ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს. სამიტი ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გახსნეს.
„დღეს ჩვენ მივიღებთ ბევრ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო ძლიერი ალიანსისთვის, გავზრდით ჩვენს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ეს დააახლოებს უკრაინას ნატოს-თან, სადაც მისი ადგიულია. ჩვენ ასევე გადავდგამმთ გაბედულ ნაბიჯებს ჩვენი შეკავების პოლიტიკისა და თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
საქართველოს ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წერს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. ამის შესახებ პარტიამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
publika
ისეთმა ღარიბმა ქვეყანამ, როგორც ჩვენ ვართ ჩინეთის უზარმაზარი ეკონომიკა უნდა გამოიყენოს რომ რაიმე სარგებელი ნახოს, ამაში არაფერია საორჭოფო და საშიში. ეს არც გვესწავლება, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე - გახარიას ხელმოწერაა.
მაგრამ "სტრატეგიული პარტნიორად" ჩინეთის ტრანსფორმაცია რას ნიშნავს? ამჟამინდელ, კონსტიტუციით განსაზღვრულ სტრატეგიულ პარტნიორებს ვანაცვლებთ? ჩინეთის სახელმწიფოებრივი მოდელი, ჩინური დემოკრატია უნდა ავაშენოთ საქართველო
სანამ საზოგადოების ნაწილი (მათ შორის, შოვის მოსახლეობის ნაწილი) ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება სიმართლის დადგენაში, ჩვენი საპარლამენტო გუნდი არ იქნება ბარიერი და კომისიის შექმნას კენჭისყრისას ჩვენი ხმები ექნება, მაგრამ აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიის შექმნის შემთხვევაში, ჩვენ კომისიის წევრები არ ვიქნებით და მის საქმიანობაში მხოლოდ საექსპერტო ადამიანური რესურსებით ან სხვა საჭირო ფორმით მივიღებთ მონაწილეობას, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „სა
ევროკავშირი უმკაცრესად გმობს “ჰამასის” მიერ ისრაელის მასშტაბით განხორციელებულ მრავალრიცხოვან და განურჩეველ თავდასხმებს და ღრმა მწუხარებას გამოხატავს ადამიანების სიცოცხლის დაკარგვის გამო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს.
„ევროკავშირი მოუწოდებს შეწყდეს ეს უაზრო თავდასხმები და ძალადობა, რომელიც კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას ადგილზე და ძირს უთხრის პალესტინელი ხალხის მისწრაფებებს მშვიდობისაკენ“, - აღნიშნულია გან
ნეტგაზეთი გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის სიტყვას პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე.
ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო. პირველად საქართველოს ისტორიაში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ. სხვა არაფერში და ამაში ვითომც და პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ. ამ დროს კი, 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე.
საკონსტიტუციო სასამა
როგორ ცდილობს ოცნება კანდიდატის სტატუსის მიღება საკუთარ დამსახურებად გაასაღოს.
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
394746123_1294566561248696_1683027166919526079_n.mp4
“ჩვენ ვთვლით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა შეეხოს ყველა მოქმედ და მათ შორის პოტენციურ ოლიგარქს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს არაფორმალური მმართველობა.”
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს დეპუტატი.
402373773_357899193473171_5260775752259089742_n.mp4
იცით, რა არის? მე რომ მქონდეს იმის საშუალება, რომ ადვოკატი დავიქირაო და მას ასიათასობით თანხა ვუხადო დავადასტურებდი, რომ ნამდვილად ის არის იმიტომ, რომ ასი პროცენტით მართალი ვარ, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, აპირებს, თუ არა სარჩელის მომზადებას და აშშ-ში გაგზავნას მისი დასანქცირების საპასუხოდ, როგორც ამას აპირებდა ასევე ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე ირაკლი შენგელია.
“სანამ ინსტიტუციები არ განვითარდებიან და დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალ სტანდარტს არ დაიცავენ, მანამ შეუძლებელია ელიტური კორუფციის გამოძიება.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
408389195_1062204294821698_7069175970555853845_n.mp4
თოვის და ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ასეთ ვითარებაში, როცა სირაქლემის პოზაში ხარ თავჩარგული, ხარ ქვეყნის მოღალატე. კორუფციულად ადამიანების ფულის მოპარვა არის თითოეული ადამიანის ღალატი. სანამ ეს წურბელები, რომლებიც ადამიანებს ჯიბეში უყოფენ ხელს, მათ ფულს პარავენ და სახლში მშვიდად სძინავთ, სანამ ესეთი ადამიანები ამ მოპარულს უკან არ დააბრუნებენ, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება."
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
408908079_2892286277578978_117144162417142444_n.mp4
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებას „ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“ მოუწოდებს.
პრეზიდენტი „რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას“ გმობს.
„მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას.
ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია.
მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერ
"ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ბარიერის დაწევის გადაწყვეტილებას, თუკი ეს მის ინტერესში შევა."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GGYa-RgHkjeQZJsCAPrfSG0ShHgkbmdjAAAF (1).mp4
სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ დაიწვა - განადგურებულია სამხატვრო გალერეის 4000-ზე მეტი ეგზემპლარი, - ინფორმაციას Apsnypress-ი ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირნის განცხადებით, ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „გამოუსწორებელი დანაკარგია ეროვნული კულტურისთვის“.
სამხატვრო გალერეის დირექტორის, სურამ საკანიას თქმით, 4 000 ნამუშევარი დაიწვა, ან ცეცხლის ჩაქრობის პროცესში წყალმა დააზიანა.
ხანძრის ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თ
წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 21:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება, კერძოდ:
„ავტობუსი N308 და მიკროავტობუსები N512 და N531 გლდანიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან;
ავტობუსი N381 და მიკროავტობუსი N431 ავჭალის დასახლებიდან იმოძრავებენ
თავის საქმეს მიხედოს, კობახიძემ რა იცის ამ ქვეყნის ეკონომიკა? ან საერთოდ, ეკონომიკა რა იცის? პარტიის თავმჯდომარეა, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ლილუაშვილის თქმით, კობახიძე ჯერ ქუჩაში უნდა გავიდეს და მოსახლეობას აუხსნას, „როგორ კარგად მიდის ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები”.
„არ ვიცი, რა შლეიფს იქმნის და უკავშირდება თუ არა ეს გავრცელებულ ჭორებს დისპოზიციის ცვლილებაზე თუ სხვა რამეზე, მაგრამ თავის საქმეს მიხედოს. კაცი პარტიის თა
ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა, მან ანაჰეიმში გამართულ UFC 298-ზე სუპერმსუბუქ წონაში ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონის, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელის წინააღმდეგ მერაბ დვალიშვილი დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ბრძოლას მთლიანად აკონტროლებდა. დღეს UFC-ში კიდევ ერთმა ქართველმა მოიგო, ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის საჩემპ
საქართველოსთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპასთან ჩვენი კავშირის უდიდეს ინტერესშია, რომ რუსეთი ექსკლუზიური ძალა არ იყოს შავ ზღვაში, რასაც ის ცდილობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა.
კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გამო.
„ეს არის აუცილებლობ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს. რეკომენდაციები ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიამ საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა აქტორთან, 19-25 თებერვალს შუალედში გამართული შეხვედრების შემდეგ შეიმუშავა.
NDI-ს შეფასებით, არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე ქვეყანაში არსებული გამოწვევებია:
პოლარიზაცია;
სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციები
ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი, საარჩევნო პროცესი კი თავისუფალი და სამართლიანია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე რამდენიმე თქვენგანს არჩევნების შესახებ პირადად ვესაუბრე და ვიცი, რომ თქვენ იზიარებთ ჩვენს შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს.
აშშ ყველა მხარე
USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის განცხადებით, "უცხოელი აგენტის" შესახებ კანონის ადგილი, ევროპაში არ არის და გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარ კანონებს გავლენა აქვს კორუფციისადმი ანგარიშვალდებულებასა და სიტყვის თავისუფლებაზე.
სენატის წინაშე სააგენტოს წლიური ბიუჯეტსა და პრიორიტეტებზე საუბრისას სამანტა პაუერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა ჰკითხა: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციები
ჩვენი კარი ღიაა, ასე რომ, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ასახონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ, - ამის შესახებ ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ევროკომისარი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, გაიწვიონ კანონპროექტი, რადგან "ნათელია, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს". მისი თქმით, თუ კანონი იქნება მიღებული, ის ძირს გამოუთხრის საქართველოს პ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ევროპის მოედანზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, „20 ათასამდე ადამიანიც ვერ იქნება“.
ამის შესახებ მდინარაძემ მთავრობის პროპაგანდისტული ტელეარხის, „იმედის“ ეთერში განაცხადა, სადაც წამყვანი მიანიშნებდა, თითქოს აქციაზე ხალხის რაოდნობა არ არის დიდი.
მამუკა მდინარაძემ სატელეფონო ჩართვისას თავისი მოსაზრების ასახსნელად გამოიყენა აქციებზე ადამიანთა რაოდენობის დათვლის კლასიკური მეთოდი, თუმცა ფაქტები მანიპულაციურად აღწერა.