ამ ხელისუფლებისთვის ბუნებრივად თავსებადი არ არის ევროკავშირი, რადგან ხელისუფლების მიზანია დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც მხოლოს ინსტიტუტების მიტაცებითა და მათი სრული დაუფლებით არის შესაძლებელი, სხვაგვარად წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ არის შეუთავსებელი ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიასთან.
“ოცნების” ხელისუფლება დაინტერესებულია “ნაც.მოძრაობა” ასეთი დანაკუწებული, დაშლილი არ იყოს, ამიტომ ეძლევა სააკაშვილს უფლება სასამართლო დარბაზიდან აწარმოოს კამპანია და მართოს პარტია.
პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას "ჯორჯიან მანგანეზში" შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.
აღნიშნულის შესახებ მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დაუშვილი აცხადებს, კომპანიას თითქმის 7 წლის განმავლობაში სახელმწიფოს დანიშნული პირი მართავს, რომელსაც უფლებამოსილება ორჯერ გაუხანგრძლივდა იმის მიუხედავად, რომ ვერც გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ვერც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა ვერ შეძლო.
და
კორუფციაზე საუბარი სურს ივანიშვილს? - მოიყვანოს გენერალური პროკურორი და წარადგინოს ანგარიში;
ინსტიტუტების გაძლიერებაზე საუბრობს? - შეიტანოს კონსტიტუციაში ცვლილება და ხალხმა აირჩიოს პირდაპირი წესით პრეზიდენტი;
პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დამბალანსებლის მითის გამყარება უნდა? - აქ არის გახარია, რომელმაც პოლიტიკური დებატები შესთავაზა, დაუჯდეს და ელაპარაკოს;
არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, ივანიშვილს არ ეყო პოლიტიკური გამბედაობა გამოსულიყო და ეპ
23 წლის სამხედრო, რომელიც 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს და მტკიცებულებებზე საუბრობს, ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდება მხოლოდ მოსაზრებების საფუძველზეა წარდგენილი.
კობაიძის თქმით, მძ
გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე მოძრაობა „ხმის” წევრები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
ინფორმაციას ადასტურებს მოძრაობა „ხმა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მათ ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.
შსს
ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
პროკურატურაში განმარტეს, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით.
კერძოდ, ტრანსნაციონალური
"ოცნების" ინტერესშია უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ამყოფონ პრივილეგირებულ მდგომარეობაში და პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან ატარებინებენ პარტიულ თათბირებს."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1481029702761903/
გამოცემა Україна Православна-ს ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მოძღვარი, მარიუპოლის მახლობლად მდებარე სოფელ კამენკას ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ხრიმლი) უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და დეპორტაცია საქართველოში გაუკეთეს.
დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტი სერგიუსის განცხადებით, არქიმანდრიტმა ქრისტეფორემ უკვე გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი რუსეთის ხელისუფლებამ 2023 წლის სექტე
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის ქმედების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი.
უწყების ცნობით, გამოძიების თანახმად, 2023 წლის გაზაფხულზე არასრულწლოვან ბრალდებულს სოციალურ ქსელ „მესენჯერში“ მიმოწერა ჰქონდა 16 წლის დაზარალებულ გოგოსთან, რა დროსაც დაზარალებულმა ნებაყოფლობით გაუგზავნა საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
მოგვიანებით ბრალდებულმა დაზარალებულს მოსთხოვა ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაღება და მასთ
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. „აგენტების შესახებ” კანონს,- ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვაშია ნათქვამი.
როგორც გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, ისინი ეწინააღმდეგებიან ანტიევროპულ რუსულ ნაბიჯებს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მიმართავს საქართველოს პარლამენტის
ზუგდიდის საკრებულოში „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ცდილობენ, ზუგდიდის მოქალაქეებს საბოტაჟი მოუწყონ, საკრებულოს თავმჯდომარის, ჩვენი პარტიის წევრის იმპიჩმენტის ერთად გამოცხადებით - ეს არის კიდევ ერთი ფარული შეთანხმება ჩვენი და მოქალაქეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კ
კოლეგებს მივმართავ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, ზოგადად, რა წესია ეს კამერების ჩართვა ტელეფონში, მისვლა და კოლეგებზე დამბეზღებელი დამოკიდებულებაა, თუ რა არის?! მედია აქ არის, ყველაფერი ფიქსირდება, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციიდან იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში დღეს, არაერთხელ მომხდარ დაპირისპირებას ტელეფონით იღებდნენ.
თავდაპირველად,აღნიშნული შინაარსის შენიშვნა, პაპუაშვილმა „ევროპტიმისტების“ წევრს, ხატია დეკანოიძეს მისცა.
„რიგით ქართველს მოუწევს ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესების საფასურის გადახდა" | ინტერვიუ
პოლიტიკა
პუბლიკა11:40, 19 მაისი, 2024
მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ;
საქართველოში უკვე ერთ თვეზე მეტია ხალხმრავალი პროტესტი მიმდინარეობს, ხელისუფლების მიერ გასული წლის შემდეგ ხელახლა ინიცირებული, ე.წ “უცხოური აგენტების” კანონმდებლობის გამო, რომელსაც მოქალაქეთა ნაწილი რუსული კანონის ანალოგად მიიჩნევს. ქუჩის აქციების პარალელურად,
სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან მიმართებით, ჩვენ დავინახეთ გადაჭარბებული ემოციები და პროექტთან დაკავშირებით პროცესების პოლიტიზების მცდელობა. ბუნებრივია, ეს არაფრის მომცემი არ არის, ჩვენ გეგმაზომიერად განვავითარებთ პორტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა გასავლელი იქნება რამდენიმეთვიანი პროცედურა, სადაც საქართველოს ექნება დიალოგი პრეტენდენტთან, იქამდე სანამ საბოლოოდ მოხდება პარტნიორთ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გაეროში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილმონაცვლე პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას წელს მხარი დამატებით სამმა სახელმწიფომ - სამხრეთ აფრიკამ, არგენტინამ და სომხეთმა დაუჭირა.
ამასთან, როგორც ბაქრაძემ განაცხადა, რეზოლუციის განხილვის დროს არაერთმა დელეგაციამ აღნიშნა, რომ სამაგალითოა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს დევნილი მოსახლეობის მიმართ.
„ეს არის
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე ახლოს მყოფი პარტია „ლელოა” და გამოხატა მზაობა „ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის”.
მისივე თქმით, ღიმილისმომგვრელია საუბრები ერთიან სიებზე.
გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს, თუ ის იქნება ოპოზიციის პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი.
2019 წლის 4 მარტს „ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არ
"რეგიონალურ მედიაზე რომ ვილაპარაკოთ, ერთ ტელევიზიაში ვიყავი და გამომცემლობა “ჩემი ხარაგაული”, იქაც მქონდა სიამოვნება ჟურნალისტებთან მესაუბრა.
ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ, ბევრად უფრო ჯანსაღი გარემოაა ვიდრე თბილისში.
ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ აქამდე ასე აქტიური კომუნიკაცია არ მქონდა რეგიონალურ მედიასთან, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან უჭირთ, ტექნიკასაც ეტყობა, სტუდიასაც ეტყობა, მაგრამ არ ეტყობა ხალხს.
ძალი
“ოცნება” არის კორუმპირებული, უშინაარსო, წარსულზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც არის ოქროს ფონდთან, ახალგაზრდებთან დაპირისპირებული და მათი იმედი არის მხოლოდ მანიპულაციები.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/461556883315052/
საქართველოში, მთლიანობაში, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს.
„დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პ
12 წლის შემდეგ “ოცნებისგან” დარჩა ერთი დიდი ტყუილი. ახლა მთავარია დავიცვათ ხმები და არ მივცეთ საშუალება "ოცნებას" არჩევნები გააყალბოს.
გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/840592104695221/
“ოცნებას” მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი და დაპირებები აღარ დარჩა, ამიტომ ცდილობენ მოდელირებული პროპაგანდისტული სცენარები შემოგვთავაზონ, ამაშიც ძალიან კარგად დაემსგავსნენ “ნაციონალურ მოძრაობას”.
გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/852976412971896/
“ოცნება” გარდაუვალი მარცხის წინაშე დგას, რადგან საკუთარი ხალხის, საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდის.
თეონა აქუბარდია, “გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1606220913294818/
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უმკაცრესად გმობენ.
„ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის მხარდაჭერა და შეაჩეროს ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატების (დრონები) და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გადაცემა, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინელ ხალხს, ასევე ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტ
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თავიანთ დამოუკიდებლობას არ შესწირავენ, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.
მისი თქმით, თბილისი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, კვლავ საუბრობს სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე.
“არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა
"ოცნება" საკუთარ მოსახლეობას ომით აშინებს, თუმცა ვერც ივანიშვილი და ვერც მისი მთავრობა ვერ დაგვიცავს ომისგან. მშვიდობის გარანტი არის მჭიდრო კავშირი ევროპულ სტრუქტურებთან და ევროინტეგრაცია.
ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1189322825474082/