Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.534

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე საუბარი 3-4 თვეში იქნება შესაძლებელი

უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე საუბარი 3-4 თვეში იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ტელეარხ ARD-სთან საუბარში განაცხადა. „თუ უკრაინის ცა უსაფრთხო დარჩება შემდეგი სამი-ოთხი თვის განმავლობაში, მაშინ ყველა შემდგომ ნაბიჯებზე შეგვეძლება საუბარი - ახლა ჯავშანსატანკო ქვედანაყოფების გამოყენებას აქვს აზრი”, - განაცხადა პისტორიუსმა. მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხი ყურადღების ცენტრში არ დგას. პისტორიუს

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს დავითი არის ყველა, ვინც ფიქრობს, რომ უნდა დამარცხდეს გოლიათი, რომელსაც ჩვენი ცხოვრების განადგურება სურს - რუსეთი წელს აუცილებლად დამარცხდება

მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით გერმანიის ქალაქ მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიების პირველი დღის პანელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გახსნა, რომელიც კონფერენციას დისტანციურად ესწრება. მან რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელების ბრძოლა ბიბლიურ ეპიზოდს შეადარა, სადაც დავითმა გოლიათი დაამარცხა. „ვფიქრობ, რომ კონფერენციის ამ ნაწილს „დავითი დნეპროზე“ უკრაინის პატივსაცემად, უკრაინელი ხალხის პატივსაცემად შეურჩიეს, რომელიც არამარტო საკუთარი ქვეყნის, არამედ მთელი მსო

Wizz Air მოლდოვაში ფრენებს შეწყვეტს

უნგრული Wizz Air 14 მარტიდან მოლდოვის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენს. ამის მიზეზად ავიაკომპანია უსაფრთხოების რისკებს ასახელებს. “მგზავრების და ეკიპაჟის უსაფრთხოება Wizz Air-ის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება”. “მოლდოვაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ქვეყნის საჰაერო სივრცეში გაზრდილი, მაგრამ არა გარდაუვალი რისკის შემდეგ, Wizz Air-მა მიიღო რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ყველა ფრენა [დედაქალაქ] კიშინიოვში 14 მარტიდან”, — აცხადებს ავიაკომპანია. მანამდე, თ

გიორგი გახარია - დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ართმევს ჩვენს შვილებს ევროპულ მომავალს

„საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას უნდა აუხსნას, „რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით“. ამის შესახებ განცხადებას გახარია „ტვიტერზე“ აქვეყნებს. „დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ართმევს ჩვენს შვილებს ევროპულ მომავალს! დროა, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეებს. საქართველო ევროპაა“, - წერს გახარია.

ოკუპირებულ ცხინვალში ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 8 მარტს დილიდან, ე.წ საზღვარზე კონტოლი გააძლიერეს. საოკუპაციო გამყოფ ხაზს რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად დე ფაქტო კაგებეს ე.წ სასაზღვრო სამსახური იცავს. "8 მარტს დილით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა გამართა", - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ აღნიშნა, უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უ

საერთაშორისო მედია „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევას ეხმაურება

საერთაშორისო მედია საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილებას ეხმაურება. BBC წერს, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას 2 დღის განმავლობაში მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. “ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ემოციების ჩასაცხრობად მიიღეს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას კანონპროექტის მნიშვნელობას უფრო გასაგებად განუმარტავენ. ოპოზიციურმა

„სიენენი“ - აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს

აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. როგორ ტელეკომპანიას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განუცხადეს, 65 უკრაინელი ჯარისკაცი „პეტრიოტის“ სისტემებით ოპერირების შესწავლის კურსს უახლოეს დღეებში დაასრულებს. ამის შემდეგ კი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები დამატებით ტრენინგებს ევროპაში გაივლიან. როგორც „სიენენი“ წერს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა საკმაოდ სწრაფად შეძლეს „პეტრიოტის“ სისტემების მართვისა და

ნათია მეზვრიშვილი "ქართულ ოცნებას" - მანიაკების დამცველ პარტიად გადაიქეცით და მთელი სახელმწიფო აპარატი მანიაკების დაცვის სამსახურში ჩააყენეთ

ქართული ოცნება / Georgian Dream ტერორი რამე სხვა თუ გგონიათ, ცდებით, გადალახეთ უკვე ეგ ზღვარი, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მთელი სახელმწიფო აპარატი "მანიაკების" დაცვის სამსახურში ჩააყენა. "მანიაკების დამცველ პარტიად გადაიქეცით და მთელი სახელმწიფო აპარატი მანიაკების დაცვის სამსახურში ჩააყენეთ. მე მაინტერესებს ამ დროს სად არის მთავარი უფლებადამცველი?", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 

ვოლოდიმირ ზელენსკი - აგრესორმა სახელმწიფომ სლავიანსკი დაბომბა - მტერმა უნდა იცოდეს, უკრაინა არ აპატიებს

კიდევ ერთი დღე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერორიზმით დაიწყო. აგრესორმა სახელმწიფომ ჩვენი სლავიანსკი დაბომბა. სამწუხაროდ, არის ერთი გარდაცვლილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს. მისი თქმით, ყველა ტერორისტი დამარცხდება და ყველა აგრესორი პასუხს აგებს. „მტერმა უნდა იცოდეს: უკრაინა არ აპატიებს ჩვენი ხალხის წამებას, არ აპატიებს ამ სიკვდილსა და დაჭრას. ყველა რუსი ტერორისტი დამარცხდება. ყველა, ვინც ამ აგრესიაში მონაწილ

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლაზე - ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებაში ბევრი გაუგებარი განცხადება იყო და ეს არ იყო იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც საკუთარ სახელმწიფო ინტერესზე უნდა ზრუნავდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „დღესაც ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო, სხვა მოლოდინი, რა თქმა უნდა, ვერ გვექნებოდა. როცა ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუ

ბერდია სიჭინავა - სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი

სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტია „საქართველოსთვის“ წევრები მიიჩნევენ, რომ დასანქცირებული მოსამართლეები უნდა გადადგნენ თანამდებობიდან, ამასთან, პარლამენტმა უნდა მიიღოს ცვლილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ე.წ. ორმაგი 2/3-ის პრინციპით მიღებასთან დაკავშირებით და ვენეციის კომ

სალომე ზურაბიშვილი - ომის დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი, საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით

შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტის თქმით, საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით. „კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტით წესრიგდება მონაცემთა დამუშავების კანონიერებასთან, მონაცემთა სუბიექტის უფლებებთან, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის ვალდებულებებთან, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემასთან, საქმის წარმოებასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვასთან, ადმინისტრაციულ პას

მოსახლეობის 45% ხელისუფლების საგარეო კურსს პრორუსულად ან უმეტესად პრორუსულად მიიჩნევს - IRI

საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე, „თქვენი ხედვით, რა არის ხელისუფლების არსებული საგარეო კურსი“: 17% მიიჩნევს, რომ პროდასავლურია; 21% მიიჩნევს, რომ უფრო მეტად პროდასავლურია, ვიდრე პრორუსული; 20%-ს მიაჩნია, რომ უფრო მეტად პრორუსულია, ვიდრე პროდასავლური; 25% მიიჩნევს, რომ პრორუსულია; არ იცის/პასუხზე უარს ამბობს 17%. კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბ

გივი მიქანაძე - საქართველო როგორც აქამდე, მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად უკრაინის მხარდაჭერას

საქართველო როგორც აქამდე ასევე მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად უკრაინის მხარდაჭერას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მხოლოდ 38 ქვეყანამ მიმართა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს, რომ დაწყებულიყო ომის დანაშაულებთან დაკავშირებით კონკრეტული საქმეების გამოძიება და მათ შორის ერთ-ერთი საქართველო იყო, რაც ცალსახად მიუთითებს იმ პოლიტიკურ სიმყარესა და პოზიციაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას უჭირავს

სუს-ი - დაკავებულია პირი, რომელიც ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირი, ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. „რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარ

ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელი გადაწყვეტილებაა - დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელი იქნებოდა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მის მოქალაქეებს პირდაპირი ფრენების შესაძლებლობას მისცემდა. ამ კომენტარით გამოეხმაურა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით. ილია დარჩიაშვილის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა თავად წყვეტს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს დაუწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი ქ

იუსტიციის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ხვდებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრა სამინისტროს ინიციატივით დაიგეგმა და მთავარი თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებ

„ოცნება“ უკვე ღიად ანტიდასავლურია. ტერიტორიული მთლიანობის საკითხითაც ცდილობს მანიპულირებას - გახარია

„დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლურია” – ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია facebook-პოსტში წერს, რომელიც მისი პარტიის დაფუძნების 2 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. მისი შეფასებით, რუსეთს ტერიტორიების მსგავსად, დღეს საქართველოს მთავრობაც ოკუპირებული ჰყავს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს დროებითია და რომ რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს. ყოფილი პრემიერი ამბობს, „დღეს ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან

ანტონიუ გუტერეში - კახოვკის კაშხლის ჩამონგრევა რუსეთის უკრაინაში შეჭრის კიდევ ერთი გამანადგურებელი შედეგია

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის თქმით, კახოვკის კაშხლის ჩამონგრევა რუსეთის უკრაინაში შეჭრის კიდევ ერთი გამანადგურებელი შედეგია. როგორც გუტერეში აღნიშნავს, გაერო-ს ინფორმაციასთან დამოუკიდებლად წვდომა არ გააჩნია, რის გამოც, კაშხლის აფეთქების გამომწვევი მიზეზების დადგენას ვერ ახერხებს. „ჩვენ ყველამ ვიხილეთ უკრაინის ხერსონის რეგიონიდან მონუმენტური ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის ტრაგიკული სურათები დღეს. დღევანდელი ტრაგედია, კიდევ ერთი მაგალითია ომის

ზაკაევი: ჩეჩნეთში ოპოზიცია არ არსებობს, საქართველოში რუსეთის უნებართვოდ ვერ შემოვიდოდნენ

დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის თავმჯდომარე აჰმედ ზაკაევი „TV პირველთან“ აცხადებს, რომ დღეს ჩეჩნეთში არავითარი ოპოზიცია არ არსებობს და ვინც კადიროვის რეჟიმს არ ეთანხმება, ქრება. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ესკორტით, კადიროვის წარმომადგენლები იყვნენ. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშ არიან. გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოქალაქეების მიერ გადაღებული ფ

ბექა ლილუაშვილი - აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ ფემიციდს, ქალთა მკვლელობის ფაქტებს და ამასთან დაკავშირებით ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ (ვიდეო)

„პირველ რიგში, მინდა თქვენი ეთერი გამოვიყენო და სანამ სხვა საკითხზე გადავალ, ვისაუბრო ბოლო პერიოდში გენდერული ნიშნით, ფემიციდის, ქალთა მკველობის ფაქტებზე, ამას აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ და ამასთან დაკავშირებით ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ'' - ბექა ლილუაშვილი - პარტია „საქართველოსთვის".  352769990_850426686507874_7177180851419442254_n.mp4

მამუკა მდინარაძე - თუ ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის დეოლიგარქიზაციის საკითხს, გვექნება შესაძლებლობა, კანონი არ ავამოქმედოთ - სხვა შემთხვევაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს 2024 წლის 1-ელი მარტიდან ავამოქმედებთ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე დეოლიგაქციზაციის კანონი და ვენეციის კომისიის დასკვნა განიხილეს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. მისივე თქმით, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო მინიშნება პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, დეოლიგაქიზაციის შესახებ კანონის ამოქმედების ვადად ჩაიწერება 1-ელი მარტი, მაგრამ თუ ვენეციის კომისია წლის ბოლომდე მოხსნ

ბექა ლილუაშვილი - ეს ხელისუფლება უკიდურესად საშიში გახდა... ტერორისტულ რუსეთს, დღეს აქვს ორჯერ უფრო მეტი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, ვიდრე 2 წლის წინ ჰქონდა

ტერორისტულ რუსეთს, დღეს აქვს ორჯერ უფრო მეტი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, ვიდრე 2 წლის წინ ჰქონდა - ორიოდ  დღის წინ გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად დამოკიდებული ხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა რუსეთზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს. მისივე განცხადებით, ეს ხელისუფლება უკიდურესად საშიში გახდა, როგორც სახელმწიფოებრიობისთვის, ასევე ხალხის კეთილდღეობისთვისაც.    "როგორც

სახელმწიფოს 20-21 ივნისს აქციაზე დაზარალებულისთვის სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაევალა

სახელმწიფოს 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დარბევსიას დაზარალებული პირისთვის სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. საიას ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო, რომლითაც მათი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საიას ინფორმაციით, მოპასუხეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა დაზარელებულისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30
×
×
  • შექმენი...