Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    10.202
  • comments
    0
  • views
    356.867

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თბილისში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ტ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1996 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატი

ირაკლი პეტრიაშვილი - ორი წლის განმავლობაში ინფლაცია არის 25,9%, საშუალო ხელფასი კი მხოლოდ 9%-ით გაიზარდა

ორი წლის განმავლობაში ინფლაცია არის 25,9% და საშუალო ხელფასი მხოლოდ 9%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. „ანუ, ინფლაციამ შეჭამა შემოსავალი და ამ 9%-ით გაზრდაში კიდევ რამდენი იყო ტოპმენეჯმენტის და ადმინისტრაციის წილი და რამდენი დასაქმებული ადამიანების, ეს კიდევ ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეკონომიკური ზრდაა საჭირო

რუსეთმა 11 ბრიტანული ზღვისიქითა ტერიტორია შეიტანა არამეგობრულ ქვეყანათა სიაში

რუსეთის ხელისუფლებამ გააფართოვა ე.წ. არამეგობრულ ქვეყანათა და ტერიტორიათა სია და მასში ბრიტანეთის 11 ზღვისიქითა ტერიტორია შეიტანა, მათ შორის არიან ცნობილი ოფშორული იურისდიქციის მქონე ბერმუდის კუნძულები და კაიმანი. ქვეყნების სია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული. საუბარია ძირითადად მცირე კუნძულებზე, რომელთაგან ზოგიერთზე არ იმყოფება მუდმივი მოსახლეობა, ან მათზე მცხოვრებთა რაოდენობა ათეულ ან ასეულ ადამიანს არ აღემატება. გარდა ამისა, ბერმუდზე დარეგისტრირებულია ასობ

"მკრა ხელი და დამაწვინა იატაკზე... შუშაზე მაფხოკიალა" - რას ჰყვება 72 წლის ქალი, რომელზეც მეზობელმა სექსუალური ძალადობა სცადა

72 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობა და ფიზიკური დაზიანებები - სავარაუდო მოძალადეს, 30 წლის მამაკაცს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ირკვევა, რომ მამაკაცი, რომელსაც ეძებენ, ძალადობის მსხვერპლი ქალის მეზობელია. "კურიერმა" ცოტა ხნის წინ ჩაწერა მსხვერპლი ქალი, რომელიც თავდასხმის გარემოებებს აღწერს. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. "შემოვიდა ღამის 10:00 საათზე. დამესხა თავს, მკრა ხელი და დამაწვინა იატაკზე, თან კარები ჩაკეტა, შუქი ჩააქრო. 

5 წლის ელენე ხერგიანს სასწრაფო ოპერაციისთვის საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

5 წლის ელენე ხერგიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, მისი დიაგნოზია ყიფლიბანდის ნაადრევი გაძვლიანება, რაც თავის ტვინს ხელს უშლის განვითარებაში, იწვევს მის დაზიანებას, რამაც გამოიწვია პატარა ელენეს ჯანმრთელობის დარღვევა, დაუქვეითდა მხედველობა, ყურთასმენა და ყოველივე ეს აისახა ბავშვის მეტყველებაზე. ელენეს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მსგავსი ოპერაციები საქართველოში არ კეთდება. აუცილებელია, მას ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდეს თურქეთის

უკრაინა მოუწოდებს მსოფლიოს, რუსეთს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა მოსთხოვოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტვიტერზე წერს, რომ, ე.წ. "მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის გამო, რუსეთს ყველა სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა. „ჩვენ გაფრთხილებდით რუსეთის გეგმებზე, ჩაეშალა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა. ახლა მოსკოვი ტყუილი საბაბით ბლოკავს „მარცვლეულის დერეფანს“, რომელიც უზრუნველყოფდა მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოითხოვოს რუსეთისგან - შეწყვიტოს შიმშილის თამაშები და დაუბრუნდეს თავის

„მზიურში“ ევროპის სპორტის კვირეული გაიხსნა #1TVSPORT

„მზიურის“ პარკში „ევროპის სპორტის კვირეული“ გაიხსნა, რომელიც ევროკომისიის ინიცირებული პროექტია. „მზიურის“ პარკში მოეწყო სპორტული სოფელი, სადაც წარმოდგენილი იყო სახალისო და გასართობი სპორტული აქტივობები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. პროექტი ზედიზედ მეხუთედ ჩატარდა. ევროპის სპორტის კვირეულზე წარმოდგენილი იყო მხიარული სტარტები, ფრისბი, სახალისო ხელბურთი, ამერიკული ფეხბურთი, ბეისბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, სკეიტბორდი, ბავშვთა ძიუდო, უშუ, ფარიკაობა, ბადმინტონი, სამაგიდო თამაშ

კრემლის ჰაკერებმა ლიზ ტრასის ტელეფონი გატეხეს - მედია

ლიზ ტრასის მობილური ტელეფონი გატეხეს კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, როდესაც ის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. კიბერკრიმინალებმა მოახერხეს ღირებულ მონაცემებზე წვდომა. ოპოზიცია გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ზე დაყრდნობით ავრცელებს, შემდეგ კი ეს სიახლე Reuters-მაც გააშუქა. გამოცემის ცნობით, ჰაკერებმა, სავარაუდოდ, მიიღეს წვდომა საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების საიდუმლო დეტალებზე, მათ შორის უკრაინაში იარაღის მიწოდებაზე, ასევე ტრ

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებაში“

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებაში“. განცხადება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. „რუსეთის გადაწყვეტილება, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ რისკის ქვეშ აყენებს მარცვლეულის ექსპორტის მთავარ მარშრუტს. ევროკავშირი დაჟინებით მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება და დაბრუნდეს მარცვლეულის შეთახმებაში“, – განაცხადა ბორელმა. შეგახსნებეთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს

ენტონი ბლინკენი - რუსეთი საკვებს იარაღად იყენებს

რუსეთი საკვებს იარაღად იყენებს, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლას. „რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს მარცვლეულის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს, არის განცხადება, რომ ადამიანებმა მთელ მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკვებისთვის ან იშიმშილონ“, – აცხადებს ბლინკენი. სახელმწიფო მდივნის თქმით, ამ გადაწყვეტილებით რუსეთი ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს ამწვავებს.

რუსეთში ტიტულის ჩამორთმევას აპირებენ იმ ვარსკვლავებისთვის, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ

რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო განიხილავს ტიტულის ჩამორთმევას იმ ვარსკვლავებისთვის, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, ვარსკვლავთა შორის არიან ალა პუგაჩოვა, მაქსიმ გალკინი, ანდრეი მაკარევიჩი და სხვები. მოგეხსენებათ, ახლა ეს საკითხი კანონპროექტის ეტაპზეა. თუმცა, თუ ეს კანონი გახდება, ისინი, ვინც საჯაროდ არ დაუჭირა მხარი „სვო“-ს (ასე ჰქვია ომს რუსეთში) „სახალხო“ და „დამსახურებულთა“ რიგებიდან ამოირიცხება. ასევე დაზუსტებულია, რომ

ამერიკელი ქალი ირწმუნება, რომ წითელი ლაქის წასმის შემდეგ, მას პაემნებზე უფრო ხშირად პატიჟებენ

ამერიკელი ქალი ირწმუნება, რომ წითელი ლაქის წასმის შემდეგ, მას პაემნებზე უფრო ხშირად პატიჟებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.  „წითელი ფერის ლაქის თეორია - რეალურია. მას შემდეგ რაც წითელი ლაქის წასმა დავიწყე, უამრავი მამაკაცი მპატიჟებს პაემანზე", -  ამბობს მელის მარტინო.  ნუნუკა სუხიაშვილი

აშშ-ში კაცი, რომელმაც ციხეში 38 წელზე მეტი გაატარა, უდანაშაულო აღმოჩნდა

აშშ-ში კაცი, რომელმაც მკვლელობისთვის ციხეში თითქმის ოთხი ათეული წელი გაატარა, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც დნმ-ს ახალმა მტკიცებულებებმა სხვა პირის დანაშაულზე მიუთითა. ინფორმაციას  BBC  ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, მორის ჰასტინგსი 1983 წელს კალიფორნიაში რობერტა უაიდერმაიერის მკვლელობისთვისა და კიდევ ორი პირის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ის შტატების ციხეში სასჯელს 38 წელზე მეტხანს იხდიდა. თუმცა, დნმ-ს ახალმა მტკიცებულებებმა მიუთითა სხვა პირის დანაშაულზე, რომელიც ციხეში 2020 წელს გარდ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალტიის ზღვაში, ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე მომხდარი აფეთქების დაგეგმვაში ბრიტანეთს ადანაშაულებს. „ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში, უზრუნველყოფასა და განხორციელებაში“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა ბრიტანეთშიც. ლონდონი რუსეთს „ეპიკური მასშტაბის ტყუილშ

ნედ პრაისი - 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს მეზობლების სუვერენიტეტს, ის არ არის სანდო პარტნიორი

2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს და ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომელსაც დაუსვეს შეკითხვა, სომხეთ აზერბაიჯანთან დაკავშირებით, ამზადებს თუ არა ამერიკა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების მორიგ რაუნდს და თუ ასეა, რით განსხვავდება ის პუტინის სამშვიდობო ვერსიისგან, როგორია მათი მოლოდინები სოჭის შეხ

უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 52 დამცველი დააბრუნა, მათ შორის „აზოვის“ პოლკის ორი მებრძოლი და მეზღვაური კუნძულ „ზმეინიდან“

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 52 უკრაინელი სახლში დაბრუნდა, მათ შორის „აზოვის“ პოლკის ორი მებრძოლი და მეზღვაური კუნძულ „ზმეინიდან“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამზე“ დაწერა. "ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება. განვახორციელეთ ტყვეების მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 52 ჩვენი ადამიანის - ოფიცრების, მედიკოსების, სერჟანტებისა და ჯარისკაცების გათავისუფლება. მათ შორის - უკრაინის ეროვნული გვარდიის 12 მებრძოლი, ორი "აზოველის" ჩათვლით, საზღვაო ძალების

სახალხო დამცველი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების 5 შემთხვევას სწავლობს

სახალხო დამცველი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების 5 შემთხვევას სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახლახო დამცველის აპარატი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოხდეს მოხდეს უცხო პირთა გადადგილების მკაცრი კონტროლი. ხოლო, ბავშვებისთვის საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსე

2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ვოლოდიმირ ზელენსკი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო “დიდი ოცეულის” და გაეროს მკაცრ რეაქციას ელოდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო “დიდი ოცეულის” და გაეროს მკაცრ რეაქციას ელოდება. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ახლა მკაცრი საერთაშორისო რეაქციაა საჭირო. როგორც გაეროს, ისევე სხვა დონეებზეც, მათ შორის “დიდი ოცეულის” დონეზე. როგორ შეიძლება რუსეთი G20-ში სხვა სახელმწიფოებს შორის იყოს, როდესაც ის გააზრებულად მუშაობს რამდენიმე კონტინენტზე შიმშილისთვის? ეს ნონსენსია. “დიდ ოცეულში” რუსეთის ადგილი არ არის”, - გან

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობებს სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. მომხდარზე სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 23 ქართველი მებრძოლია გარდაცვლილი.

რუსეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა

რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ე.წ." მარცვლეულის გარიგებაში ", რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტების გავლით უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტს ითვალისწინებს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. რუსეთის ეს გადაწყვეტილება მოჰყვა სევასტოპოლში რუსულ სამხედრო გემებზე შაბათს დრონებით განხორციელებულ თავდასხმას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავს დაესხნენ გემებს, რომლებიც "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ. რუს

გენერალი ალექსანდრ ლაპინი, რომელსაც ლიმანის დაცემის გამო კრიტიკა დაატყდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის ჯარების დაჯგუფება "ცენტრს" მეთაურობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ამის შესახებ იტყობინება სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია "გროზნო", RBC და Moscow Times-ი თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს. ოქტომბრის დასაწყისში ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ლაპინი დაადანაშაულა ქალაქ ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევასა და ქალაქზე კონტროლის დაკარგვაში. "სირცხვილი ის კი არ არის, რომ

სეულში, ჰელოუინის დღესასწაულის დროს მომხდარ ჭ####ტაში 120 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰელოუინის დღესასწაულების დროს მომხდარი ჭ####ტის შედეგად სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 100 დაშავდა. ამის შესახებ The Korea Herald-ი იტყობინება. დაზარალებულები იტჰევონის რაიონში მდებარე სასტუმრო "ჰამილტონის" მახლობლად ვიწრო ქუჩაზე შეკრებილ ხალხის მასიდან იყვნენ. როგორც Associated Press-ი წერს დაზარალებულთა დასახმარებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი მაშველია ჩართული. სეულის სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს საზღვართან დააკავეს ოთხი დაღესტნელი და, რომლებიც ოჯახში ძალადობას გამოექცნენ

რუსს მესაზღვრეებს უკვე ხუთ საათზე მეტია, რაც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე დაკავებული ჰყავთ და საქართველოში გადასვლის საშუალებას არ აძლევენ დაღესტნის სოფელ ხაჯალმახის მცხოვრებ ოთხ დას. ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევები, ამინატ გაზიმაგომედოვა და ფატიმატ მაგომედოვა დააკავეს საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას. გოგონები აგვისტოში ოჯახში ძალადობას გამოექცნენ. მესაზღვრეები ამბობენ, რომ მათ წასაყვანად ნათესავები მოდიან. ამის შესახებ მათ შეატყობინეს კრიზისულ ჯგუფ IC SOS-ი, რომელიც გოგოებს დახმარებ

„დოიჩე ველე“ - ევროკავშირმა 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“, ევროკავშირის იუსტიციის კომისარის, დიდიე რეინდერსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ამ დრომდე გაყინულია 90 ადამიანის აქტივები, 17 მილიარდ ევროზე მეტი შვიდ წევრ სახელმწიფოში, მათ შორის 2,2 მილიარდი გერმანიაშია“, – განაცხადა დიდიე რეინდერსმა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს სანქციების რვა პაკეტი დაუწესა. უკრაინელი პოლიტიკოსებ
×
×
  • შექმენი...