Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.943

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ტვინის იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, პარალიზებულმა, მეტყველების უნარწართმეულმა კაცმა 1500 სიტყვის დაწერა შეძლო — #1tvმეცნიერება

პარალიზებულმა კაცმა, რომელსაც არც ლაპარაკი შეეძლო და არც ტექსტის აკრეფა, ნეიროპროთეზული მოწყობილობის საშუალებით ათასზე მეტი სიტყვის დაწერა შეძლო; მოწყობილობა მისი თავის ტვინის ტალღებს სრულ წინადადებებად თარგმნის.     კვლევის ავტორის, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერის, სინ მეცგერის განცხადებით, „ყველაფერი შესაძლებელია“ — ამ კაცის ერთ-ერთი საყვარელი ფრაზაა, რომელსაც ხშირად წერს. შარშან ამავე უნივერსიტეტის მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ტვინის იმპლანტს, სახელად 

„სიბიესი“ - ნევადას შტატიდან სენატში დემოკრატების კანდიდატი შევა, ამ გამარჯვებით პარტია 50 ხმას აგროვებს

„სიბიესის“ პროგნოზის მიხედვით, ნევადას შტატიდან სენატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი შევა. წინასწარი მონაცემებით, კეტრინ კორტეს მასტო რესპუბლიკელ ადამ ლაქსალტს მცირე სხვაობით ამარცხებს. როგორც ტელეკომპანია წერს, ამ გამარჯვებით დემოკრატები სენატში 50 ხმას აგროვებენ და ფაქტობრივად ინარჩუნებენ უმრავლესობას, რადგან კიდევ ერთი გადამწყვეტი ხმა აქვს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც კონსტიტუციით სენატის თავმჯდომარის ადგილს იკავებს. „ბიბისის“ ცნობით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა კეტრი

უკრაინული მედია - ბერისლავის რაიონი მთლიანად დეოკუპირებულია

ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ბერისლავის რაიონში მტერმა თითქმის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, ტყის ტერიტორია, საცხოვრებელი კორპუსები და სამედიცინო დაწესებულებები დანაღმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ბერისლავის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვოლოდიმირ ლიტვინოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ბერისლავი მთლიანად დეოკუპირებულია. „ბერისლავის 11-ვე ტერიტორიული თემში უკრაინის დროშა ფრიალებს”, - აღნიშნა ვოლოდიმირ ლიტვინოვმა. მისი თქმით, ახლად გათავისუფლებულ დასახლებ

გაერთიანებული სამფეოს პრემიერი კიევში ჩავიდა და ზელენსკის შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. „შეხვედრისას განვიხილეთ ჩვენი შესაძლებლობები უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვაში. ასევე ვისაუბრეთ უკრაინის ცის დაცვასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე. დეტალურად განვიხილეთ დიპლომატიური ვითარება და მშვიდობისთვის ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევის საკითხი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ სუნაკს მადლობა გადაუხადა უკრაინის პრინციპული მხარდაჭერისა და მოლაპარაკ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ

ოკუპანტებმა წუხელ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. "ქალაქური ტიპის დასახლება შევჩენკოვო, კუპიანსკის რაიონი - რუსებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ კორპუსს. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. palitra news

„გარშემო ყველას ვირუსი აქვს“ - რა ტიპის ვირუსები ტრიალებს და რა უნდა ვიცოდეთ?

დღეს საქართველოში ათზე მეტი ტიპის ვირუსი ცირკულირებს. სპეციალისტთა თქმით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, გრიპის ვირუსების შემთხვევათა მატება ჩვეულ დროზე ადრე, ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. შესაბამისად, ექიმები ვარაუდობენ, რომ შემთხვევათა პიკი დეკემბერ-იანვარში იქნება. ისინი თვლიან, რომ დღეს, ქვეყნისთვის, გრიპის ვირუსის შემთხვევათა მატება გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსის, რომლის მუტაციაც - ომიკრონი, არ გამოირჩევა გართულებებით და გრიპთან შედარებით, მისი მიმდინარეობა უფრო მს

სალომე ზურაბიშვილი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ევროპალია“ წარმომადგენლებს მასპინძლობს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ,,ევროპალია“ წარმომადგენლებს მასპინძლობს, რომლებიც 2023 წელს ფესტივალის ჩატარების საკითხზე მუშაობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში შედგება. ევროპალია „ევროპალია“ ბელგიის სამეფო ოჯახისა და საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართება.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად - 80-ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხებზე გამოძიებას პროკუ

5 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში გაემგზავრება ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც შეხვდება პრეზიდენტ ანჯეი დუდას. ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტების შეხვედრა ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ისინი მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. “6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ

მთავრობა უფუნქციოდ დარჩენილი ბალნეოლოგიური და სხვა ტიპის კურორტების გაყიდვას გეგმავს

მთავრობა კურორტების განვითარების გეგმის პრეზენტაციას უახლოეს დროში გამართავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში არსებული 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და განვითარების პოტენციალი დამუშავდა. პრემიერის განცხადებით, იგეგმება კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების გასაყიდად გამოტანა. „ჯამში, საქართველოში 300-მდე კლიმატური, ბალნეოლოგი

მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭომ რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლაზე კვლავ უარი უთხრა, ხორვატიის მიღებას კი დასთანხმდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭომ რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლაზე კვლავ უარი უთხრა, ხორვატიის მიღებას კი დათასნხმდა. ევროკავშირის თავისუფალი გადაადგილების ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღება ნიდერლანდებმა და ავსტრიამ დაბლოკეს. „როდესაც ჩვენ ერთიანები ვართ, ჩვენ ძლიერები ვართ. ცხადია, ამ საკითხზე, ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შეყვანის თემაზე, ჩვენ ერთიანები არ აღმოვჩნდით და ეს სამწუხაროა“, – განაცხადა ევროკომი

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს წმინდა ნიკოლოზს იხსენიებენ. წმინდანი ქრისტეშობიდან 257 წელს, მცირე აზიაში, პართიაში, მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. იგი ღვთის სიტყვას დაუღალავად ქადაგებდა და თავადაც ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობის მაგალითი იყო. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში, სადაც სარწმუნოების სიმბოლოდ იქნა დამტკიცებული. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლ

წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას რუსეთის სამხედრო აეროდრომის რაიონში

წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის სამხედრო აეროდრომის რაიონში, გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ რუსული გამოცემა Baza იუწყება. მისივე ცნობით, აფეთქების შემდეგ, ხანძარმა მოიცვა 120 კვადრატული მეტრი ტერიტორია.   პირველი ცნობები აფეთქების შესახებ, გამთენიისას გავრცელდა ტელეგრამ-არხებით. რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები ენგელსის აეროდრომზე აფეთქების შესახებ, ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან. სარატოვის ოლ

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა, ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე კი კონკურსი გამოაცხადა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად ოთხი კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველ

ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები - „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას, თუნდაც, ბანკისთვის სარგებლის მიღებას

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები „კრედიტ სუისს“-თან მიმდინარე დავასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ. ყოფილი პრემიერის სამართლებრივი მრჩევლების განცხადებით, „კრედიტ სუისს“-თან ურთიერთობა სამართლებრივი სიბრტყიდან გავიდა და პოლიტიკური გახდა. მათივე ინფორმაციის მიხედვით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში ომი დაიწყო და მარტის თვიდან უკვე ივანიშვილს პრობლემები შეექმნა როგორც პირადი თანხების მიღებასთან, ასევე, ხელოვნ

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია კიდევ 90 დღით გახანგრძლივდება

უმაღლესი რადა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის პერიოდს კიდევ 90 დღით გაახანგრძლივებს. სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, გახანგრძლივება 2023 წლის 19 თებერვლის შემდეგ დაიწყება და დიდი ალბათობით 90 დღის განმავლობაში გაგრძელდება. „განკარგულების დამტკიცების შესახებ შესაბამის ორ კანონს პრეზიდენტთან უახლოეს მომავალში წარადგენენ, რის შემდეგაც, მომავალ კვირას მათ საბჭო დაამტკიცებს. ეს იქნება საომარი მდგომარეობის შესახებ მეექვსე კენჭისყრა ომის დაწყების შემდეგ”,

უკრაინის შეიარაღებული ძალები - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა რუსების მიერ ნასროლი ოთხი ფრთოსანი რაკეტიდან ორი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინაში ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. „18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შავი ზღვიდან უკრაინაში „კალიბრის“ ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს. ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები უკრაინი

ანდრეი კასიანოვი - ძალიან შეშფოთებულები ვართ „ქართული ოცნების" და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით

ჩვენ, ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის საკითხი უკრაინის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას განეკუთვნება. „უკრაინული მხარის მხრიდან ამისთვის ყველა შესაბამისი მოსამზადებელი ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, ჩვენ, ძალიან შეშფოთებულები ვართ უკრაინის მ

გიორგი გახარია - დღეს შევხვდი საქართველოში ლიეტუვის ელჩს და ვთხოვე ლიეტუვის მთავრობის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში

დღეს შევხვდი საქართველოში ლიეტუვის ელჩს და ვთხოვე ლიეტუვის მთავრობის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარიასოციალურ ქსელში წერს. "ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის გზაზე", - წერს გიორგი გახარია. 

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, სპეციალური ვებგვერდი ამოქმედდა

პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც, ხელმისაწვდომი გახდა ვებგვერდის, taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, შესაბამისად, უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდის, taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია მთელი რიგი შესაძლებლობებით, რომელსაც ეს ეტაპი ითვალისწინებს. ვებგვერდზე განთავსებულია მოხმარების ინს

ამირან გამყრელიძე ე.წ. აგენტების კანონზე - ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას, ისტორიულ სურვილს, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი

[თუ მიიღებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს] მაშინ, მე თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მერე. მეც აგენტი ვიქნები, ვეღარ ვილაპარაკებ, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირამ გამყრელიძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა საფრთხეები შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტმა მაინც მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონი. ამასთან, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ კანონპროექტი პარლამენტში ვერ გავა. “საქართველოს პარლამენტი, დარწმუნებული ვარ, რომ არ მი

„იმედის“ ჟურნალისტი რუსული კანონპროექტების ინიციატორებს აკრიტიკებს

სამთავრობო მედიის, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე პარლამენტში წარდგენილ რუსული კანონპროექტის ავტორებს აკრიტიკებს.

პარლამენტთან წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ არიან დაშავებულები

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არიან დაშავებულები. აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაშავდნენ, როდესაც სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოსთან წყლის ჭავლისა და ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ისინი დაშავებულებს უწევენ დახმარებას. იპნ

ანალენა ბერბოკი - „დიდმა შვიდეულმა“ უნდა აჩვენოს პუტინს, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს

“დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უნდა დაარწმუნონ ვლადიმერ პუტინი, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს და რომ „დიდი შვიდეული“ ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „შარშან, „დიდმა შვიდეულმა“ რუსეთის აგრესიას რამდენიმე ბარიერი დაუპირისპირა : ზამთარში უკრანელი ხალხის დახმარება, ანტირუსული სანქციები და ნავთობის ფასების ლიმიტი. ჩვენი მხარდაჭერით უკრაინა წინ აღუდგა რუსეთის ენერგეტიკულ ომსა და ზამთრის შეტევას“, - აღნიშნა ბერბოკმა.

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში უახლოეს დროში არ დასრულდება

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ვარაუდობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უახლოეს დროში არ დასრულდება. გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ვარაუდობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უახლოეს დროში არ დასრულდება. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ შესაძლოა ამას დიდი დროს დასჭირდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, 20 მარტს დიუსელდორფში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მან უკრაინაში მიმდინარე ომზე დასრულებაზეც გამოთქვა ვარაუდი. „ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ძალისხმევა იმის უზრუნველსაყ
×
×
  • შექმენი...