Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.262

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის ჯეიმს კლევერლის ვიზიტი დაიწყო

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოში იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ. ვიზიტის დროს ჯეიმს კლევერლი შეხვდება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს და საქართველოს მთავრობის მეთაურს

დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება. არასრულწლოვან

კვირის ბოლოს ვიმსჯელებთ რიკოთზე მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე - საავტომობილო გზების დეპარატამენტის თავმჯდომარე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განცხადებით, 30 მარტიდან რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა მეწყრული პროცესების გამო შეზღუდეს. ავტომობილებს ახლა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით უწევთ გადაადგილება, რიკოთზე კი მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევა და კვირის ბოლოს წინასწარი შედეგებით იმსჯელებენ მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე. „დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა ბზარების ზრდის და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოსვლის ტენდენცია. ამიტომ, სპეციალი

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ფინეთი ნატო-ს ხვალ, 4 აპრილს შეუერთდება

ფინეთი ნატო-ს სამშაბათს, 4 აპრილს შეუერთდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ეს არის ნაბიჯი, რომელიც ფინეთს – უფრო უსაფრთხოს, ხოლო ალიანსს უფრო ძლიერს გახდის. ჩვენ პირველად ავწევთ ფინეთის დროშას ნატო-ს შტაბ-ბინაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შედეგად შვედეთიც უფრო უსაფრთხო გახდება.   ავტორი - თამთა რუხაძე

სალომე ზურაბიშვილი - ევროინტეგრაციის ამ ეტაპზე საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს ძლიერი გზავნილი და დაინახოს, რომ ევროპა მის გვერდით დგას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხს, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების მიმართულებით, ასევე, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. „როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სეიმის ბოლო რეზოლუცია ხაზს უსვამს ჩვენი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ

ნინო ხარატიშვილს გიზელა ელსნერის ლიტერატურული პრემია გადასცეს

ნიურბერგის ლიტერატუტურლმა სახლმა მეორედ გასცა გიზელა ელსნერის პრემია. წელს დაჯილდოების ლაურეატი გახდა გერმანულენოვანი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი. „საქართველოს ისტორიის ევროპული ისტორიის ნაწილად წარმოჩენასთან ერთად, საკუთარ ნაწარმოებებში ავტორი ახერხებს გადმოსცეს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ევრპული ხასიათი. სწორედ პირადი ბედისწერისა და ისტორიული მოვლენების ერთობლიობის ასახვაა ის, რაც აქტუალობას ანიჭებს ხარატიშვილის ტექსტებს უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის კონტექსტში, რომლის გადმ

ზურაბიშვილი: ევროპა მშვიდობაა, რაც არ უნდა ფრონტებზე ლაპარაკობდნენ ვიღაცები

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოქალაქეებს მიმართა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროპელ პარტნიორებს კარგად ესმით საქართველოს სტრატეგიული ადგილი და ქვეყნის სამომავლო როლი. ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირი ქვეყნების ერთადერთი გაერთიანებაა, რომელმაც მისი წევრ სახელმწიფოებს სრულად შეუნარჩუნა საკუთარი იდენტობა და მოახერხა მათი მშვიდობის დაცვა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროპა საქართველოსთვისაც მშვიდობიანი მომავლის გარანტია: „ჩემი იმედია

ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო, - ინფორმაციას „ეხოკავკაზა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „აზიმუტის“ ვებ-გვერდზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი. კერძოდ, მსურველებს ავიაკომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ. „ეხოკავკაზა“ წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიი

ევროკავშირი ოფიციალურად იწყებს მისიას მოლდოვის უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად

ევროკავშირი ოფიციალურად იწყებს მისიას მოლდოვის უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „დღეს საბჭო იწყებს ევროკავშირის პარტნიორობის მისიას მოლდოვის რესპუბლიკაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის, გააძლიეროს უსაფრთხოების სექტორი ქვეყანაში“, – ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული მისია მოლდოვის ხელისუფლების მოთხოვნით შეიქმნა და მისი მიზანია, დაეხმაროს ქვეყანას, გააძლიეროს კრიზისის

ელეონორა არჩაია - მოგმართავთ ინიციატივით, დაინერგოს უფასო კვების პროგრამა ქუთაისის სკოლებში

ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია სკოლაში ბავშვებისთვის უფასო კვების ინიციატივით გამოდის. პარტია “საქართველოსთვის” წევრის თქმით, ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ მოსწავლეების მესამედი სასკოლო საათებში საკვებს ვერ იღებს, ამის მიზეზი კი საქართველოში არსებული სიღარიბეა. ელეონორა არჩაიას თქმით, აუცილებელია განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით დაინერგოს უფასო კვების პროგრამა ქუთაისში. “მოგეხსენებათ, თუ რამხელა გამოწვევაა ბავშვთა სიღარიბე საქართველოშ

“ჯორჯიან ეარვეისი” მოსკოვიდან ნიცაში თბილისის გავლით იფრენს

„საქართველოს ავიახაზები“ მოსკოვიდან ნიცის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს იწყებს. ტრანზიტული რეისი სრულდება თბილისის გავლით, სადაც მგზავრებს გადაჯდომისთვის 1 საათი და 10 წუთი აქვთ. “ჯორჯიან ეარვეისი” საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფრენები 8 ივლისიდან, კვირაში ორჯერ შესრულდება. ბილეთების ფასი 1422 ლარიდან 2026 ლარამდე მერყეობს. ნიცას გარდა, Georgian Airways ასევე ახორციელებს ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, სალონიკში, თელ-ავივში, მილანში, ბერლინს

“შესაძლებელი გახდა ეტაპობრივი ამუშავება” — რა ხდება ქუთაისის აეროპორტში

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ განცხადებას ავრცელებს და ეტაპობრივი ამუშავების შესახებ იუწყება. მანამდე, აეროპორტში მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ განაცხადეს, რის მიზეზადაც უამინდობა დაასახელეს. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ეტაპობრივი ამუშავება. შედეგად: რეისები შემდეგი მიმართულებით: ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-პოზნანი, ქუთაისი- პრაღა გაფრინდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტანდა

ანა ბუჩუკური - თუ ქართველი ხალხის დამსახურებით სტატუსს მივიღებთ, "ოცნება" საკუთარ თავზე დაიბრალებს, თუ არ მივიღებთ, პარტნიორებს გადააბრალებს (ვიდეო)

“თუკი მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და იმედი მაქვს, რომ მივიღებთ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და ქართველი ხალხის დამსახურებით, “ოცნება”, რა თქმა უნდა დაიბრალებს საკუთარ თავზე, მაგრამ თუკი კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ, გადააბრალებს პარტნიორებს, გადააბრალებს “ომის გლობალურ პარტიას” და აშ. მთავარი არის ის, რომ ისინი მზად არიან კიდევ უფრო დაამძიმონ და კიდევ უფრო გააფუჭონ ურთიერთობები ჩვენს იმ სტრატეგიულ მოკავშირეებთან, რომლებიც ფაქტობრივად გვიცავენ. იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ტერი

ბაქომ უკრაინის დასახმარებლად 7.6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

აზერბაიჯანმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 7,6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შესაბამის, განკარგულებას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა. “ჰუმანიზმის პრინციპზე დაყრდნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე მსოფლიოს ბევრ ქვეყანას უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას”. ოფიციალური ცნობითვე, აღნიშნული ფული გამოყოფილია უკრაინისთვის ელექტროაღჭურვილობის შესასყიდად და გასაგზავნად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანმა რამდ

რუსული მედია - მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა და ბიზნეს ცენტრის შენობაში აფეთქება მოხდა

მოსკოვზე, ღამით, უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ „მოსკოვ-სიტიში“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, „მოსკოვი-სიტიში“ ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი. რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა განაცხადეს, რომ ორი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც დედაქალაქზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრ

მიხეილ დაუშვილი: თუ მართლა გინდათ პოლიტიკურ კორუფციას ებრძოლოთ, ნუ უშლით ხელს „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას

იმისათვის, რომ ქვეყანა რეალურად განვითარდეს და მოქალაქეებმა მეტი სარგებელი და კეთილდღეობა მიიღონ, ამას ევროინტეგრაცია სჭირდება - ევროინტეგრაციას კი სჭირდება კონკრეტული რეკომენდაციების შესრულება, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი პირველი შესასრულებელი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციაა. „დეოლიგარქიზაციის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებით

გიგა ფარულავა - რატომ არის ოჩამჩირეში რუსული ფლოტის განთავსება საგანგაშო?! (ვიდეო)

რატომ არის ოჩამჩირეში რუსული ფლოტის განთავსება საგანგაშო?!… გიგა ფარულავა, ზუგდიდი - პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" 393487088_349354310800126_7589740491328903681_n.mp4

ბერდია სიჭინავა - რუსული ბრძანების ამოქმედების შედეგად, ეროვნული ბანკის რეპუტაციასთან ერთად, 150 მლნ დოლარი დაიხარჯა ქვეყნის სარეზერვო რესურსებიდან, ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან (ვიდეო)

“როცა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, კეთილი უნდა ინებონ სახელწიფო უწყებებმა და თვითონ მოიპოვონ ეს მტკიცებულებები. იმის ნაცვლად, რომ მსგავს საკითხებზე მუშაობდნენ, როგორიც არის ფარცხალაძის საქმე, უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების, მესამე სექტორის წარმომადგენლების მოსმენით, ხოლო რუსული ბრძანების ამოქმედების შედეგად, ეროვნული ბანკის რეპუტაციასთან ერთად, 150 მლნ დოლარი დაიხარჯა ქვეყნის სარეზერვო რესურსებიდან, ჩვენი მოქალაქეების ჯი

ბერდია სიჭინავა - ჩვენი პოლიტიკური პარტია, ღიად გვაქვს ეს დეკლარირებული, არ გეგმავს გაერთიანებას რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, ეს უბრალოდ არ გვჭირდება (ვიდეო)

“ჩვენი პოლიტიკური პარტია, ღიად გვაქვს ეს დეკლარირებული, არ გეგმავს გაერთიანებას რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, ეს უბრალოდ არ გვჭირდება.”  ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. 407782745_262224350179560_3997899162012778879_n.mp4

კახაბერ ქემოკლიძე -  “ოცნება” ცდილობს ევროინტეგრაციის პროცესი ისე განხორციელდეს, რომ რეფორმები არ გტარდეს ქვეყანაში, ასე გაწევრიანების პერსპექტივა დაიხურება (ვიდეო)

ჩვენი ბრიფინგის ძირითადი მიზანი იყო ქართული საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა ის საინფორმაციო სპეცოპერაცია, რომელსაც ახორციელებს “ოცნება” საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ამიტომ ატივტივებენ სააკაშვილს მუდმივად ზედაპირზე.  “ოცნება” ცდილობს ევროინტეგრაციის პროცესი ისე განხორციელდეს, რომ რეფორმები არ გტარდეს ქვეყანაში, ასე გაწევრიანების პერსპექტივა დაიხურება. მაგალითად თურქეთი 1999 წლიდან კანდიდატის სტატუსს ფლობს , მაგრამ გაწევრიანებაზე არ მიმდინარეობს საუბარი. ამიტომ მნიშვნელოვანია ვ

პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას „ჯორჯიან მანგანეზში“ შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს

პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას "ჯორჯიან მანგანეზში" შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დაუშვილი აცხადებს, კომპანიას თითქმის 7 წლის განმავლობაში სახელმწიფოს დანიშნული პირი მართავს, რომელსაც უფლებამოსილება ორჯერ გაუხანგრძლივდა იმის მიუხედავად, რომ ვერც გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ვერც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა ვერ შეძლო. და

მედია - ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს

ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. პოლიციის ცნობით, დაკავებულები იანის სკაფტუროსის, ვასილი რუბეტისის და დიონისეს მუზაკიტისის მკვლელობების უკან დგანან. იანის სკაფტუროსი 2022 წლის აპრილში მოკლეს, ხოლო დანარჩენი ორი პირი გასული წლის ივნისში. სულ, ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ ხუთი ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა. მათგან ორი დაკავებული ქართველია, ორი საზღვარგარეთ

რუსმა დეპუტატებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს

რუსმა დეპუტატებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსეთის დუმის სპიკერზე, ვიაჩესლავ ვოლოდინზე დაყრდნობით ავრცელებს. „ყველა, ვინც რუსეთის განადგურებას ცდილობს, ვინც მას ღალატობს, დამსახურებულად უნდა დაისაჯოს და ქვეყანას მიყენებული ზიანი საკუთარი ქონების ფასად აუნაზღაუროს“, - წერს ვოლოდინი „ტელეგრამის“ არხზე. რუსეთის დუმის სპიკერ

“ქართულის სწავლას ხელს უშლის ისიც, რომ მას ვერ ვიყენებთ” — ერნა შკოიანი ნინოწმინდიდან

24 წლის ერნა შკოიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტია.  ნეტგაზეთთან იგი საკუთარ ამბავს ჰყვება იმის შეახებ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ეთნიკური სომხებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ახალგაზრდები და რისი ცოდნა აშორებთ მათ საქართველოს სხვა მოქალაქეებისგან.  სოფელში ცხოვრება და ქართული ენა დავიბადე ნინოწმინდაში, სოფელ ეშტიაში, ტრადიციულ სომხურ ოჯახში. იქ გავიზარდე და სკოლაც იქ დავამთავრე. ჩვენთვის, ბავშვებისთვის სოფელ

ანა ბუჩუკური - ხალხის ასეთი დაბალი მხარდაჭერის მქონე პრემიერი, როგორიც კობახიძეა, საქართველოს არ ჰყოლია, ამიტომ, დიდი მადლობა ივანიშვილს

ირაკლი კობახიძე ჩვენთვის შესაძლებლობაა და ეს კიდევ ერთხელ თავად დაადასტურა გუშინ, როცა დიდი საჩუქარი გაგვიკეთა: გვეგონა, რომ თავის სათქმელზე ისაუბრებდა, როგორც  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სინამდვილეში კი, მხოლოდ ჩვენი გუნდის ლიდერზე და ჩვენზე ისაუბრა., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.    ბუჩუკურის თქმით, ხალხის ასეთი დაბალი მხარდაჭერის მქონე პრემიერი საქართველოს ჯერ არ ჰყოლია, რისთვისაც დიდ მადლობას უხდის ივანიშვილს.  
×
×
  • შექმენი...