Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.751
  • comments
    0
  • views
    319.784

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წევრი გახდა

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ 17-მა დეპუტატმა ერთხმად, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, აირჩია თავმჯდომარედ მმართველი გუნდის წარმომადგენელი საბა ოდიშარია. კენჭისყრამდე საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა ოპოზიციამ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 12-მა და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან 4-მა წევრმა. მიზეზად თქვეს, რომ არ აპირებენ მონაწილეობის მიღებას სხდომაში, რომლის მიზანიც მხოლოდ თანამდებობების გადანაწილება და არა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვ

ნენსი პელოსი - ყირიმი უკრაინაა, ჩვენ ყველა ვდებთ პირობას, რომ ვიდგებით უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით საბოლოო გამარჯვებამდე

ჩვენ ვუერთდებით დიდი შვიდეულის, ნატო-ს, ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს თავისუფალი მსოფლიოს ერთიანობის უტყუარ გზავნილში, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ყირიმი უკრაინაა და ასამბლეის მონაწილეები დებენ პირობას, რომ იდგებიან უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. „ჩემთვის

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმის პლატფორმა უნდა იქცეს საფუძვლად სხვა დიპლომატიური პლატფორმებისთვის, რათა მოხდეს ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის

ყირიმი უნდა გათავისუფლდეს და სწორედ ამის შემდეგ ექნება მსოფლიოს შეგრძნება რომ ომი აღარ არის, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, 2014 წელს, როდესაც რუსეთმა თავისი აგრესია დაიწყო, მან ეს დაიწყო ყირიმში. „პუტინის 8-წლიანი ომის შემდეგ, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელმაც ვერ იგრძ

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საკრებულოს 5 ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები კახა კალაძეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებენ

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს 5 ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს 31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებენ. პარტია „ლელოს” დეპუტატის საბა ბუაძის თქმით, ეს არის საკმარისზე მეტი დრო, რომ კალაძემ აღნიშნული ცნობად მიიღოს და გამოცხადდეს. „სამარცხვინოა ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ტრაგედიის შემდგომ არსებულ კითხვებს გაურბის და იმისათვის, რომ გაექცეს კითხვებს, არღვევს კანონს, პოლიციის

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმის პლატფორმა უნდა ვაქციოთ პლაცდარმად ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების შესაქმნელად, რათა განხორციელდეს სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის დნესტრისპირეთის, აფხაზეთის

ყირიმის პლატფორმა უნდა ვაქციოთ პლაცდარმად სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების შესაქმნელად, იმისთვის, რომ განხორციელდეს სხვა მანამდე ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის დნესტრისპირეთის მოლდოვაში, აფხაზეთის და სხვა ადგილების, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, 2014 წლის ყირიმის ოკუპაცია სრულმასშტაბიანი ომის პროლოგი იყო, რომელმაც ათასობით უკრაინელის ს

დიდი ბრიტანეთის მეფემ რიში სუნაკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა

რიში სუნაკი დაინიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ, რაც 25 ოქტომბერს კონსერვატორული პარტიის ახალი თავმჯდომარე მეფე ჩარლზმა თავის სასახლეში მიიწვია და მას მთავრობის შექმნა დაავალა. წინა დღით,24 ოქტომბერს რიში სუნაკმა თავისი კანდიდატურა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა. პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას მიემხრო ასზე მეტი კანონმდებელი, რაც საკმარისი იყო კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენისთვის. ლიზ ტრასი 20 ოქტომბერს გადადგა, პრემიერის თანამდ

საოკუპაციო ხელისუფლება გაძევებით დაემუქრა ხერსონელებს, რომლებიც რუსულ რუბლს არ აღიარებენ

უკრაინის ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს ხერსონიდან გააძევოს ყველა, ვინც უარს ამბობს რუსული რუბლით პროდუქციის გაყიდვაზე. ამის შესახებ დღეს, 25 ოქტომბერს განაცხადა ხერსონის ოლქის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ კირილ სტრემოუსოვმა. მან ტელეგრამზე დაწერა, რომ აფიქსირებენ ყველას, ვინც ქალაქ ხერსონში უარს ამბობს რუსული რუბლის მიღებაზე ან ოლქის ადმინისტრაციის საბოტაჟს ეწევა და მათ მიმართ მიღებული იქნება ზომები, მათ შორის „უკრაინის ტერიტორიაზე გაძე

კონკრეტული ტერიტორიების განსაზღვრა იგეგმება, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებს დღის კონკრეტულ საათებში შესვლა შეეზღუდებათ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის ინფორმაციით, კონკრეტული ტერიტორიები განისაზღვრება, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებს შეზღუდვა ექნებათ, რომ დღის კონკრეტულ საათებში შევიდნენ. ამასთან, როგორც იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სადაც კი მოეწყობა მასშტაბური სკვერი, იქ გათვალისწინებული უნდა იყოს ცხოველების გასასეირნებელი სივრცე. როგორც კახაბერ იოსელიანი განმარტავს, აღნიშნულის შესახებ კანონპროექტში იქნება გაწერილი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოე

ნედ პრაისი - გამოვთქვით შეშფოთება საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით, მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან დაგვიანებამ, უკუსვლა გამოიწვია

ჩვენ გავაჟღერეთ შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომელიც მოვისმინეთ საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი კუთხიდან. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთ ქმედებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ ზოგიერთი ქართველი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ასევე იმ განცხადებებთან დაკავშირებით

შვედეთის ელჩი - ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია, საშინაო დავალება ახლა საქართველოს მიერ არის შესასრულებელი

ჩვენ მკაფიოდ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ევროკავშირის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია, საშინაო დავალება ახლა საქართველოს მიერ არის შესასრულებელი, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა, სადაც სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების ეფექტიანობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს. როგორც ელჩმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლ

„როიტერი“ - აშშ უკრაინისთვის HAWK-ის საჰაერო-თავდაცვითი სისტემის გადაცემის საკითხს განიხილავს

აშშ უკრაინისთვის HAWK-ის საჰაერო-თავდაცვითი სისტემის გადაცემის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ორ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნული სისტემის საშუალებით, უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას სარაკეტო და დრონებით თავდასხმისგან. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის პირობა 10 ოქტომბერს უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ დადო. ამ ეტაპზე, უცნობია, HAWK-ის რა რაოდენობის სისტემის გადაცემ

ბერდია სიჭინავა - დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგება, სადაც გააფორმებენ იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების არჩევანის ქურდობას

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგება, სადაც გააფორმებენ იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების არჩევანის ქურდობას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა თავის ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. როგორც ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, მათი გუნდი "დე-ფაქტო" საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში  მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან საკრებულოს უკვე ჰყავდა კანონიერად არჩეული თავმჯდომარე, რომელიც გამოხატავდა იქ მცხოვრები ადამიანების ნებას. "ამ საკრე

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო. ამ წუთებში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანა აბაშიძეს უსმენენ, რომელიც პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმა წარუდგინეს. ანა აბაშიძე დეპუტატებს თავისი საქმიანობის თაობაზე აწვდის ინფორმაციას. პროცედურის შესაბამისად, სახალხო დამცველობის კანდიდატების გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ. დღეს სხდომაზე კიდევ ორი კანდიდატის, გიორგი ბურჯანაძისა და მარიკა არევაძის მოსმენა იგეგმება. ო

ნედ პრაისი - ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან, როდესაც ის ახორციელებს რეფორმებს, რომლებისკენაც ევროკომისიამ მოუწოდა

ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან, როდესაც ის ახორციელებს რეფორმებს, რომლებისკენაც ევროკომისიამ მოუწოდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. ნედ პრაისს შეკითხვა დაუსვეს, ინფორმირებულია თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ და ჰქონდა თუ არა უკრაინულ მხარესთან კონსულტაციები სასანქციო სიასთან დაკავშირებით. „ჩვენ უკრაინელ პარტნიორებთან მჭი

ნედ პრაისი - ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო, მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია წინსვლისთვის

ჩვენ ვრჩებით მოწოდებულები, ვიმუშაოთ საქართველოსთან რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. ნედ პრაისს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ გაკეთებული განცხადებებისა და ასევე განცხადებების შესახებ, რომელთა თანახმად, აშშ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს. „ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება რამდენიმე შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომლებ

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში შტაინმეირი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. „უკრაინელებისადმი ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენს გვერდით, ჩვენ გავაგძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით“, – განაცხადა შტაინმაიერმა კიევში ჩასვლისას. მან ასევე გერმანელებს მიმართა და მოუწოდა, არ დაავიწყდეთ, თუ რას ნიშნავს ეს ომი უკრაინის მოსახლეობისთვის და რამდენი ტანჯვა, ნგრევა

ალექსეი რეზნიკოვმა ლოიდ ოსტინთან უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი განიხილა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი განიხილა. ამის შესახებ რეზნიკოვმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „მივესალმები პროვოკაციებზე რეაგირების არქონის და შანტაჟის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის აშშ-ის მკაფიო პოზიციას. ასევე განვიხილეთ უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში ამერიკული დახმარების მორიგი პაკეტი. დეტალები მოგვიანებით“ , – წერს რეზნიკოვი. შეგახსენებთ,

ზელენსკი, ისრაელს სთხოვს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ოქტომბერს მოუწოდა ისრაელს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას და გაიმეორა თხოვნა, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ. "აღარ დადგა დრო, რომ თქვენმა სახელმწიფომაც აირჩიოს, ვისთან ერთად ხართ?" თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისრაელის გაზეთ Haaretz-ისთვის გამართულ კონფერენციაზე. ხართ "დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც გვერდიგვერდ იბრძვის არსებობისთვის ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ? თუ მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე

მისურის შტატის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა

მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისის სკოლაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია, რომელსაც პოლიციამ გაუხსნა ცეცხლი. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. თავდასხმის მოტივი უცნობია.   ავტორი - სალომე თორაძე

სერგეი ლავროვი - რუსეთი უფრო მეტ სამხედრო კონტაქტებს აპირებს იმის გამო, რომ კიევი „ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია უფრო მეტ სამხედრო კონტაქტებს აპირებს იმის გამო, რომ კიევი „ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს. ლავროვის განცხადებას რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. ლავროვის თქმით, სიტუაცია უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენების შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოში „დღეს ან ხვალ“ განიხილება. ლავროვმა არასერიოზული უწოდა დასავლეთის მიერ რუსეთის ტყუილად მოხსენიებას „ბინძური ბომბის“ შესახებ ინფორმაციას,

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის ოთხი დასახლებიდან ოკუპანტების განდევნა შეძლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის ოთხი დასახლებიდან ოკუპანტების განდევნა შეძლეს. საუბარია კარმაზინოვის, მიასოჟაროვის, ნევისა და ნოვოსადოვის დასახლებებზე. გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის 13 წერტილი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ოთხი პოზიცია გაანადგურეს. ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს ოკუპანტების ი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი არ დარჩება გულგრილი, თუ დადასტურდება, რომ მის დრონებს რუსეთი უკრაინის ომში იყენებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის თქმით, ირანი არ დარჩება გულგრილი, თუ დადასტურდება, რომ მის დრონებს რუსეთი უკრაინის ომში იყენებს. „თუ დადასტურდება, რომ ირანული დრონები უკრაინის ომში ხალხის წინააღმდეგ გამოიყენება, ჩვენ ინდიფერენტული არ ვიქნებით“, – განაცხადა მინისტრმა. ამასთან, დიპლომატი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაგრძელდება. პირველი არხი

დონეცკის „შახტარის“ დირექტორი თვლის, რომ ფეხბურთში მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირანი არ უნდა დაუშვან და ის უკრაინამ უნდა შეცვალოს

ირანი გაძევებულ უნდა იქნეს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელი ფინალური ტურნირიდან რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო და მის ნაცვლად უკრაინის ნაკრებმა უნდა ითამაშოს, ფიქრობს უკრაინის საფეხბურთო კლუბის, დონეცკის „შახტარის“ გენერალური დირექტორი, სერგიი პალკინი. "მაშინ, როცა ირანის ხელმძღვანელობა სიამოვნებით უყურებს თავისი ეროვნული ნაკრების თამაშს მსოფლიო ჩემპიონატზე, უკრაინელები ირანული დრონებითა და ირანული რაკეტებით დაიღუპებიან", დაწერა ფეისბუკზე პალკინმა. "თითოეული მათგანი (დრონები)

ნენსი პელოსი - ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თქმით, ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს. ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ხორვატიის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს. „ვფიქრობ, ირანი დიდ შეცდომას უშვებს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვცდილობთ, გვქონდეს ბირთვული შეთანხმება ირანთან, რათა შევძლოთ მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ. ახლა ისინი რუსებს ეხმარებიან და სამყაროს ნა

ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. პრეზიდენტმა ჰაარეცის დემოკრატიულ სამიტში ვიდეოკონფერენციის სახით მიიღო მონაწილეობა და ისრაელს მოუწოდა, განსაზღვროს, სურთ თუ არა დემოკრატიულ სამყაროსთან ყოფნა. „დრო ხომ არ დადგა, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს, ვისკენ ხართ? ან დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც იბრძვის არსებობის საფრთხის წინააღმდეგ, ან მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც, როდესაც ეს გლობალურ უსაფრთხოებას სრულ
×
×
  • შექმენი...