Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.628

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარია - ამ კანონის ნებისმიერი მოდიფიცირება არის ილუზია, კიდევ ერთი აფიორა და თაღლითობა, რომელშიც ცდილობს ახლა "ოცნება" ქართული საზოგადოება შეიყვანოს (ვიდეო)

"ამ კანონმა საქართველოს მოქალაქეები უკვე დააპირისპირა. მის მოდიფიცირებას აზრი არ აქვს. ამ კანონის ნებისმიერი მოდიფიცირება არის ილუზია, კიდევ ერთი აფიორა და თაღლითობა, რომელშიც ცდილობს ახლა "ოცნება" ქართული საზოგადოება შეიყვანოს. არ არსებობს არც ერთი ობიექტური ფაქტორი, რომლითაც შეიძლება აიხსნას, რატომ დააინიცირა "ოცნებამ" ხელმეორედ ეს კანონი. საამისოდ შიდა პოლიტიკური ფაქტორები არ არსებობს. ანუ არის რაღაც გარე პოლიტიკური ფაქტორები, რასაც ჯერ ვერ გვეუბნებიან, გვიმალავენ. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნა

მიშა დაუშვილი - მთავარია არჩევნების შედეგები იყოს დაცული და "ოცნებას" არ მივცეთ უფლება, ჩვენი მოქალაქეების ხმები მიითვისოს (ვიდეო)

მთავარია არჩევნების შედეგები იყოს დაცული და "ოცნებას" არ მივცეთ უფლება, ჩვენი მოქალაქეების ხმები მიითვისოს.  მიხეილ დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1610075683164623/

„მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო" | იოსელიანი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მივიდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, სახალხო დამცველი მივიდა. ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა და პარლამენტს მოუწოდა, ხვალინდელ სასესიო სხდომაზე ვეტო არ დაძლიონ. მიმართვის დასრულების შემდეგ, ლევან იოსელიანს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შეკითხვით მიმართა: „თქვენ უშვებთ შესაძლებლობას, რომ შეიძლებოდა სხვა კანონში ცვლილების განხორციელება, იძლეოდა თუ არა ვეტო იმის შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტს წარმოედგინა

არ მესმის როგორ იბრუნებს კობახიძე რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ და აღიარებულ აფხაზეთსა და ოსეთს - ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. საუბარია კობახიძის განცხადებაზე, როცა მან თქვა: “ჩვენი ქართული ოცნებაა, ვიცხოვროთ გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოში 2030 წლისთვის, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად”.

დღეიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შედის

დღეიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე მიმდინარე წლის 28 მაისიდან, საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე. როგორც საგარეო საქმეთა

ურსულა ფონ დერ ლაიენი - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ამიტომ მტკიცე ერთგულება უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი მომავალი თავისუფალი, წარმატებული და ჩვენს ევროკავშირში იქნება

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ამიტომ მტკიცე ერთგულება უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი მომავალი თავისუფალი, წარმატებული და ჩვენს ევროკავშირში იქნება, - ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დღეს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად ხმის მიცემა შედგება. „დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი პრაგმატული პოლიტიკური ინტერესია, ყველა ის პარტია მოხვდეს პარლამენტში, რომელიც არც „ოცნებასთან“ არიან რაიმე ფორმით აფილირებულები და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ (ვიდეო)

ჩვენი პრაგმატული პოლიტიკური ინტერესია, რომ ყველა ის პარტია მოხვდეს პარლამენტში, რომელიც არც „ოცნებასთან“ არიან რაიმე ფორმით აფილირებულები, არ წარმოადგენენ მის სატელიტებს და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან რაიმე ფორმით აფილირებულები. ეს არის საზოგადოების დაკვეთა.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/968075938334750/

დმიტრო კულება - დროა, უკრაინის პარტნიორებმა უარი თქვან უსაფუძვლო შიშებზე და გაუუქმონ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამიზნეებზე დარტყმის შეზღუდვა

დროა, უკრაინის პარტნიორებმა უარი თქვან უსაფუძვლო შიშებზე და გააუქმონ შეზღუდვები ქვეყნის გაერო-ს წესდებით გათვალისწინებულ უფლებაზე, რომელიც მოიცავს რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტზე დარტყმის უფლებას, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას. „რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 35 რაკეტა და 23 დრონი გაუშვა დღეს დილით ადრე, როცა ხალხს ეძინა. საბედნიეროდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ადამიანების სიცოცხლ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური Yandex GO / Yandex Pro-ს მიერ პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში კანონდარღვევით გადაცემის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, „რაიდტექ ჯორჯია“, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებს ,,Yandex GO” -სა (მგზავრებისთვის) და ,,Yandex Pro” -ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით, კანონდარღვევით გადასცემს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს სხვა სახელმწიფოს. კერძოდ, განცხადების თანახმად, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ აპლიკაციის საშუალებით, იმგვარად აქვს ორგანიზებული საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავები

გიორგი გახარიას და გუჯა ხოკრიშვილის შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) წარმომადგენლებთან (ფოტოები)

გიორგი გახარიას და გუჯა ხოკრიშვილის შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) წარმომადგენლებთან.        

პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში განცხადებას გააკეთებს. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. ბრიფინგი 19:00 საათზეა დანიშნული. იპნ

დიმიტრი ცქიტიშვილი - “ოცნება” წავიდა უკიდურესი გამწვავებისკენ და საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი ქვეყნის მომავალი (ვიდეო)

“ოცნება” წავიდა უკიდურესი გამწვავებისკენ და საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი ქვეყნის მომავალი. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/528807190003961

გიორგი გახარია - „ნაცები“ კოლექტიურად წვავენ მანდატებს, იქით მხარეს, „ქოცები“ ამბობენ, ეს მანდატები ჩვენს ხელშია, გვინდა დაგაწვევინებთ, გვინდა არა - ჩვენ ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ ვიღებთ

მინდა დღევანდელ ხელისუფლებას - „ქართულ ოცნებას“ ვთხოვო: სიები გაასაჯაროვეთ, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდეთ და ვთქვათ, რომ „შეგვეშალა, ეს არჩევნები იყო კარგი“ ან ვთქვათ, რომ „არა, არ შეგვშლია და ეს არჩევნები იყო ცუდი“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას განმარტებით, თუ „ქართული ოცნება“ გასაჯაროებს სიებს, ამ შემთხვევაში ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, დასრულდება და „ამ კოშმარს ექნება კარგი დასასრული“. „საქართველოში ჩატ

გახარია - „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს. როგორც მან აღნიშნა, „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვპირდებოდა, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა.   ვიდეო: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/videos/1091564102585972: 

ბრიტანეთის საელჩო: კვლავ გამოვხატავთ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებზე

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ დღეს პარლამენტში გამართულ პირველ სხდომას თვალს ადევნებდნენ. გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით და გაჟღერებულია მოწოდება მთავრობის მიმართ, განახორციელოს ოდირის სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები. XI მოწვევის პარლამენტმა დღეს 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლ

ტრამპმა უკრაინის საკითხებში წარმომადგენლად კიტ კელოგი დანიშნა

დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში თავის წარმომადგენლად გადამდგარი გენერალი, კიტ კელოგი დანიშნა. კელოგი ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ივლისში კელოგი საუბრობდა გეგმის შესახებ, რომელიც უკრაინაში ომს დაასრულებდა, რომელიც, მისი თქმით, ტრამპსაც მოეწონა. გეგმის თანახმად, თუ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წავა, კიდევ უფრო მეტ ამერიკულ დახმარებას მიიღებს, ხოლო ცეცხლი არსებულ ფრონტის ხაზზე უნდა შეწყდეს.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებს და „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებას ითხოვს. რეზოლუციას მხარი 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 72-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. ბიძინა ივანიშვილის გარდა, სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებისთვისაც ითხოვს. რეზოლუცია, სახელწოდებით „გაღრმავებული დემოკრატიული კრიზისი საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო საარჩევნო გაყალბების შემდეგ“, ასევე ითხოვს ბიძინა ივა

13 ბიზნესასოციაცია „ოცნების" გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება და განცხადებას ავრცელებს

13 ბიზნესასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ბიზნესასოციაციები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. 13 ბიზნესასოციაციის ერთობლივი განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: განცხადების ტექსტს BMG ავრცელებს. 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ სახელით ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მ

მეთიუ მილერი - აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ - გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულებას. „აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შე

მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ვესტიბიულში 2 ადამიანი დააკავეს

შს სამინისტროს განცხადებით, 6 დეკემბერს მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ვესტიბიულში 2 ადამიანი დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან — ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია. „აღვნიშნავთ, რომ მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 2 მოქალაქე“, —

ნათია მეზვრიშვილი - მოღალატე ივანიშვილმა, რომელიც მშვიდობას გპირდებოდათ, აუშვა მისი ყველაზე საშიში არაფორმალური კრიმინალური ბანდა, იარაღებით და თბილისის ქუჩებში საკუთარ მოქალაქეებს ომი გაუჩაღა

"მოღალატე ივანიშვილმა, რომელიც მშვიდობას გპირდებოდათ, აუშვა მისი ყველაზე საშიში არაფორმალური კრიმინალური ბანდა, იარაღებით და თბილისის ქუჩებში საკუთარ მოქალაქეებს ომი გაუჩაღა. სამართალდამცავები უკვე ასოცირდებიან კრიმინალურ დაჯგუფებასთან (ვწუხვარ, რომ მე მიწევს ამის თქმა). ერთი, რომ პოლიცია ადამიანებს სასტიკად უსწორდება და მეორე - ივანიშვილის ზონდერები ხალხს ცემენ და პოლიცია უყურებს. 90-იანებში (რომელიც მეც გამოვიარე) როგორც იტყოდნენ, ქვეყანაში სრული „ბეზპრიძელია“, რაზეც პასუხისმგ

შსს: ბოლნისში ავარიის შემდეგ დაპირისპირების შედეგად მოქალაქეები და პოლიციელები დაშავდნენ

შინაგან საქმეთა სამინსტრო ბოლნისის სოფელ ნახიდურში მომხდარ ავარიასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა. მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, სოფელ ნახიდურში მსუბუქი ავტომობილი ორ ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. ერთ-ერთი მოზარდი ადგილზე გარდაი

“გავერთიანდეთ და ჩვენ ვიყოთ ჩვენი შვილების ფარი” – ნინო კასრაძის მიმართვა მშობლების თაობას

მსახიობი ნინო კასრაძე ამბობს, რომ ახლაგაზრდებს, რომლებიც თვეებია უწყევტად აპროტესტებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, აქვთ ლეგიტიმური ბრაზი. მსახიობმა მიმართა მშობლების თაობას და მოუწოდა, დადგნენ მათი შვილების გვერდით, იყვნენ მათი ფარი. ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტის წარდგენისას კასრაძემ თქვა, რომ როცა ითხოვენ ამავე თეატრის მსახობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ ითხოვენ პროვეროპული დემონსტრაციების მონაწილე ყველა პირის გათა

რატომ არის საბა სხვიტარიძისთვის წარდგებილი ბრალი გამოგონილი – TI-ს მიმოხილვა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიმოიხილავს პოლიტიკური პარტია “ახალის” წევრის, საბა სხვიტარიძის სისხლის სამართლის საქმეს. ორგანიზაციის შეფასებით, სხვიტარიძისთვის წარდგენილი ბრალდება გამოგონილია. გარდა ამისა, მათი განცხადებით, ის დაკავებისას და პოლიციის განყოფილებაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. საბა სხვიტარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო 7 წევრმა დატოვა – პროტესტი

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო, 7 წევრმა დატოვა. მათი განცხადებით, საბჭოს შიგნით კოორდინატორების მხრიდან იდევნება კრიტიკული და განსხვავებული აზრი, ისინი პირადად წყვეტენ რომელ საბჭოს წევრს მიიწვევენ ამა თუ იმ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე, რაც პირდაპირ ეწინაღმდეგება აღნიშნული საბჭოს პრინციპებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს. გთავაზობთ გავრცელებული განცხადების ტექსტს. „ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი და წინ
×
×
  • შექმენი...