Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.871

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სარჯველაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: ვისურვებდი, რეალურ პრობლემებზე ყოფილიყო აქცენტი

საქართველოს პარლამენტის ადამიანი უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ უმჯობესია პრეზიდენტი რეალურ პრობლემებზე კონცენტრირდეს. გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა უფლებადამცველის, თათია სამხარაძის მიმართ პროპაგანდისტური არხის POSTV-ის და მისი მფლობელის, სექსუალურ შევიწროებაში მხილებული შალვა რამიშვილის მიერ წარმოებულ მადისკრედიტირებელ კამპანიას. სალომე ზურაბიშილმა თქვა, რომ ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯ

საქართველოში დასაქმების მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 160%-ით გაიზარდა - hh.ru

საქართველოში რუსი მუშახელის მიზიდვა, თითქმის, ოთხჯერ გაიზარდა. ამის შესახებ რეკრუტირების პორტალ HeadHunter-ის (hh.ru) მონაცემებში არის ნათქვამი, რომელიც რეზიუმეებზე დამსაქმებელთა პასუხების მიხედვით არის გაანალიზებული. ანგარიში სააგენტო RBC-მ მოიპოვა. რუსი მუშახელის მასობრივი მიზიდვის მხრივ საქართველო რეიტინგში მესამე ადგილზეა. ქვეყანაში 2023 წლის პირველ კვერტალში რუსი მუშახელის 9,3 ათასი განაცხადი დაფიქსირდა, რაც გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 160%-ით მეტია. მაშინ საქარ

შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ახლა ყველა უნდა ვიყოთ დაკავებული იმით, რომ ვარწმუნებდეთ ევროკავშირს - მან დაუშვა შეცდომა და ეს შეცდომა გამოსასწორებელია

დღეს ყველა უნდა ვიყოთ დაკავებული იმით, რომ ვარწმუნებდეთ ევროკავშირს - ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა დაუშვა ივნისში და რომელიც აღიარა იანვარში, ფაქტებით აღმოჩნდა, რომ იმ ორ ქვეყანასაც ვუსწრებთ, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი და ერთ-ორ კანდიდატ ქვეყანასაც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია და NGO სექტორიც ახლა უნდა იყოს იმით დაკავებული, რომ ევროკავშირს არწმუნებდნენ -

მარიამ ძაძამია ნიუ იორკში Adelphi University-ში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაირიცხა $80 000-იანი დაფინანსებით

ქალაქ რუსთავის, შოთა რუსთაველის სახელობის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, მარიამ ძაძამია ნიუ იორკში Adelphi University-ში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაირიცხა $80 000-იანი დაფინანსებით. Entrepreneur Georgia

ვიოლა ფონ კრამონი - მაგარი იდეაა ბატონო კახა კალაძე, შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო

მაგარი იდეაა, ბატონო კახა კალაძე. თქვენ მე შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებში, როგორც „მწვანეთა“ კანდიდატმა მონაწილეობა მივიღო, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის გამორიცხული ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში 2024 წლის არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს. „მოდით, ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, - წერს კრამონი და განმარტავს, რომ მისი პოსტი ხუმრობაა. „ყველა ჩემ გამომწერს,

ბერდია სიჭინავა - არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის „ლელოს“, არ აქვს უფლება, თავს დაგვესხას და ისეთი რიტორიკა აწარმოოს, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირდებით

ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ გეგმავს კოალიციურ ერთობას რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. გაერთიანება საერთო ღირებულებების გარშემო, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა. მისივე თქმით,  ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურობს „ლელოს“ ფრთა. "მათი განცხადებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ, ხელისუფლებაში ვიყავით თუ ოპოზიციაში ვართ, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ტრიალებდა და ტრიალებს გიორგი გახარიას გარშემო. რაც არ უ

12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება

12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა იყო. ქრისტემ მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. გადმოცემის მიხედვით, წმინდა მოციქული პირველად დიდაჭარაში შემოვიდა. წმინდა სინოდმა 2018 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი საქართველო

Politico - ჯო ბაიდენი, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გეგმავს, რომ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადოს, - ინფორმაციას Politico ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ პაკეტი მოიცავს საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს - ყველა აღჭურვილობას, რომელიც აშშ-მა და მოკავშირეებმა წარსულში მიაწოდეს კიევს, მაგრა

დამოუკიდებლობის შემდეგ ყველა ხელისუფლება ირჩევდა ევროპას — ზურაბიშვილი ევროპარლამენტში

დღეს, 31 მაისს, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის წინაშე. გამოსვლა ზურაბიშვილმა საქართველოს პროევროპულ არჩევანს მიუძღვნა და განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა ხელისუფლება სწორედ ამ მიზნისკენ იღვწოდა. თავის სიტყვაში ზურაბიშვილმა ისაუბრა ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე. მან თქვა, რომ ის. რაც რეკომენდაციებშია ასახული, საქართველოსთვის უცხო არ არის, არამედ წარმოადგენს მის კულტურულ, ღირებულებითა და მემკვიდრეობით არჩევანს – „შესაბამისად, რასაც ჩვენ გვთხ

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა კიევის მიმართულებით ნასროლი 10-ვე რაკეტა გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის მიმართულებით გაშვებული 10-ვე რაკეტა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმა „ისკანდერის“ მოკლე რადიუსის რაკეტებით განახორციელეს. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა ბავშვთა კლინიკა, სკოლის ორი შენობა და პოლიციის განყოფილება. აფეთქების ტალღის შედეგად საცხ

მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, ოკუპაციის კანონი არ აქვს დარღვეული - მდნარაძე

„მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული“, – „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჩეჩნეთის მოქალაქეების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ამბობს, რომ მებაჟეს პირის შეჩერების უფლება არ აქვს, თუ არ არსებობს ინფორმაცია კონკრეტულ დარღვევაზე ან მითითება პროვოკაციის შესახებ. გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოქალაქეების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ საქართველოში, სხვადასხ

წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა — სსც

2023 წლის მაისის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 668 555 პირს შეადგენს. “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თანახმად, ეს მაჩვენებელი წელს ისტორიულ მაქსიმუმზეა. “მარტში შემწეობის მიმღებთა რიცხვი 676 641 ადამიანი იყო. ამ წლის მაისის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 668 555 პირია, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი სერვისის ამოქმედებიდან დღემდე ყველა წლის საშუალო მაჩვენებლებს აღემატება”, — დასძენს ორგანიზაცია.

კულება: NATO-ს მოკავშირეები უკრაინის გაწევრების გზიდან MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდნენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტი დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს, რომ NATO-ს მოკავშირეები უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდნენ. „ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე კონსენსუსს მიაღწიეს. მივესალმები  გადაწყვეტილებას, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს გადაწყვეტილება ამოკლებს ჩვენს გზას NATO-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ უკრაინის გაწევრების შესახებ მეტი სიცხადე იყოს“, – წერს ის. ეს გადაწყვ

ქალთა გაძლიერების პლატფორმის ინიციატივითა და პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილმა ქალთა ორგანიზაციამ პირველი მმართველი კონფერენცია გამართა

ქალთა გაძლიერების პლატფორმის ინიციატივითა და პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილმა ქალთა ორგანიზაციამ პირველი მმართველი კონფერენცია გამართა, სადაც მმართველი საბჭო და თავმჯდომარე აირჩიეს, ასევე დამტკიცდა წესდება, მუშაობის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგია.   კონფერენციის მონაწილეთა ხმათა უმრავლესობით, ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ თამარ ხვედელიანი აირჩიეს. ასევე მმართველი საბჭო დაკომპლექტდა რუსთავის, თბილისისა და რეგიონების 15 წარმომადგენლისგან.

მიშა დაუშვილი - მთავარია, ნათია თურნავას გამოცემული რუსული ბრძანება, რომელიც შინაარსით მხოლოდ რუსეთს აწყობს - გაუქმდეს (ვიდეო)

"ამ პროცესში მთავარი არის ერთადერთი რამ - ნათია თურნავას გამოცემული რუსული ბრძანება უნდა გაუქმდეს.  ეს ბრძანება თავისი შინაარსით აწყობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაციას." მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  382806476_290283980383160_2446948482889465456_n.mp4

 ბექა ლილუაშვილი - როცა ხარ ქვეყნის ხელისუფლება, იცი, რომ გჭირდება 27-ვე ქვეყნის კონსენსუსი, ყველანაირი რისკის გადაზღვევის შესაძლებლობა უნდა შექმნა (ვიდეო)

“როცა ხარ ქვეყნის ხელისუფლება, იცი, რომ გჭირდება 27-ვე ქვეყნის კონსენსუსი, ყველანაირი რისკის გადაზღვევის შესაძლებლობა უნდა შექმნა. ამ შემთხვევაში, ხომ უნდა იაზრებდეს რადიკალური ხელისუფლება და ოპოზიციის რადიკალური ნაწილი რა მნიშვნელობა აქვს თავად პროცესს და რა პოლიტიკური სიგნალია ჩვენი პარტნიორებისთვის სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა, იმის საჩვენებლად, რომ ამ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური გარჩევების მიღმა არსებობს ერთი დიდი ამოცანა, რომელიც უნდა შევასრულოთ.”  ბექა ლილუაშვილი, საპარლამ

ბერდია სიჭინავა - წარმოუდგენელია ქვეყანაში ეკონომიკა იზრდებოდეს და ამის პარალელურად, უპერსპექტივობის და ქვეყანაში არსებული სოციალური გამოწვევების გამო, ქვეყნიდან ახალგაზრდები გარბოდნენ (ვიდეო)

“წარმოუდგენელია ქვეყანაში ეკონომიკა იზრდებოდეს და ამის პარალელურად, უპერსპექტივობის და ქვეყანაში არსებული სოციალური გამოწვევების გამო, ქვეყნიდან ახალგაზრდები გარბოდნენ. იმიტომ, რომ სამართლიანი გარემო არ არის ქვეყანაში. გულწრფელად რომ გითხრათ, სად აქვს “ნაცმოძრაობას” რევანშის თავი, საერთოდ ვერ გაუგიათ რა ხდება საკუთარ პარტიაში. კობახიძე კი დადის და გვეუბნება, რომ ორი ალტერნატივა აქვს საქართველოს მოსახლეობას: ან “ოცნება” ან “ნაცმოძრაობა”. პოლარიზაციის გამომწვევი ეს ორი პოლიტიკური ძ

ლილუაშვილი - ივანიშვილის მმართველობის პირობებში საქართველოში რამდენი ანტიდასავლური ნაბიჯი გადაიდგა ეს ვიცით, რამდენი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც რუსეთის წისქვილზე წყალს ასხამდა ესეც ვიცით (ვიდეო)

“ივანიშვილი პოლიტიკიდან არსად არ წასულა, იყო და დარჩა. მისი მმართველობის პირობებში საქართველოში რამდენი ანტიდასავლური ნაბიჯი გადაიდგა ეს ვიცით, რამდენი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც რუსეთის წისქვილზე წყალს ასხამდა ესეც ვიცით და ლეგენდებს, როცა გვიკითხავენ ივანიშვილზე, ე.წ მშვიდობის დროს მოქალაქეებს გვიკლავენ, გვტაცებენ და ბაზებს გვიშენებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ივანიშვილის ყოვლისშემძლეობა.”  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.

პარტიის “საქართველოსთვის” თბილისის ოფისში პოლიტსაბჭოს 2024 წლის პირველი სხდომა გაიმართა (ფოტოები)

პარტიის “საქართველოსთვის” თბილისის ოფისში პოლიტსაბჭოს 2024 წლის პირველი სხდომა გაიმართა          

პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას „ჯორჯიან მანგანეზში“ შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს

პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას "ჯორჯიან მანგანეზში" შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დაუშვილი აცხადებს, კომპანიას თითქმის 7 წლის განმავლობაში სახელმწიფოს დანიშნული პირი მართავს, რომელსაც უფლებამოსილება ორჯერ გაუხანგრძლივდა იმის მიუხედავად, რომ ვერც გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ვერც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა ვერ შეძლო. და

ბექა ლილუაშვილი - თუ ივანიშვილს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დამბალანსებლის მითის გამყარება უნდა? - აქ არის გახარია, რომელმაც პოლიტიკური დებატები შესთავაზა, დაუჯდეს და ელაპარაკოს (ვიდეო)

კორუფციაზე საუბარი სურს ივანიშვილს? - მოიყვანოს გენერალური პროკურორი და წარადგინოს ანგარიში;  ინსტიტუტების გაძლიერებაზე საუბრობს? - შეიტანოს კონსტიტუციაში ცვლილება და ხალხმა აირჩიოს პირდაპირი წესით პრეზიდენტი;  პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დამბალანსებლის მითის გამყარება უნდა? - აქ არის გახარია, რომელმაც პოლიტიკური დებატები შესთავაზა, დაუჯდეს და ელაპარაკოს;   არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, ივანიშვილს არ ეყო პოლიტიკური გამბედაობა გამოსულიყო და ეპ

ანა ბუჩუკური - "ოცნების" ინტერესშია უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ამყოფონ პრივილეგირებულ მდგომარეობაში და პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან ატარებინებენ პარტიულ თათბირებს (ვიდეო)

"ოცნების" ინტერესშია უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ამყოფონ პრივილეგირებულ მდგომარეობაში და პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან ატარებინებენ პარტიულ თათბირებს." ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1481029702761903/

„საქართველოსთვის“ - სააკაშვილის დღევანდელმა განცხადებამ ჩვენი მოსაზრება დაადასტურა, შესაბამისად, პრეზიდენტის შემოთავაზებულ პლატფორმაზე ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ

პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არ იღებს მონაწილეობას პრეზიდენტის შეთავაზებულ პლატფორმაში და აცხადებს, რომ მათი მოსაზრება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ განცხადებაში დაადასტურა. პარტია აცხადებს, რომ ვერ დაუშვებს, მიხეილ სააკაშვილის „პოლიტპატიმრობაზე სპეკულაცია კიდევ ერთხელ გამოიყენონ“ ქვეყნის ევროპული მომავლით სავაჭროდ ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვისა და საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების საკითხის განხილვის წინ. ამა

ბექა ლილუაშვილი - დღეს ძალაუფლების დაკარგვის ისტერიული შიშებით მართული "ოცნებაც" იგივეს აკეთებს, რასაც წარსულში აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა"

"ოცნება" დაემსგავსა "ნაც. მოძრაობას", ზუსტად თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2010 წელს, მიხეილ სააკაშვილმაც გააუქმა საკრებულოს მაჟორიტადარ არჩევისთვის მინიმუმ 30%-იანი მხარდაჭერის აუცილებლობა. დღეს ძალაუფლების დაკარგვის ისტერიული შიშებით მართული "ოცნებაც" იგივეს აკეთებს, რასაც წარსულში აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა". Მსგავსმა მხდალმა ნაბიჯებმა ვერც წინა ნაცებს უშველა, და ვერც თქვენ გიშველით. ნურც თქვენ კარგავთ დროს და ნურც ჩვენ გვაკარგვინებთ, დაუბრუნდით საქმეს!"  ბექა

იაშვილის კლინიკა - აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა დაფიქსირდა

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში“ განმარტავენ, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში“ განუცხადეს, მედიკამენტ „ვოსორიდიტს“ ეფექტი ნამდვილად აქვს, ჯამში კი ინექციებს 11 ბავშვი იღებს. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ ინიექციის მიღების შემდეგ დაფიქსირდა ალერგიუ
×
×
  • შექმენი...