Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.052

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია

ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკის სპრსკას (სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი უკან გაიწვია. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. კანონპროექტი გუშინ, 28 მაისს გაიწვიეს. ამის შესახებ დეპუტატებს ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა აცნობა. ვიცე-პრემიერს არ განუმარტავს მიზეზი. კანონპროექტი მიზნად ისახავდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას. კანონპროექტის განხილვას მოჰყვა კრიტიკა ევროკავშ

თიის როიტენი - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული მომავლის კუბოში ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა - დაუწესეთ სანქციები ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს

საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, თიის როიტენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ხელის მოწერას. მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ახლახან საქართველოს ევროპული მომავლის კუბოში ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა - მაგრამ საბოლოოდ ისინი მარცხს განიცდიან. „საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს. ისინი ევროკავ

ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აშშ-ის ორი უწყების მხრიდან ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ეს არ ნიშნავს სანქციას - კომპანიას არ ეზღუდება ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია, პროექტის განხორციელება

სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან მიმართებით, ჩვენ დავინახეთ გადაჭარბებული ემოციები და პროექტთან დაკავშირებით პროცესების პოლიტიზების მცდელობა. ბუნებრივია, ეს არაფრის მომცემი არ არის, ჩვენ გეგმაზომიერად განვავითარებთ პორტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ახლა გასავლელი იქნება რამდენიმეთვიანი პროცედურა, სადაც საქართველოს ექნება დიალოგი პრეტენდენტთან, იქამდე სანამ საბოლოოდ მოხდება პარტნიორთ

ესტონეთის პარლამენტში წარადგინეს განცხადების პროექტი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზეა საუბარი

ესტონეთის რიიგიკოგუს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ერიკ-ნილეს კროსმა რიიგიკოგუს 44 წევრის სახელით წარადგინა განცხადების პროექტი საპარლამენტო განხილვისთვის, რომელიც გმობს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს , - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული. ინფორმაციის თანახმად, განცხადების პროექტში რიგიკოგუს წევრები აღნიშნავენ, რომ ფართო პროტესტის, ევროკავშირისა და საქართველოს მოკავშირეების მოწოდებებისა და საქართვე

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს. სხდომაზე მხოლოდ „გირჩის“ დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც მომხსენებელს, რატი იონათამიშვილს კითხვა დაუსვა, პასუხის შემდეგ კი დარბაზი დატოვა. საკითხის საპარლამენტო განხილვა დღეს დაიწყო და მას ერთობლივად შემდეგი კომიტეტები განიხილავენ: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; განათლების, მეცნიერებისა და ახალგ

გიორგი შარაშიძე - “ოცნებას” მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი და დაპირებები აღარ დარჩა, ამიტომ ცდილობენ მოდელირებული პროპაგანდისტული სცენარები შემოგვთავაზონ (ვიდეო)

“ოცნებას” მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი და დაპირებები აღარ დარჩა, ამიტომ ცდილობენ მოდელირებული პროპაგანდისტული სცენარები შემოგვთავაზონ, ამაშიც ძალიან კარგად დაემსგავსნენ “ნაციონალურ მოძრაობას”.  გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/852976412971896/

უკრაინის საელჩო - მოძმე ქართველებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს - მემორიალზე ამოტვიფრულია უკრაინელების სახელებიც - გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია! უკრაინას ახსოვს!

მოძმე ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს. მემორიალის მარმარილოს ფილებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების სახელები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე და ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ უკრაინის საელჩოს მიერ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საელჩოს ცნობით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა და უკრაინის

ბორელი: მმართველი პარტიის განცხადებები, ქმედებები, დაპირებები ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალია

„მმართველი პარტიის განცხადებები და დაპირებები ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალია”, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბორელის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნები განიხილეს.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება. იმპიჩმენტის მოთხოვნის დოკუმენტს მმართველი გუნდის 81 წევრი აწერს ხელს. დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაადასტურა. „ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს, რო

ცესკოს დღევანდელ სხდომაზე არჩევნების შედეგების შეჯამების პარალელურად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია გაიმართება

16 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ცესკოში 16 ნოემბერს სხდომა ჩაინიშნა, სადაც ცესკოს მიერ გავრცელებული დღის წესრიგის თანახმად, ერთ - ერთი საკითხია პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება. ოპოზიციის ნაწილი, სამოქალაქო ორგანიზაციები, ასევე სტუდენტები ცესკოს შენობასთან შეკრებას 11:00 საათისთვის აანონსებენ. "ძლიერი საქართველო" კი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 10:00 საათიდან მივიდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან.

„ქართული ოცნება" ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს

„ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხად. კობახიძემ განცხადება მმართველი გუნდის სახელით გააკეთა. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ  ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. კობახიძემ თქვა ისიც, რომ ევროკავშირთან გაწევრების საკითხ

ISFED, TI, საია კალაძის განცხადებაზე: დაუშვებელია პირის იძულება, დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საია“ აცხადებენ, რომ თბილისის მერიაში დაანონსებული რეორგანიზაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც ინსტრუმენტი იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოხატეს პოზიცია და გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები. განცხადება თბილისის მერიის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა 30 ნოემბერს გაავრცელა. 1 დეკემბერს კი მერმა და „ქართული ოც

მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ვესტიბიულში 2 ადამიანი დააკავეს

შს სამინისტროს განცხადებით, 6 დეკემბერს მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ვესტიბიულში 2 ადამიანი დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან — ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია. „აღვნიშნავთ, რომ მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 2 მოქალაქე“, —

RT-ს წამყვანთან, რომელსაც უკრაინელი ბავშვების ჩაძირვა სურს, "თანამშრომლობა შეაჩერეს"

კრემლის საერთაშორისო, პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა გამოაცხადა, რომ „მოცემულ მომენტში თანამშრომლობას აჩერებს“ არხის რუსულენოვანი მაუწყებლობის ხელმძღვანელ ანტონ კრასოვსკისთან. 20 ოქტომბერს, კრასოვსკიმ თავის საავტორო პროგრამაში, მწერალ სერგეი ლუკიანენკოსთან საუბრისას განაცხადა, რომ მდინარეში უნდა ჩაძირო ან ცოცხლად დაწვა უკრაინელი ბავშვები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკრაინის ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული. კრასოვსკის გამონათქვამს სიმონიანმა „ს

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საკრებულოს 5 ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები კახა კალაძეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებენ

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს 5 ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს 31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებენ. პარტია „ლელოს” დეპუტატის საბა ბუაძის თქმით, ეს არის საკმარისზე მეტი დრო, რომ კალაძემ აღნიშნული ცნობად მიიღოს და გამოცხადდეს. „სამარცხვინოა ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ტრაგედიის შემდგომ არსებულ კითხვებს გაურბის და იმისათვის, რომ გაექცეს კითხვებს, არღვევს კანონს, პოლიციის

ამერიკელი ქალი ირწმუნება, რომ წითელი ლაქის წასმის შემდეგ, მას პაემნებზე უფრო ხშირად პატიჟებენ

ამერიკელი ქალი ირწმუნება, რომ წითელი ლაქის წასმის შემდეგ, მას პაემნებზე უფრო ხშირად პატიჟებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.  „წითელი ფერის ლაქის თეორია - რეალურია. მას შემდეგ რაც წითელი ლაქის წასმა დავიწყე, უამრავი მამაკაცი მპატიჟებს პაემანზე", -  ამბობს მელის მარტინო.  ნუნუკა სუხიაშვილი

საქართველოში შემოუშვეს დაღესტნელი დები, რომლებიც ოჯახურ ძალადობას გამოექცნენ

„კავკაზ.რეალიის“ ცნობით წუხანდელი დაძაბული ღამის შემდეგ, საქართველოში შემოსვლა მოახერხეს დაღესტნის სოფელ ხაჯალმახის მცხოვრებმა დებმა ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევებმა, ამინატ გაზიმაგომედოვამ და ფატიმატ მაგომედოვამ, რომლებიც ოჯახურ ძალადობას გამოექცნენ და საზღვარზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. კრიზისული ცენტრ SOS-ის ინფორმაციით, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას უწევს, დები ახლა საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ გოგონების ახლობლები დაჰპირ

კიევი: უკრაინის ჯარებმა შეძლეს რუსეთის იერიშების მოგერიება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში

უკრაინის გენერალურმა შტაბმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა პარასკევს შეძლეს რუსეთის იერიშების შეჩერება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. ამასთან, უკრაინის ჯარებმა 11 დარტყმა განახორციელეს მტრის პოზიციების წინააღმდეგ. ამავე დროს კიევმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო Orlan-10 ტიპის დრონი, თერთმეტი Shahed-136 დრონი და ორი ფრთოსანი რაკეტა Kalibr-ი. ვინიცის გუბერნატორმა სერჰი ბორზოვმა თქვა, რომ წუხელ ცენტრალურ უკრაინაში მდებარე რეგიონში რუსეთმა კამიკაძე დრონებით განახო

სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები 83.33%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამოხელეო დანაშაული წლიურად 5.47%-ით შემცირდა. ამის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. კერძოდ, უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ 9 თვეში სამოხელეო დანაშაულის 432 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 23.61% ანუ 102 შემთხვევა გაიხსნა. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში კი ამ სახის დანაშაულის 457 ფაქტი აღირიცხა და მათგან 86, ანუ 18.82% გაიხსნა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის

თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციამ საქართველოზე გამავალი ტრანსკასპიური სატრასპორტო მარშრუტი პრიორიტეტად გამოაცხადა

ყაზახეთი სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის 2025 წლისთვის 20 მლრდ დოლარის ინვესტიციის მიზიდვას გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა სამარყანდში, თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე განაცხადა, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს. ტოკაევს „თვალსაჩინო მაგალითისთვის“ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) მოჰყავს და თურქულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორები პრიორიტეტულად განავით

ლავროვი ბალიში ჩასვლის შემდეგ, ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს - AP

ლავროვი ბალიში ჩასვლის შემდეგ, ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს - AP. ინფორმაცია სრულად იხილეთ ბმულზე: https://www.reuters.com/world/russian-foreign-minister-taken-hospital-after-arriving-g20-summit-ap-2022-11-14/

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტზე - რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა შეჩერდეს

რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს, ეს ათასობით სიცოცხლეს გადაარჩენს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა, რომლის მონაწილეებს მან ვიდეო კავშირის საშუალებით მიმართა. მან ხაზი გაუსვა, რომ „მინსკი 3“ არ იქნება. „ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს გააძლიეროს თავისი ძალები. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთმა უნდა აღიარ

გიორგი გახარია იმაზე მეტადაა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და იმაზე აქტიურია, ვიდრე მაგალითად, ჩემი კოლეგა, რომელიც ბრიუსელში დადის და იქიდან „სელფაობს“ - ანა ბუჩუკური

ვხუმრობ ხოლმე და ეს მართლა ასეა, გიორგი გახარია იმაზე მეტად არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და იმაზე აქტიურია, ვიდრე მაგალითად, ჩემი კოლეგა, რომელიც ვთქვათ, ბრიუსელში დადის და იქიდან „სელფაობს“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა ანა ბუჩუკურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, გიორგი გახარია აქტიურადაა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. „უბრალოდ, თემა არის ის, რომ განსხვავებული ტაქტიკა აქვს ჩვენს გუნდს და გუნდის ლიდერს

სკოლებში სპორტის გაკვეთილების აქტიურად ჩატარება სავალდებულო იქნება

2023 წლიდან სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების აქტიურად ჩატარება სავალდებულო იქნება. აღნიშნულს ფიზიკური აქტივობის სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს, რომელზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით მუშაობს. დოკუმენტი საბოლოო სახეს წლის ბოლომდე მიიღებს, 2023 წლიდან კი, მისი განხორციელება დაიწყება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ განაცხადა, სტრატეგიის პროექტის თანახმად, სკოლებში

სალომე ზურაბიშვილი - დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ სტატუსის მინიჭებაზე „კი“ ეთქვას საქართველოს

საქართველოს პარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს, პროგრესი არსებობს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აკმაყოფილებს 12 რეკომენდაციას. მიმაჩნია, რომ დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ „კი“ - ეთქვას საქართველოს. კარგად ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს ამ გზის დასასრულს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასაშუალებასთან france info-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა: რას ეტყვით ევროპულ კომისიას, რომელმაც პირობა დადო, რომ
×
×
  • შექმენი...