Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.469

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარიას შეხვედრა ახალგაზრდებთან (ფოტოები)

დღეს გიორგი გახარია ახალგაზრდებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ირგვლივ არსებულ კითხვებს უპასუხა        

ანა ბუჩუკური - მადლობა მზია ამაღლობელს, მან სრულად გააშიშვლა ივანიშვილის რეჟიმი ფლიდი მორალისგან (ვიდეო)

"მადლობა მზია ამაღლობელს, მან სრულად გააშიშვლა ივანიშვილის რეჟიმი ფლიდი მორალისგან." ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1163332311806222

სურსათის ეროვნული სააგენტო - რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა - სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, 28 მარტს, შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში" (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. მათივე ცნობით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის

ლევან მურუსიძე: "ყველა პრობლემას, რაც სასამართლოში იყო მე მაბრალებდნენ. გადავწყვიტე, პირადად ვუპასუხო ბრალდებებს და ვიბრძოლო, რათა სასამართლო დამოუკიდებელი იყოს."

ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია - ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, მან ჟურნალისტებთან იმ მოტივაციაზეც ისაუბრა, რის გამოც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრად საკუთარი კანდიდატურა დააყენა. როგორც

ჯაბა სამუშია - არჩევნები რომ სპექტაკლი ყოფილიყო, უნივერსიტეტში მეგობარს ვთხოვდი: „მოდი, შენც შემოიტანე საბუთი“ და გარკვეულწილად დემოკრატიას ვითამაშებდი, მაგრამ ასე არ ყოფილა

ეს არჩევნები რომ დადგმული სპექტაკლი ყოფილიყო, უნივერსიტეტში ვინმე მეგობარს ვთხოვდი: „მოდი რა, შენც შემოიტანე საბუთი“ და ამით გარკვეულწილად დემოკრატიას ვითამაშებდი , - ამის შესახებ თსუ-ის ახლახან არჩეულმა რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ჯაბა სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არავის მოუნდა მის გარდა თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე საქმიანობა. სამუშიას განმარტებით, ის ვერ გასცემს პასუხს იმაზე

ვახტანგ მეგრელიშვილი - ვაშაძე და ჯაფარიძე უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია

ვაშაძე და ჯაფარიძე უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებაზე კომენტირებისას განაცხადა. ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, სწორია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული პატარა პარტიები გაერთიანდნენ, რაღაც ფორმა შეიძინონ და საკუთარი სახე ჩამოაყალიბონ. „კითხვა მაწუხებს, რას ნიშნავს, საქართველოშ

სერგეი ლავროვი - ჩვენ აქტიურად დაგეხმარებით "სამხრეთ ოსეთს" ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში - რუსული სამხედრო ბაზები საიმედოდ უზრუნველყოფს რესპუბლიკის უსაფრთხოებას

რუსეთი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად დაეხმარება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე განაცხადა. „მოხარული ვართ, მოგესალმოთ მოსკოვში, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენი პოლიტიკური დიალოგი აგრძელებს ინტენსიურ განვითარებას“, - განაცხადა ლავროვმა დე ფაქტო მინისტრთან შეხვედრის დასაწყისში.

მოსკოვი თავის ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღების გადაწყვეტილების საპასუხო რეაქციით იმუქრება

რუსეთის მთავრობა ევროკავშირის შეთანხმებას რუსული ნავთობის ზღვრული ფასის შემოღებაზე, რომელსაც „დიდი შვიდიანიც" მიემხრო“, არ მიიღებს. ამის შესახებ კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა და დასძინა, რომ რუსეთი მალე გაავრცელებს ინფორმაციას, როგორი რეაქცია ექნება ამ გადაწყვეტილების მიმართ. ვენაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წარმომადგენელმა, მიხაილ ულიანოვმა მუქარა გამოთქვა, რომ რუსეთი ევროპის კავშირს ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს. მომავალში ევროპის კავშირმა რუსეთის

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მძიმე დანაშაულების ჩამდენ პირებს არმიაში სამსახურის უფლებას აძლევს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უშვებს იმ ადამიანების მობილიზაციას, რომელთაც მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ამ დროს კრემლი აგრძელებს უკრაინაში ომისთვის სამხედროთა შეგროვებას ბოლოდროინდელი წარუმატებლობის შემდეგ. 4 ნოემბერს მოსკოვში ახალგაზრდული და მოხალისეთა ორგანიზაციების წევრებთან საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მან სექტემბერში მობილიზაცია გამოაცხადა ქვეყანაში, 318 000 ადამიანი ჩაერთო ბრძოლაში, მათ შორის, პუტინის თანახმად, 18 000 მოხალ

ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ქურდობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა,

რუსეთი ყაზახურ ქვანახშირს გზას უკეტავს - ამოქმედდება თუ არა აქტაუ-აზერბაიჯანი-საქართველოს ალტერნატიული მარშრუტი

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო ყაზახეთიდან რუსეთის გავლით ქვანახშირის ტრანსპორტირებას აკრძალავს. ინფორმაციას „ვედომოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინიციატივა ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მომზადდა, როცა რუსული ქვანახშირის ექსპორტის განვითარებისთვის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრა გაიმართა. პროექტის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტრომ რუსეთის რკინიგზის აღმოსავლეთ პოლიგონზე, ანუ ბაიკალ-ამურისა და „ტრანსსიმბირის“ რკინიგზასთან ქვანახშირის მწარმოებელი რეგიონების თანაბარი

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა ომში 10-ჯერ მეტი დანაკარგი განიცადა, ვიდრე უკრაინამ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთმა 10-ჯერ მეტი დანაკარგი განიცადა, ვიდრე უკრაინამ და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ციფრების დასახელება არ შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა ორი ქვეყნის მიერ განცდილ დანაკარგებს შორის. მისივე თქმით, უკრაინა ადამიანებს „საზარბაზნე ხორცად“ არ იყენებს, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მას არ განუცდია იმდენი მსხვერპლი, რამდენიც რუსეთს. „როდესაც ჩვენ პარტნიორებს ვთხოვთ საარტილერიო ან ჯავშანტექნიკას, ეს ეხება არა მხოლოდ იარაღს,

რუსებმა ხერსონის ოლქის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა დაბომბეს, არის მსხვერპლი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა დაბომბეს. დაღუპულია ორი ქალი. "საშინელი ამბავი გორნოსტაევკადან, რუსმა დამპყრობლებმა დასახლება დაბომბეს", - აცხადებს იანუშევიჩი. მისივე ცნობით, დარტყმები მიზანმიმართულად განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანებულია 10-მდე სახლი. იპნ

ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების წინადადებას განიხილავს

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების წინადადებას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. ბორელის თქმით, ევროკავშირი პროცედურებს მიყვება და რუსეთის მიმართ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინადადებაზე მუშაობს. „ჩვენ გვაქვს რეაგირება, მივყვებით პროცედუ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი ერთ დღეში 400-ჯერ დაბომბეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკში მიმდინარეობს. „ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის ოლქშია. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის გაუარესების გამო დღეს ნაკლები თავდასხმებია, რუსული დაბომბვის შემთხვევები, სამწუხაროდ, უკიდურესად მაღალია. დღის დასაწყისიდან აღმოსავლეთში თითქმის 400 დაბომბვა განხორციელდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ ღამის ტრადიციული მიმართვის დროს. მისივე ინფორმაციით, უკრაინული ძალები ლუგანსკის

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მესამე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მე-3 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა. შემთხვევა წუხელ მოხდა. კლინიკაში მოთავსებული 29 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე მას გაქცევის მცდელობა ჰქონდა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ესპანეთის დედაქალაქში მდებარე უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. როგორც „როიტერი“ წერს სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებულია საელჩოს ერთი თანამშრომელი, რომელსაც ხელში წერილი ეჭირა. დაშავებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია მადრიდში უკრაინის საელჩოს.   ავტორი - სალომე თორაძე

გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა [ფოტო]

საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე გაერთიანებულია ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკითა და თემატიკაზე შექმნილი 50 ნამუშევარი. მათ შორის არის კერამიკული ნაკეთობები და ქანდაკებები. გამოფენაზე ახალი ნამუშევრები აფხაზეთიდან დევნილმა 16-მა მხატვარმა წარადგინა. „გალერეა „ოპიზარი“ ამჯერად აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს მასპინძლობს.ისინი არაჩვეულებრივი ნიჭიერებით გამორჩეული ხელოვანი ადამიანები

მაია სანდუ - ომის შესაჩერებლად საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს, მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, დავასრულოთ ტანჯვა და სიკვდილი

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მორიგ მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის განმეორებით თავდასხმებს უკრაინის მოქალაქეებზე, სამოქალაქო დაწესებულებასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. საერთაშორისო საზოგადოებამ, ომის შესაჩერებლად, რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, დავასრულოთ ტანჯვა და სიკვდილი“, – წერს მაია სანდუ „ტვიტერზე“. ამასთან, მედიის ცნობით, უკრაინის მისამართით განხორციე

ბერდია სიჭინავა - ჩვენი მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე, “ოცნებასთან” რა კულუარული მოლაპარაკებები აქვთ “ენმ”-ს, “ლელოს” და ვაშაძეს

ჩვენი მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე, “ოცნებასთან” რა კულუარული მოლაპარაკებები აქვთ “ენმ”-ს, “ლელოს” და ვაშაძეს!, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.     "როგორც ირკვევა, ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები (ენმ, ლელო, ვაშაძე), რომლებიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ მუშაობენ ევრორეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ საპარლამენტო ს

რასა იუკნევიჩიენე - ევროპაში ჰიტლერისა და სტალინის მიერ შემორჩენილი გამყოფი ხაზები უნდა წაიშალოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კი ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა

ევროპაში ჰიტლერისა და სტალინის მიერ შემორჩენილი გამყოფი ხაზები უნდა წაიშალოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კი ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობდნენ. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. „საქართველო ეკუთვნის ევროპას. ამ ქვეყანას ევროპასთან აშორებდა საბჭოთა რუსეთი. დღეს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირე

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი - ოთხმხრივი შეთანხმებით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება აზერბაიჯან-საქართველოს და ევროპას შორის, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ენერგოსექტორში თანამშრომლობის გაძლიერებისთვის

ამ შეთანხმებით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ვაჭრობა ერთის მხრივ, აზერბაიჯან-საქართველოს და მეორეს მხრივ, ევროპას შორის, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის არის რუმინეთისთვის, რათა ევროკავშირის და საერთაშორისო პარტნიორებს ვუჩვნებთ ჩვენს მნიშვნელობას, – ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩუკამ ბუქარესტში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიას – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ უმასპინძლა. მისი შეფასებით, შეთანხმების ხელმოწერით ჩვ

საგარეო უწყება - თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალება დადასტურდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. მათივე ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქ. გაზიანტებში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ. გარდაცვალების შესახებ. ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.

აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინაში ომისა და რუსული სამართალდამცავი ორგანოების მიერ თვითნებური დაპატიმრების ან შევიწროების რისკის გამო, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი. „აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. გამოიჩინეთ სიფრთხილე უკანონო დაკავების რისკის გამო. არ იმოგზაუროთ რუსეთში“, - აღნიშნულია მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააფრთხილა თავისი მოქალაქე

მდინარაძე ორგანიზაციების შემოსავლებზე: ეს ინფორმაცია მიმოფანტულია და ერთ რეესტრში გვინდა თავმოყრა

მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა. ჟურნალისტის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაორგანიზაციები თავიანთი ფინანსების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ საგადასახადო და აუდიტის სამსახურებში და, ამასთანავე, არსებობს გრანტების რეესტრიც. უკვე არსებული მონაცემები ამ ორგანიზაციების ფინანსებზე ინფორმაციის მისაღებად საკმარისი რატომ არ არის, – მიმართა ჟურნალისტ
×
×
  • შექმენი...