ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
პროკურატურაში განმარტეს, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით.
კერძოდ, ტრანსნაციონალური
"ოცნების" ინტერესშია უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ამყოფონ პრივილეგირებულ მდგომარეობაში და პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან ატარებინებენ პარტიულ თათბირებს."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1481029702761903/
პარტია "საქართველოსთვის":
გვსურს გამოვეხმაუროთ უპრეცედენტო სასამართლო დავას - რუსთავის მერი რუსთავის და რუსთაველების წინააღმდეგ.
რუსთავის მერი - ნინო ლაცაბიძე „ოცნების“ დამფინანსებელი დეველოპერების ბიზნესინტერესების დასაცავად მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რუსთავის საკრებულოს წინააღმდეგ იყენებს.
აღნიშნული დავა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნინო ლაცაბიძე არის არა რუსთაველების მერი, არამედ „ოცნების“ ბიზნეს ჯგუფების მომსახურე პერსონალი.
ყველა ის დეველოპერული პროექტი, რის გამოც მერი სა
„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში“ განმარტავენ, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა დაფიქსირდა.
კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში“ განუცხადეს, მედიკამენტ „ვოსორიდიტს“ ეფექტი ნამდვილად აქვს, ჯამში კი ინექციებს 11 ბავშვი იღებს.
რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ ინიექციის მიღების შემდეგ დაფიქსირდა ალერგიუ
ზუგდიდის საკრებულოში „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ცდილობენ, ზუგდიდის მოქალაქეებს საბოტაჟი მოუწყონ, საკრებულოს თავმჯდომარის, ჩვენი პარტიის წევრის იმპიჩმენტის ერთად გამოცხადებით - ეს არის კიდევ ერთი ფარული შეთანხმება ჩვენი და მოქალაქეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კ
მე არ მახსოვს საქართველოს ასეთი დაძაბული ურთიერთობა ქონოდა თავის პარტნიორებთან, კერძოდ ევროკავშირთან. ფაქტიურად პარადოქსულია, იმიტომ, რომ კანდიდატი ქვეყანა გავხდით, მივაღწიეთ იმას, რასაც ამდენი ხანი ველოდით და რეალურად ჩვენი ურთიერთობები გაიყინა.
ამ კანონის უკან შემობრუნებით ხელისუფლებამ ფაქტიურად ცივი ომის პირობებში ჩააყენა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები.
ნატალია საბანაძე, გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/v
ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აშინებდა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მობრუნებით, ეს იყო მისი არაერთგზის გამოყენებული ტაქტიკა, თვითონ იქცა ამ რეჟიმის მსგავს გაგრძელებად და ხალხი, რომელიც აშინებდა მოქალაქეებს ომის რიტორიკით, სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს ჩვენს საზოგადოებაში.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/987154829794861/
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გამოვლინდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განმარტა, ამოღებული იქნა ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საქართველოს პრეზიდენტს წერილს წერს, რომელშიც ის და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამენ და რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მიესალმებიან.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს და ხალხის მისწრაფებას დასავლეთისკენ.
„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთი განვითარე
სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან მიმართებით, ჩვენ დავინახეთ გადაჭარბებული ემოციები და პროექტთან დაკავშირებით პროცესების პოლიტიზების მცდელობა. ბუნებრივია, ეს არაფრის მომცემი არ არის, ჩვენ გეგმაზომიერად განვავითარებთ პორტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა გასავლელი იქნება რამდენიმეთვიანი პროცედურა, სადაც საქართველოს ექნება დიალოგი პრეტენდენტთან, იქამდე სანამ საბოლოოდ მოხდება პარტნიორთ
ქალბატონი სალომე თუ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მისასალმებელი ფაქტი იქნება - ჩვენგან მას აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფისთვის აკეთებს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" "ქართულ ქარტიაში" აღნიშნული რეფორმების გეგმას სრულად იზიარებს.
"მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როდესაც მეკითხებით ქალბატონი სალომეს პრეზ
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძირს უთხრის არამხოლოდ ქვეყნის თავისუფალ, დემოკრატიულ მომავალს, არამედ გვიზღუდავს ევროპული კეთილდღეობის მიღების შესაძლებლობას, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, სუვერენულმა საერთაშორისო კომპანია “ფიტჩჩმა” საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა, რის მიზეზადაც სწორედ პოლიტიკური დაძაბულობა, პოლიტიკური გაურკვევლობა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირება დაასა
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი ჩაწერა.
საქართველოს ნაკრების მეკარეს ტურნირზე ჩატარებულ ოთხ შეხვერაში 30 მოგერიება ჰქონდა.
სტატისტიკური გვერდის, OptaJose-ს მონაცემებით, ამ მაჩვენებლით გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე იგორ აკინფეევია, რომელსაც ევრო 2008-ზე 32 მოგერიება დაუგროვდ
“ოცნებას” მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი და დაპირებები აღარ დარჩა, ამიტომ ცდილობენ მოდელირებული პროპაგანდისტული სცენარები შემოგვთავაზონ, ამაშიც ძალიან კარგად დაემსგავსნენ “ნაციონალურ მოძრაობას”.
გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/852976412971896/
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს.
როგორც ისინი განცხადებაში განმარტავენ, ისინი დაელოდებიან ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მათთვის ჩაბარებას და სათანადო სამართლებრივ
პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ევროპული გზის დაჩქარებისათვის ქართველი ხალხის ერთგულება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან „ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ”, - წერია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება.
იმპიჩმენტის მოთხოვნის დოკუმენტს მმართველი გუნდის 81 წევრი აწერს ხელს.
დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაადასტურა.
„ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს, რო
“ოცნებამ” ქვეყანა გადააყოლა კონსპირაციის თეორიებს და 30 წლის განმავლობაში, ერთხელ გახსნილი ევროინტეგრაციის შესაძლებლობა შეაჩერეს.
კახა ქემოკელიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი>
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1587967698808019
რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი განცხადებას აქვეყნებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თაობაზე.
„ნაცვლად ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი არჩევნებისა, ხალხმა ფარსი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოუთხარა დარღვევებმა – დაშინებამ, ძალადობამ, მოსყიდვამ, და შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო სანდო და დამოუკიდებელი წინასაარჩევნო ეგზიტპოლებისგან.
ვიზიარებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ ასახავს ხალხ
16 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ცესკოში 16 ნოემბერს სხდომა ჩაინიშნა, სადაც ცესკოს მიერ გავრცელებული დღის წესრიგის თანახმად, ერთ - ერთი საკითხია პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება.
ოპოზიციის ნაწილი, სამოქალაქო ორგანიზაციები, ასევე სტუდენტები ცესკოს შენობასთან შეკრებას 11:00 საათისთვის აანონსებენ. "ძლიერი საქართველო" კი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 10:00 საათიდან მივიდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.
„ჩვენი, როგორც დიპლომატების უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევრო
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საია“ აცხადებენ, რომ თბილისის მერიაში დაანონსებული რეორგანიზაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც ინსტრუმენტი იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოხატეს პოზიცია და გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები.
განცხადება თბილისის მერიის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა 30 ნოემბერს გაავრცელა.
1 დეკემბერს კი მერმა და „ქართული ოც
„დემოკრატიული არჩევნების ევროპულმა პლატფორმამ” (EPDE), ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის მკვლევარ ეთო ბუზიაშვილთან ერთად თანამშრომლობით, გამოავლინა 23 პოლიტიკურად მიკერძოებული დამკვირვებელი, რომელმაც საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყო, – ამის შესახებ ორგანიზაცია წერს დასკვნაში – „დასავლელი კონსპიროლოგების დაბრუნება: ყალბი დამკვირვებლები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე”.
როგორც დასკვნაში წერია, ყალბ დამკვირვებლებს იყენებენ ისეთი ავტორიტარული რეჟიმებ
“ოცნება” ახალი კანონებით ემზადება რეპრესიებისთვის, თუმცა ეს რეპრესიები მათ უფრო მალე დაასრულებს.
თეონა აქუბარდია., პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1155528342584912
"გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში თავს დაესხნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. შესაბამისი განცხადება კლინიკაში მედიასთან ექიმმა გააკეთა.
ექიმის თქმით, პაციენტის ჰემოდინამიკა სტაბილურია და მან საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა.
"მოქალაქე შემოყვანილია 02:34 წუთზე სასწრაფოს ბრიგადის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები. პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური. ძირითადად