28 ოქტომბერს გამოაცხადა სანქციები, რომლებიც დაუწესდა ირანში განთავსებულ ფონდს "ხორდად-15". OFAC-ი ამ ფონდს ბრალს სდებს მილიონობით დოლარის ჯილდოს დაწესებაში ინდური წარმომავლობის ცნობილი ბრიტანელი-ამერიკელი ავტორის, სალმან რუშდის მოკვლისთვის. რუშდ 12 აგვისტოს მძიმედ დაჭ

პრაღაში მთავრობის გადადგომისა და რუსეთთან გაზის მიწოდებაზე პირდაპირი მოლაპარაკებების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა

პრაღაში მთავრობის გადადგომის და რუსეთთან გაზის მიწოდებაზე პირდაპირი მოლაპარაკებების მოთხოვნით, საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. დემონსტრაცია, რომელიც უკვე მესამედ იმართება, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობები, რადიკალური ჯგუფებისა და კომუნისტური პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. აქციის ორგანიზებული ჯგუფი „ჩეხეთის რესპუბლიკა უპირველეს ყოვლისა“ ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობას და ჩეხეთის სამხედრო ნეი

ტაშკენტში შარლ მიშელისა და უზბეკეთის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

ტაშკენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და უზბეკეთის პრეზიდენტის შავკატ მირზოევის შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის სურვილს, გააძლიეროს უზბეკეთთან და ცენტრალურ აზიასთან კავშირების რეგიონთაშორისი თანამშრომლობა. უზბეკეთისა და ევროკავშირის ლიდერებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მიმართონ ერთობლივ ძალისხმევას, რათა გაზარდონ მათი პოტენციალისა და შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენება. მხარეები მიესალმნენ

ქართული ვირტუალური კაზინოს საქმიანობას აშშ უკანონოდ მიიჩნევს

აშშ-ის ოთხი შტატის (ტეხასი, ნიუ-ჯერსი, კენტუკი და ალაბამა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი „უკანონოდ და თაღლითურად“ მიიჩნევს საქართველოდან მოქმედ ვირტუალურ კაზინო Slotie-ის NFT საქმიანობას. აშშ-ის მარეგულირებლები თვლიან, რომ არაჩანაცვლებადი ტოკენი (non-fungible tokens NFT), რომელსაც ვირტუალური კაზინო სთავაზობს, სინამდვილეში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებია, რომლებიც აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევითაა გამოშვებული. თუ Slotie ამერიკის ამ შტატებში საქმიანობას არ შეაჩერებს,

2035 წლიდან ევროპაში გაიყიდება მხოლოდ ის ავტომანქანები, რომლებიც არ გამოყოფენ ე.წ. სათბურის გაზებს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროპარლამენტი 27 ოქტომბრის გვიან საღამოს შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირში 2035 წლიდან გაიყიდება მხოლოდ ის ავტომანქანები, რომლებიც არ გამოყოფენ ე.წ. სათბურის გაზებს. ევროპარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, პასკალ კანფენმა, რომელმაც დოკუმენტს უწოდა „ისტორიული გადაწყვეტილება“, თქვა, რომ „ეს სექტორი, რომელზეც მოდის ამჟამად გამონაბოლქვის 16 % ევროპაში, 2050 წლისთვის იქნება ნახშირბადისგან თავისუფალი.“ საერთაშორისო ეკოლოგიურმა ორგანიზაცია „გრინ

IAEA: სპეციალისტები ამ კვირაში შეამოწმებენ რუსეთის განაცხადს, თითქოს უკრაინაში "ბინძური ბომბი" მზადდება

გაეროს ბირთვული სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე კვირაში ის "დამოუკიდებლად შეამოწმებს" რუსეთის განაცხადს იმის შესახებ, თითქოს უკრაინაში "ბინძური ბომბი" მზადდება. IAEA-ის სპეციალისტები უკრაინაში ორ ადგილას იმუშავებენ - აცხადებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი 27 ოქტომბერს. სპეციალისტების გაგზავნა თავად უკრაინამ ითხოვა წერილობით - დასძენს გროსი. რუსეთი უკრაინას ბრალს სდებს, რომ ის ასეთი იარაღის გამოსაყენებლად ემზადება და აცხადებს, რომ იარ

დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა ანექსირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად აღიარებს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ  ინფრასტრუქტურაზე იერიშებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა ანექსირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად აღიარებს. „ენერგოსტაბილურობამდე მისასვლელი გზა განსხვავებულია, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის მოთხოვნების და მისი შედეგების აღიარება, რაც ჩვენს კონსტიტუციაში უკვე ასახულია. ამის შემდეგ კი ელექტროენერგიის საკითხიც მოგვარდება“,

მიხეილ ხიდურელი - ლონდონში წარვადგინეთ საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქვეყანას დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა ლონდონში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე MRO Europe 2022 საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და გამოფენის მონაწილეებს საკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო. კვლევის მიხედვით, საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალია. „აქტიურად ვაგრძელებთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას უცხოელი ინვესტორებ

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. „გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ „მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო. მათი თქმით, საუბარია თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერთან უსაფრთხოების ჯებირების მოწყობის ვალდებულებაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მოუხსნა თბილისის მუნიციპალიტეტს. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავ

დის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, სიღნაღის რაიონში ჩადენილი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. უწყების ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. პროკურატურის განცხადებ
×
×
  • შექმენი...