Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    887.332

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გრიგორი კარასინი: „დააშოშმინეთ ბორელი!"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ირონიული კომენტარით გამოეხმაურა რუსი სენატორის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის შესახებ. კარასინის თქმით, ევროპელ დიპლომატს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი არ უნდა გაეკეთებინა. „დააშოშმინეთ ბორელი, გეთაყვა! კვლავ ეჩრება თავისი ჭკუის სწავლებებით. ამჯერად ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე. ეს უკვე სცდება წესიერების საზღვრ

გრიგორი კარასინი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა აღიარონ

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც აღიარონ, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა“. აღნიშნული განცხადება კარასინმა Sputnik Южная Осетия-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, ეს რთული საკითხია, რადგან ამ იდეასთან დაკავშირებით დასავლეთს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს აღიარება მოხდება. „რუსეთი სამხრეთ ოსეთ

გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ ნიდერლანდურ ენაზე გამოიცა

გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ ნიდერლანდურ ენაზე გამოიცა. როგორც ფონდ World of Diaspora-ში განაცხადეს, ჰააგაში მდებარე საქართველოს საელჩოში ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოების „გველის პერანგის“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. რომანი, ნიდერლანდელ მკითხველს, თარგმანის ავტორმა, ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა ლიტერატორმა, არჩილ ჯავახაძემ წარუდგინა, რომელმაც პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის შესაბამისი ეპიზოდები და რომანის შექმნის პროცესი გააცნ

გრიგოლ ლილუაშვილი - არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში - თავშესაფარი არ გვიშველის, ამიტომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ

არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში - ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ხელმძღვანელობით შექმნილია სპეციალური სამოქმედო გეგმა. "არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენს ქვეყანას არ ვგულისხმობ

გრიბოედოვის სახელობის თეატრი რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს

რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს ინფორმაციას, რომ 10 ქვეყნის რუსული თეატრები 2023 წელს რუსეთის ფედერაციისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. თეატრების ჩამონათვალში თბილისში არსებული ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრიცაა. ამის შესახებ TASS-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილის ალა მანილოვამ ისაუბრა. მანილოვამ აღნიშნა, რომ უცხოეთში მდებარე რუსული თეატრების ფინანსური მხარდაჭერა ორი მიმართულებით ხორციელდება: უახლესი თეატრ

გრეტა თუნბერგი 11 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, შეუერთდნენ

შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი მოქალაქეებს მოუწოდებს 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) შეიკრიბონ. „შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიაში“, - წერს აქტივისტი პლატფორმა X-ზე. როგორც თუნბერგი აღნიშნავს, „ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც ხალხი პირველ ადგილზეა და არა სარგებელი“.   იპნ

გრეგოროვა: მთავრობამ უარი თქვას ამ კანონზე, თუ არ სურს სტატუსზე ჩატარებული სამუშაოების საბოტაჟი

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ მიიღებს რუსულ კანონს, თუმცა ის დებატების გამართვასაც უცნაურს უწოდებს და პირველად ინიციირების დროს მასშტაბურ პროტესტებზე მიუთითებს. მისი თქმით, მთავრობამ უარი უნდა თქვას ამ კანონზე, თუ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოების საბოტაჟი არ სურს. „ქართული ოცნება“ პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებ

გორში, სასმელი წყლის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გორში, ერთ-ერთი გარეუბნის, ვერხვების დასახლების მცხოვრებლები სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივების თქმით, მეხუთე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. “მეხუთე დღეა წყალი არ გვაქვს, იმდენჯერ თიშავენ, რომ სათვალავი აგვერია. ხშირად არც შეტყობინება მოგვდის, რომ წყალი უნდა გამოირთოს. სულ რაღაც როგორ ზიანდება, მიზეზები არ ელევათ”, – ამბობენ ვერხვების უბნის მცხოვრებლები. მათ ყურადღების მისაქცევად საავტომობილო გზაც გადაკეტეს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

გორში ძაღლი მოკლეს, დაწყებულია გამოძიება

გორში ძაღლი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარაზე გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკი მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ოთხ წლამდე ვადით. ნეტგაზეთი

გორში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორმა პირმა სხეულის დაზიანება მიიღო. ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე დაჭრილს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. როგორ „ინტერპრესნიუსის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მო

გორში სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა

გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებულ სამშენებლო ობიექტზე, სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა. დაშავებულ 37 წლის მამაკაცს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შემდგომ კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. ipn

გორში რკინიგზის სადგურზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გორში რკინიგზის სადგურზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. TV პირველის თანახმად, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია დარაჯი – მას შენობაში ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული და ხანძარი სწორედ ამან გამოიწვია.   იპნ

გორში კაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს – დაწყებულია გამოძიება

გორში კაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. სერგო ბიჩენოვი ჰყვება, რომ ის დააკავეს, ხელბორკილები დაადეს და ძალით ჩასვეს მანქანაში.  მისი თქმით, როცა დაინტერესდა, რისთვის აკავებდნენ, პოლიციელმა მას შეაფურთხა და ამას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც ის სცემეს. “დამსვეს მანქანაში, გვერდზე მომიჯდა ის ჯოყოლიჩი [პოლიციელი], ფუ, შენნაირი კაცის დედო რა, ეგრე მითხრა და შემაფურთხა. რაზეც ადეკვატურია, ბუნებრივია, ჩვეულებრივი პასუხი დავუბრუნე მეც. ანალოგიური, ოღონდ შეფურთხებით არა,

გორში ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი, იოსებ ბაბაევი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, – ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში ამბობენ, რომ ბაბაევი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დღეს გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  „ქართული ოცნების” მოსახლეობასთან შეხვედრაა დაგეგმილი. მედიის ცნობით, ბაბაევის რესტორანი სწორედ იმ ტერიტორიის მიმდებარედაა, სადაც დღევა

გორის სკოლის კურსდამთავრებულს აშშ-ში სწავლა და გრანტი ოთხმა უნივერსიტეტმა შესთავაზა

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით,გორის მესამე სკოლის კურსდამთავრებული მიხეილ გაბრიელიძე სწავლას გააგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ ინფორმაციას მესამე სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. მიხეილ გაბრიელიძე ჩაირიცხა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა New York University Shanghai და Mississippi State University.   მან არჩევანი Mississippi State University -ზე შეაჩერა და აგვისტოდან აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე გააგრ

გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცია

გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცია. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „ინტერპრესნიუსი“ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს, დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე, სტატია განახლდება. იპნ

გორის მუნიციპალიტეტის ანგარიშებიდან 375 000 ლარი უკანონოდ გადაერიცხა ფიზიკურ პირს- აუდიტი

გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მართვის პროცესის შესწავლისას გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოება – ადგილობრივი ბიუჯეტიდან არსებითი მოცულობის თანხები დაიხარჯა არამართლზომიერად. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ. კერძოდ: 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 2 სუბიექტიდან: ა(ა)იპ − გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოდან და ა(ა)იპ − გორის მუნიციპა

გორის მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

წმინდა წყლის დასახლებაში, გორის გარეუბანში, 13 თებერვლის საღამოს ბუნებრივი აირი გაითიშა. გაზის მიწოდება შეუწყდა ყიფიანისა და კაჩინსკის ქუჩებზე მცხოვრებლებს. ამ ქუჩებზე ძირითადად მაღალსართულიანი კორპუსებია განლაგებული და ასობით მოქალაქეა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გაზგამანაწილებელი კომპანიისგან ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, რომელშიც წერია, რომ გაზსადენზე მომხდარი ავარია გახდა ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაო

გორის ერთ-ერთ სოფელში მამამ ნაჯახით შვილი მოკლა

გორის მუნიციპალიტეტში მამა-შვილს შორის მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა სოფელ სობისში მოხდა, მოკლული 40 წლამდე ასაკის მამაკაცია. ,,ინტერპრესნიუსის“ წყაროს ცნობით, გარდაცვლილს დაზიანებები მამამ ნაჯახით მიაყენა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. მომხდარის მიზეზად უთანხმოება სახელდება. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1956

გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი პოლიციელი ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორივე გარდაცვლილი შსს-ს თანამშრომელია. საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც, თვითმხილველთა თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მართავდა, ავტომაგისტრალზე გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად, ეკიპაჟის წევრები - პოლიციის ორივე თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე ავტომობ

გორელმა დავით კლდიაშვილმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

გორელმა დავით კლდიაშვილმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო. ოლიმპიადა ,,IMO-2023'' იაპონიაში იმართება, დაიწყო 2 ივლისს და დამთავრდება 13 ივლისს.     ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ მათემატიკური საერთაშორისო ოლიმპიადა უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც აერთიანებს ყველაზე ნათელ ახალგაზრდა გონებას მთელი მსოფლიოდან. ოლიმპიადა წარმოადგენს მრავალწლიანი მათემატიკური ძალისხმევისა და პრობლემების გადაჭრის ასობით მცდელობის კულმინაციას. ,,ვიმედოვნებთ, რომ ყველა მონა

გორელმა დავით კლდიაშვილმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

კომაროვის სკოლის წარმომადგენელმა, დავით კლდიაშვილმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კომაროვის სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე სკოლის ცნობით, დავით კლდიაშვილი რეიტინგული სიის სათავეში დაიკავა ადგილი (მეორე ადგილი).     ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადა საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც ევროპის სახელმწიფოები მონაწილეობენ. წელს ოლიმპიადაში 22 ქვეყნის 23 გუნდი (128 მოსწავლე) მონაწილეობდა. რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, კომაროველებმ

გორელმა დავით კლდიაშვილმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს, – ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათი თქმით, ფრენები მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით. „დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპ

გორელი აქტივისტი, ვახო ფიცხელაური ამბობს, რომ სამმა ნიღბიანმა გაიტაცა, გაძარცვა და სცემა

გორელი მოქალაქე, ვახო ფიცხელაური ამბობს, რომ სამმა ნიღბიანმა გაიტაცა, გაძარცვა და სცემა. კერძოდ, ფიცხელაურმა “მთავარი არხის” ეთერში თქვა, რომ მაშინ გაიტაცეს, როდესაც სახლთან ახლოს იყო და მაღაზიაში მიდიოდა. “მანქანა არ დამიძვრია, უნდა გავსულიყავი. აქ იდგა ფურგონი. უნდა გადავსულიყავი, რომ გავეტარებინე. თითქოს ვერ მიდიოდნენ და უნდა მივხმარებოდი, მივწოლოდი. ჩამსვეს ფურგონში და გამიტაცეს. აქედან დაახლოებით 6 კილომეტრში გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი. ვიცით ვინ

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების­ დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. იპნ
×
×
  • შექმენი...