Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.086.621

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინის გამარჯვება საქართველოს დეოკუპაციის საშუალებას გააჩენს – ზელენსკი

უკრაინის გამარჯვება დაასრულებს რუსეთის მიერ საქართველოსა და მოლდოვის ოკუპაციას და გაათავისუფლებს ბელარუსს ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატურისგან, მიიჩნევს უკრაინის პრეზიდეტი, ვოლოდიმირ ზელენსკის. ამასთან ერთად, ზელენსკიმ უკრაინის ტელემარათონის ეთერში აღნიშნა, რომ ოკუპაციის დასრულება მოხდება არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა ვადებში და როგორ შეიძლება „გადააყენონ” პრეზიდენტი

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს, 1 სექტემბერს მიიღეს. პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცდილება საქართველოს არ აქვს – რას გულისხმობს იმპიჩმენტი, რა ვადებში უნდა „გადააყენონ“ პრეზიდენტი და რა პროცედურებია საჭირო?  კანონმდებლობით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის, ანუ მისი პოსტიდან გადაყენებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, შესაძლოა, გახდეს ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა ან პრეზიდენტის ქმედებებში დანაშაული

პროგრამის მეტადონს ცენტრის თანამშრომელი უკანონოდ ასაღებდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” თანამშრომელი დააკავა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული ეუფლებოდა ბენეფიციარებისთვის განკუთვნილ ნარკოტიკულ პრეპარატს და ასაღებდა.

ირაკლი ნადირაძე: როგორც ჩანს, სუს-ში ბევრი იფიქრეს როგორ გადაფარებოდნენ ფარცხალაძეს და როგორ გადაეფარათ ეს სკანდალური თემა

,,განცხადების ბოლომდე დამაკლდა, რომ იტყოდნენ, რომ თურმე ეხლა დაწყებული აქვთ ნაცმოძრაობაში საბურავების შეგროვება. სერიოზულად ამის კომენტირება უბრალოდ წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, სუს-ში ბევრი იფიქრეს, როგორ გადაფარებოდნენ ფარცხალაძეს და როგორ გადაეფარათ ეს სკანდალური თემა და აი, მოიფიქრეს ეს.“ - ასე შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა დ

ისრაელში საქართველოს ელჩის თქმით, დასტურდება ორი ქართველი ებრაელის გარდაცვალება

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, წუხანდელი, 8 ოქტომბრის გვიან ღამის მონაცემებით, ისრაელში 2 ქართველი ებრაელია დაღუპული, საქართველოს სხვა მოქალაქეების შესახებ კი ინფორმაცია უცნობია. ამაზე ლაშა ჟვანია ლაპარაკობს ვიდეოში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „ჯერ კიდევ არ არის ისრაელის ჯარის მიერ აღებული კონტროლი ყველა იმ დასახლებაზე, სადაც ტერორისტები არიან შესული, ამიტომ ინფორმაციის მოპოვება კვლავ ჭირს. გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობიდან ყველას იდ

აშშ ადასტურებს ისრაელში ამერიკელების დაღუპვას

შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაადასტურა მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობები ისრაელში ამერიკელების დაღუპვის შესახებ. ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადასტურებენ აშშ-ის რამდენიმე მოქალაქის სიკვდილს. ტელეკომპანია CNN-ის წყაროთა ცნობით, მთავრობამ კონგრესს შეატყობინა, რომ ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია აშშ-ის 4 მოქალაქე. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. მედიის ინფორმაციით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, 7

გერგეტის სამების რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიას თანამშრომლობა შეუწყვიტეს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მან გერგეტის სამების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „ჯავა კონსტრაქშენთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა. სააგენტო მიზეზად შემსრულებელი კომპანიის მხრიდან არსებულ „მნიშვნელოვან დარღვევებს” ასახელებს. მათივე ცნობით, შემსრულებელ კომპანიას პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „ჯავა კონსტრაქშენს“, შორის

აფხაზეთი ე.წ. საზღვარს 23-30 ოქტომბრისთვის ჩაკეტავს – სოხუმი

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენების შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ე.წ. უშიშროების საბჭოს წევრებმა განიხილეს აფხაზეთის [დე ფაქტო] “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადება, 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დროებით შეაჩერონ მოქალაქეთა გადასვლა აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე”. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს “რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებ

Ekho Kavkaza: 30 მარტს ირაკლი ბებუას გაათავისუფლებენ

Ekho Kavkaza ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ 30 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას გათავისუფლებენ – ბებუას 9 წელი ჰქონდა მისჯილი. ე.წ. მინისტრი უარყოფს, რომ ის ვადაზე ადრე თავისუფლდება – როგორც Ekho Kavkaza წერს, ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედებს მხოლოდ დროებითი მოთავსების იზოლატორები, რის გამოც სასჯელის ვადა „ერთი ორად“ აითვლება. ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ოკუპ

უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებული ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ედუარდ მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლა. „გათავისუფლდეს ედუარდ მიხაილოვიჩ მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან“, - ნათქვამია ზელენსკის განკარგულებაში, რომელიც 26 თებერვლით თარიღდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ -უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი, მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურად 2022 წლის 15 მარტს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მცირე ხანში დანიშნა. მანამდე ის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული

237 ლექტორი რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი და მეცნიერ–თანამშრომელი რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანდა. ლექტორების მიმართვა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრებს გადაეცემა. აკადემიური სფეროს წარმომადგენლების განცხადების ტექსტში ნათქვამია: მიმართვის ტექსტს ხელს აწერენ: ოთარ ქირია, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ლიკა საჯაია, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი; მარიამ გერსამია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო

ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის დატოვების თაობაზე ოფიციალურად უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკვე დაუდასტურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის თქმით, კოვზანაძემ მის კომიტეტს ოფიციალურად უკვე მიმართა.   ავტორი - თეონა მანა

“აზერბაიჯანთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად მას ყარაბაღი დაუბრუნდა” – ერდოღანი

აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია თურქეთის პრეზიდეტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადების ამონარიდს აქვეყნებს, სადაც ის აზერბაიჯანთან თანამშრომლობის შედეგზე საუბრობს. “30 წლიანი ოკუპაციის შემდეგ, აზერბაიჯანთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად დაბრუნდა ყარაბაღი, აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, როგორც მას მედია ციტირებს, ის მომავალშიც გააღრმავებს აზერბაიჯანთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. ყარაბაღის 2020 წლის ომის დასრულებიდან რამდენიმე თვე

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად გრანტ შეპსი დაინიშნა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თავდაცვის ახალ მინისტრად ენერგეტიკის მინისტრი, გრანტ შეპსი დაასახელა. „ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მსურს, პატივი მივაგო იმ უზარმაზარ წვლილს, რომელიც ბენ უოლასმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეიტანა“, - წერს შეპსი სოციალურ ქსელში. გრანტ შეპსი ბენ უოლესს ჩაანაცვლებს, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდ

დაპირისპირება ჩოხატაურში – “ოცნების” პარტაქტივმა “ნაც.მოძრაობის” წევრებს სცემა

ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში  ჩოხატაურში – გურიაში ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები “ოცნების” პარტაქტივმა სცემა. დაპირისპირება მუშტებით და გინებით  იმ დროს დაიწყო, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდა და სკვერის გასხვისებას აპროტესტებდა. როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, ოპონენტების მიმართ დაწყებულ ანგარიშსწორებაში, სავარაუდოდ, საკრებულოს წევრიც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ლაშა თოლორდავაც მონაწილეობდა.

რა შეუსაბამობები იყო ლაზარე გრიგორიადისის საქმეში

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე 12 აპრილს მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენი გამოიტანა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-8 მარტის მონაწილე ახალგაზრდას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროცესის განმავლობაში, რომელიც არაერთხელ გადაიდო და წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, როგორც დამკვირვებელი არასამთავრებო ორგანიზაციების, ისე დაცვის მხარის განცხადებით, არაერთი შეუსაბამობა გამოვლინდა. ლაზარე გრიგორიადისის საქმის მასალებს გაეცნო „ნეტგაზეთიც“ და მოკლედ აღვწერთ იმ გარემოებებს, რის საფუძველზეც დაცვი

რუსეთში ლია ახეჯაკოვას თეატრის სცენიდან აძევებენ - "...ვზივარ და ვტირი"

რუ­სეთ­ში, თე­ატრ "სავ­რე­მენ­ნიკ­ში" ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ლია ახე­ჯა­კო­ვას მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სპექ­ტაკ­ლებს ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით აუქ­მე­ბენ. "რე­ჟი­სორ­მა გა­მაფრ­თხი­ლა, რომ რე­პერ­ტუ­არ­ში აღარ იქ­ნე­ბო­და ის სპექ­ტაკ­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მი­ზე­ზი კი თურ­მე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი წე­რი­ლე­ბი გახ­და, რომ­ლე­ბიც ჩემი პო­ზი­ცი­ის გამო გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან... კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­მი­დას­ტუ­რა, რომ თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­ა­რი­დან ამო­მი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6583 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6583 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6619 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8585 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8429 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ემანუელ მაკრონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ქართულად ეხმაურება

ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ქართულად წერს, რითაც ეხმაურება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას. „გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ. ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს“, - წერს მაკრონი. ipn

საქართველოში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე, თბილისიდან 4 კმ_ში, სოფელ ლელუბანთან მოხდა 4.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრა შეგრძნებადი იყო თბილისის მოსახლეობისთვისაც. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გიორგი გახარია - დარწმუნებული ვარ ვერაფერი დაარღვევს ჩვენი ხალხის ერთობას, საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებს

საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებს, მიაღწევს მშვიდობას და თავისუფლებას ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს. „3 წლის წინ საქართველო და უკრაინა შეთანხმდნენ უსაფრთხოების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, დარწმუნებული ვარ ვერაფერი დაარღვევს ჩვენი ხალხის ერთობას. საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებს, მიაღწევს მშვიდობას და თავისუფლებას ევროპულ ო

პენტაგონი - ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინას GLSDB ჭურვებს მივაწვდით

პენტაგონის პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ პატრიკ რაიდერის განცხადებით, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებს GLSDB ჭურვებს, რომელიც აშშ-ის მიერ დაანონსებულ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი გამართულ პრესკონფერენციაზე პატრიკ რაიდერს დაუსვეს შეკითხვა, არის თუ არა GLSDB ჭურვების მიწოდების მიზანი ის, რომ უკრაინამ ისინი ყირიმში მოწინააღმდეგის ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენოს, რადგან აღნიშნულ ჭურვებს ამის პოტენციალი აქვს. „დი

პარლამენტის აპარატმა „პუბლიკის“ სამ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა

პარლამენტის აპარატმა „პუბლიკის“ 3 აკრედიტირებულ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს, ქეთი გოგუაძესა და ნათია ლევერაშვილს ერთი თვით აკრედიტაცია შეუჩერა. „პუბლიკას“ პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, რომ გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება სამუშაო დღეს ჩაგვბარდება, თუმცა სიტყვიერად განგვიმარტეს, რომ გადაწყვეტილება 2 მარტს პარლამენტში გამართულ პროტესტს უკავშირდება. „პუბლიკის“ ჟურნალისტები,  სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, ხუთშაბათს, 2 მარტს პარლამენტის შენობაში გაერთიანებული კომიტეტის სხდომის გა

გიორგი ვაშაძის ძმა უარყოფს, რომ აღმაშენებლის გამზირზე „ქოლცენტრი“ აქვს

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. როგორც გაირკვა, აღნიშნულ შენობაში 25%-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე ფლობს. მისი თქმით, მას მხოლოდ შენობის მეორე სართული ეკუთვნის, სადაც სასტუმრო აქვს გახსნილი, დანარჩენი ფართის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს. „მე ვფლობ ამ შენობაში 25%-ს და ჩემი წილი არის რეალიზებული მეორე სართულზე სასტუმროში, რომელიც არის ჩემს სა

აშშ-ის საელჩო - ვუერთდებით საქართველოსა და ნეაპოლში მიმდინარე საყოველთაო დღესასწაულს

US Embassy Tbilisi, Georgia  27 წთ  ·      ვუერთდებით საქართველოსა და ნეაპოლში მიმდინარე საყოველთაო დღესასწაულს. საქართველოს მომავალი მართლაც ევროპაშია, სადაც მისი შესაძლებლობები რეალიზდება და ისევე იბრწყინებს მთელი მსოფლიოს დასანახად, როგორც დღეს ქართველი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია. გილოცავთ, ეს მხოლოდ დასაწყისია!
×
×
  • შექმენი...